Translate

понедельник, 22 марта 2021 г.

24/ 2021 _ ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! _ ”ვაშინერსი”

24/ 2021 ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! _ ”ვაშინერსი” 

/შეეშვით მაგ კაცს _ აკი, ალეგორიულად გაგვიმხილა _ გავბეზრდი ამდენი ოინბაზობით, ღირსეულ მემკვიდრეობას გიტოვებთ და წავედიო… ჰოდა, ევოლუციის მომლოდინეთაც მართებთ განწყობის გადახალისება, ანუ: ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! სერჟანტის ”ჩინი”. იქითა მხარემ, რომ არ ითაკილოს, ფრიად მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს მოვიხმობ: პირველი მსოფლიო ომის დროს, ბავარიული პოლკის ეფრეიტორი შიკლგრუბერი, მომავალი ადოლფ ჰიტლერი გახლდათ… მაგრამ, კაი ”სკოლა” გვაქვს გავლილი და არც განცდილი ტკივილია მივიწყებული… ვითარება, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას გვთავაზობს, ხელოვნურად, ნუღა აჭიანურებთ… სიხარბით გამამაცებული უთავბოლობით, ნუღა გადავიჩეხებით… ჰოდა, სახალისოდ და შესამხნევებლად _ ძირს, ჭრელი სერჟანტების დიქტატი! 

* ორატორი კი ამაყობდა… 1975 წელი 
”ორტორი კი ამაყობდა…” _ აბა, რას ვიფიქრებდი, თუ ”კომუნისტური რეჟიმის” გასაკილად დაწერილი ეს ლექსი, დღევანდელ ჩვენს ყოფას, ასე, ”პირნათლად” მიესადაგებოდა… 
*** ორატორი კი ამაყობდა… სიზმრებს კრძალავდნენ… სცენის სიღრმეში დაშვებული ნათლის სვეტი ჯვარედინად გადაეხაზათ… ორატორი კი ამაყობდა, ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _ ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა… სმენადახშული, თვალდათხრილი სიცოცხლე თვლემდა ვრცელ დარბაზში, და თავისთავად იქნევდა ხელებს… ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე, ცნობიერების ბერწ საშოში მსუნაგი კუჭი განაბულიყო… ორატორი კი ამაყობდა: ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _ ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა… 21.10.1975 პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” /თბილისი _ 2010 
*** სააზროვნო აპარატის ახირება… 
ჩვენ, არ შეგვიძლია ბევრი რამის სრულფასოვნად გაგება და შეგრძნება, მაგრამ, მტკიცებულების პირობაზე, სურვილისამებრ ვიყენებთ ხოლმე. ეგ, ჩვენი სააზროვნო აპარატის ჩვეული ახირებაა… მაგრამ, თანამედროვე ქართული პოლიტიკის მესვეურთაგან, კოლეგიალური მმართველობის იგნორირება, უკვე მერამდენედ, არაპროფესიონალ აქტივისტთა ”მოვარდნის” მიზეზი გახდება. …ილიასეული _ გონიერ და პირიან კაცთა ერთობა _ შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ საკუთარ ”მომავალს”, რომ ხაფანგს უგებთ, როგორმე ინტუიციით, მაინც უნდა იგრძნოთ… * 
”ვიწყებთ ეროვნულ მოძრაობას!!!” _
გაისმის შეძახილები, პოლიტიკურ ძალთა _ მორიგი დაპირისპირების ფონზე _აბა აქამდე, რა ცოდვაში ვტრიალებდით _ დემოკრატიის დამკვიდრებაზე რატრატი პერპეტუმობილედ, რომ ვაქციეთ?! * საქართველოში ეგრეთ წოდებული ”ეროვნული თანხმობის” მიღწევა პერმანენტულ იდეა-ქმედებად იქცა. ამგვარი შინაარსის განცხადებები, უმეტესად პოლიტიკურ კრიზისებს, ანუ სამართლიანობის აღდგენის მორიგ ფსიქოტალღას ემთხვევა; ვითარდება შოუების ფონზე და ამა თუ იმ კოლორიტული კლანის, ამა თუ იმ ბანკირისა თუ ბიზნესმენთა აღმავლობით გრძელდება. მორიგ ”სენსიტიურ” გადაფურჩქვნა-გადმოფურჩქვაში, კონსტიტუციაში ’შენიღბული” ტერმინი _ "სოციალური სახელმწიფო" _ ისევ ტერმინად რჩება. და დღეს ”ეროვნული თანხმობის” უპირველესი მიზანი, ამ პირობის განხორციელება უნდა გახდეს, ანუ როგორც თავის დროზე გერმანელებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს; "საკუთრება ავალდებულებს, მისი გამოყენება, იმავდროულად, საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს." ისე კი, ზოგადად, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ჩვენთან უამრავი დემონსტრაცია გამართულა; და პატრიოტიზმით მოტივირებულმა ”გულუბრყვილოებმაც” უამრავი წელი _გადადექი, გადადექისა თუ გაუ-გაუს ძახილში _ გავატარეთ… *ჯანრი გოგეშვილის ”ბლოგიდან” _პარლამენტის შენობისკენ, პარლამეტთან, ტელევიზიისკენ, და ისევ პარლამენტისკენ... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ...) ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2009 წელი. \/ 
 * 
”აჰო-ია” /იუმორესკა/
რეიმონდ „რეი“ კურცვაილი ამერიკელი მეცნიერი, გამომგონებელი, ფუტურისტი, გუგლის „ინჟინერიის დირექტორი“ (რეი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მრჩეველიცაა…) მისი პროგნოზები სცდება ფანტასტიკის ჟანრსა თუ კონსპირაციის თეორიებს, თუმცა, 86-პროცენტიანი სიზუსტით მართლდება. გარკვეული ხნის წინათ, ისიც იწინასწრმეტყველა, რომ მომავალში, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით საკვებს ჰაერისგან (”ჰაერი — დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი აირების, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადის, ბუნებრივი ნარევი”) დაამზადებენ… მაგრამ ჰაერის ნაკლებობა, რომ არ განვითერდეს, და სასიცოცხლო გარემოს, არ ვავნოთ, უმჯობესია, მეცნიერებმა ”ყბედობის” ტექნოლოგიურ ათვისებაზე იფიქრონ… ამ ”პროდუუქცით” ხომ პირდაპირ გადავსებულია ”პირდაპირი ეთერი”… ყოველი მორიგი ხელისუფალი აღორძინებას გვპირდება… დაპირებები _ ჩქეფს და ჩქეფს… და თუ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა მოხეხდა, ავშენდით და ეგაა… გამართლდება ”აჰო-იას” გრანდიოზული პროექტი… ერთი, მაგიდის თავში დადგება, მეორე _ბოლოში. პიкველი შემოსძახებს ”აჰოს”, მეორე შეაგებებს ”იას” და აივსება სუფრა სანუკვარი კერძებით… ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა კომუნისტების დროს ”ფსიქიატრიულიდან” გამოსულ ამბერკის… კეთილი კაცი იყო… და საჭმელ-სასმელზე დარდიც აღარ გვექნება. დადგება ორი კაცი გრძელი მაგიდის აქეთ-იქეთ… და ”აჰო-იას!” გადაძახილში ვინეტარებთო… რა ვიცი, ყველა უცნაურობა გამართლდა და ეს რატომ იქნება სხვაზე ნაკლები?! ჰო, სხავათაშორის _დროა, საზოგადოდ მივიწყებელი ცნების განმარტებაც გავიხსენოთ: სოფიზმი \/ ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვ. (უცხო სიტყვათა ლექსიკონი) P.S. ჰოდა, ამ მხრივ, მართლაც მაგარი კადრები გვყავს… მრავალგზის ”ნაწრთობი” ბიუროკრატია _ იღვრება და იღვრება ”ცრუსიბრძნე ” ... მინაწრი და რადგან ”მსუნაგი” კუჭის ვნებათა დაკმაყოფილებაზეა საუბარი… და თუ მსგავსი საოცრების განხორციელება ხდება შესაძლებელი, რატომ არ შეიძლება ლაყბობიდან, ანუ ამ გაუთავებელი ყბედობიდან, რაც საკუთრივ ჩვენი და მსოფლიო მედიასივრციდან ნიაღვარდება, სრულიად შესაძლებელია, უახლესი ტექნოლოგიების საშვალებით გავფილტროთ, ღვარძლისგან, ქარაფშუტული გამოხდომებისგან გავწმინდოთ და მათში ჩადებული ენერგია, საკვების , რომელიმე სასარგებლო დანამატად გარდაქვმნათ… 
* 
 ”ვაშინერსი

”ვაშინერსი” ნიშნავს აკრძალულს, რისი ხსენება, გაკეთება თუ შესრულება არ შეიძლება… ფრიად საგულისხმოა და გასათვალისწინებელია მეგრული გამჭრიახობა და წინდახედულობა… განსაკუთრებით ახლა, როცა ამდენი სალანძღავი სიტყვა მოედინება ქვეყანასა და ხალხზე ”გულაჩუყებული” აქტივისტებიდან… როცა, ხელისუფალს ცნება ”შიმშილის” წარამარა დაფიქსირება აღიზიანებს… და მავანთ ცხოვრება, რომ არ გაურთულოთ იქნებ, ამგვარი ქარაგმულობა დავნერგოთ, ანუ ”გადამძღარი ღორები” გურმანებად მოვიხსენიოთ… უამრავი, არაემოციური სიტყვებით შეიძლება ჩვენი გასაჭირის გამოხატვა (ისე, ცნობისთვის: ინდიურ ეპოსში შიმშილი _ ბაკდევინს ნიშნავს; კენებაკი _ გველს…) ყველა დროის ბიუჯეტზე მიბმული ბიუროკრატთა ქორო გამუდმებით გულმოდგინედ აფერადებს დუხჭირ ცხოვრებას და წამდაუწუმ მთავარი მყვლეფავების ნამოქნედარს ამართლებს… ვირეშმაკობაში განსწავლულებმა, არ უნდა შეიცნონ, რომ ზოგჯერ ”შერისხული” ოპოზიციის, გარკვეული ნაწილი, წრფელად ესწრაფვის ქვეყნის მსახურებას, და მეჩეჩზე გახიდული ქვეყნის, ხიფათიდან დამხსნელები, დიდის ალბათობით, შესაძლოა, სწორედ მათ რიგებიდან დაწინაურდნენ… ასე, რომ ”კოალიციური მთავრობის” შექმნის დროა… * ჯ.გ. 
 ****
 © გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

 * 
”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” ¬/ «Обсерватория образных восприятий» / ¬ “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/
*
***
*
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili