და უდაოდ აღმოაჩენთ… /ფსიქო-ეტიუდი/
მოგონებები ჩვენი მეობის არსია, თუმც, ზოგი მათგანი საკუთრივ ჩვენი მეხსიერებისთვის მიუწვდომელია… ამ თემით ფსიქოლოგიის მრავალი მკლევარი იყო, არის და იქნება შეპყრობილი… ოღონდ, ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამფუძნებელის კარლ გუსტავ იუნგის სიღრმისეულ შეხედულებები, ამ მიმართებით, თითქოსდა მოსაკვლევსა და მისაგნებს, არც არაფერს ტოვებს…
მაგრამ ის მიუწვდომელი მოგონებები, თითოელ ადამიანს, თავისებურად ახსენებს თავს, რადგან ბევრი მათგანის ქვეცნობიერში, ისინი მხოლოდ წამიერი სიხარულის, წუხილის, გაოცების სახით არიან ჩარჩენილნი…
შეგიპყრობს მსგავსი გრძნობა, კაი ხანს გაწვალებს, იხსენებ და ვეღარ იხენებ… არადა, შესაძლოა, ჯერ კიდევ პაწაწინა დედის თითს იყავი ჩაფრენილი და წამოწევას ცდილობდი… ყოველ ”შედეგზე” აღტყინებული ჭყლოპინებდი… ანდა, ეზოში, მარტოდ მიტოვებულს, მოულოდნელად ღობის იქედან მეზობლის ავმა ძაღლმა შემოგიღრინა, ან იქნებ, სამსახურითა და საქმეებით დაკავებულმა მამამ, როგორც იქნა შენთვისაც მოიცალა და მუხლზე დაგისვა… აშკარაა , რომ ეამაყები, იმიტომ, რომ მისი ნანატრი მემკვიდრე ხარ, თუმც, შენ ამის არც არაფერი გაგეგება, არც, ის წუთები გახსოვს გარკვევით, მაგრამ იმ წუთებიდან გამოყოლილი სითბო, მთელი ცხოვრება მხნეობას გმატებს, განსაკუთრებით ხანდაზმულობის ასაკში…
ვერ გეტყვით, რა აზრისა იყო ამის შესახებ იუნგი, მაგრამ ჩემეული განცდით, ბევრი რამ, რამაც ჩვენი ხასითისა და ქცევების ფორმირებას შეუწყო ხელი, თავად ჩვენთვისა ბუნდოვანებითაა მოცული… კი, გარკვეული ფრაგმენტები გვახსოვს, მაგრამ იმ აზრს, რომ ვიღაცას შენს დაბადებისთანავე შურდა შენი, თითქმის აბსურდამდე მივყავავართ… არადა, წმინდა ბასილ დიდს უთქვამს: როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური _ სულს, რომელშიც მკვიდრობს…
ვეღარ გაგვიხარია და ესააო, _ალალად გაიკვირვებს გულწრფელი მკითხველი… რა თქმა უნდა, ამა სოფლის მკვიდრთთა უმეტეს ნაწილს თანამოძმეთა, ამგვარ ახირებულ მიდრეკილებებზე, იშვიათად ან სულაც არ უფიქრია, მაგრამ, იმის ცოდნა, რომ ამა თუ იმ მიზეზით აღძრული ამგვარი შური, ყოველ ჩვენთაგანს თან სდევს, გვიადვილებს ცხოვრებისეული ხრიკების აღქმას… ამგვარია კაცთა ბუნება, თუმც, ბევრი, უნებლიეთ, აღძრულ შურს (შური_ მწუხარება
უცხოსა კეთილსა ზედა) მალევე ივიწყებს, ზოგს კი, ეს უცაბედი გულუბრყვილო შეგრძნება, ისე ჩააფრინდება, რომ შემდგომ მთელი ცხოვრების მანძილზე ახსენებს თავს,,,
კი. ”მცირე შეშლილობა”,
სულიერად გაწონასწორებულ პიროვნებებსაც ახასიათებს… პოზიტივზე მომართულ ფსიქოლგთა მზარდი რჩევაა, კარგი, ხალისისა თუ კეთილგანწყობის მომგვრელი მოგონებების გახსენება…
ჩვენი ბავშვობისდროინდელი
სურათები, უმეტესწილად, ჩვენს პოზიტიურ განწყობებს
ასახავენ…
აი, თუნდაც, ”…ჯერ კიდევ პაწაწინა დედის თითს იყავი ჩაფრენილი და წამოწევას ცდილობდი… ყოველ ”შედეგზე” აღტყინებული ჭყლოპინებდი…”
შენ იმ ჭყლოპინისა, არც არაფერი გახსოვს, ის კი არა, არც შენი თავი გაგონდება იმ ასაკში, რა თქმა უნდა, არც ის, რა ვითარებისდა
მიხედვით მოხდა ამ ფოტოს გადაღება… მაგრამ თუ მსგავს რამეს საოჯახო ალბომში, ან კომპიუტერულ არქივში, ან აიფონის მეხსიერებაში, ან იქ, ან იმის იქით წააწყდები, ჰაიჰარად ნუ გადაატარებ მასზე მზერას. პაწია კი იყავი, მაგრამ შენმა შეგრძნებამ სათუთად შემოინახა, შენს გვერდით მყოფი დედის, მამისა თუ სხვა ახლობელთა სითბო, სიყვარული… შეეცადეთ მისი გენერირება მოახდინოთ თქვენ ცნობიერებაში… და უდაოდ აღმოაჩენთ, რომ ერთ დროს, მართლაც, გულწრფელად
უყვარდით, არამარტო მშობლებს, არამედ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეისთვის, თქვენთვის, თითქმის უცნობ ადამიანებსაც კი…
ჯ.გ.
P.S. …ძველი ალბომიდან / ...из старого альбома / ...From an old album...
ფოტოსურათების ალბომი, იმავე ბამბუკის თაროედის ”ბინადარი” გახლდათ, რომელიც, ძირითადად წიგნებისა და ფირფიტებისთვის იყო განკუთვნილი. (იხილეთ _ფირფიტების სევდა)
ბავშვობაში, ალბომის გვერდებზე ჩარიგებულ ფოტოებს, ინტერესით ვათვალერებდი, განსაკუთრებით იმათ, რომლებსაც იდუმალი სიძველის სურნელი დაჰკრავდათ. ზოგზე, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ გამოსახულები. გულდაგულ ვცდილობდი, რომელიმე მათგანში ნაცნობი ამომეცნო. მაგრად, ამაოდ. თუმც, რამდენიმე მათგანის გარეგნობა მკვეთრად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. იმ ძველი ფოტოებიდან, სამწუხაროდ, ზოგი მათგანი დაიკარგა, ზოგიც დაზიანდა…
წინათ, ამგვარი ალბომები, ოჯახთა მეხსიერების შთამბეჭდავ წყაროს წარმოადგენდა. სხვა თუ არაფერი, სტუმრებს, სუფრის გაშლამდე, გართობის, ცნობისმოყვარეობის აღძვრისა თუ დაკმაყოფილების მიზნით, საოჯახო ალბომს თავაზობდნენ… (სტუმრიანობა კი, ჩვენს ოჯახში ხშირი იყო და ჩემებიც, გამორჩეული მასპინძლობით გამოირჩეოდნენ...) გვერდების ”ჩარჩოებში” აკურატულად დავანებული ფოტოების თვალერება, ერთგვარი, საყოფაცხოვრებო რიტუალი გახლდათ, რასაც , შესაბამისი ემოციებიც სდევდა თან.
ახლა, მათთდამი ინტერესი, თითქმის მილევადია, (შიგადაშიგ, მე თუ გადავათვალიერებ და ეგაა…) და რადგან, შესაძლოა, ისინი ძველი ალბომის სამუდამო ტყვეებად იქცნენ, გადავწყვიტე, ფოტოების საოჯახო კოლექცია, დროდადრო, ინტერნეტში განვათავსო; იქნებ, ვინმემ, მივიწყებულ თავისიანს მოჰკრას თვალი და კეთილად, ლოცვით გაიხსენოს…
*
***
*
ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
*
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий