Translate

четверг, 9 февраля 2023 г.

აფერფეტოს ფიზიოთერაპიული საგა /ამონარიდი რომანიდან –კაშკაშა ფრინველი//

 


გატაცებული არქეოლოგი, მის გარშემოდაპროექტებულივითარების შესწავლას მშვიდად ცდილობდა და მალე აღმიაჩინა, რომ, თითქოსდა სტუმრის გართობის   მიზნით გასართობბუდეში“, გამართულ ვირტულურ სალონში, ბიომანიპულატორებისგან შექმნილი ადამიანთა და ცხოველთა ბიოფანტომური არსებები, მხოლოდ სტუმრისთვისბოძებულ“, სამართავ პულტის, განკარგვაზე არ იძენდნენსიცოცხლისუნარიანობას“; არამედ, „ჩასაფრებულთაპოზიციებიდან უთვალთვალებდნენ შემოსახლებულ ბინადარს. დასწავლის მიზნით იმეცნებდნენ, მის სახის გამომეტყველებასა და მოძრაობებს...

აჰა, რამდენად ფანტასმაგორიულად, არ უნდა მოჩანდეს, აშკარად, რაღაც, კვანტური ჩახლართულობის მაგვარ ექსპერიმენტში ვარ ჩართულიფიქრში დაასკვნა მან და იმაზე დაეჭვებულმა, რომ შესაძლოა ამათ, ჩემს ფიქრებზეც ჰქონდეთ წვდომაო, გადაწყვიტა, მათვის მიებაძა, ანუ თანამობინაადრებზე, მდუმარე, თან შემეცნებითი თვალთვალით დაკავებულიყო.

მოძრაობით კი, თამამად მოძრაობდა. გასართობ ბუდეში შედიოდა და მის მისაზიდად გამოფენილ  ბიოფანტომურ არსებებს გულისყურით ათვალიერება, შიგადაშიგ, რომელიმე მათგანს, მეგობრული მზერით  ანებივრებდა“; განსაკუთრებით, ერთ ეშხიან, თან მიამიტურად მომზირალ ქალს გაუშინაურდა.

და რამდენიმე საათის შემდეგ, ეშხიანმაბიოფანტომმა“, ცდუნებას ვერ გაუძლო და ვნებიანად შესჩურჩულა:

მე ანანა ვარ, გულმოწყალე ფერია... ნუ აყოვნებ, მიხმე სამართავი პულტით....

აბე უმალ მიხვდა, რომფერიას“, ამგვარად შეკვეთილი გამოძახების საბაბით, „ინკოგნიტომოთვალთვალისგანაჩენისგან“, თავის არიდება  უნდოდა. და აბემაც დინჯად მოიძია სამართავი პულტი, მასზედ აღნიშნულ ფერია ანანოს თითით შეეხო.

პროგრამით გათვალისწინებული წესისამებრ,  ფერიამ, ნებიერად გაიღვიძა და კედლებში შემალულ სათვალთვალო კამერებისთვის, რომ ეჩვენებინა, წესდების შესაბამისად არქეოლოგისკენ განარნარდა.

კაცს, მალევე ვნებიანად მოხვია, თუმც, ამგვარიზრახვააბეს არ მიუნიშნებია.

იხსენი ჩემი სული...–შესჩურჩუდა კაცს, თუ შემიყვარებ, გაადამიანებას დავიწყებ.

ზღაპარია რა...“ გაეღიმა აბეს და ქალს განერიდა.

ნუ ვიჩქარებთ, მინდა ახლოს გაგიცნო, ცოტა რამ შენზედ მომიყევი, თუნდაც, ბავშვობაზე, სად გაატარე., შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?–ისე უშულოდ სთხოვა, თითქოს, ეჭვი არ ეპარებოდა,   ფერია ანანაადამიანურ ბუნებისა,  რომ იყო.

მერე დივანზე  მიანიშნა და თავად მის წინ მდგომ დაბალ ,ტყავგადაკრულ სავარძელში ჩაჯდა. 

ანანო დივანის განაპირას  მოხდენილად ჩამოჯდა, დაკლიენტსმოსიყვარულე თვალებით შეცქერდა.

ნუ ვიჩქარებთ... მინდა, შენი მონათხრობით დავტკბე...–ორაზროვნულად გაუპირდა არქეოლოგი.

კეთილი, კეთილი...  იქედან დავიწყებ ობლად, რომ ვიზრდებოდი, მდიდარი პლანტატორის ოჯახში  დიდ ქალბატონს ვემსახურებდი, ისიც იფერებდა ჩემს მზრუნველობას  და ზოგჯერ სასახლის ხელმარცხნივ გაშლილ ტყეში სეირნობის უფებას მაძლევდა.

მერე, არ გეშინოდა?!–გულუბრყვილოდ ჰკითხა აბემ.

არა, ბატონის ბრძანებით, შინამოსამსახურებს, დაცვის ხალხი, დროდადრო  ორთაბრძოლასა და მშილდისარის სროლაში გვავარჯიშებდნენ, სატევარსაც მარჯვედ ვხმარობდი...

მაშ, მონადირეც ყოფილხარ!–გახალისდა აბესალომი.

როცა ბატონი, ძირითად დაცვას, თან გაიყოლიებდა, შინ დარჩენილი ქალბატონები , ბავშვები და მოხუცები , შინამოსამსახურეებს, ავაზაკთაგან, უნდა დაგვეცვა...

უყურე შენ...

ტყეში გასვლა კი იმიტომ მიყვარდა, რომ ხეებთან ალერსით ვიოხებდი გულს... ხეთა ფოთლების შრიალიდან, მრმხიბვლელ ჰანგებს აღვიქვამდი... ხეები, ჩემი ახლობლები იყვნენ, განსაკუთრებით, ძალზე მაღალი კაუჩუკის ხეები მიყვარდა, ბანანის ხეებსა და ლიანებთანაც ვმეგობრობდი...  ისიც უნდა გითხრა, რომ  ყმაწვილქალობის ასაკიდან, სულის ტკივილმა შემიპყრო... ნიშანდობლივად, სად ან რა სახით გამოიხატებოდა, ეს ტკივილი, გარკვევით ვერც გეტყვით... ფსიქოთერაპევტთა უმრავლესობაც, ამგვარი პაციენტის შინაგანი სამყაროს გააზრებისას, ფონს გასვლას, სხვათა გამოცდილებით მოპოვებული რესურსებით ცდილობს... გენეტიკურმა ალღომ მიკარნახა, რომ ჯუნგლებში მდგომ ხეებში, ჩემი საახლობლო მეპოვა და ერთხელაც, რომელიღაც ცადაწვდილ ხესთან ჩახუტების მორიგ ხიბლში, ჩემი არსი,  სუბატომური ნაწილაკებით მოჭარბებულად შეივსო. ეს, ცვლილება  თავდაპირველად, თითქმის, არც შემიჩნევია, მაგრამ თავად იდუმალმა ნაწილაკებმა ჩემი არსი, ცხოველმყოფელ საბუდარად აღიქვეს, უჩინარი ჟივილით მიეცნენ ერთმანეთის დამუხტვას და მალე ჩემში, ფერია ჩაისახა, რომელიც მიძინებულ ფაზაში მყოფ, იქამდე არნახულ ენეგიის საწყისის მომცველი,  კვაზინაწილაკებით იყო გაჯერებული... ერთხანს, ქვეშეცნეულად, განვიცდიდი, რომ რაღაც სანუკვარას დავატარებდი, მაგრამ წარმოდგენაც არ ქონდა, რომ უკვე, სხეულის გარეშე ვიყავი, ანუ გარდაცვლილი გახლდით, თუმც, ხორციელ შესამოს დავეძებდი, რომელსაც, იმ გამორჩეულ ხესთან ტრფიალში  მოვიპოვებდი. eikaaciის უნარი, ხეთა შრიალიდან ჩამოღვრილმა  musika Seმძინა. გზის პირას მდგარი ჭადარი, ფიჭვი, კიპარისი, ბაღის განაპირას განტოტილი ცაცხვი თუ კაკალი, ტყეში სეირნობისას ნაპოვნი, ასაკოვანი, ტანმსხვილი ბროწეული, რომელთანაც ჩახუტებამ, ეკლიანი ტოტების განსაცდელი მომივლვლინა, თუმც, ტკივილისდა მიუხედავად, იმგვარი სიამე ჩამეღვარა, რომ   არაქათგამოცლილმა, გაცლა ძლივს მოვახერხე...

ანანა, ისე მეტყველად და აღტყინებით საუბრობდა, მსმენელს ეჭვი გაუჩდა, ფსიქიატრული კლინიკიდან გამოქცეულ ავადმყოფს გავსო, მაგრამ ჭადარის, ფიჭვისა და კიპარისის ხსენებამ, თითქოს შეაფხიზლა.

მგონი პროგრამამ აურია...“ გაიფიქრა უნებლიეთ. და მაინც მზრუნველობით ჰკითხა:

აკი, ჯუნგლებში იყავი?!

ნუთუ დაგავიწყდა, რომ ფერია ვარ...–ტკბილად უსაყვედურა მან, შიგადაშიგ ამ ციხედარბაზის შემოგარენშიც მიწევდა ყოფნა,–ყოფილი დარვიშისა, რუზდანის სიყვარულსაც შევსწრებივარ.

უცნაურადაა დაპროგრამებული თუ დიდხანს მოუსმენ, შესაძლოა რეალობას, საერთოდ მოწყდე...“

ძალიან ლამაზი იყო, ვმეგობრობდით კიდეც... მაგრამ რუზდანს, ჩემთან ურთიერთობა გასაიდუმლოებული ჰქონდა, მასთან ურთიერთობაში, საკუთარ თავს, ყვავილთა სურნელებიდან სუბლიმირებულ  ეთერულ არსებად შევიგრძნობდი.

ერთხელაც, ცაცხვის ხეს ჩახუტებული, რომ ჩავტკბი, ძალზე მომინდა გამერკვია, რა სასწაულს, მაზიარა განგებამ და  ინტერეტში საინტერესო ინფორმაციები მოვიძიე... ტვინის ლიმბურ სისტემაზეც წავიკითხე ზოგი რამ;  ემოციურ მოტივაციური პროცესებიც თავისებურად გავანალიზე. დოფამინის, ბედნიერების ჰორმონის, მიღების ჩემეული აღქმებიც დავხვეწე, ქულა ღრუბელების მიალერსების ხელოვნებაც შევიცანი... ადამიანური ხედვებისა და ფანტაზიების  მარაგიც დავაგროვე, როგორც ჩანს, ელექტროფიზიოლოგიის ცხოველმყოფელი გრძნეულებით, მკერდის სიღრმეში, ფარულ უჯრედთა ერთობლიობაშავი ყუთისიდუმალებით ჩამესახა... იმის შეგრძნებაც მომეძალა, რომშავი ყუთისგარსში, მისეული სიცოცხლის, ჩემეული განვლილი ბიიოქიმიური ეტაპები, ზედმიწევნით იყო დაფიქსირებული... და საფიქრალში კომენტარივით ამესახა; როგორმე, მათი აღორძინებისა და გამოხმობის ხელოვნებას უნდა დაეუფლო; და მერე, განვლილი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე გარდასახვასაც სურვილისამებრ შეძლებ...და უცებ გაოგნებულად მომზირალ არქეოლოგს სიყვარულით ჩაეკითხა:

ხომ არ მოგეწყინა ძვირფასო?

არა, რას ამბობ...–მსწრაფლ უპასუხა და მერე იუმორის მოშველიება ინდომამომავლის ადამიანზე ვფიქრობ, საოცარი წარმოსახვის უნარს ამჟღავნებ...

ჰო,ჰო, მართლაც გამორჩეული წარმოსახვის უნარს ვამჟღავნებდი... ფიზიკური და ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებზე, ზოგჯერ, ბნელი სამყაროდან ვისრუტავდი იმპულსებს... ქვეცნობიერად, გარკვეულიმეცნიერულიკვლევებითაც ვიყავი გატაცებული და დროთადრო იმასაც ვაღწევდი, რომ  სათავისოდ წამოვლილიხუშტურისდროს, წარმოსახვით, უმანკო ქალწულობის შეგრძნებით მოცულს, რომელიმე სასურველი მამრისთვის  მიმეძღვნა ალალი სიყვარული...

რუზდანთან ერთად დარვიშიც ვაცდუნე და აღტყინებული ლექსებსაც ხშირად მიძღვნიდა... ერთიღა დამამახსოვრდა:

შენი ნათება მაცოცხლებს,

სასიყვარულოდ მანთებს,

რა ჰაეროვნად მეხვევი,

სიტკბოდ გეღვრები ტანზე...

დარწმუნებული იყო, სამეფო კარის ასულის ტრფობას ეზიარა.

მასთან უჩინარმა მიჯნურობამ, კიდევ უფრო სასწაულებრივად აღორძინა ჩემი განცდები... მერე და მერე, ხეთა ჩახუტებიდან, კენჭების, შარმიანი ნივთების მიალერსების რიტუალებიც დავხვეწე, ყოფაც, რომანტიკულად მოვწესრგე, ნათელმხილველის პროფესია მოვიქარაგმე და გვარიანი კლიენტურაც გავიჩინე, უმეტესად, იღბლის მაძიებელთა მიმდევრები... ამავ დროს, სატელევიზიო გადაცემების სასურველ ექსტაზად ვიქცი... იდუმალებისკენ მიდრეკილი კლიენტთა უმეტესობა ჩემგან შერჩეულ ხის ქერქთა ნაგლეჯებს თავმომწონედ დაატარებდნენ... მრავალი ადამიანისმესაიდუმლეშევიქმენი. ობივატელურ ყოფაში მომწყვდეულ ადამიანებს, თავიანთი უშუალობის აღქმაში ხატოვნად ვეშვლებოდი. უეცრად მოვლენილრობოტიზირებულისამყაროს სისასტიკესთან გამკლავებაში ვშველოდი...

სხვა ლექსიც ხომ არ გახსოვს?–უნებლიეთ ჩაეძია არქეოლოგი.

თუ ძალზე, ძალზე შემიყვარებ გავიხსენებ...–და ანანა, მისკენ ჰაეროვნად გადმოიხარა.

აბემ გაბედა და ლოყაზე ეამბორა, მერე წამოდგა და მოუბოდიშა.

იცით...–უთხრა დამაინტრიგებლად,– მეც, ლაბორატორიაში შექმნილ ელემენტ კვინტესეციიდან ვარ შექმნილი...–თავადაც ვერ მიმხვდარიყო არაცნობიერმა უკარნახა, თუ თვითგადარჩენის ინსტიქტმა აიძულა, გაეაზრებინა, რომ ჯერ კიდევ საღ გონებაზე იყო,–

აფერფეტოს ფიზიოთერაპიული საგა, ნოველა უცნაურობათა არომატით...–შესცინა თანამოსაუბრესმართლაც მშვენიერი მიგნება ხარ... ფიქრში კი, დაამატა: „მაგრამ მგონი, შენში ჩამონტაჟებულს პროგრამას დრაივერით ინსტალაცია ესაჭიროება... მე კი...“

 გულისჯიბეში, შემორჩენილი დამამშვიდებელი აბები, თითებით, შეფარვით მოიძია,   მერე  და ოთხივე, ერთდროულად ჩაიდო პირში და თავი მოიმძინარა.

საყვარელო, საყვარელო, არ მიმატოვო...–შესთხოვა, მისგან აფერფეტოდ მონათლულმაფერიამ“.

არქეოლოგმა კი, გამოთხოვების პირობაზე შესჩურჩულა:

შენი ნათება მაცოცხლებს,

სასიყვარულოდ მანთებს,

რა ჰაეროვნად მეხვევი,

სიტკბოდ გეღვრები ტანზე...

უიმე, რა ვქნა, ეს ჩემზე მეტი გიჟი ყოფილა...–თითქოს დაედენაფერიასხმა,–მგონი გაითაშა...

ჯ.გ.

იხილეთ –კაშკაშა ფრინველი /სათავგადასავლო რომანი/

*