Translate

четверг, 23 апреля 2020 г.

სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს /გაგრძელება

იხილეთ _

მაგრამჩემგან რომანტიზირებული ბიძამამაჩემის სწავლული ბიძაშვილებითბილისის მკვიდრებად ითვლებოდნენ და მეც ალალად ვცდილობდი მათი  ნამოღვაწარი შემეცნო
ერთხანსრატომღაც გულუბრყვილოდ მეგონარომ სადმე მაკარი გოგეშვილის უცნობ მემკვიდრეს აღმოვაჩენდი და ჩემეულ ჯიშ-ჯილაგთან მოსალოდნელი დამეგობრებათავისებურ მხნეობას მმატებდა.
ჰოდამიზეზთა გამოჩემთვის საახლობლო ჯიშჯილაგის მოგონება და ”მიმოხილვა” რაღამცასე გულდასმით მოვინდომედედულეთს გვერდს ვერა და ვერ ავუვლი.
დედაჩემი ანა (ანეტაკვირკველიასოფელ მაჩხვარეთიდან მრავალშვილიან ოჯახიდან გახლდათმოხდენილიგონიერი და მიზანდასახულობით გამორჩეული ქალბატონი იყო. ”ბოთომში” საბუღალტრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული
კვირკველიების გურული წარმომავლობისა რა მოგახსენოთმაგრამ მკვლევარების მინიშნებისდა მიხედვითფუძე მომდინარეობს სიტყვა კვირიკედან, ”კვირიკე” კიბერძნულად ”უფლისას” ნიშნავსეს გვარიც გამორჩევით მიყვარს და მეამაყებაყმაწვიკაცობაში ტერენტი გრანელისადმილექსიც კი მაქვს მიძღვნილი:
ტერენტი გრანელს 

დიოდნენ დღენიდიოდი მარტოდ,
საგალობლებით
იმშვიდებდი მშფოთავ სტიქიას,
ტკივილთ შეცნობა განგებამ განდო,
მსხვერპლად გიხმობდა წმინდა მისია,
მოწამებრივად
შემოგაცვდა სიცოცხლე ხელში,
თუმც ვერ შესძელი
სევდისათვის მოგეღო ბოლო,
შენ დაბადებას დაამსგავსე
სიკვდილი ლექსში,
და პოეზიის იმღერე სოლო
30.05. 1974
თუმცწალენჯიხაში დაბადებულ ტერენტის მამის სამსონ კვირკველიას ოჯახს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა გურულ კვირკველიებზემე მაინცყმაწვილურ ხიბლს ადევნებულინამალევად მის ახლობლობას ვიჩემებდი.
ისე კი მაჩხვარეთსა და ახლომახლო სოფლებში დღესაც შემონახულია ”ოტინას ღარდა”, რაც თავის დროზე ბაბუაჩემის სამოსახლოსთან ჩამავალ გზაზე მიმომსვლელთათვის თავისებური ”ნიშანსვეტი” გახლდათ… მგონი ახლაც არ დაუკარგავს მნიშვნელობაბებიაჩემიდედაჩემის მხრიდან ასპირო მშვიდობაძე მეზობელი სოფლის მკვიდრი ყოფილაროგორც ჩანსროგორც გურულთა უმრავლესობა სწავლა-განათლებისადმი ძალუმად მიდრეკილი ოჯახიდანდედაჩემის ბიძაშვილები გამოჩენილი ექიმები იყვნენერთი მათგანის დაკრძალვას დეიდაჩემ თამარის თხოვნით ჩემს მეუღლესთან ცირასთან ერთად დავესწარითუმც სიცოცხლეში მასთან ნაცნობობა არ მაკავშირებდაისე კისაცნობი კაცი ნამდვილად ყოფილაიგი ცნობილი ფარმაცევტი გახლდათავტორი სტუდენტათვის განკუთვნილი 550 გვერდიანი სახელმძღვანელოსი _ ”ფარმაცევტული ქიმიის კურსი” არისტრახ მშვიდობაძე ათეული წლების ხელმძღვანელობდა სამედიცინო ინსტიტუტის ერთერთ კათედრასდა შესაძლოა სამკურნალო ბალახებისადმი ჩემი ინტერესი გარკვეული კოდირებითაც იყოს განსაზღვრულითუმცცხონებული არისტრახის ავტორიტეტს ნამდვილად ვერ ამოვეფარებიმაგრამ უფრო სარწმუნოაბავშვობაში ფრენისადმი ჩემი მიდრეკილება გენეტიკური წარმომავლობისა ყოფილიყორადგან დედაჩემის ალალი ძმა მიხეილ კვირკველია (იხილეთ _ცაში ჩაკარგული ოცნებები… In the sky the lost dream...), ქართულ სინამდვილეშიერთერთი პირველი მფრინავი გახლდათდა იგი ცნობილი ქებურიას მოწაფე ყოფილა 
ვგონებუპრიანია ეს ლექსიც გავიხსენო:
დედულეთს... 

მე თქვენ ყოველთვის ისე მიყვარდით,
ვითარც სურნელი კეთილ სულისა,
და შემახსენებთ ფიქრში მიბარდნილ,
აწ მივიწყებულ დედურ სულისთქმას
ფესვები ესე, ლაზურ-კოლხური,
კვებასამშვენებს ჩემეულ სიტყვას,
და ზურგს მიმაგრებს სივრცე მამულის,
ჩვეულ საუბარს ვაგრძელებ მისხთან
დედულეთს, მარად კრძალვით ვიგონებ _
ნიავს, მონაბერს წრფელი სულისა,
და შემახსენებს ფიქრში მიბარდნილ,
აწ მივიწყებულ ბავშურ გულისთქმას
17.07.2002
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” /თბილისი - 2010
შესაძლოავინმეს მოეჩვენოსრომ ასე თუ ისე სახელოვან წინაპრების აჩრდილებს ვეფიცხები… ვინ როგორ გაიგებსმე კი ერთი ანეკდოტური შემთხვევა მახსენდებაწლების წინგოგეშვილთა გვარის ღირსეულ წარმომადგენელსიღუმენია მარიამს ლექსი მიუძღვენიროგორც ვიცი ჩვენი ნათესაური კავშირი მეშვიდე თაობით განისაზღვრებოდა.
ჰოდაიმ ქალბატონისთვის ჩემზე ბევრად უფრო ახლობელიამ ჩემმა გულითადობამ თითქოსდა გააღიზიანა და შენიშვნა მომცაჰომაგრამ მარინას და უფრო ახლოს იყო თქვენს ოჯახთანვიდრე თავადო… თავისებურად გამინაპირამის   ახლობლობას ზედმეტად იჩემებო
ბავშური გულუბრყვილობით გავოცდინუთუ ეს კაცი იმას ვერ ხვდებარომ  მეუპირველესად მის (იღუმენიასხსოვნას გამოვესარჩლე მეთქი…, არადათავის დროზეთავად მან შემომჩივლამონასტერში ავედი და მისი საფლავი ვერ აღმოვაჩინეო… მოკლედიმის თქმა მინდარომ იგი იღუმენიას საეკლესიო ღვაწლსმიკერძოებულად თავის  ”ღირსებად” მიიჩნევდა და ჩემი გულითადი ”გაჭირისუფლება” აღარ მოეწონა… მკითხველისთვისრომ უფრო გასაგები იყოსბარემ იმ ლექსს სრულად გავიხსენებ

ვინ სად იშენებს სალოცავ ტაძარს 

იღუმენია მარიამ გოგეშვილის ხსოვნას 
გურიის ლამაზ მონასტერს მთისას
დაჰკრავს სურნელი დედათ ლოცვისა,
და მწვანე მდელოს, საბუდარს სხივთა
ათრთოლებს ფიქრი მარიამისა

ამა მონასტრის ამღორძინებლის
საფლავის ქვაი აღარ ჩანს უკვე,
საქმეთა მისთა განმაახლებელთ
მოუხმარიათ საშენ ქვად იქვე

ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს

შენების ნიჭი მართლაც ნიჭია,
მართლაც მადლია შენება ახლის,
მაგრამ სხვაგვარი მადლის მადლია,
მოვლა ხსოვნისა პირველმეტაძრის
27.07.2004
პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” თბილისი/2010
მიზანშეწონლად მიმაჩნია ამ ქალბატონის შესახებ ”ჯიხეთის მონასტრისეულ ქრონიკებში” ასახული ფაქტები მოვიშველიო;
მონაზონი მარინე (მარიამ გოგეშვილიგურიის დედა მონასტრის მესამე წინამძღვარი გახლდათძირითადად მეორე მსოფლიო ომის დროს… მონაზონ მატიონე ჩხიკვაძის მოგონებიდან: ”მარინე ღვთისაგან უაღრესად განებივრებული მონაზონი იყოპატიოსანიზრდილობიანისაქმიანიგამჭრიახი გონებისმოყვარე და ვინ მოთვლისკიდევ რამდენი რამ ამშვენებდა...” მარინეს დროს მონასტერს საზღვარგარეთულ მონასტრებთანაც დაუმყარებია კავშირი და სხვადასხვა შემწეობაც მიუღიაიგი 1947 წელს გარდაცვლილა და უდაოა მამაჩემს კარგად იცნობდარადგან იგი ავთანდილ თედორეს ზე გოგეშვილი თავდაპირველად ნიგოითის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათმერე კინიგოითის კოლმეურნეობის თავმჯდომარე
ყმაწვილკაცობაშიმარინე გოგეშვილის საფლავის ქვა თავად მე მქონდა ნანახიმეორედ რომ ავედივერც მე ვიხილემოვიკითხე და მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ალალად გამიმხილა… ერთი პირობა ამ მხარეში ქურდობა გაჩაღდაარაფერს არ ტოვებდნენ და ჩვენცსაფლავთა ქვების უმეტესობა ახალი სამლოცველოს საძირკველში ჩავაყოლეთო… რამდენად სწორი გახლდათეს გადაწყვეტილება ღმერთმა განსაჯოსმაგრამ მე მეწყინა და-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishi... /http://jgogeshvili.blogspot.com/2008/03/dali-gogeshvili-iodishiene.html/)  იხილეთ ფრაგმენტი ლექსიდან_
მერე წაგვიძღვაშემოგვატარა
საფლავის ქვებიდათა სამარხნი,
ერთგან ილოცა და თან გვახარა
აღმშენებელი იყო ამ ტაძრის
ბოლოს ახსენა კათოლიკთ წესი,
ლოცვისა ნირიქცევა ტაძარში
აუწყა სტუმართ ”პაპისა” მრწამსი,
და განსხვავება პირჯვრისწერაში
აქ ლიტველსაც კი დაეტყო განცდა,
შეიხსნა ჯვარი მკერდთან ნაფერი,
მიართვა მოხუცსსთხოვა დალოცვა,
მოდრიკა თავი ნაციმბირალი
ჯვარზე გაკრული ქრისტეს სახება
მოექცა ქალის მადლმოსილ ხელში,
სანთლების დარად მოჩინარ თითებს,
ჰქონდათ სურნელი რწმენის სადარი
24.05.2006
 იქაურობას ცალად შემორჩენილმა მოხუცმა მონაზონმამართლაც გულითადად მიგვიღო და როცა ჩემი წარმომავლობა გაიგოგამიმხილააქ ექვსი წლისა ამომიყვანეს და მას შემდეგ გარეთ ფეხი არ გამიდგამსოსადაურობაც არ დაუმალიაფირცხალაიშვილის გვარისა ვარშუხუთიდანო… კიმამაშენს ვიცნობამოდიოდა აქდახედავდა აქაურობასმოგვიკითხავდა და წავიდოდაო… რა თქმა უნდაბოლომდე გულღია ვერ იქნებოდარადგან კომუნისტური რეჟიმიმაშინ ტაძრებში შესვლასა და მონასტრების მონახულებას სასტიკად კრძალავდა… აქვე უნდა გავამხილოიმ ჩემი პაპის როსტომ გოგეშველის მეუღლეც ეგვიპტი ფირცხალაიშვილიც წარმოშობით ნიგოითის მეზობელ სოფლიდან შუხუთიდან ყოფილა
ჰოშესაძლოა ზოგს მოეჩვენოსრომ რომელიმე გარდაცვლილი ნათესავთა ნაღვაწს ”ვეფიცხები”. ჯერ ერთიარც იმგვარი ავტორიტეტები იყვნენრომ მათთან დაკავშირებული ამა თუ იმ ცხოვრებისეული ეპიზოდის მოგონებით ფართო საზოგადოების ყურადღება მივიპყრომაგრამთუ ვინმე საამაყოდ ირჯებოდამისხის მისხიცრომ იყოსმის ღვაწლსშეძლებისდა მიხედვით სათანადო პატივს მივაგებ.
 დიახნამდვილად მეამაყებაჩემი დიდი ბაბუისროსტომისეულ გოგეშვილთა შტო წარმოსადეგი გარეგნობითგონიერებითა და განსწავლულობითრომ გამოირჩეოდა… და მე თუ არ მოვყევი ამის შესახებსხვა ნამდვილად ვერ მოიცლისრადგანდღევანდელი თაობების უმრავლესობასუშუალოღირსებით მოცული ადამიანებითითქმის არც აინტერესბთ… სახელსა და დიდებასსულ სხვაგვარ დიაპაზონში აღიქვამენ… მე კიგანგებისგან ბოძებული გენეტიკური შტოს ნუსხას ავსახავანუის რისი მოპოვებაც შევძელი, ”რავი”, როგორც ახლა იტყვიანმომავალთაგან იქნებ ვინმე დაინტერესდესდა ისედაცმათ ხსოვნისადმი ჩემეული სითბო მიგებამიქნებრომელიმე სასიკეთო მკითხველს მეხსიერებაშითითქოსდა მალულად შემონახული საახლობლო გარემო კეთილად აღძრას
მაშ ასე
როსტომ გოგეშვილი _ ეგვიპტი ფირცხალაიშვილი;
თედორე როსტომის ძე გოგეშვილი _ ასპირო გიტოს ასული წილოსანი;
ავთანდილ თედორეს ძე გოგეშვილი _ ანა ოტიას ასული კვირკველია
დედის მხრიდან
ამბაკო კვირკველია _ მისი მეუღლე სამეგრელოს სოფელ ბანძიდან ყოფილა (თუ საეკლესიო წიგნამდე მივაღწიე გვარსა და სახელსაც ქე დავადგენ)
ოტია ამბაკოს ძე კვირკველია _ ასპირო …. მშვიდობაძე
როსტომის ვაჟიშვილები:
ლევანიბასილითედორე
ლევანის ძენი _ ბესარიონიარსენიშალვა
თედორეს ძენი _იონაავთანდილიმაკარი
ბასილის ძე _  სილიბისტროგარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში უშვილძიროდ
შენიშვნა _როგორც ვიცი ბესარიონ გოგეშვილს ჰყავდა ვაჟი ლევანი,  ისიც ნაადრევადუშვილძიროდ დაღუპულა.
თავის დროზე მამაჩემის ნაკარნახებ ჩამონათვალიში როსტომის ქალიშვილებად მოხსენებულია _ ელისაბედიეკამარიამი (სამწუხაროდმათზე რაიმე ინფორმაცია არ გამაჩნია).
ბაბუაჩემ თედორეს ჰყოლია ქალიშვილები _ ნინუცათეო _მამაჩემის მონაყოლიდან მხოლოდ ის მახსოვსრომ რომელიღაც და ერთხანს ობლად დარჩენილ ძმებს პატრონობდაშიგადაშიგ მამისეულ ოჯახს მოინახულებდა ბავშვებს დაბანდადააპურებდა… ერთხელაცმონასტრიდან თურმე შემოთვალესგარდაიცვალაო, _ანუ მეტად ვეღარ ჩამოვაოიქნებგურიიდან შორს გააგრძელა სამონასტრო ცხოვრება
ჰოკიდევპატარა ბიჭითბილისშირომ ჩამომიყვანა მამაჩემმა მეტეხის ციხესთან მგონი გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებ ბიძშვილს შალვას ესტუმრა და იქ ვნახე მისი და ვასასიმაღალიმომხიბვლელი ქალბატონი გახლდათთბილად მომიალერსა
ერთიცშეძლებისდაგვარად დედაჩემის და-ძმებსაც და ზოგმათ აწ უკვე გარდაცვლილ შვილებსაც ვიხსენებნათელი არ მოკლებოდეს თამარიმარიამისნიტიფოსმიხეილისივლიანეს ხსოვნას
და ბოლოსჩემს ერთადერთ დას რა მიმავიწყებს (იხილეთ _დალი გოგეშვილი-იოდიშიენე _ Dali Gogeshvili-Iodishi...)
ასევეარ მავიწყდებაჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაცვლილი ჩემი ძმა თედორე
აქვეარ შემიძლია არ მოვიხსენიო ბაბუაჩემის განაყოფთაგან ეგნატე გოგეშვილიყმაწვილკაცობაში ბატონყმობას გაქცეული და თბილისში დამკვიდრებული ქაიხოსრო გოგეშვილიიგივე ივანე გოგიაშვილი, მისი ძმა ალექსი გოგეშვილი, ქაიხოსროს ვაჟი ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი). გამორჩევით ნიჭიერი მხატვარი…
და თითქოს შემთხვევითობის კვალობაზე, ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ნილა გოგეშვილიმე ასე მახსოვსპატარა ბიჭი ვიყავიროცა ნიგოითშიჩვენს ეზოს გრძელი შავი ავტომობილი მოადგაიქიდან ორი კაცი გადმოვიდაერთი მაღალიწარმოსადეგიქერათმიანი მამაკაცი გაგებებულ მამაჩემს გულღიად მოეხვიამერე იმ კაცმა ხელები მხრებზე ჩამავლო, და ზემოთ ამიტაცა… იქამდეისე მაღლაარც არავის ავუწევივარ და ისეთი შეგრძნებით დავიმუხტეთითქოს სხვა სიმაღლეს შევწვდიპატარა ბიჭი ვიყავასე ხუთიოდე წლის… სუფრასტუმრების თხოვნითიქვე, მწვანე მოლზე გაიშალა და შორიახლო მოთამაშესის მაღალი ძია თავისთან მიხმობდა და  მეფერებოდაფრაგმენტულად მახსოვს მისი ვინაობამამაჩემის ნათესავი კი იყომაგრამ რამდენად ახლობელი ვერ გეტყვით.  კარგა ხნის შემდეგ გავიგერომ ქუთაისის საოლქო კომიტეტში მუშაობდაიმის შემდეგ არც მინახავს და არც მისი ცხოვრების სხვა ეპიზოდებზე შემიძლია რამის თქმა… მაგრამის აღმაფრენა როცაზემოთ ”იმ სიმაღლეზე” ატაცებულმა განვიცადესაოცარი სიფაქიზით შემორჩა ჩემს მეხსიერებას._ ნათელში ამყოფოს მისი სული… თუმცერთხელცნობილ პუბლიცისტ კიტა ბუაჩიძესთან სტუმრობისას მისი სახელი და გვარი იქნა ნახსენებიაღარ მახსოვს ვის მიერ… კარგი კაცი იყო მეთქიგულღიად წამომცდაარაარ იყოოტუჩი აიბზუა სახელოვანმა დრამატურგმა… ხასიათი წამიხდამაგრამ არ ჩავძიებივარ… მალეჩემი და ”შავი წიგნის” ავტორის ურთიერთობაც მინელდამერე ერთგანისიც შემთხვევით მაშინდელ ახალგაზრდა მწერალთა წრეშიამიერკავკასიელი პროლეტარული მწერლობის იდეური მოთავისა და ორგანიზატორის ბენიტო ბუაჩიძის ლანძღვას წავაწყდი და ნებსით თუ უნებლიეთ მის ძმასაც ბატონ კიტასაც გაჰკრეს კბილიბენიტოს რა თქმა უნდა არამაგრამ ბატონ კიტას უმალვე ”გამოვესარჩლე”… ეგ ხომ შვიდი წელი იჯდა მეთქი
ასერომ ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაშითითქოსდა სრულიად ”მექანიკურად” ხდება.
მე კიშევეცადე გულწრფელი ვყოფილიყავსაკუთარი მეხსიერების წინაშე
დაეთითოეულ მათგანს ლოცვასავით მისვლოდეს ეს ჩემი მოგონებავითარებისდა მიხედვით ლოცვით ვიხსენებ მათ სახელებსსუფრასთან მათდამი მიძღვილ სადღეგრძელოს წარმოთქმას რა დამავიწყებს… მოსახსენიებელთა რიგშირამდენიმე სხვა ნათესავიცაამაგრამ მათი წარმოჩენაცალკე ახსანა-განმარტებებს მოითხოვს და ვშიშობ თხრობა ერთფეროვნებისკენ არ მიიდრიკოს
ბავშვობაში გულუბრყვილოდ მსურდაგოგეშვილთა გვარიდანვინმე ლეგენდარულისახელოვანი პიროვნების საამაყო საქმენი ყოფილიყო შემონახული საქართველოს ისტორიაშიმაგრამ
ჰოდარაც შევძელი ესაა… და ისიც უნდა გავამხილო, (იმედია თავის მოწონებად არ ჩამითვლით და მე სხვა ლოცვებთან ერთად (იშვიათი გამონაკლისის გარდაყოველ დილით ვამბობ ლოცვას გარდაცვალებულთათვის
მოიხსენეუფალოსული გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთამშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათაძმათა და დათადა მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება… 
როსტომ გოგეშვილი თავის ოჯახთან ერთადროგორც ცხონებულმა მამაჩემმა დამაკვალიანა ნიგოითის  ქედის (სერისსავარდიად წოდებულ ბორცვზე სახლობდა… მისი შვილებიშემდეგ ქვემოთსარკინიგზო ხაზთან ახლოს ჩამოსახლებულან… სანათესაოს კაცებისწავლის გაგრძელებისა თუ სამსახურის ძიების მიზნით ქალაქშირომ გადაიხვეწნენჩემი მშობლებმაც შეიცვალეს სამოსახლო და სოფლის ”შუაგულში” აშენესქვის ბოძებზე შემდგარი ოდა სახლისადაც მე დავიბადე… (ავთანდილ თედორეს ძე გოგეშვილი წლების მანძილზე ნიგოითის თემის თავკაცი გახლდათ.) ახალდაბადებულსთურმე ჩემი პატარა და მეტიტინებოდა:
-რაი იყო ძამიაარ მოგწონს ეს სახლინუ გეშინა მამაიე უფრო უკეთესს აგიშენებს
ამიშნეს კიდეცბევრად მოზრდილიორსართულიანიდიდი აივნებითიმ სახლს დიდძალი სტუმრიანობა ახსოვდათუმცმერე არამოკეთეთა ”თავგამოდებით” დაინგრა და იქაურობა ჩემეულ ნამოსახლარად იქცა
მაგრამ ჩემი დიდი ბაბუას ხატებარაღაცსხვა სიღრმისეული იდუმალებით შემორჩა ცნობიერსა და ქვეცნობიერს
ჰოდალექსირომელიც 2009 წელსიმჟამად ჩემი 15 წლის ვაჟს ავთანდილ გოგეშვილს მივუძღვენი (იხილეთ _ შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი…  Creation, _ Avtandil Gogeshvili…), თავისებური მისტიური მიალერსება გახლდათ ჩემს იდუმალ არქეტიპთან
იდუმალი მშვენებით
ვუძღვნი ვაჟიშვილს

დროშები და შტანდარტები,
გერბნი ნაირფერადნი,
ჩვენ არ გვერგო შესამოსად
ტიტულები ჟღერადი,
არც დიდება რჩეულ მისხთა და
არც განძი ფრიადი
გენში შეგვრჩა წრფელი ხსოვნა,
ღირსეულიდიადი

მახსოვს ხმალი პაპაჩემის,
ჯვრებდასმული მახვილი,
წიგნი ”ვეფხვისტყაოსნისა”,
ქართველობის დასტური,
მთაგრეხილთან,
სავარდიად” წოდებული ადგილი,
შემორჩენილ ნასახლარზე,
ნაშთი ქვითკირ-ფიცრულის

მწდეჩუქურთმა ვაზის ხეთა,
და ვეება ქვევრები
წინაპართა ალღოს ვუხმობ
მისტიკური ”შეგნებით”;
ერთხელ მამამ პაწია ბიჭს
გამიმხილა ფერებით:
აქ სახლობდა ჩემი ბაბუ,
იდუმალი მშვენებით

სანადიროდ ტყე და ხევი,
სამკლად გორაკ-ტაფობი,
ედგა წმინდა სალოცავი,
ჰგვანდა რჩეულ განდობილს
ხეთ მოსავდა ჩხავერი და
წყაროს ეკრა ვარდნარი,
თუ,
ცხოვრება ჰქონდა მკაცრი,
გულში ედგა ბადაგი

მოჯირითე და მებრძოლი,
სიყვარულით ვნებული,
თუმცა ვნებააღკვეცილიც,
მამულისთვის ერთგული,
წრფელად მაჯის შემტყობარი,
ქომაგობით ქებული,
არ შემიდრკეკაცი ღვთისგან,
არ დარჩება ეული...
.
***
25 იანვარი 2009 .
ამ ლექსისდა მიხედვით მინდოდა ჩემს ვაჟს ეგრძნოღირსეულ წინაპრთა საუფლო ესათუთებოდა იდუმალი სამყაროდან… ის რომ ვალდებულია თავადაცღირსეულად იცხოვროს და იმოღვაწეოს
ზოგს შესაძლოაეგონოსრომ ოფიციალურ თვალსაჩინობებით განმტკიცებულ წარჩინებულ გვარისშვილების წარმომადგენელთ ვუპირისპირდები.
არამც და არამცმათთმა თავდადებამ შემოგვინახა ჩვენ საქართველომაგრამ უსახელო გმირებმაცხომ დიდი ამაგი დასდეს ჩვენს ერსდა შესაძლოა კაცობრიობასაც

დიახაც _ განვმეორდები

ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს...

**********
გაგრძელება _ 
*
P.S.
მაგრამ იქამდე დაინტერესებულმა მკითხველმა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულმოგონებების რიგს გადაავლოს თვალი... უპირველესად _
_ბლოგზე გამოქვეყნებული მოგონებიდან:
...
არქივში შემონახული ”ფაქტები”... (პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა... 8 აგვისტო, 1968 წ. (დაკ. ეპიზოდი იხ. სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... პირველი ავტორიტეტული შეფასება _ თელავი, ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარი, 1974 წ.)
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...
http://gogejanr.blogspot.com/2008/01/blog-post_972.html
(2 დეკემბერი 2007)


Комментариев нет:

Отправить комментарий