Translate

вторник, 7 апреля 2020 г.

ვაჟა ყუბუსიძე (”რა კაცი იყო, დალოცვილი…”)

ვაჟა ყუბუსიძე
(”რა კაცი იყო, დალოცვილი…”)


მაბედნიერეთ დარდით მარადით

გაჩენის დღიდან
               გულში დარდი
               ბარდნის და ბარდნის,
აისხა ფიქრი
               მოწკრიალე
               ყინვის მძივებად:
”რომ შემძლებოდა
               დავიწყება
                უწყავი დარდის _
ჩემზე ბედნიერს,
                ვფიქრობ, ვერვინ
                მოიძიებდა”,
განვედი ფიქრო,
                ღალატია
                ფიქრი ამგვარი,
გამაგრდი გულო,
                 არ მიენდო
                 ღალატს უნებურს,
რომ არა ჩემი
                 დარდი, ფიქრის
                 გორად დამდგარი,
ვერ მონახავდით
                 ჩემზე მწირს და ჩემზე უბედურს.
რა ქართველი ვარ,
                 წიწამური
                 თუ არ მადარდებს,
სამცხეს თუ არ ვგლოვ,
                 რითღა ვჩემობ
                 ამერ-იმერეთს,
მადარდეთ მარად
                  კრწანისო და
                  ველო მარაბდის
და ჩემი დარდის
                  არსებობით
                   მაბედნიერეთ.

მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება გახლდათ, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, გამოცემათა გემოვნებიანი რედაქტორი და რეცენზეტიმაგრამ უპირველესად სიკეთის შუქს აფრქვევდა.
ბევრჯერ მოგვნატრებია ვაჟა ყუბუსიძის გულღია, მეგობრული საუბარი. რომელმაც მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ლიტერატურულ საქმიანობასა და მომავალი თაობის ფილოსოფიურწვრთნებსმიუძღვნა.
მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, გამორჩევით დაგვებედა მეგობრული და საქმიანი შეხვედრებიისე კი, ფართო და მრავალფეროვანი სამეგობრო წრე ჰყავდა, მაგრამ, მე უმეტესად ნიჭიერ პოეტთან და მთარგმნელთან, თავის დროზე, ასევე უცხო ენების ინსტიტუტის თანამშრომელ ჯემალ ჭელიძესთან ახლობლობით დამამახსოვრდა.
/სურათზე _ ვაჟა ყუბუსიძე, ჯანრი გოგეშვილი, ჯემალ ჭელიძე/

ჩემი თაოსნობით დაფუძნებულეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრისსაქმიანობაში, ორივენი აქტიურად იყვნენ ჩაბმულები.
იქამდე. ჩემივე რედაქტორობით გამოცემულ გაზეთში (მწიგნობრულ-მისიონერული), ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დაიბეჭდა:

ილია
სხივად ეფინა წუთისოფელს,
ნათლისგან დაცლილს,
მკერდზე მალამოდ ედებოდა
საწუთროს ტიალს.

რა კაცი იყო, დალოცვილი,
რამხელა კაცი,
ყველა ქართველს რომ მოხვდა
მისთვის ნასროლი ტყვია.
ვაჟა ყუბუსიძე

თავადაც, გამორჩეული პიროვნება იყო, უპირველესად სიკეთის შუქს აფრქვევდა და ამიტომაცლიტერატურულ საქართველოშიგამოქვეყნებულ გამოსათხოვარ სიტყვებში, გულისა და სულის შემძვრელი განცდები იღვრებოდა.
ის, რომ იგი მკრთალად გახლდათ წარმოდგენილი ინტერნეტში წლების მანძილზე მაწუხებდა. ვითარებათა გამო, მხოლოდ ერთი მომცრო კრებული შემორჩა ჩემს ბიბლიოთეკას
თუმც, უმჯობესია, თავად ვაჟას მონათხრობი წარმოგიდგინოთ, რომელიც, ჯერ კიდევ 2000 წელს ინტერნეტშიეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის”  ფორმატით წარმოდგენილ ვებ-გვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. ამ ავტოგრაფიული მონათხრობის გადმოქართულება მე მომიხდა, რადგან, თავად ვაჟას მიერ ქართულ ენაზე შედგენილი დედანი, ჩემეულ არქივში არ აღმოჩნდა
მაშ ასე, ეს ვაჟა ყუბუსიძეა
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მე საბჭოთა კავშირში დავიბადე (ხოლო საქართველო იძულებით გახლდათ იმ სივრცის ნაწილი. და თან ასევე სამწუხარო დამთხვევაა, რომ ჩემი დაბადების დღე _ 1937 წლის 14 იანვარი _ ქრონოლოგიურად დაემთხვა უამრავი ადამიანის მკვლელობის ხანას. ასევე იყო გამუდმებული მცდელობა იმისა, რომ მშობლიურ ენების არეალი შესუსტებულიყო და ერთი, რუსული ენის გაბატონება მომხდარიყო. ანგრევდნენ და წვავდნენ ეკლესიებს. სხვადასხვა ეროვნებებისა და კულტურის ხელოვნური შერწყმით გამალებით მიმდინარეობდა, თითქოსდა უნიკალური საბჭოთა ადამიანების ფორმირება. მოკლედ, იდგა ათასი უბედურების ხანა
მაგრამ ამ რიცხვის გასწრივ იყო ერთი ბედნიერი ცნება _ 14 იანვარი საქართველოში ძველი სტილით ახალი წლის დასაწყისად ითვლება.
სიცოცხლის გაგრძელების მიზნით მე დავქორწინდი (მყავს მეუღლე, ქალიშვილი და ვაჟი).
ვოცნებობდი გადამერჩინა, ამეღორძინებინა ქართული ეკლესია, მაგრამ დაკავებული გახლდით ფილოსოფიით.
მოხდა ისე რომ 1962 წელს, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (იმ დროს ის გახლდათ ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში).
ასევე, ნებსით თუ უნებლიეთ 1963-1964 წლებში დისერტაციის დასაცავად წესისამებრ განსაზღვრული ყველა საგანი ჩავაბარე. 1963-1976 წლებში ერთდროულად ვმუშაობდი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტში და ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში. ორივე მათგანში ვასწავლიდი ფილოსოფიას. ასევე დავამთავრე უმაღლესი პედაგოგიური კურსები მოსკოვსა და კიევში. შემდგომ 1976-1979 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ვასრულებდი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობას.
დაწერილი მაქვს დისერტაცია, რომელიც გამოქვეყნებული იქნა იმ სამეცნიერო შრომებთან ერთად, რომლებიც შეირჩა უცხო ენათა ინსტიტუტშიმაგრამ რიგი მიზეზების გამო, მისი მხარდაჭერის გაგრძელება ვერ მოვახერხე.
რედაქტორი სამეცნიერო განხრით _ 1979-1991 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია.
დავაარსე გაზეთიირაო”, სადაც რედაქტორის მოადგილის თანამდებობა მეკავა.
მაგრამ მე _საკუთარი თავი სხვა საშუალებით გადავირჩინე; ანუ, არ დამიწერია, არც ერთ სტრიქონი საბჭოთა იმპერიის განსადიდებლად თუ მისი მსახურების ნიშნად. (ჩვენს დროში, მავანთათვის, ყოველივე ეს, არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე სიცოცხლის ბოლომდე ვიამაყებ ჩემი საქციელით).
გამოქვეყნებული მაქვს ლექსთა ხუთი ლირიკული კრებული. (საქართველოს რესპუბლიკა, 1979, ”მერანი”, 1981 _”ნაკადული”, 1983, ”ნაკადული”, 1988, ”მერანი”/ … ასევე გამოვაქვეყნე ოთხი საბავშვო კრებული _ ასევე დაიბეჭდა ჩემს მიერ თარგნილი რამდენიმე წიგნი სერიითრუსული მცირე ანთოლოგია ბავშვებისთვის)
ვთარგმნე და გამოვაქვეყნე ტიუტჩევის, ზახოდერის, კრივინის, მარშაკის, ჩუკოვსკის, სარტოსა და სხვათა ნაწარმოებები.
დიდება ღმერთს, რომ ბევრი რამ კარგად ახსოვთ, ჩემსპატარათუზრდასრულმკითხველებს
ამასთანავე მე გახლავართ საქართველოს საერთო-ეროვნული მწერალთა კავშირის წევრი. ასევე, ერთერთი დამფუძნებელიეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრისა
*
აი ამგვარი, თვალსაჩინო მოღვაწეობითა და სააზროვნო სივცით გამოირჩეოდა ჩვენი მეგობარი ვაჟა ყუბუსიძე, რომელიც ბოლო წლებში ჟურნალდილაშიაგრძელებდა საქმიანობას. რომლის ფურცლებსაც, ხშირად ამშვენებდა მისეული სინატიფით დაწერილი ლექსები, მაღალმხატვრულად შესრულებული თაგმანები
ნათელი არ მოკლებოდეს მის ხსოვნას

Комментариев нет:

Отправить комментарий