თუ გაქვს აქსიომა _ პირველსაწყისი…
ჩაქრა ნათურა, _
კაცმა სანთელი მოიხელთა,
ასანთი ვერა,
და სიყვარული გაახსენდა,_
გაუმხელელი…
კაცმა სანთელი მოიხელთა,
ასანთი ვერა,
და სიყვარული გაახსენდა,_
გაუმხელელი…
მარტივად
გავამხილე ლექსად 1971 წელს
აუ, და მერე რამდენი გაუმხელელი გატაცება სდევდა თან, ჩემს ყმაწვილურ ცხოვრებას.
”კვანტური სამყარო გიხმობთ”, ასე იწყება ინტერნეტში, ჩემს ერთერთ ვებ-გვერდზე განთავსებული პოეტური მიმოხილვა /პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G./
მსგავსი რამე ყმაწვილკაცობაში, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მომივიდოდა _ გამონათება, რომ მქონოდა, საბჭოთა ფსიქიატრიას მშვენიერი მიზეზი ექნებოდა, ჩემს გამოსამწყვდევად და ვერავითარი პოეტურად მოაზრებული აშლილობითი შემაჭრების მომიზეზება ვერ მიშველიდა… არც წესიერი დიაგნოზის დამსმელი იქნერბოდა ვინმე. ”კვანტური მოჩვენებები” აქვსო, რომ ეთქვა ვიმეს, ჩვენებურ ფსიქიატრში კრეატიული პროგრესი იქნებოდა… ახლა კი, ”კვანტურ სამყაროს” ჩემი ჭკუით იმგვარად გავუშინაურდი, ამ მიმართებით რაღაც შეხედულებებიც კი ამოტივტივდება ჩემი ბნელი, ანუ ქვეცნობიერი ”მედან”. აი, ერთი მათგანიც: _ და სიკვდილის გავლით… გვახსოვდეს! ხილული სამყარო, მხოლოდ 5 %-ია… ბევრისთვის, ალბათ, ბევრად ნაკლები. არადა, ზღვა ინფორმაცია გვარტყია, _ გვახსოვდეს! ნუ განვსჯით ცარიელა ენით… გვახსოვდეს! სწავლა სიკვდილამდე, და სიკვდილის გავლით… (ჯ.გ.)
ჰოდა, სრული შესაძლებელია, არცთუ შორეულ მომავალში, დრო-სივრცული ინტერპრეტაციების გადამოსახედიდან, ვინმე, სხვაგვარად გონიერს, კაცობრიობის ნააზრევ-ნაღვაწი დროის უსაშველო ფლანგვად მოეჩვენოს… ანუ, რა უბედურებაა ადენი მიეთ-მოეთიო, თქვას წარსულის კლვლევით დაინტერესებულმა პარალელური სამყაროს მკვლევარმა. არ შეშინდეთ, აკი სამყაროს წარმოქმნის თაობაზე, დღემდე არ არსებობს დამაჯერებელი ვერსია, რადგან რეალობა გაცილებით ფანტასტიკური აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფანტაზიის სფერო. მას შემდეგ, რაც მეცნიერიერებმა სამყაროს შექმნის ბიბლიური ვერსია _შექმნის ”6 დღე” განიკითხეს, ბევრს ეგონა, რომ ”დიდი აფეთქების თეორია” უკვდავი გახლდათ, მაგრამ ევოლუციის ეს მოდელი, იმ აქსიომად მიღებულ პაწაწუნა ნაწილაკის არამდგრადობისა და სხვა მიზეზთა გამო მეცნიერული ეჭვების რკალში აღმოჩნდა… რაც ჩემს ლექსში, ამგვარადაა ინპრეტირებული:
დაუდგრომელი იჭვი…
წამიდან წამში,
იშვა და წარვიდა
საწყისი ვარსკლავი,
ცისა და მიწის…
ვერც ვერვინ იხილა,
ვერც ვერვინ აღიქვა,
მისი არსი და ხიბლი.
არადა მოასწრო,
ნათება ჩასახა,
უხილავ სამყაროს
მჩენი…
გვაქვს აქსიომა _
პირველსაწყისი,
უსახო, პაწაწა ბუშტი, _
აღეგზნო, იფეთქა,
ფერებად დაიფრქვა, _
არარამ წაუკრა ხელი.
აღიძრა აღქმებად,
სიცოცხლის საწყისად…
ატომი, უჯრედი, მუხტი…
ხორცნი შეისხა,
სამყაროდ შეიმოსა,
გენომს დაედო ფასი.
იხარა, იმაჭრა,
იტანჯა, დაღვინდა…
უსასრულოა მითი…
…თუ გაქვს აქსიომა _
პირველსაწყისი,
თუნდაც პაწუნა ბუშტი,
იქმენ ინსაით, აფეთქდი;
”ბახ!!!” ჰა, შეივსო ხედი…
…
_ემანაციას რა შეედრება,
ამბობს ნაცადი ბერი,_
ზღაპრებს შეეშვით
და ღმერთს მიენდეთ,
ამაოდ ლაყბობს ზოგი.
_ღმერთი ვინ შექმნა?!_
ისმის ქირქილი,
დაუდგრომელი იჭვის.
(ჯ.გ.)
*
”ემანაცია
L. emanatio
1. რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი; აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას. ”
***
შემდეგ ფიზიკოსებს სიმების თეორიისკენ გაუწიათ გულმა, ის რომ სწავლულებმა აღმოაჩინეს,
რომ ნაწილაკები სიმები იყო… ჰიპოთეზებისა და ძიების შემდეგ გაირკვა, რომ ”ჰომოსაპიენსისთვის”
სამგანზომილებიანი სამყარო შემდგომი განვითარებისთვის მეტისმეტად მცირე არეალი გახლდათ
და ტაქტიკური თვალსაზრისით განზომილებების რაოდენობამ მოიმატა… მოკლედ ბოლოს (რამდენადაა
ეს ”ბოლო” ამას ვერ ვიწანასწარვმეტყველებთ…) დადგინდა: სამყარო 11 განზომილებას მოიცავს…
და მერე ივარაუდეს, რომ სამყაროში ყველა და ყველაფერი ერთ ვეებერთელა სტრუქტურას _მემბრანას
უკავშირდება. მოკლედ აქ კიდევ უამრავი დისერტაცია დაიწერა, უამრავი პრემია გაიცა და
”მსოფლიო ტვინებმა” შემოგვაპარეს, მსოფლიო მულტისამყაროსეული ქმნილება გახლავთო, ანუ
პარალერური სამყაროები ნამდვილად არსებობსო.
არადა, ამას მე კაი ხანია ვამბობ, მაგრამ არა მგონია, ალბერტ აინშტანის მცდელობა,
ყველაფრის (სამყაროს) თეორიის შექმნისა, ამით დამთავრებული იყოს…
ერთი ნათელია ადამიანის ცნობერება თავის ტვინს სრულად არ ემორჩილება…
რუსთაველი კი გვაფრთხილებს: "გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან..."
მოკლედ, კვეს-აბედისა, რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემს ქვეცნობიერში შემალულმა მეცნიერული კვლევებისკენ მიდრეკილებამ, აშკარად იჩინა თავი.
არადა, თავდაპირველად, ჩემი ყმაწვილკაცობის დროინდელი ვითარების ფრაგმენტული ასახვა მსურდა… ის რომ საბჭოური ცენზურით ნაწრთობ იდეოლოგიის სამსახურში ნებით თუ უნებლიეთ ჩამდგარი ბიუროკრატია, ძირითადად მაინც საკუთარ კარიერაზე ზრუნავდა და ”მერე მე არაფერი მამივა”-ს პრინციპით ცხოვრობდა
მე კი ამას, სიახლის მაძიებლის შინაგანი ბუნებით ვეურჩებოდი…
ზოდიაქოს ნიშნით მერწყულს ინტუიცია თავისებურად მომდგამდა და მიზანდასახულად, ზოგჯერ კი გაუთვითცნობიერებლად კრეატიულიც გახლდით. ეს კი, წინაღობებს მიქმიდა და მოშურნეთ მიჩენდა… მოკლედ, ჩემი ფსიქიკური ენერგია, ლაგამს ვერ ჰგუობდა. შესაფერისი არეალი კი ნაკლებად მქონდა… ჩემი გონი მეტადრე ქვეცნობიერის საბუდარიდან, უცაბედად ამობორიალებულ ემოციათა თუ ფიქრის ფრაგმენტთა თავდასხმებს განიცდიდა; ”ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების”. გარკვეული ცოდნა კი, მაშინ ყველასთვის როდი იყო მისაწვდომი.
ახლა თუ არ დაიზარებ და ინტერნეტს გონივრულად გაუშინაურდები, შესაძლოა დიდად განსწვლული ვერ გახდე, თუმც, არც ბრიყვული გამოხედვით დატანჯავ მოყვასს.
”რავი” არ მინდა, ნეირომეცნიერებაში განსწავლულობა, ზედმეტად დავიჩემო, მაგრამ ამ საქმის ღრმად მცოდნის ამერიკელი ნეირობიოლოგისა და ფსიქიატრის პოლ მაკლინის მიერ შემუშავებული მოდელი თუ მოძღვრება კი ნამდვილად უნდა მოვიშველიო… ანუ მაკლინის მოკვლევისდა მიხედვით ადამიანის ტვინი სამი ”ტვინისგან” შედგება და ასე გამოიყურება _ რეპტილიური (ტვინის ღერო), ლიმბური (ემოციური ტვინი), ნეოკორტერქსი (ახალი, ვიზუალური ტვინი). აქვე აუცილებელია გაკეთდეს განმარტება, ეს სამი დონე, როგორც ერთიანი სისტმა ისე ფუნქციონირებს… თითოელის დომინანტური როლი კი ამგვარია _ რეპტილიური უძველესია _ 100 მილიონი წლისა ყოფილა. მართავს ძირეულ ქცევებს, გამრავლებისა და გადარჩენის ინსტიქტს; გაქცევა _ თავდაცვა_ უსაფრთხოება (რეპტილიური უძახე შენ). ”რეპტილიურში” შფოთავენ ძველისძველი შიშები.
ლიმბური სისტემის, ჩვენი ემოციების გენერატორის ”ასაკი”, 50 მილიონი წლით განისაზღვრება. პასუხისმგებელია თვითგადარჩენაზე, თვითდაცვაზე, მართავს სოციალურ ქცევებს… აქ იბადება შიში, მხიარულება, განწყობის ცვლა. ამ სისტემის დარღვევა იწვევს აუხსნელ შფოთებს, აგრესიას, შიშებს ან ზედმეტ მგრძნობელობას.
ნეოკორტექსი კი ლოგიკურ აზროვნებას და უმაღლეს ნერვულ მოქმედებას უზრუნველყოფს. რაციონალური გონია – მისი ასაკი 1,5- 2,5 მლნ წელია, მისი მოცულობა კი ტვინის 80%-ს შეადგენს. იგი ჭეშმარიტი ინტელექტის ცენტრი გახლავთ, ანუ გონიერება, ლოგიკური აზროვნება, ანალიზის უნარი, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროცესების ”ლაბორატორია”. მეექვსე ინტუიცია…
და ა.შ. და ა.შ. "ერთიანი სამასახოვანი ტვინი" სხვა მრავალ ფუნქციასაც ფლობს, მაგრამ ადამიანთა დიდ უმრავლესობას ყველაფერ ამაზე ნაკლები წარმოდგენა აქვთ. არადა, მოფიქრალ პიროვნებას, სასურველია ნათელი თუ არა, მიახლოებითი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს, ადამიანურ სააზროვნო სისტემაზე. რათა გაწონასწორებული რეაქცია მოახდინოს, უცხო გარემოდან უპრაგონდ, შფოთის მომგვრელ ემოციურ ფრაგმენტზე, რომლის რაობის გარკვევა ხშირად ჭირს…
ბევრი ჩვენთაგანი სიყმაწვილეში ღრმად განიცდის გაუთვითცნობიერებელ ლტოლვას ამა თუ იმ მიზნისკენ… აღარ დავიწყებ ფსიქოლოგთა მრავალჯერ განმარტებულს, რომ სურვილები და მათთან ადევნებული შეგრძნებები, როგორ დაეხეტებიან ჩვენს არსში… თუნდაც ბიჰევიორიზმის თვალსაზრისით… ჩემის აზრით მარტო ცხოველებში, როდი დევს, ”მოცემული სახეობის მოქმედების სპეციფიკური პროგრამა, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას და თეორიულად დამოუკიდებელია ცალკეული ინდივიდის გამოცდილებისაგან.” და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ფრანგ ფილოსოფოსსა და მათემატიკოსს რენე დეკარტს, რომელიც განცდების შინაარსის გაგებაში ფრიად გარკვეული იყო (და რომელსაც ფრიად თვალსაჩინო გამოთქმა _ “ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ” _ეკუთვნის), ერთხელაც ”წამოცდა”: ადამიანი მექანიკური ცხოველიაო, თუმც, მასზე ბევრად ადრე არისტოტელე ამტკიცებდა ”ადამიანი სოციალური ცხოველიაო”… მგონი, ისევ სხვა მიმართებით გავუტიე. მაგრამ, ის რომ ეგრეთწოდებული გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) ინსტიქტებით და ინტუიციით ზოგ ცხოველს გვარიანად ენათესავება, ეს უდაოა. თუმც, ამის შესახებ ზიგმუნდ ფროიდს ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდა, ვიდრე მე… მე კი, იმის თქმა მინდოდა, ბავშვობასა და ყმაწვილკაცობაში (ისე, არც ხანდაზმულობაში მაწყენდა), განგების წყალობით ”შემწეგამგნები” მოყვასი, რომ დამგზავრებოდა, ალბათ, ბევრ, ქვეცნობიერისგან უხეიროდ შემოგდებულ ემოციას დროულად და მართებულად გავშიფრავდი… იქნებ, იმაშიც გავრკვეულიყავი, რატომ აღვიქვამდი, ისე ეგზალტირებულად სხვადასხვაგვარად გამოკეკლუცებულ ასულებს, შესაძლოა, ზოგს შარმიც თანსდევდა, მაგრამ შემდგომ, ხშირად შემიმჩნევია, უცაბედად და ერთბაშად მოწონებული გოგო, სულაც რ იყო იმ სილამაზისა და მიმზიდველობის, როგორც თავიდან მომჩვენებია.
”საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა”, თავად ვაჟა-ფშაველამ ბრძანა. არადა, გაუსაძლისად მიმზიდველი საამო უბის მქონეთა შორის, ხშირად როდია, კაი ოჯახის შვილი, ალალი, პატიოსანი… ისე, როგორც ცნობილი ფილმის საარაკო ეპიზოდშია ასახული. ჰოდა, გრძნეულ უბესა თუ სავსე თეძოებს ბრმად ადევნებული ყმაწვილკაცი, ზოგჯერ, ისეთ საბედისწერო ფათერაკებს გადააწყდება, რომ…
ყმაწვიკაცობაში, განსჯაზე, ბევრად წინ გაჭრილ გრძნობის უმტკივნეოლოდ მოთოკვა, ლაგამის ამოდება და გამოზოგვა, ალბათ რჩეულთა ხვედრია. ისე, იმუნური თავმოყვარეობის წყალობით, ამგვარ ხიფათს, ზოგჯერ გარეგნული სიმშვიდით გავრიდებივარ…
როგორც ამბობენ ზნე და ხასიათი, აშკარად თუ ფარულად უპირველესად გენეტიკიდან მოდის… მაგრამ ძნელი გასარკვევია, ნათლად გაიაზრო თუ შინაარსობრივად რას ეყრდნობა, ის შენეული გენეტიკა, რადგან ყმაწვილმა (ხშირად ხანდაზმულმაც) სიღრმისეულად ცოტა რამ იცის მისი საჯილაგოს, მოდგმის შესახებ…
უმჯობესია, კარლ გუსტავ იუნგის მიერ ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული ცნება არქეტიპი მოვიშველიოთ _მოდის ბერძნული სიტყვიდან „archetypon“ და ნიშნავს პირველსახეს, საწყისს, ამოსავალ ფორმას. სიზმრები, მითები, რელიგიური სიმბოლიზმი, ოკულტიზმი…
ზებუნებრივ, იდუმალ ძალებთან მაგიურად, ჭვრეტითი სწრაფვით კავშირის დამყარების მცდელობით, გვარიანად ვიყავ შეპყრობილი… ასევე, არც ტრაიბალიზმიდან გახლდით შორს, ანუ გვაროვნულ-ტომობრივი კუთვნილებისადმი მიდრეკილებაც მახასიათებდა…
სიზმრისეული სამყაროს სიღრმისეულ აღქმისადმი, რომ გულგრილი არ ვიყავ, ეს ჩემი პირველი წიგნის სათაურში წარმოჩინდა ანუ ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” _ მოთხრობების კრებული _ თბილისი, მერანი, 1982. - 127გვ. / ხოლო ხანდაზმულობისას გამოცემული პოეტური კრებულის სახელწოდება გახლავთ ”სიზმრიდან ცხადში...” _ პოეზია (ავტორი). - თბილისი, 2010. - 228გვ.. - ISBN: 978-9941-0-2892-2…
იუნგის კონცეფცია გვაუწყებს, რომ თითოეული ინდივიდის ფსიქიკაში არქეტიპები თავს იჩენენ ოცნებების, ფანტაზიებისა და ესთეტიკური (ესთეტიკა (ბერძ. aisthētikos — გრძნობა, შეგრძნება) ქმნადობის გზით. ანუ ამგვარ არქეტიპებს ხელოვნებისა და მშვენიერების ბუნების შეცნობა-გააზრების ესა თუ ის უნარი მოსდგმთ. ამ საკითხთით დაინტერესებულთ ვურჩევ შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ იუნგის შრომებს გულდასმით გაეცნონ… რისი ახსნაც მე შევძელი, ვფიქრობ საკმარისია, იმისთვის რომ ჩემი ყმაწვილკაცური სწრაფვების მომცველი ეპიზოდები, მკითხველისთვის მეტნაკლებად გაიოლდეს…
ერთი პირობა, ისეთი განცდებიც შემომპარვია, რომ თითქოსდა, სულ სხვა ამყაროდან გახლდით… ერთხელ ისიც მესიზმრა… თუმც, ბარემ ”ნეოხრიკის” მსხვერპლის” ერთერთი პერსონაჟის ”აღიარებას” მოვიშველიებ: ”_აუ, საცოდავი კაცობრიობა, ბედი არ გინდა, ნეტა უფრო რომანტიკულ საუკუნეშიდავბადებულიყავი!_ალალად ინატრა გოგომ,_ისე მეც შემემთხვა უცნაური რამ, ერთხელ,სიზმარში ნათლად და გააზრებულად ვიხილე, რომ დედამიწაზე ტელეპორტაციის სახითმარსიდან აღმოვჩნდი. უფრო სწორად ჩემი პირველადი სუბსტანცია სულის სახითშემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში და ჩემს მედ განსხეულდა; ეს მოვლინებაფიზიკურად და აზრობრივად იმდენად სახოვნად განვიცადე, რომ დაბნეულობისგანვიფიქრე, ეგეთი უცნაურობა, საიდან დამესიზმრა მეთქი, ვინმესთვის მისი გამხელისსურვილი არ გამჩენია და მალე მიმავიწყდა, მაგრამ წლების მერე, მულოდნელადგამახსენდა და გამიკვრდა, იმ წამიერი მოვლინების სცენა, შთამბეჭდავად შემორჩენოდაჩემს მეხსიერებას და კარგა ხნის შემდეგ, როცა ეს მოგონება, ასე ვთქვათ მყარადდამემგზავრა, ჩემში იმის რწმენა გაძლიერდა, რომ მარსზე სიცოცხლე იყო, უფრო ნათლად,ოდესღაც ფიზიკური სახეც გააჩნა, თუმც, ახლა იქაურობა სულთა საბუდარსწარმოადგენდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმა მარსიდან მოფრენილსჰგავხარო… ჩვენთან დამცინავ კონტექსტში მოიხსენიება, მაინც გადავწყვიტე იმსიზმრისეული ფრაგმენტის ნაკვალევს მივყოლოდი. იქნებ, ისიც გამერკვია, რა სახისჰუმანოიდი იდგა, ჩემი პირვანდელი მეს მიღმა. თუმც, შესაძლოა, ეს პლანეტა, ლტოლვილსულთა თავშესაფარია, შევეცადე უკუტელეპორტაცია განმეხორციელებინა, მაგრამ მალედავრწმუნდი, რომ იგი განსაკუთრებულ უნარსა და დახვეწილობას მოითხოვდა, ამგვარასტრალურ სიღრმეში, რომ გამეღწია, რეგრესიული გიპნოზის საშუალებით, საკუთართავში ჩაღრმავება ვცადე, ოღონდ, რეინკარაციის მაგივრად კინაღამ არარაობაში ჩავრჩი…ბოლოს ისევ, ბოლო დროს ლამის მოდურად ქცეული კვანტური მიდგომა მოვიშველიე…_რუსკა უცებ გახალისდა_ყოჩაღ მე!” ეს ამონრიდი ჩემი ნოველიდანაა… თუმც, მთელ რიგ ჩემს რომანებში _ ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწ... /”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), კარი პირველი _ ნებით შეწირული / 'The
Crematory of Love', A novel. P. H. 'The Cubs will Grow up.'1992 ... /ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი).../ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT
HOME .../ ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი და სხვა ჟანრის
შემოქმედებით
არეალში
ისახება მისტიციზმისკენ ჩემეული პერსონაჟების
ლტოლვა.
მაგრამ
მინდა
საკუთარ
თავს,
ცივი
წყალი
გადავასხა,
მსგავსი
შეგრძნებები
შემოქმედებითი
ბუნების
ადამიანებისთვის
უცხო
არაა…
არც
იმის
დავიწყება
მმართბს,
რომ
ყოფითობა
მოზარდის
ცნობიერებას
თავისებურ
კორექტირებას
უკეთებს
და
ფანტაზიურ
სამყაროში
გახიზნულს
მოულოდნელად
აგემებს,
მწარე
სინამდვილის
სუსხს…
(თუმც,
არამატო
მოზარდს).
ყმაწვილობის
ასაკში,
წარმოსახვით
ხშირად
ვტრიალებდი
საქართველოს
ისტორიულ
ქრონიკებში,
სადაც
რაინდად
მოვლენილი,
მძიმე
გასაჭირში
ჩავარდნილ
ხან
ერთ
ქართველ
მეფეს
ვშველოდი,
ხან
მეორეს,,
მესამეს
მეოთხეს,
მეხუთეს...
ვაი,
რომ
ავბედითობის
გამო,
ბევრი
მათგანი,
ერთთავად
დახმარებას
ითხოვდა…
”თვითობის” სრულ ფსიქოანალიზს ბევრი ავტორი შეეცადა, მაგრამ მე მაინც ისევ იუნგის დამოწმებას ვარჩევ: ”თვითობა” (Selbst) გულისხმობს არა მარტო ცნობიერ, არამედ არაცნობიერ ფსიქიკურ არსებობასაც. თვითობა არის მთელი პიროვნების ცენტრი, ისევე, როგორც ეგო (მე) არის გონის, ცნობიერის ცენტრი. თვითობა. . . ანუ არის იმ საბედისწერო კომბინაციის სრულყოფილი გამოხატულება, რასაც ინდივიდუალობას ვუწოდებთ.” ჩემეული ”მე-ს” კონცეფცია კი, უკვე აღნიშნულ პოეტურ რუბრიკაში ”კვანტური იმპულსები”, ნაწილობრივ ამგვარად წარმოჩინდა:
ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში
მას არიგებდნენ, ყოფილიყო დამჯერე, მშვიდი,
მაგრამ, ჩვეოდა შეშველება ჩაგრულის, სუსტის,
და როს, მოხშირდა მოქიშპეთა ცილი და შარი,
ძმობის ზღაპრებზე დაიბლანდა მძახე ძონძები.
სათნოდ ნაჩენმა, ალალ მოყვასს უგანა ფარვით,
მერე ინანა, იტანჯა და შესაბრალი შეიქმნა მისი,
იჭვების რკალში, ავად ძრწოდა მხრჩოლავი შიში,
ბავშვობის ხსოვნას, შემოაცვდა ცნება რაინდის.
(ჯ.გ.)
განვმეორდები, თუ დროულად და რა თქმა უნდა, გონივრულად ჩავუღრმავდებით საკუთარ მიდრეკილებებს, მოსალოდნელია არასასურველი ქცევების დახვეწაც შევძლოთ, მაგრამ ამისთვის, როგორც ავღნიშნე, სანატრელია განგებამ ”შემწეგამგნებად” სულით მონათესავე მოყვასი მოგივლინოს…
ისე კი, ჩემს გარშემო ნებსით თუ უნებლიეთ ჩასაფრებულები, უფრო მეტად იყვნენ…
სარკეში, როცა ვიყურებოდი, ჩემი გარეგნობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი, შესაბამისი ძალაც გამაჩნდა, სიმკვირცხლეც, ვფიქრომ ჩემი ”უიღბლობის” მთავარი მიზეზი მაინც, გარკვეულ ვითარებაში, განსაკუთრებით ერთი შეხედვით ”პატივსაცემად” აღსაქმელ საზოგადოების წევრთა მიმართ რიდი გახლდათ… თუმც, მერე, ვინმეს თვალთმაქცობისა და სითავხედის გამო, საკმაოდ აგრესიული ვხდებოდი… ოღონდ, მთავარ საფრთხეს მაინც ”უკეთურები” წარმოადგენდნენ.
”უკეთური” (7, 11 მათე) ესე არს მჩემებელი კეთილისა და მოქმედი ბოროტისა”, ისე ჩვეულებრივ უკეთურში ”ბოროტი” ავი უსამართლო იგულისხმება, მაგრამ მათესეული განმარტება ბევრად საგულისხმოა, რადგან მსგავსი პიროვნებები, უფრო ხშირად ცდილობდნენ ჩემთან დაახლოებას, ვიდრე აშკარად ბოროტი ზრახვებით შეპყრობილნი.
რაღაც სულ ექვსიოდე თვეში აუდიტორიაში, მე უკვე ჩემი ”დაჯავშნული” ადგილი მქონდა, როგორც მოგახსენეთ ვიჯექი ბოლო, მაგიდის მარჯვენა კუთხეში, სახით აღმოსავლეთით, ქუჩისკენ გამავალი აუდიტორიის ფანჯრები, თითქოსდა გაშლილი სივრცისკენ მიწვევდა.
ფეხები გრძელ სკამზე ხშირად მქონდა შემოდებული. მართალი გითხრათ დასაჯდომი ადგილის ნაკლებლობა არ იყო და ნაწილობრივ ესეც მიწყობდა ხელს. ერთ-ორ თანაკურსელთან წაჩხუბების შემდეგ, რომლის შემდეგ ”შეუპოვარის” იმიჯი დამიდგინდა, თანაკურსელთაგან უკვე არავის სურდა ჯიბრში ჩამდგომოდა. ვიცვამდი გამორჩეულად, შეიძლება ითქვას, იმ წრის პირობაზე, სადაც ტრიალი მიწევდა, ალბათ ელეგენტურად გამოვიყურებოდი. მსოფლიო მოდაში შემოსული ბუტილკა შარვლები თბილისში უკვე თამამად მკვიდრდებოდდა, თუმც, ხანდაზმულთა უკმაყოფილების საბაბსაც წრმოადგენდა. თბილისში ჩემზე მეტად გაშინაურებულმა ვაჟმა, შორეულ ნათესავად, რომ მერგებოდა, რკინიგზის სადგურთან, რომელიღაც ჩიხში მცხოვრები თერძი გამაცნო, ებრაელს ჰგავდა, და მანაც ისეთი გულთბილობა გამოიჩინა ჩემს მიმართ, რომ ჩიჩუნჩისა და ხავერდის შარვალ-კოსტიუმები ერთად შევუკვეთე, მერე კი, მთელი თვე, სანამ სოფლიდან ფულს შემაშველებდნენ, თითქმის ხმელა პურით ვიკვებებოდი.
მახსოვს ერთი ჩაფოლაქებული პერანგი ჩემი გემოვნებისა და კარნახით შევაკერინე. ამასთანავე წვეტიანი ფეხსაცმელიბიც ”დავირტყი” და ზოგ თბილისელი თანაკურსელი რიდით მიმზერდა. მერე ნაჩოსის წელზე ქამარშემორტყმული პალტო და შესაფერსი პლაშიც შეემატა ჩემს გარდერობს. ჩაცმით. მშობლების წყალობით სოფელშიც კოხტად ვიყავი შემოსილი. ფინანსები ახლაც მშობლებისა იყო, მაგრამ ახლა, ქალაქურ მოდას თავისებურად აყოლილი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. და უკვე, რამდენიმე ”მამალი ჩხუბიც” მქონდა გადატანილი, ხშირად, ისევ, ის ცემებული ”ჩაგრულთა” გამოსარჩლების ”რიტუალი” მახსენებდა თავს… ვერაფრით ვახერხებდი, ამგვარ ხიფათს გავრიდებოდი და ერთი ორჯერ სხვისი მოსახვედრი მე მომხვდა… მერე, რაიმე საინტერესოს შეთხზვის ჟინი მომეძალა, უმჯობესია, სახალისოდ, ჩემს ადრინდელ მოგონებიდან შესაბამისი ეპიზოდი გავიხსენო: ”…ასე თხუთმეტი_თექვსმეტი წლის ასკში, შეთხზულ-გამოგონილ ჩემს ”რომანებს”, თვალსაჩინო ინტერესით კითხულობდა ჩემი თბილისელი საახლობო… მახსოვს, ერთი მათგანის გმირი, ძალად გაბანდიტებული მეტსახელად ”შმაგი” იდაყვის მოხდენილად და უროსავით ნიკპის ქვემოთ მძლავრად ამორტყმით აფრთხობინებდა სულს მოწინააღმდეგეს, გამოძიება კი თავს იმტვრევდა, რა სახის იარაღს იყენებდა ძებნილი… მეკითხებოდნენ, ეს ამბავი მართალია თუ შენ მოიგონეეო… სანახევროდ მეთქი ვპასუხობდი, თუმცა დღემდე ვერ გავრკვეულვარ, ეს ძალით გაბადინტებული შმაგი, ასე მარჯვედ, როგორ ხმარობდა, იმ თავის იდაყვს… მერე ახალგაზრდული სიფიცხე ცოტათი, რომ გამინელდა, დამშვიდებულზე სარკესთან რამდენჯერმე ვცადე, იდაყვის უროსავით გამოყენება, მაგრამ არაფერი გამომივიდა...
მალე, დეტექტივის დაწერა მომინდა, მაგრამ შიგადაშიგ ”ფენტეზმა” გამიტყუა. ლექციების შემდეგ ვცდილობდი სხვადასხვა მიზეზით დამეხსნა თავი საძმაკაცოს მორიგი სათავგადასავლო მსვლელობისგან. ნაქირავებ ბინისკენ მივიჩქაროდი, სადაც ”რომანის” ეპიზოდებით ათვისებული, რამდენიმე ფურცელი მელოდა.
უფრო მოცალეობის ჟამს, დივანზე წამოწოლილი კი, ისევ საქართველოს ისტორიულ ქრონიკებში გავრბოდი საოცნებო მივლინებით… ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული ურჯულოებთან წლობით გაწელილ ომს, რამდენიმე წუთში ვამთავრებდი… რა თქმა უნდა, ქართველთა სრული გამარჯვებით… მე კი, როგორც შეუმჩნევლად ვჩნდებოდი, ისე შეუმჩნევლად ვტოვებდი ბრძოლი ველს…
ჰოდა, შიგადაშიგ, საქართველოს ისტორიის ნარკვევების გაცნობაც მიწევდა, რაც მერე ”საძმოში” თამადობისას ჩემს მჭერმეტყველებას ამკობდა.
ჰოდა, ერთხელ შინ დაბრუნებულმა, როცა დივანზე წამოვწექი, ის იყო ჩემი ”ორეული”, რაინდი დელი სვიმონის დასახმარებლად გადაეშვა, რომ ოთახის კარი ჩემმა ახლობელმა შემოაღო.
-ფანჯრიდან დაგინახე…-ღიმილით მითხრა მან და წამომდგარს გადამეხვია-წამო პერაშკებზე გეპატჟები, მერე პლეხანოვზე გავიდეთ… ეს შენი ხაზეიკა, როდის დაიდგამს ტელეფონს…
მე მხრები ავიჩეჩე. მობილურზე მაშინ, მინიშნებაც არ იყო. ის კი არა, ჩვეულებრივი ტელეფონის დადგმაზე გაუთავებელი რიგი იდგა.
ლევანი გულღია, საძმაკაცოდ თუ სამოყვროდ შეჩენილი ოცდახუთ წელს გადაცილებული, მომაღლო, გამხდარი და თავისებურად მიმზიდველი ვაჟი იყო. თუმც, შიადაშიგ ელამი გამოხედვა ჰქონდა, რაც მისთვის, ხშირად ფათერაკის მიზეზი ხდებოდა. ”შეჩენილი” იმიტომ ვახსენე, რომ ვინმესადმი კეთილგანწყობა თუ მიეძალებოდა, მერე ხშირად ახსენებდა თავს. ენა, როგორც იტყვიან, სასწაულად მოპირული ენა ჰქონდა; ერთნაირი აზარტით ფქვავდა ჭორსა თუ მართალს, საშინაო თუ საგარეო ამბებს. ამის გამო ერთგან დაიბარეს კიდეც, მაგრამ იქ შორეულმა ნათესავმა გაუწია მფარველობა და საბოლოოდ თავქარიანად, მოლაყბედ მონათლეს… თავად კი ხუმრობდა, ჰიპერმგძნობიარე მოქალაქეთა ფსიქომოდელად მაღიარეს და ახლა ჩემს ტიპაჟს თვალსაჩინოებისთვის იყენებენო…
შემოდგომის მზიანი ამინდი იყო. არ გამიპატიჟნია, თანაც ვიცოდი, არ მომეშვებოდა გამაწვალებდა ჩაძიებით, თუ რის გამო არ მინდოდა იმ დაკუთხული ოთახიდან გარეთ გასვლა. ოთხი ათეული წლის შემდეგ ჩემი ბლოგის ერთერთ გვერდზე, ამგვარი განწყობა აისახა:
ვფურცლე ძველი გაზეთი:
ეჰ! ის ბიჭი მომკვდარა!..
როგორ ძლერ უყვარდა, ქეიფი და გიტარა…
ხელოვნების სამსხვერპლოს შერჩა მისი იარაც,
ამ ქვეყნიდან ”იმამდე” სულ ხმაურით იარა,
ბოლოს ცივი სამარე, სოფლის ბოლოს იკმარა…
მრავალი კარგი ადამიანი, ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება თითქმის ვერ შესძლეს, ვითარებისა თუ უღბლობის გამო ნიჭი, შემოქმედებითი ბუნება თითქმის ვერ წარმოაჩინეს… ბოლოს, ბევრმა ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და…
ვიგონებ წრფელად... ლოცვად მიუვიდეთ...
ჯუანშერი
… ასეა, ყმაწვილკაცობაში ხშირად გვგონია, რომ წუთისოფელი ჩვენზეა მორგებული, მაგრამ მერე ირკვევა, რომ წუთისოფლის კაპრიზებს ვეწირებით… ლევანიც, ასე შეიწირა, უბრალოდ თავისებურად ნიჭიერ კაცს ბევრ რამეში არ გაუმართლა…
ჰო, მაშინ კი, მუდამ ძიებაში გახლდათ და ასე ორმოციოდე წუთში, უკვე პლეხანოვზე კინო ”ოქტომბერის” ზემოთ ვიდექი. ”ბირჟაზე” დამკვიდრების სურვილი არც არასდროს მქონია, ცნობისმოყვარეობის გამო ერთიორჯერ კი ვცადე, იქაური გარემოს გავშინაურებოდი, მაგრამ ჩემს განწყობაში არ ჯდებოდა. ჰო, იქ დგომა, ლამის პროფესიონალურ საქმედ ითვლებოდა. მოძველბიჭო ტიპებს, შიგადაშიგ ”ავტორიტეტებიც” უმაგრებდნენ მხარს.
ახლა, მათგან ”ღოროდ” მონათლული ტიპი მახსენდება, უფრო სახოვნად კი, ქურდულ მენტალიტეტთან გაშინაურებული ცნობილი ფეხბურთელ ზაურ კალოევის ძმა ლევანა, თითქოსდა თავზეხელაღებულის ”იმიჯი” ჰქონდა, მის საძმოსთან მიკედლებული ბიჭები ჭორაობდნენ ავტომატი ვიოლინოს, ანუ ”სკრიპკის” ბუდით დააქვსო.
ჩემთვის ყოველივე ეს დიდ ინტერესს არ წარმოადგენდა. ჩემი რომანის გმირის ”შმაგის” მიერ, მეტოქისთვის ნიკაპქვეშ იდაყვით მიყენებული სასიკვდილო დარტყმა, ბევრად უფრო მხიბლავდა.
მაგრამ მეგობრის ხათრით შემართული ვიდექი ტროტუარის კიდესთან და მიმომსვლელთ თამამად ვათვალიერებდი.
მეცვა მოდაში შემოსული ”ნაჩოსის” პალტო; გვიან გავიგე ეგ ტერმინი ”გაფუებულს” ნიშნავს, რაღაც უკუღმა დავარცხნილი თმის მაგვარს. თურმე ჯგუფ ”მოდერნ თოქინგი-ს” ვარცხნილობას ერქვა ”ნაჩოსი”, ამ ჯგუფზე, მე, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, თუმც, როგორც გაირკვა, იმ ვითარებიდან, კარგა ხნის მერე, მათი სიმღერები ერთ შორეულ ქალაქში გამართულ საღამოზე მოვისმინე. მერე 1986 წელს ჩაწერილი კლიპიც ვიხილე; კაი ბიჭები არიან, მშვენივრად მღერიან, ვარცხნილობაც თავისებურად აჩეჩიჩილ-ჩამოჩეჩილი აქვთ… მაგრამ ეს ”აღტყინება” ხანმოკლე გამოდგა, მალე გაირკვა, ”მოდერნ თოქინგი” 80-იანი წლების ჯგუფი იყო, ერთ-ერთი დამაარსებელი თომას ანდერსენი, ანუ გერმანელი პოპ-მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და ”აფუებულის” ვოკალისტი მხოლოდ 1963 წელს დაიბადა, ასე რომ არც ეს შემრჩა საამაყოდ, მაგრამ ის ”ნაჩოსის” წაბლისფერი პალტო, ხანდაზმულობის გულუბრყვილო წუთებში, მაინც მენატრება, მსუბუქი იყო, რაღაცნაირად ჩემს მანერებთან შეამხანაგებული. ამას ჰქვია _ საიდან სადაო, წმინდა საბაო…
ჰო, ქამარი მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. ჩახლართულ-ჩაკვანწული, ხელებზე გერმანული წარმოების, ფორთოხლისფერი ხელთათმანები მეკეთა. ფეხებზე გრძელყელიანი ბოტინკები, მოკლედ, მთლად ეკრანიდან გადმოსულ კოვბოური ფილმის გმირს არ ვგავდი, მაგრამ პეწიანი იერი ნამდვილად მქონდა. ჰოდა, მე და ეს ჩემი ლევანა ვდგევართ, მე მგონია, თვალს წყალს ვალევინებთ, მაგრამ უცებ ძირითადი ბირჟიდან, რამდენიმე ბიჭი, თავისებური ”მობლატავო” შეთამაშებით მოსრიალდნენ, ლევანა თავისკენ მიიხმეს. მერე ერთმა რაღაც, თითქოსდა შესისინა ”შენ ბიჭო, რა მიზნით გვთირავ…” და რკალში მოქცეული კინოთეატრის ბილეთების სალაროებისკენ წაიყოლიეს…
წამით გაუგებრობამ შემიპყრო, მაგრამ მაინც უმალვე ავედევნე ბირჟის ყოჩებსა და მათ წვრიფეხობას. და მალე ბილეთების სალაროსთან შეჯგუფებულთა წრეში მოვხვდი. ჩემი ახლობელი ლამის კედელთან იყო მიყენებული და მორჩილად ისმენდა ხელმარცხნივ მდგომი მომაღლო, წარბთან ნაიარევის მქონე ვაჟის ”ბრალდებებს”. მე ვერაფერს ვხვდებოდი, გარშემო მყოფნი, ეტყობა თავისიანად მთვლიდნენ და ერთმა ხელიც კი ჩამომადო მხარზე. ნაიარევმა უცებ, თავისი მუქარის გასანმტკიცებლად ”კედელთან მიყენებულს” სახეში გაშლილი ხელი შემოჰკრა. ასე არ უნდა მეთქი და შურისძიებით ატაცებულმა ხელთათმიანი მუშტი ზედ საფეთქელთან ვაძგერე, იგი შებარბაცდა. მე კი მარჯვნიდან საპასუხო ძლიერი მუშტი მივიღე, და უკუსვლით ქუჩისკენ დავიხიე. მზერით მექანიკურად ლევანა მოვძებნე. იგი არ ჩანდა, ვიგრძენი მიმალულიყო.
_არ გაუშვათ!_იღრიალა ვიღაცამ და წამოყვინჩილებული ბიჭები ჩემსკენ გამოქანდნენ.
მე ბედზე მოვასწარი პლეხანოვზე მოსეირნე ხალხში შერევა.
_დაიჭირეთ ეგ ნაბიჭვარი!_მოგანგსტეროდ შერაცხული ”ყოჩის” ხმად მეჩვენა და გასაქცევად შემზადებული ორ გოგოსთან მომავალ ვაჟს, შევეჩეხე. შორიდან ვცნობდი, გამეგო, ბიჭები პატივისცემით ახსენებდნენ, ზოგს გოგია ახალციხელი ლეგენდარულ ტიპად ჰყავდა მიჩნეული. როგორც ჩანს ჩემს დასაჭერად, ისიც უნდა გარჯილიყო, მაგრამ მან კეთილად გამიღიმა და მიმანიშნა, მიდი თავს ვუშველეო… ჰოდა, რ შემაჩერებდა. მაგრამ, ყველაზე შავი იუმორი ის იყო, რომ შებინდებისას, ეს ჩემი ლევანა, რომ მოვიძიე, მისაყვედურა: ”ისე სოფლურად რამ გაგაგიჟა… წყნარი საუბარი გვქონდა, შეთამაშებით…” რა შეთამაშებით, სახეში გაგილაწუნა მეთქი… მერე რა, დაძმაკაცების წინ, მოსულა ეგეთები, იყო პასუხი… და იქვე გამაფრთხილა, ეგენი კალოევის ხალხია, ძებნას დაგიწყებენ და აქეთ არ გამოხვიდეო… ”შენ ბიჭო, რა მიზნით გვთირავ…” კეთილად მეღიმება, ის ჩემი მოყვარე, ხომ შიგაშიგ ელამივით იცქირებოდა, იყო კიდეც, თუმც ამის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობდა.
რა თქმა უნდა, რაინდული ”თავგამოდება” ასე რომ დამიწუნეს, ჩემთვის კაი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ამბობენ ჭკუა დღემდე, ვერ ვისწავლე… ჰოდა, ხანდაზმულობისას დაწერილი, ორაზროვნული ირონიულობით შეფერადებული ლექსიც, თითქოსდა მეხმიანება: ინტერნეტისეულ ჩანაწერებში რუბრიკით ”სახელდახელო აზრები, ერთგან შევნიშნე: ლექსში (თუმც იგი 2002 წლით თარიღდება), ირონიულადაა
გადმოცემული
ცბიერ, ორპირ, დანაშაულში
მხილებულ მედროვეთა ”შენდობა_შემორიგების”
ფარსი. არადა, ”მხილებულთ” მონანიების
სურვილიც კი არ გასჩენიათ… ანუ ხელოვნურად
შემოგდებულმა
კოჰაბიტაციამ,
ცნება ”სამართლიანობის”
დეგრადირება
კი არ შეამცირა, პირიქით გააძლიერა…
შედეგად _”და რიდი ”მუშტის” აღორძინდება”-ს” საბედისწერო მოვლინებასაც უნდა ველოდოთ, ანუ მოქალაქეთა მძაფრ დაპირისპირებას…
P.S. ამ განმარტების გაკეთება, იმიტომ დამჭირდა, რომ ზოგმა მკითხველმა, ამ ლექსში ჩაქსოვილი ”ორაზროვნება” , ისე გაიგო, როგორც უსაზღვრო ”შენდობის” დასურათხატება და შიგ ჩაქსოვილი ირონია გამოეპარა. (ავტორი)
შედეგად _”და რიდი ”მუშტის” აღორძინდება”-ს” საბედისწერო მოვლინებასაც უნდა ველოდოთ, ანუ მოქალაქეთა მძაფრ დაპირისპირებას…
P.S. ამ განმარტების გაკეთება, იმიტომ დამჭირდა, რომ ზოგმა მკითხველმა, ამ ლექსში ჩაქსოვილი ”ორაზროვნება” , ისე გაიგო, როგორც უსაზღვრო ”შენდობის” დასურათხატება და შიგ ჩაქსოვილი ირონია გამოეპარა. (ავტორი)
მიდი, მიაწექ! _მიდი, მიაწექ! შეები სივრცეს... მიდი, დასწყვიტე ბედის ხლართები, და მიეფერე ორგულს თუ ცბიერს, ვგონებ, ტყუილად არ გაირჯები! მერე რაა, რომ უმალ გიმუხთლებს, უმარტივესად დაგიგებს მახეს, კრძალვით ეახელ და დაუამე, შეუნარჩუნე ”მოყვასის” სახე... მიდი, მიაწექ, შეები სივრცეს! მხდალს გაუმაგრე ფუყე კაცობა, მერე რაა, რომ ვერ გაამართლებს, შენს დაჭრილ მხართან გაიტრუნება...
მიდი, მიაწექ! შეები სივრცეს... და გამცემს უთხარ, რომ გესმის მისი, გესმის, რომ იგი მოდრიკეს ძალით, რომ აიძულეს დასმენა სხვისი. მერე რაა, რომ კვლავ დაგაბეზღებს,
შეთითხნის ნაცად და ყალბ ბრალდებას, იქნებ ნამუსში ჩავარდეს ოდეს, სინდისის ქენჯნა გაიოლდება… მიდი, მიაწექ... ყველა ღალატი გადამოწმდება და გამართლდება, ყველა ალიბი იქნება სრული, მცნება ”შეუნდე” დაფრთიანდება. მიდი, მიაწექ! ამხედრდი სივრცედ, სიმწრის შეგრძნება გაადვილდება... გული წრფელია, წრფელია ისევ... და რიდი ”მუშტის” აღორძინდება... 22.02.2002 /პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _ 2010
ჰო, ჯეელისთვის ბევრი რამ არის სახიფათო ამ ქვეყნად, ხშირად კი, მისი ამქვეყნად მოვლინების ინსტიქტიც… ყველაფრის საცოდნელად, მგონი განგებაც ვერ იცლის…
დღევანდელი სააზროვნო სივრცე სავსეა, ადამიანის ფიზკური თუ სულიერი სრულყოფისათვის გამიზნულ სწავლულთა სწავლებებით… და თუ ადამიანურ შესაძლებლობათა ამაღლების მსურველი თავს გამოიდებს, კი, ნამდვილდ ექნება საგრძნობი შედეგი. მაგრამ მე, მაშინ, მსგავს ”იდუმალებათა” მკლევარებიდან, დანამდვილებით გურჯიევის გვარი მქონდა გაგებული… მისი წარმოდგენით ადამიანები ”ჰიპნოტიკურ”, ”ძილში მოსიარულე” მდგომარეობაში ცხოვრობენ, რაღაც, ალბათ მისი ”გამოფხიზლების” შანსზეც მსმენოდა. მერე სხვათაშორის პოლონეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიაზეც შემექმნა მცირედი წარმოდგენა, განსაკუთრებით მის მიერ მოდელირებული სექსუალური ფსიქიკის, ანუ ლიბიდოს შესახებ… და როგორც ჩანს, იმდროინდელი ჩემე ნაწერების მიხედვით, „სექსუალურ ქიმიის“ ლაბორატიის ლაბირინთებში გარკვევას აზარტულად ვცდილობდი. მაგრამ სრულფასოვანი მოაზროვნის თვისებები, რომ განავითარო მარტივი უნდა შეიმეცნო _შედგე მიზანდასახუხლ სწავლულად, თორემ ისე დილეტანტობას გამოჰკრავ ხელს. თუმც, ზოგჯერ მსგავსი მიდგომაც გვარიან შედეგს იძლევა, ოღონდ მაშინ, თუ პიროვნებას მზარდი შემოქმედებითი ნიჭი მოსდგამს. ყველაფერთან მიახლოება არც არვის ძალუძს და ფილოსოფოსები ხშირად ”გვაბოლებენ”, ბევრი თავისდა უნებლიეთ.
რუდოლფ შტაინერი გვიმხელს: ”ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ცნობიერება გულში (I), მეორე ცნობიერება ხორხში (II), მესამე ცნობიერება თვალის არეში (III), მეოთხე - ცოტა ზემოთ თავში (IV), ამასთან ის მთლიანად გადაღვრილია კოსმოსში, შემდეგ გვაქვს მეხუთე ცნობიერება (V), რომელიც ახლა უკვე სივრცობრივ სამყაროებში კი არ წარმართავს, არამედ უკან - დროითში.”
გამოდის სამყარო კალედოსკოპირი მატრიცაა… ოღონდ, ამაში გარკვევას დიდი ძლისხმევა და ფენომენალური ნიჭი სჭირდება. ჩვეული მომაკვდავისთვის მსგავსი რამეების უშუალოდ გააზრება, თითქმის შეუძლებელია… 21-ე საკუნის ციფრულ ასპარეზზე გალაღებული ინტელექტუალები, უფრო მეტად კი, ინტერნეტსივრცეში შემოჯირითებული დილეტანტები, მრავლად გვაწვდიან ”მოძღვრებებს” ე, წ. გამოღვიძებისა და მაგიური ტრანსფორმაციის შესახებ… მაგრამ შესაბამისი ”ნების” მქონე ადამიანები ძალზე ცოტაა, კაცობრიობა უფრო მიდრეკილია ”დაჩიპვისკენ”. რათა ნახევრადმძინარემ ფერად ილუზიებში ჩაიძიროს…
მაშინ კი, ჯერ კიდევ შავ-თეთრი ისტორიები ჭარბობდა, ფოტოები; ფილმები, ცოდვა-მადლი და მისთანანი შავ-თეთრად აღიქმებოდნენ…
”ფიქრნი მტკვრის პირას” გრძელდებოდა…
მაშინდელი თბილისი უშუალო, ბუნებრივი სილამაზით გამოირჩეოდა. რამდენიმე კოლორიტული უბნისგან, ილუზიური სულიერებით გარემოსთან შეხმატკბილებული ქალაქი, ერთთავად მომხიბლელი იყო. მაცხოვრებელთაგან, ბევრს, უკვე სხვაგვარად ჰქონდა დამუღამებული ცხოვრების გემო. ზოგს, ვიდრე სტალინის ეპოქაში, ბევრად თამამად, შეეძლო სახელმწიფო ხაზინიდან ფულის მითვისება. ვიღაც-ვიღაცები, გაყინული ხორცსაც წუნობდა, და ვისაც, ახალდაკლული პირუტყვის ხორცის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, იმასაც ირონიით უყურებდა. ზოგი სახელდახელო საუბარში ამპარტავნულად წაიტრაბახებდა; მე იმ კაცის დედა ვატირე, ოჯახში, რომ გაყინულ ხორცს შეიტანსო… ამინისტიების წყალობით გამართლებული თუ განთავისუფლებული ყოფილ პოლიტპატიმართა შვილები თავისებურად ლაღობდნენ და გამორჩეულ თანამდებობებზეც კი იქნენ დაწინაურებულები. კულტურის სფეროში ექსპერიმენტები შეიმჩნეოდა, თეატრში პატრიოტული და სოციალური ხასიათის პიესები თამამად იდგმებოდა, მუსიკალურ სფეროში კლასიკასთან ერთად ”The Beatles”-ს მუსიკალური რიტმებიც დამაინტიგრებლად აფხიზლებდა საბჭოურ სივრცეს. ქართველი ნიჭიერი მხატვრები დასავლეთში მჩქეფარე მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს თავისებურ ტრანსფორმაციას მიეძალნენ. პოეზიაში თეთრი ლექსიც ცდილობდა ”გაბლატავებას” უცხოური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშებიც თამამად ითარგმნებოდა. სექსზე ღიად საუბარი, ოფიციალური ორგანოების მიერ ჯერ კიდევ იკრძალებოდა, მაგრამ უცხოურ ფილმებში მაინც გაკრთებოდა ეროტიკული ეპიზოდები. და ამის კვალობაზე, შიგადაშიგ დასავლური, და ამერიკული ფილმების ჩვენებაზე დასწრება ხდებოდა აჟიოტაჟის მიზეზი. აბა, ისე, ქუჩაში, ქარის მიერ, ახალგაზრდა გოგოს ტანზე სამადლოდ წამოფრიალებულ ქალის კაბაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ისე ღიად ”ეროტიკულს” მაინცადამაინც ვერც ვერაფერს შენიშნავდი… ჰოდა, იმ უცხოეთიდან ”შემოგდებულ” ფილმის, რომელსამე ეპიზოდში, რომ შეიტკარცალ-შეიკვნესებდა მკერდმოშიშვლებული მსახიობი ქალი ჭაბუკთა გულებში დაძრული ენერგია, ალბათ დემოგრაფიული პროცესების აღმავლობას უწყობდა ხელს.
ჰო, პარტიული საბჭოთა ბიუროკრატია ცხოვრებით ტკბობით მისწრაფებას საგულდაგულოდ აღარ მალავადა; ვაჭრობაში დასაქმებულნი, ხშირ შემთხვევაში გარეგნულად ვაჭრებს სრულებით არ გავდნენ. კიდევ ის რომ, ბიუროკრატიული ”ელიტა” უფრო თამამად იტაცებდა სახელმწიფო ქონებას. გარიგება ”მე შენ; შენ მე…” ბევრად შმოქმედებითად ”ინერგებოდა”. საერთო-საზოგადო საქმეებსაც არ უჩანდა ცუდი პირი, ოღონდ, მერე ნიკიტა ხრუშჩოვის ავანტიურისტულმა პოლიტიკამ სურსათზე რიგები გააჩინა… გასაკუთრებით პურის რიგებში დგომა დამამახსოვრდა. პარტიული იდეოლოგია კი, კვლავაც ჯიუტად ”მიგვიმღეროდა” კომუნიზმისაკენ…
უნებლიეთ, ჯონ გლენი გამახსენდა, რომელმაც 1962 წლის თებერვალში დედამიწას შემოუარა… ”ნეტა, ამდენს რას წავალობს, ოცნებით ხომ ერთ წამში შეგიძლია შემოუქროლო მეთქი…” ვიხუმრე მაშინ… თანაკურსელებმა გულიანად იცინეს, გურულ სიტყვამოსწრებულობაში ჩამითვალეს… არადა, მე ფარულად იმას ვფიქრობდი, რომ სულაც არ იყო აუცილებელი ტექნიკით თავის დამძიმება, ადამიანს თუ ძაან მოინდომებდა, ისედაც შეეძლო, სადაც უნდოდა იქ ეფრინა და ემოგზაურა. ჰო, თავად ჯონ გლენი პირველი შემოვლიდან 36 წლის შემდეგ 1998 წელს 77 წლის ასაკში, ისევ აიჭრა კოსმოსში და დედამიწის ყველაზე ხანდაზმულ კოსმოვნატად იქცა.
”ფიქრნი მტკვრის პირას” გრძელდებოდა… ახლა, ეკატერინე ჭავჭავაძეზედ გახლდით განაწყენებული, ტატოს სიყვარული, რომ უარყო, მისი გენიალობა ვერ შეიღირსა… სურათებისდა მიხედვით, არც ისეთ ”მზეთუნახავად” მიმაჩნდა და ვჰკვირობდი, ნეტა, ასეთი, რა ნახა იმ ქალში, სიცოცხლე, რომ გაიმწარა მეთქი… ეეჰ, მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარულს რას გაუგებ, თანაც წლების მერე აღმოვაჩინე, რომ ჭავჭავაძის ქალს, ქედმაღლური იერი კი ჰქონდა, მაგრამ მომხიბვლელობაც დაუდგრომელი მოსდგამდა.
მტკვრის პირას განმარტოებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მაშინდელ თბილისის ქუჩებში, მარტოდმარტო ხეტიალი, ნამდვილად მიყვარდა. ჰოდა, ამ დროს გადამხდა ის სამიჯნურო ამბავი, რისი თავისებური გამოძახილიც, ჩემს ერთ ერთერთ რომანში გადმოიღვარა…
მაგრამ ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი იმ დროიდან ჩემთვის ის გახლვთ, რომ ხეტიალისას, ნებსით თუ უნებლიეთ მარჯანიშვილის ან რუსთაველის თეტრის შენობის შორიახლო აღმოვჩნდებოდი.
მაშინ თეატრალური სამყარო არამარტო სახელოვნებო, არამედ ”ყოფით” აღმავლობასაც განიცდიდა. ცნობილი მსახიობების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თორემ იმდენი სახელოვანთაგან, შესაძლოა, ვინმე გმომრჩეს და გული დამწყდეს, როგორ მიმავიწყდა მეთქი… ორიოდე სპექტაკლი საახლობლოსგან ჩუმად მქონდა ნანახი. მარჯანიშვილში ლევან გოთუას, “მეფე ერეკლე”, რუსთაველში ოთარ მამფორიას ”მეტეხის ჩრდილში”… კიდრვ იყო ერთი კაი ვოდევილი… მაგრამ ამ გატაცებაში მარტოდ ვიყავ, ”მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმის” სტუდენტ ბიჭებს ”სეკას” თამაში უფრო აინტერესებდათ, და მეც, იქ ბევრად უფრო ვიჩენდი აქტივობას…
მოკლედ, თეატრალური სცენით ჩემი გატაცება არცთუ შედეგიანი გამოდგა, თუმც რამდენიმე პიესისი ავტორი ვარ, მათგან რამდენიმე თავის დროზე კულტურის სამინისტრომ შეისყიდა, კარგა ხნის შემდეგ, ახალგახსნილ გლდანის სანდრო ახმეტელის თეატრში დასისის გამგედაც ვმუშაობდი, უფრო იმის ეშხით, რომ იქნებ, ჩემი პიესის დადგმა მოვახერხო მეთქი. თეტრის ცხონებულმა დირექტორმა, რომელიც ახირებული სიმკაცრით გამოირჩეოდა წაიკითხა კიდეც, თითქოს მოიწონა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, რაღაც მოიმიზეზა და… მეც ინტერესი დავკარგე, თეატრიდან მალევე წამოვედი. ამ ჩემს ”თეატრალური ოდისეიდან” ყველაზე ცოცხლად ნიგოითის სასოფლო კლუბში, ჩემი რეჟისორული და სამსახიობო ცხოვრების ეპიზოდები მახსენდება. ჩვენს დასს რაიონის მაშტაბით ჰქონდა გასტროლები და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა, ყოფილა შემთხვევა, როცა მაყურებელმა, რომელშიც ქალაქიდან ჩამოსული დამსვენებლებიც ერია, მეზობელ სოფლის კულტურულ სახლში მარჯანიშვილელთა სახელით ჩამოსული მსახიობთა ჯგუფის წარმოდგენაზე დასწრებას ჩემი სკეტჩისა და ჩეხოვის გასცენიურებულ ნოველით ”ტკბობა” არჩია. ისე, ჩვენი მოყვარული მსახიობები, მართლაც ჯობდნენ იმათ პროფესიონალებს, გამორჩევით კი, კოლორიტული თვალსზრისით…
ამგვარი გახლდათ ჩემი სამსახიობო და სარეჟისორო ”კარიერა”.
ერთი პირობა, ამგვარი გატაცება ”დაკარგულ დროდ” მიმაჩნდა, ან რა უბედურებაა, რომ სცენამ ასე თავდავიწყებით მიგიზიდოს… შესაფერისი სითამამე, თავხედობა, ყველაფერზე თამაშის უნარი თუ არ მოგსდგამდეს… თუმც, ხელმოცარულობაშიც, თავისებური წარმატების ნიშნულებია, ანუ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება…
მერე, უკვე მოზრდილ ასაკში, ჩემთვის საოცნებო კინოსარეჟისორო ფაკულტეტზეც ვაბარებდი, თბილისში ეს ფაკულტეტი ახლგხსნილი გახლდათ, მწერალთა კავშირიდან სათანადო შუამდგომლობაც წარვადგინე. ელდარ შენგელაია კრებდა ჯგუფს… რაღაც კითხვები დამისვეს, გავღიზიანდი და დავახეთქე: დედამ შეიძლება ბიოლოგიისა არაფერი იცოდეს, მაგრამ შესანიშნავი მშობიარობა ჰქონდეს მეთქი… გამოცდებზე კი დამიშვეს, მაგრამ ვიფიქრე, მაინ არ მიმიღებენ მეთქი და არ გავედი… რამდენიმე წლის შემდეგ, კი ერთერთი კინომცოდნე ქალბატონის ”ბლოგზე” ჩემს მიერ გამოთქმულ ამგვარ კომენტარს წავაწყდი: Janri
Gogeshvili said...
საინტერესო ინფორმაცია;
სასურველია გაგრძელდეს ამგვარი მიმოხილვითი წერილები…
მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ”ყოფითმა იზმებმა” გადაძოვა ასპარეზი…
ერთხელ ყმაწვილკაცობაში, კინორეჟისორებთან და კინომცოდნეებთან გასაუბრება მომიწია და ”ცხელ გულზე” ბევრისთვის ცნობილი ფრაზა წამომცდა: შეიძლება მომავალმა დედამ ბიოლოგია არ იცოდეს, მაგრამ მშვენიერი მშობიარობა ჰქონდეს მეთქი…
მოგვიმრავლდა წინასწარ, ”იზმებით” გათვლილი ”სცენარები…”
ხალასი, ჯანმრთელი ფანტაზია არ ჩანს… არც ფილმები სახელწოდებით: ”ფანტაზია / ფენტეზი”…
არადა, ქართულ კინომეტოგრაფიაში მართლაც ნიჭიერი თაობა ტრიალებს…
ვინ სად და როგორ იჩხირავს, ვინ სად და როგორ… _ მთელი თაობებია ამ ნიშნით ზომბირებული…
გამიგია, ფილმის გადაღება დღევანდელ პირობებში ძალზე საძნელოა, მაგრამ, იქნებ იმაზეც წამოიწყოთ საუბარი, ქართულ კინომეტოგრაფიულ სივრცეში რა ფილმების ნახვას ისურვებდა მაყურებელი… (რა თქმა უნდა, ინტერესთა სხვაობის გათვალისწინებით)…
სასურველია შეიქმნას შესაბამისი ”ფონდი”, რომელიც სიმბოლურ ფასად შეძლებდა სცენარების შეძენას, ”სამომავლო პერსპექტივების” (პრეზენტაციები, თარგმნა, ”გატანა” და ა.შ.) გათვალისწინებით…
ჩემეულმა ”ფენტეზმა” არ შეგაკრთოთ…
კეთილი სურვილებით…
აქედან გულუბრყვილო განაცხადად მოჩანს.
კი, აშკარად ჩანს განაწყენება, და ისევ დაკარგული დროის შეგრძნება, თითქოდა გულზე გაწვება.
კარგი იქნებოდა, ვინმეს ჩემთვის მედიცინა, თუნდაც ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია, ფილოსოფია, ასტრონომია, ფიზიკა, რომ ესწავლებინა, რომელიმე მიმართულებით შთამბეჭდავ აღმოჩენებებს და მიგნებებს გავაკეთებდი და მაინც ვფიქრობ, უპირველესად ქრისტიანული მოძღვრების არსში, რომ ვყოფილიყავ გარკვეული… მაგრამ, აბა, საიდან, დრო იყო ისეთი, ბევრისთვის, დროის ესა თუ ის მონაკვეთი კი არა, არამედ, მთელი ცხოვრება დაკარგული აღმოჩნდა..
_ბლოგზე გამოქვეყნებული მოგონებიდან:
http://gogejanr.blogspot.com/2007/12/blog-post.html
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...
(2 დეკემბერი 2007)
იხილეთ
თემატური
გვერდები
ანუ
_ ფირფიტების სევდა /ესე-ნოველა/_ ...From...) _და უდაოდ აღმოაჩენთ… /ფსიქო-ეტიუდი/_
დისიდენტური ნახტომი… The dissident
დისიდენტური ნახტომი… The dissident
და ასე შემდეგ…
Комментариев нет:
Отправить комментарий