Translate

четверг, 23 апреля 2020 г.

კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა…/სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...

დასაწყისი _
*
ვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა, ცოდნა და განცდა

არა მარტო ყმაწვილი, არამედ ზრდასრულიც, ხშირად ვერ ახერხებს ბევრი რამის გამხელასამგვარ რიგს, რომ მივჰყვეთ ნამდვილად ვერ გავართმევ თავს
ჰოდა, წინა კარში მოხმობილი იმ ”მარტივი ლექსის” ინტერპრეტაცია, თითქოსდა უნებლიეთ მოვახდინე:
კაცმა სანთელი მოიხელთა,
ასანთი ვერა,
კვეს-აბედისა, კი არ ჰქონდა,
ცოდნა და განცდა
კი მაგრამ, უფრო გასაგებად ვერ ამიხსი, რისი თქმა გინდა მეთქი, იჭვნეულად ჩავეკითხე, ჩემს თავს
თითქოს გააზრებული მქონდა, მაგრამ ქვეცნობიერში, სხვაგვარი ღელვა აღიძრა, განსაკუთრებით იმ სანთლის გამო, რომლის წარმომავლობა თავად არ ვიცოდი, ისე, როგორღაც მოვიხელთე, მაგრამ მთლაც ასედაც არ იყო, ალბათ იგი სიმბოლურად გენეტიკურ მეხსიერებას განასახიერებდა, რომელშიც რწმენისადმი მიდრეკილება გახლდათ შეფარული, მაგრამ საბჭოურ სივრცეში გაზრდილ-დაკვალიანებულ წყვილთა ოჯახში მოვლენილ ბავშვს, იმ სანთლის ასანთებად ასანთს, ვინ მომაშვებდა, და რადგან, ჩემს წინაპრებს არ მოვსწრებივარ, არც კვეს-აბედისა მქონდა ცოდნა და განცდა. ჰო, თითქოს, როგორღაც მოვთარგმნე, უფრო ნათლად, რომ გავამხილო _ ჩემს ოჯახსა და საახლობლოში ღმერთზე საუბარი მიუღებელი გახლდათდა არც, ლოცვა და პირჯვრის გადაწერა უსწავლებია ვინმეს
და ვის ვუსაყვედურო, ობლად გაზრდილ მამაჩემს (რვა წლისა დაობლდა) თუ დედაჩემს, რომელიც საქართველოს გასაბჭოების დროს ათი წლის გოგო გახლდათმამაჩემი მხოლოდ თავისი გონიერებითა და შრომისუნარიანობის გამო იქნა წახალისებულისაკოლმეურნეო ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ყმაწვილი კაცი, ყოველ დილით  ექვს საათზე გაღვიძებული იყო და მალე სოფლის კოლმეურნეთა შესაფხიზლებლად მიუვებოდა ორღობეს.
ორი კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება ძალზე მინდოდა, მოიგონა ერთხელ მამაჩემმა, შერჩევა კომისიის მიერ ხდებოდა, მეზობლის ქალმა მასწავლა, პერანგის უბეში ღელის კენჭები ჩაიყარე და აუცილებლად მიგიღებენო. მეც დავიჯერე, წავედი და კენჭებს, ერთი ორი, ლამაზად შეფერადებული მომსხვილო ქვაც მივაყოლე ზედ. შარვალზე ძველი ბაწრი მაქვს შემოჭერილი, პერანგის უბეში დამალული ქვები მეიმედებამოვიდა ჩემი რიგი, დავდექი მაგიდასთან, და ის იყო კითხვაზე პასუხი უნდა გამეცა, რომ ქამრად შემოჭერილი ძველი ბაწარი გაწყდა და ქვები ძირს დაცვივდა.
შეხტა, ახლოს მჯდომი გრძელწვერიანი მღვდელი და იღრიალა, გააგდეთ აქედან!..
დამფრთხალი წავეტანე შარვლის სათავეს და ოთახიდან გამოვარდი. იმის შემდეგ ძალზე მინდოდა, მაგრამ სწავლის გაგრმელება მე შევძელიმაშინ სიცილი ამიტყდა, ქვები რამ ჩაგაყრევინა მეთქი, დაბრძენებულივით ვუთხარი.
მაგრამ ის პატარა ბიჭი მიმავიწყდა, ძალზე, რომ უნდოდა სწავლის გაგრძელება. ალბათ ნახევრადმშიერიც იყომოკლედ, კარგა ხნის მერე ვიგრძენი, თუ იმ ბრმა შემთხვევამ, რა ავბედითი  სახსოვარი დაუტოვა მის მეხსიერებას.
იქნებ, იმ მღვდელს, მამაჩემის საახლობლოს მიმართ გულღრძო დამოკიდებულებაც ჰქონდაიჭვი იმისა, რომ იგი ანტონ გოგიაშვილს (გოგეშვილს) იცნობდა ან სხვებისგან ჰქონდა გაგებული მისი საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ დიდია.
ანტონისადმი მიძღვნილ, ინტერნეტში განთავსებულ გურული გლეხის მოგონებაში კი ამგვარ ეპიზოდს იხილავთ: ”ლაპარაკობს ხალხში: რა ცხოვრება გაქვენ, თქვე საწყლებოვო. ეცადეთ შიმშილს და ასეთ ცხოვრებას თავი დაახწიოთო.
ხატავს ხალხის დგომარეობას, წავა თბილისში დედ-მამასთან, მეორე წელიწადს კიდევ ჩამოვა, დედა ჩამოყობა. ცოტა ხანს დედა დარჩება, მერე წავა. ანტონი ლაპარაკობს მეფის საწინააღმდეგო სიტყვებს, მეზობელი გლეხები იტყვიან: . მეორე ეტყვის: ავათმყოფია, თვარა მეფიზა რავა უნდა ეთქვა: დაიჭერენ და საწყალსო, დაახრჩობენო, მარა ანტონი მისას ლაპარაკობდა…” მისას კი ლაპარაკობდა, მაგრამ მაშინდელი სოფლის მღვდელისთვის ეს საამო მოსასმენი, ნამდვილად არ იქნებოდა. ეგ თვისება, ბოროტთა საქმის მხილება, ეტყობა გენეტიკურად გამომყვა, მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, ეროვნული მოძრაობის სამოღვაწეო არეალზე, ჩემებური სპონტანური ამბოხ-ქმედებებით გატაცებულს, ერთხელ დასავლეთისკენ მიმავალ მატარებელში, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან, ეროვნული იდეების დამცველად, რომ ავბობოქრდი, ერთმა საეჭვო გამოხედვის თანამგზავრმა, გესლშეზავებული ხმით გამაფრთხილა: ახალგაზრდა კაცი ხარ, გამოცდილება გაკლია, შენ რომ გეჩვენება, მასე არაა ეგ ამბავი, შეშევი მაგფერ ლაპარაკს, თორემ ჩაგიყრიან ჭიქაში სტრიქინინს და მეყოლე კარგადარც დავფიქრებულვარ, ისე დავლიედამოუკიდებელი საქართველოსსადღეგრძელო. მართალი გითხრათ, სტრიქინინი რა იყო, მაშინ არც ვიცოდი, მე მგონი სხვა, ორი თანამესუფრე უფრო გაფრთხილდა და საუბარი ფეხბურთზე გადაიტანეს.
სამშობლოს ჰო, მთელის შეგნებითა და გულით ვგრძნობდი, მაგრამ ღმერთის არსი, ჩემთვის მხოლოდ ქვეცნობიერად თუ იყო აღსაქმელი, და დღემდე ვერ გავრკვეულვარ ასე ერთბაშად, ის ხალხი, რომლებმაც საწყისიტრენინგებიჩემგან მიიღეს, როგორ გახდნენ ასე შეუვალნი, ასე ხისტად ეკლესიურებითუმც, მერე და მერე, იგივე ოთხმოციან წლებში, ხშირად მომძალებია სურვილი, ტაძარში შესვლისა და სანთლის დანთებისა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვუწყოდი, სხვადასხვა უწყების მოთვალთვალეთ ამგვარად მოწადინებულები, აღრიცხვაზე აჰყავდათ, რამდენიმე წუთით ანთებულ სანთელთან გარინდება ჩვევად მექცა. ასე წაეწყო და  ”მამა ჩვენოცდავიხსომე
თუმც, იქამდე, ასე 1978 წელს, ჩემდა მოულოდნელად საოცარი ხილვა მქონდა. მაშინ, ქალაქის ჩემთვის უცნობი პიროვნებისგან, თითქოსდა აგარაკად ჩაფიქრებული, მაგრამ მოუვლელი პატარა სახლი ვიქირავე ნაცნობის შუამავლობით. იმ სახლში, მაშინდელ მეგობრებთნ ერთად, ხშირად მიწევდა სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მოლხენა. ერთხელაც, მიზეზთა გამო, ძალზე ტკივილიანი დღე მქონდა და ღვინოს მეტისმეტად მივეძალე.
შუაღამისას დაფეთებულს გამეღვიძა, არა, ნახევრადმძინარე ვიყავ, მაგრამ ცხადად აღვიქვი, რომ მარჯვენა ხელისგულზე ჯვარი ამომზრდოდახელი მექანიკურად დავიქნიე მის მოსაშორებლად, მაგრამ ხორცისფერი ჯვარი, თითქმის ჩემს ხელიგულად ქცეულიყო და ვიგრძენი, რომ მის ჩამოცილებას ვერ შევძლებდიშეძრწუნებული ვიყავ და ვიგრძენი მუხლებზე დაჩოქილი ზემოთ წამოწეულ გაშლილ ხელისგულს სასოწარკვეთით მივჩერებოდიმერე უცებ, თითქოსდა ბედს მივენდე და ღრმა ძილმი დამეუფლა. ვერ ვიტყვი, იმ წამიდან გავქრისტიანდი მეთქი, მაგრამ, იმის შეგრძნება, რომ ჩემს ხელისგულში ჯვარი სულდგმულობდა, ხშირად შემაკრთობდა ხოლმე
ამ შემთხვევას ლექსიც მივიძღვენი, ანუ _
და დავრჩი ასე, ლოცვის ამარა
ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს
 (ეკლესიასტე 9:11)
მე ვერ ჩავღრმავდი,
ვერ ვეზიარე სიბრძნის წყაროს
და დავრჩი ასე, ლოცვის ამარა,
ნეტაი იმას, ვინაც შეირგო _
შვილია ცისა
კვლავ ბიბლიური ფსალმუნები;
ორგემაგეობა“  ამა ქვეყნისა
თუ მიწის ტყვე ვარ,
შესაბამისად კაცურად ვცოდავ,
და სულს ვეძიებ გონის წიაღში,
ესაა ხვედრი, ვერსად წაუხვალ
ალბათ ამიხდა მწვავე სიზმარი,
როს წამოვარდი ბურანში მყოფი,
და ზეაწეულ მარჯვენა ხელის
ხელისგულზე,
მწველი შეგრძნებით ვიხილე ჯვარი,
ამოზრდილიყო თითქოს ხორციდან.
შიში შიშია, სუნთქვა შემეკრა,
მერე კი მოვჰყევ ხელის ქნევას,
მოძალადისმოსაშორებლად,
პირიქით მოხდა,
მკვეთრად მოერგო  ხელის მტევანს,
თითქოს დაჯაბნა,
სიმბოლო ხსნისა…” არ მეშვებოდა.
მკვეთრად  შევფხიზლდი,
მქონდა წუხილი ნატანჯი კაცის,
და მძიმე განცდა, რომ ჯვარი იგი,
მთელს მტევანზე დამედო დამღად.
მას შემდეგ, ასე პირჯვრისწერაში
ვეგებები მწუხრს და განთიადს
თუმც, ვერ ჩავღრმავდი,
ვერ ვეზიარე სიბრძნის წყაროს,
და დავრჩი ასე, ლოცვის ამარა… _
მადლობა უფალს, გზა მიმანიშნა.
 (..)

მერე, ერთხელაც ნათესავმა შვილის მონათვლა მთხოვა, თავად მე არ ვარ მონათლული მეთქი, მაგ რა პრობლემაო და ერთდოულად შედგა სვეტისცხოველში ჩემი მონათვლა და იქვე ნათლულიც გავიჩინე მალე მეგობარმა, კეთილი ბუნების, იქამდე, სამეცნიერო მოღვაწეობისკენ თავგადადებულმა ლექტორმა, მოულოდნელად მთხოვა სვეტისცხოველში წავიდეთ, შენი ნათლული უნდა გავხდეო. იქნებ, ვინმე უკეთესი შეგერჩია მეთქი, ჩემთვის შენ ხარ უკეთესიო. მალე, ეს საპროფესოროდ თავგადადებული კაცი, ერთერთ მონასტერში მორჩილად შედგა. მისი მშობლები და ახლობლები იმ დროის შესაფერისად აფორიაქდნენ… ”დისერტაცა, დაოჯახება, წარმატებული სამეცნიერო კარიერა, მაღალი შემოსავალი”, რომელიც მათ რჩეულს უკავსირდებოდა, მწარე მოგონებად  ექცათ. დედამისმა, პედაგოგმა ქალბატონმა  (ღმერთმა ნათელი არ მოაკლოს მის სულს) საგანგებოდ მინახულა და მთხოვა, ვიღუპებით და იქნებ, გვიშველოორისი მშველელი მე ვიყავი, თუმც შევეცადე. იმ დროს, მორჩილად შემდგარსაც, მონასტრის წინამძღოლთან ურთიერთობები გაურთულდა და რა თქმა უნდა, დროვიხელთედა იგი, ისევ საერო ცხოვრებაში გადმობირების მიზნით, ჩემს მიერ დაარსებულ გამომცემლობაში (”კიდევაც დაიზრდებიან”) დავაწყებინე მუშაობა. იყო ერთხანს, ჭვერი არ გაუპარსია, რაღაცნაირი იჭვნარევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და მალე, ისევ მონასტერში დაბრუნდა. ამჯერად, მორჩილის საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნააქვე უნებლიეთ თბილისის ერთერთ ტაძარში, დაქალებთან ერთად მოგალობე, შავი სატინის კაბითა და თავსაფრით შემოსილი მიმზიდველი სტუდენტი ქალიშვილის ბრდღვიალა თვალები მახსენდება. კი, იმ ბრდღვიალა თვალებს, გარკვეული წვლილი მიუძღოდა, მის მორჩილად დადგენაში.
მერე იგი, პატრიარქს წარუდგინეს, ქართული ეკლესიის წინამძღოლმაც, ადვილად შეიცნო მასში,  სამონასტრო მშენებლობისთვისმოღაღანე ენერგია და იგი, თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მთაზე მდებარე ძველისძველ ქართული მონასტრის ნანგრევებთან განამწესა. ობლად შემორჩენილ სალოცავს კაი ხანი იყო, მონოფიზიტური წესჩვევების ადგილობრივები განაგებდნენ; შემოწირულ საკლავს, უმეტესად ცხვრებს ეპატრონებოდნენ
მორჩილმა შეძლო, სხვა ქართველი მორჩილების შემოკრება და ძველ საძირკველზე ახალი ტაძრის მშენებლობა წამოიწყო რამდენჯერმე მეც მათ გვერდით გავისარჯე მალე, საპატრიარქოს კულუარებში გაცნობიერებული მორჩილი ბერად აღიკვეცა. ჰოდა, მასშტაბურად შეუდგა სამონასტრო ნაგებობების მშენებლობას. იქაურობაა სრულიად აღორძინდა, გამშვენიერდა, პატრიარქისთვს განკუთვნილი რეზიდენციით გაძლიერდა. ეკლესიის წინამძღვარსაც გაუადვილდა იქ სტუმრობა.  გამჭრიახმა იღუმენმა, მონასტრის საძმოსთან მისი საუბრები, ტაძრის რეგენტს (ამ შემთხვევაში საეკლესიოსიო ლოტბარი) მაგნიტაფონზე ჩააწერინა.
რეგენტი, თავისებურად კოლორიტული და როგორც ზოგან იტყვიან მოცვეთი ბუნების კაცი გახლდათძირითადად შემოწირულობებს კურირებდა.
მერე მონასტრის წინამძღოლი საგამომცემლო საქმითც დაინტერესდა და თავისთან ხშირად მიხმობდა.
ასე ერთი წელი კი, მონასტრის სრული ბინადრთ გახლდით _ წირვა-ლოცვებზე დასწრებით, მეტანიებითქადაგებების მოსმენით, ტრაპეზით კურთხევა მქონდა მაგნიტოფონის ფირებზე ჩაწერილი საუბრები მომესმინა, მისაღები, მნიშვლენოვანი თუ სინტერესო დიალოგები ფურცლებზე სიტყვიერად გადმომეტანა, რედაქტირება გამეკეთებინა გამოსაცემად გამემზადებინა
შემდგომ იღუმენმა, ჩვეულებისამებრ კომერციული ალღო გამოიჩინა, რემიტონგზე, ჩემს მიერ ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტების მრავლობითი კოპირება გააკეთა, საგანგებოდ შეკვეთით დამზადებულ ორნამეტებმოოქროლვილ ყდებში ჩასვა და რეგენტს კურთხევა მისცა. ისიც ხომ, შემოწირულობების ამოღების დიდი ოსტატი გახლდათ. ამგვარი გამოცემით ხელდამშვენებული, ისეთ გაბიზნესებულ ყოფილ სახელმწიფო ბობოლას მიადგებოდა, რომელისთვისაცგაეკლესიურებადამოუკიდებელ საქართველოს ყოფაში ადაპტირებად მიიჩნეოდა. ზოგისთვის კი, პატრიარქის საახლობლოსთან გაშინაურების მარჯვე საბაბი გახლდათ.
ეკლესიას აღმავლობის ხანა ედგა, თავად პატრიარქის ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა, თუმც, მორწმუნეთა თუ უბრალო მოკვდავთა სიყვრული და პატივისცემა მას კარგა ხანია მოპოვებული ჰქონდა. რაც, ნაწილობრივ, მის მიერ ეკლესია-ტაძრების, მონასტრების აღდგენა-აღორძინების წახალისებასთან და ფინანსურ მხარდაჭერასთან იყო დაკავშირებული
ჯერ კიდევ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, თავისუფლების ძალუმი შეგრძნებით ატაცებული საზოგადოების ფართო ნაწილი, რომანტიკული ძალისხმევით შეიქმნა მართმადიდებელი.
რა თქმა უნდა, მეც ვცდილობდი უფრო შინაარსობრივად გამეთავისებინა ქრისტიანული ცხოვრების არსი. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, მითოლოგიური ცნებების შესწავლით გახლდით დაინტერესებული და ქრისტინული ტერმინოლოგიის წარმომავლობააც ვუღრმავდემოდიმწერლურ საძმოში ერთი ეპისკოპოსიც გვყავდა (ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს) რომელსაც თელავის ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარიდან ვიცნობდი და კარგა ხნის შემდეგ, როცა ეპისკოპოსად მოგვევლინა, ხშირად ვუხმობდით ამა თუ იმ მიზეზით გაშლილ სუფრასთან.
პატრიარქს კი, ერთხელ, პირისპირ, საპატრიარქოს ეზოში, რეზიდენციის შესავლელთან, თითქოსდა შემთხვევით შევხვდი. იმხანად, ჩემი ნათლული, უფრო მართებულად, რომ ვთქვა იღუმენირომელიღაც საკითხზე შესათანხმებლად, ანუ კურთხევის მისაღებად მასთან შეხვედრას ცდილობდა და საღამო ხანს თავისებურად დაუდარაჯდა. მის გვერდით მეც ვიყავი, გაგაცნობო შემპირდაჰოდა, მანქანიდან გადმოსულ წესისამებრ მიეახლა, თავი დაალოცვინა, მეც წარმადგინა, ჩემი ნათლია არისოჩემდა უნებლიეთ მხნედ მომავალ კათალიკოს_პატრიარქს გულთბილად მივეახლე და მკერდზე ვეამბორე. უწმინდესმა ცნობისმოყვარედ და ღიმილით შემათვალერა. მე უკან დავწიე, მან კი, არქიმანდრიტი მეორე დღისთვს დაიბარა,  კოსტიუმით შემოსილ, მოკლედ შეკრეჭილი წვერის მქონე კაცთან შენობაში ჩქარებით შევიდა. ისე ახლოს, მეტად მას აღარ შევხვედრივარ, არც მიცდია მასთან გაშინაურება. თუმც, ნათლული ერთხელაც შეეცადა რომელიღაც მიღებაზე, თან რომ ვხლებოდი, მაგრამ რატომღაც, ბოლო დროს გადაფიქრა და მასთან, ჩვეულებისამებრ რეგენტთან ერთად წავიდა. ალბათ, რაღაც საიდუმლო ინფორმაციის გამხელა უნდოდათ
რეგენტი  ადრე, რომელიღაც საესტრადო დასის აქტიური წევრი გახლდთ, სიმღერების შესრულებასთან ერთად, კონფერანსიეს მოვალეობასაც ასრულებდა. მამაოს, თითქოსდა შემთხვევით დაუახლოვდა, მაგრამ მალე, მისი მარჯვენა ხელი გახდა. ეკლესიურ ყოფის ტაქტიკას მარჯვედ აუღო ალღო და ბობოლათაგან შემოწირულობების გაღების  პროვოცირების გენიად იქცა. ბერულად შემოსილი, თავისი შავი და გრძელი თმითა და წვერით, კუნკულ-ბარტყულით შთამბეჭდავ შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამთავრობო მოხელელეებთან გვარიანად გაშინაურებული იყო. ჩვეულებრივ მორჩილად ითვლებოდა, მაგრამ იმ დროის, მაღალი სამოხელეო კასტის ავანგარდი მამაოდ მოიხსენიებდა და ხშირად, თავიანთი საეკლესიო განათლებისდა მიხედვით, მის ხელზე ამბორსაც კი ეშურებოდნენ.
ჰოდა, ზის რეგენტი ერთერთი მძლავრი სამინისტროს, მინისტრის მოადგილის მისაღებში, ხელში, ეს ჩემი რედაქტირებული და ოქროსფრად მოოვარაყებულ ყდაში ჩასმული პატრიარქის საუბრები უჭირავს. სატელეფონო საუბრისას ჩინოვნიკმა თანხმობა მისცა, რომ რამდენიმე ათასი დოლარის შემოწირულობას გასწევდა, მაგრამ ეტყობა დროის გაყვანის და რეგენტისგადაგდების ვერსია ირჩია. მდივანი ქალი დაარიგა, უთხარი, რომ გასულია თქო მაგრამ რეგენტმა უტყუარი გეშით იგრძნო, რომ იგი კაბინეტში გახლდათ ჩაკეტილი.
გავიდა საათი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, რეგენტი შიმშილს არ გრძნობს, მაგრამ მალულად საწუწნი კამფეტი ჩაიდო პირში და იქვე, კუჭი აეშალა. დაძაბა გონება, ფიქრში ლოცვები გააძლიერა და არის გარინდული. ბოლოდ გატყდა ჩინოვნიკი, თითქოსდა, სხვა ფარული შესავლელით დაბრუნდაო (რომელიც შესაწირის მთხოვნელმა კარგად იცოდა, რომ ბუნებაში არ ასებობდა) იხმო მდივანი ქალი და ისიც საიმედოდ შეფუთული ნობათით დაბრუნდა. რეგენტს არ უჩქარია, შეკვრა გახსნა, თანხა გადაამოწმა, შავ პორტფელში აკურატულად ჩადო და მხოლოდ მერე გადასცა მადლობის ნიშნად ჩინოვნიკისთვის გადასაცემი წიგნი.
ერთი ამერიკელი ნორვეგიული წარმოშობის ქალბატონის თქმისა არ იყოს ჩვენ ქრისტიანებთან ვჩანვართ, როგორც წარმართები, წარმართებთან კი ქრისტიანები
სურვილი ერთია, მოწოდება სხვა, ცხოვრებისეულ ლაბორატორიაშ კი პიროვნებას შესაძლოა, ცდების ჩატარებისას, იქამდე მისთვის უცნობი ინსტრუმენტები შეაჩეჩოს ხელში და დიდი იდეებით ატაცებული მაკიავისეული გამოთქმაც უმტკივნეულოდ შეაშველოს: მიზანი ამართლებს საშუალებას.
არვინ იფიქროს, რომ ყოფითობის  დაღით დამძიმებულმა მსგავსმა ეპიზოდებმა, როგორმე შესაძლოა  დაჩრდილოს ქრთული ეკლესიის ისტორიული ღვაწლიარამც და არაროგორც ერთგან ინტერნეტში ავღნიშნე:
14 მარტი 2017
მხოლოდ უგუნური თუ დააყენებს ეჭვქვეშ ქართული ეკლესიის ღვაწლს; მის წიაღში მოღვაწე რჩეულ მამა და დედათა თავდადებას.
ძნელია იმსჯელო ლოცვაში ამაღლებულ განდგომილ ბერზე, ან სახელმწიფო სადავეებთან მდგომ საეკლესიო მოღვაწეზე. ბევრ მათგანს ქვეყნის დასაცავად ხმალიც კი უშიშვლებია და მომხდურთა წინააღმდეგ შეკრულ ქართულ ლაშქარს ჩასდგომია სათავეში.
მე იმის თქმა მინდა, რომ ქრისტეს სჯულისთვის თავდადებული ქართველი ღვთისმსახური ქვეყნისთვის დრამატული ვითარების დროს, არა მარტო ლოცვა-ვედრებით, არამედ საერო შემართებით იბრძოდა ქვეყნის ინტერესების დასაცავად
და ეს წერილიცა და ლექსიც, მხოლოდ იმ მადლთან მიახლების მცდელობაა, რასაც ქართული ეკლესიის ისტორიულ წიაღში არსებული არეალი ბადებდა ყოფითი ცხოვრებით დამძიმებულ კაცსა თუ ქალში
..
ამ თემისთვის რამდენიმე ლექსიც მაქვს მიძღვილი, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემ ბლოგზე 2008 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებული მცირე ესსესკენ გამიწია გულმა
კელენი… Cell…
ამბობენ განმარტოება პატიოსნებააო
განგებისგან ბოძებულ კელენში, სენაკში გარკვეული ხნით განმარტოება და ლოცვა, ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს რისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად, უშუალოდ დაფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებაზე, გასავლელ გზაზე
ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თუ გამუდმებით დგანანგამოწვევებისწინაშე, ხშირად ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს
ზოგი, ისე მიეჩვიატელევიზიისეკრანებიდან საკუთარი თვალთახედვისფრქვევას”, ხშირად თავადაც ვერ გრძნობს, რომ მხოლოდ თავისი გადასახედიდან მოძღვრავს ქვეყანას, სტერეოტიპულ ქარგას ვითარებისდა მიხედვით აფერადებს
რომ არსებობდეს ამა ქვეყნის      სახელისუფლო შტოსა თუდაუდგრომელიოპოზიციის წარმომადგენელთასულის მოსაბრუნებლადდაწესებულიგანმარტოებისტრადიცია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დალაგებული იქნებოდა, ბევრად ნაკლები უსარგებლოგამოწვევებისმსხვერპლი შეიქმნებოდა ჩვენი საზოგადოება
ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით ვამბობ      და ალბათ, ის ადამიანები (სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო) წრეებიდან, რომელთაც ამგვარი ჩვეულება გააჩნიათ, ამგვარ შეხსენებას, არ მიწყენენ, რადგან აქ ტრადიციის დამკვიდრებაზეა მინიშნება
ასე რომ, ეს ლექსი ალალი გამოძახილია იმ შეგრძნებისა, რაც ადამიანს მსგავსი განმარტოების კვალობაზე ეუფლება...
უტოპიად კი მოგეჩვენებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს სახელისუფლო წრეებსა და ოპოზიციაში ამგვარი განმარტოების ტრადიციამ, რომ მოიკიდოს ფეხი, ჩვენს ქვეყანაში ბევრად, ბევრად უკეთ იქნება საქმეწელიწადში სულ ცოტა რაღაც ორი კვირითყველასგამოუჩნდება ერთგული, საქმეში ჩახედული შემცვლელი
კელენი კი, განგების ნებით აუცილებლად მოიძებნება
(კელენი მცირე სენაკია
სენაკი მცირე სახლაკი
სიტყვის კონა
სულხან-საბა ორბელიანი
====
სენაკი -ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვის
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი)
*
კელენი
კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა,
მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს,
ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი
იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს

კელენი არის სავანის უბე
და განუყრელი მესაიდუმლე,
განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა,
კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს

იგი სამოსად შეერწყმის სხეულს
და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს,
სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს
და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს

კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა,
კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს,
კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს,
კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს

კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა
და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს,
განმარტოებულს შვენის დათმენა,
ხმაი გალობის სულს განუახლებს

კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს,
შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა,
აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით
და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა

კელენი გახლავთ მცირე სენაკი _
უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარი
სამყაროს იტევს მცირე სახლაკი,
ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!
20.11.2000
ჯუანშერი
***პოეტური კრებულიდან _ ”სიზმრიდან ცხადში...” თბილისი _ 2010 / პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
თხრობისას, ინტერნეტიდან  შემდეგი ამონარიდები მოვინიშნე:
ადამიანის შეცვლა, რასაც ეზოთერიული სისტემები კონკრეტული მეთოდებს გამოყენებთ აღწევენ, თუმცა ერთი განსხვავებითრელიგია `ადამიანის ცნობიერების მდგომარეობას ცვლის~, ეზოთერიკა კი – `ცნობიერების ამაღლებას, გაზრდას, ცნობიერების გაფართოებას~ ემსახურება. ..
თუმცა, ეზოთერიკული პრაქტიკები მართლაც გვხვდება ზოგიერთი რელიგიის შიგნით. მაგ.: სუფიზმიისლამის შიგნით, ნეიდანი _ დაოსიზმის შიგნით, იოგაინდუიზმის, ჩან (ეზოთერიული ბუდიზმი, იგივე ძენი) – ბუდიზმის, ხოლო კაბალა- იუდაიზმის შიგნით. 
ეზოთერიკაეს არის ცოდნისა და უნარების კრებული, რომელიც ადამიანებს საკუთარი მიზნის პოვნასა და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების სასიკეთოდ გადაწყვეტაში ეხმარება.”
და ერთიც
ეზოთერიკა _ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავსშინაგანს”, ”დაფარულს”, ”ფარულს”, ანუ ისტორიულად ეზოტერიკა აღნიშნავდა საიდუმლო, ”შინაგან დოქტრინას”.
ჰოდა, ისე ჩანს, რომ ჩემი შემოქმედებით, გარკვეულწილად იმდაფარულისამოზიდვასა და შეცნობას ვცდილობდი
და ხარ კი მორწმუნემოსალოდნელია იკითხოს, რომელმე მკითხველმა.
დიახ, რაკი  წმინდა ილია მართლის შეგონებას, სრულად ვარ მინდობილი:
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო.”
და დამაგვირგვინებელი _
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.”
ძიების, საკუთარი თავისა და სამყაროს  შეცნობის სურვილი კი, მხნეობასა და სიცოცხლისუნარიანობას ასაზრდოებს
ასე რომ _
ვერა ვერ შევძლებ
წლები მიდიან, წლები მიჰქრიან,
მაგრამ  ჩემი დრო, ისევ აქ არის!
უნდა შევიცნო, უნდა ამოვხსნა,
საიდან მოველ, და რა საგზალით
ასე ქადილით, ვიძენ სიმხნევეს,
და მსურს არარას წავართვა წამი,
ვერა ვერ შევძლებ, _ გავითავისო,
რომ ეს ცხოვრება, წამიც არ არის!
(..)


*
_ბლოგზე გამოქვეყნებული მოგონებიდან:
(2 დეკემბერი 2007)

*

Комментариев нет:

Отправить комментарий