Translate

суббота, 27 июня 2020 г.

სამშობლოს განცდა მარადიული… _შეხმიანება თამაზ წივწივაძის ”სამოღვაწეო არეალთან…” /12 ივლისი მისი გარდაცვალების დღეა/

სამშობლოს განცდა მარადიული _შეხმიანება თამაზ წივწივაძის  ”სამოღვაწეო არეალთან /12 ივლისი მისი გარდაცვალების დღეა/

და კვლავ, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ, ჩემივე ესეს დავესესხები _ სამშობლოს განცდა მარადიული… _აი, ის ძირეული მოტივი, რომელის ხატოვნება, ოდითგანვე იფრქვევა ქართული ეროვნული მწერლობის საგანძურიდან
რომელსაც, უშუალოდ მიესადაგება სახელოვანი კრიტიკოსისადმი მიძღვნილ მოგონებიდან
გაკეთებული ამონარიდი:
***პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე თამაზ წივწივაძე თავისი კეთილი საქმეებით მრავალს დაამახსოვრდა და თუ მას ზოგჯერ, როგორცდაუნდობელ კრიტიკოსს”, ისე მოიაზრებდნენ, თავად იგი, უპირველესად, ღვთისგან უშუალოდ ბოძებული ნიჭით, სამშობლოს სიყვარულით საზრდოობდა, ანუ ტიციან ტაბიძის უკვდავი ტაეპისა არ იყოს:  ”დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი…”
მრავალ, თავისებურად განათლებულპერსონასაქვს პრეტენზიასიღრმისეულ”, ასე ვთქვათელიტურაზროვნებაზე, მაგრამ სიბეცე იქნება თუ მათხმაურსაყოლილი, ”სიბრძნის მაძიებლებიარ გაითვალისწინებენ აინშტაინის ცნობილ მოსაზრებას:
ინტუიცია _ ღვთიური მადლია _ აზროვნება კი მისი მორჩილი მსახური”.
არადა, ბოლო დროს საზოგადოების დაკვალიანების მოსურნეთა ინტონაციებში, უფრო და უფრო იგრძნობა ხელოვნურობა და სიყალბე … _ ის, ვისაც, ერის სატკივარი, ვერაფრით გაუთავისებია,  ”ქვეყნის აშენებასგვპირდება.
ამაზედ, ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ჩვენთან, ამა თუ იმ ფინანსური მხარდაჭერით გალაღებული ჯგუფები თუ პერსონები, რა თქმა უნდა, იმიჯმეიკერული ხრიკებით ახერხებენ, ქვეყნის საამაყოდ მოვლენილტალანტებადმოგვევლინონ
თანმედროვე მედიასივრცესმექანიკურადშეჩერებულ მსმენელ-მაყურებელთაცნობიერებაცამგვარად ბოძებულთავისუფლებასაამინდობილი.
პუბლიცისტური გონებამხვილობითა და ინტუიციით გამორჩეული კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე, ყოველივე ამაზე, ხშირად წერდა.
მაგრამ, ახლა სიბრძნის შემცნობი დამაჯის შემტყობარიცოტაა, ციფრულ ეპოქაში, ”სიბრძნესათუგანსწავლულობასსხვაგვარად აღიქვამენ, ვიდრე ადრეულ საუკუნეებში.
სიბრძნის წიაღში ასულდგმულებულვეფხისტყაოსანშირუსთაველი ბრძენის არსს ამგვარად ასახავს:
ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედაზედი;
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არი, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.”
აქ კი, თამაზი, ალბათ ჩვეული იუმორით ჩაიღიმილებდა, ნახეთ, ის დალოცვილიც, ჩემი მეხოტბე ყოფილაო
ამონარიდი მოგონებიდან:
***
…”მისი ავტორიტეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა და მალე ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში წივწივაძის სიტყვამ შთამბეჭდავი ძალა შეიძინა.
როცა ლიტერატურულ საქართველოსა და მწერალთა კავშირს ერთდროულად მესვეურობდა, ბედის ანაბარა მიტოვებულ მწერლობის სასიქადულო წარმომადგენლებს დაუზარებლად უმართავდა ხელს.”
ისე კი, თანამედროვე მკვლევართა მოსაზრებათა მიხედვით, ”ღრმად აზროვნება”  ნიშნავს, პიროვნების მიერ გარესამყაროს შეცნობის პროცსეში დაგროვილი საგულისხმო აზრების ანალიზსა და  ლოგიკური დასკვნების გამოტანას.
ოღონდ, ციფრული ეპოქა, უამრავსაცთურთანერთად  მოფიქრალ ადამიანს, უწყვეტად თავაზობს მზამზარეულ შეხედულებებს. და ამგვარად დახელოვნებული სწავლული, თითქოსდა ინტუიციის გარეშეც იოლად გადის ფონს.
აზროვნება”, როგორც პროცესი, დიდის ალბათობით, იმ უშუალობით ვეღარ იარსებებს, რისი მეშვეობით კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე შეიგრძნობდა საკუთარი არსის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს… _მიზეზი, მომავალში მოსალოდნელი, ხელოვნური ინტელექტის გაუთვალისწინებელი აღზევება.
მაგრამ დღევანდელინომნკლატურული ელიტა”, მაინც ძველებურად ესწრაფვის მოჩვენებითი კვარცხლბეკების მისაკუთრებას.
რასაც, სახელოვანი პუბლიცისტი, მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი პაროდიული წიაღსვლებითა და  სარკასტულიშემოლაწუნებითააშკარავებდა.
ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ:
ინდოელი ფილოსოფოსისა და მოღვაწის  ჯიდუ კრიშნამურტის მოსაზრებებს, რომელსაც თავის ერთ-ერთი ესსეში სათაურად გამოტანილი აქვს კითხვაარსებობს კი ღრმა აზროვნება?
წარმოგიდგენთ, ჩემს მიერ გადმოქართულებულ ამონარიდს:
ჩვენ მხოლოდ გონების ზედა ფენებს შევიცნობთ _ თუ საერთოდ შევიცნობთ კი მათ _ და ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ ვცოცხლობთ და ვარსებობთ, მხოლოდ მის გარეგან ზედაპირზე. აზროვნებას, ჩვენ მივიჩნევთ, გონების საქმიანობად: მაგალითად, გენერლის აზროვნება, რომელიც საყოველთაო განადგურებას გეგმავს, აზროვნება ცბიერი პოლიტიკური მოღვაწისა, აზროვნება ერუდირებული პროფესორისა თუ ხითხუროს. მაგრამ არის კი, აზოვნება ღრმა? ხომ არ არის, ყოველი სახის აზროვნება გონების ზედაპირული საქმიანობა? ღრმაა კი, გონება, როცა ის აზროვნებს? შეუძლია კი გონებას, რომელიც შედგენილია, რომელიც წარმოადგებს დროის, მეხსიერების, გამოცდილების შედეგს, _ შეიმეცნოს ის, რაც მისი საზღვრებს მიღმა იმყოფება? გონება ყოველთვის ისწრაფვის, ეძებს რაღაც ისეთს, რომელიც მისი საქმიანობის სფეროებს მიღმა იმყოფება, და რომლებიც კონცენტრირებულია მისეულიმე” - გარშემო. მაგრამ ცენტრი, სადანაც ის ეწევა ძიებას, თავისი შემადგენლობით, ყოველთვის რჩება ერთი და იგივე…”
ამჯერად, მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო კრიშნამურტის მიერ ხაზგასმული, ჩვენეული ყოფითობის სქემატურ მხარეზე, ანუაზროვნებას, ჩვენ მივიჩნევთ, გონების საქმიანობად: მაგალითად, გენერლის აზროვნება, რომელიც საყოველთაო განადგურებას გეგმავს, აზროვნება ცბიერი პოლიტიკური მოღვაწისა, აზროვნება ერუდირებული პროფესორისა თუ ხითხუროს…” რომელთა ჩამონათვალს კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე სრულიად თავისებური, გამორჩეული გონებამახვილობით, ინტუიციით, მწვავე სარკაზმით გააგრძელებდასხვადასხვა ჯურის მიმომხილველს, ”მეტრისტიტულით შემკულ დილეტანტს, ავანტიურისტს, ბაქიას, მატრაბაზს, იმგვარი კოლორიტულობით შემოსავდა, რომსაზოგადოებისთვის გზა-კვალის მზაკვრულად აბნევის მოსურნეტიპაჟებს” ”უცოდველობითშენიღბვის საშუალებას არ მისცემდა.
ჰოდა, ამ თემის გაგრძელება ნიჭიერ მკითხველთა წარმოსახვებისთვის მიგვინდვია…  რასაც, თამაზ წივწივაძის სახელობის ფონდის დაარსება, სასურველ სტიმულს მისცემდა. ფონდის მესვეურობას კი, რა თქმა უნდა, თამაზის თანამოაზრე, მისი ღვიძლი და, ჟურნალ "დილას" მთავარი რედაქტორი. ჟურნალისტი დოდო წივწივაძე ითავებდა, რომელმაც გამორჩეული ღვაწლი დასდო სახელოვანი კრიტიკოსის ნაწარმოებებთა ორ მშვენიერ წიგნად შედგენასა და გამოცემას. /იხილეთ _ თამაზ წივწივაძე _ ქვეყნის ამბები _ შინ და გარეთ / ”თამაზ წივწივაძის ფენომენი...”/ Tamaz Tsivtsivadze
და ფონდი, შესაბამისს ღონისძიებებს დასახავს თამაზ წივწივაძის მახვილგოვნივრული, პუბლიცისტური სივრცის აღორძინებისთვის
 ჰოდა, ყოველივე ამისდა კვალდაკვალ, კალამში ნაცად ლიტერატორებს, მწერლებს, ჟურნალისტებს თუ ლიტმოყვრულებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაკვესები, იუმორესკები, ექსპრომტები, ერთურთის წასახასალისებლად კი მეგობრული შარჟები…  თანღრმა აზროვნებისპერიპეტიათა სახალისო ინტერპრეტაციებით, საზოგადოებას სასურველ სიფხიზლე  შესძინონ…  და რა თქმა უნდა, არა მარტო ამა თუ იმ სუბიქტის პიროვნული ამბიციების აკენწვლითა თუ გაკენწვლით გაამჟღავნონ თავიანთი გონებამახვილობანი, არამედ, ქვეყანაში მომრავლებული პრობლემური საკითხებისწამოკიდებითგამოაშკარავებითა თუ მხილებით, წივწივაძისეული სიმძაფრით აგრძნობინონ საზოგადოებას სად ვართ, რასა ვიქმთ, საით მივექანებითმავანთა მიერ საფრონცქაოდ აჩემებულ ღრმა აზროვნებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დღესდღეისობით, ციფრული ტექნოლოგიებით გაჯერებულ მსოფლიოში, უშუალო, ადამიანური ლოგიკით განპირობებულიმსჯელობანი”, რომაა შესანარჩუნებელი, ეგ უპირობო აქსიომაა
 …და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულსმომხდურებიდაეპატრონებიან
და ბოლოს, შეგახსენებთ თავად გამორჩეული კრიტიკოსის საყვარელ, გურამიშვილისეულ შეგონებას: ”ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.”
ჯანრი გოგეშვილი


*
2000 წ.
მწერალთა გაერთიანება ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის” რიგი წევრები _ სტუმრად შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში.
*
***
\/
ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
***
 მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...