Translate

четверг, 23 апреля 2020 г.

სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს / სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს.../


”…ჩვენ, ბევრი რამით ვართ დამოკიდებული ჩვენს ისტორიაზე. ჩვენს ჩამოყალიბებაზე ზეგვლენას ახდენს განათლება, მშობლების გარემოცვა. რომლიც ყოველი თვალსაზრისით, როდია პირადული. იგი მოიცავს გაუთვალისწინებელ ფაქტორებსაც. ადამიანთა წინასწარგანწყობებს ისტორიული იდეები ქმნიან, ანუ ყოველივე ის, რასაც მედომინანტებსვეძახი. ისინი ფსიქოლოგიის ყველაზე მთავარი ფაქტორებია. ჩვენ არ ვეკუთვნით დღევანდელ ან ხვალინდელ დღეს. ჩვენში მთელი კაცობრიობის ისტორიაა…”
კარლ გუსტავ იუნგი
*



სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს 

***
დედაქალაქში გურიის სოფლიდან სწავლის გასაგრძელებლად გადმოსულ 14 წლის ყმაწვილს მტკვრის სანაპიროსთანფიქრთ გასართველადნამდვილად არ მეცალა. მაგრამ  მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში სწავლისას მათემატიკის მასწავლებელი, აუდიტორიაში ჩემი განმარტოებული პოზიციისგამო ამიხირდა და როგორც კი, ბოლო მერხის კუთხეშიგრძელ სკამზე ფეხებშემოწყობილს  და ფიქრებში გახლართულს შემავლებდა თვალს, ირონიულად ჩაიქირქილებდა:
-ფიქრნი მტკვრის პირას!..
ორიოდე გამხიარულებული სტუდენტის ხმაზე, მეც თითქოსდა შევფხიზლდებოდი
მაშინ ჩემი პირველი ნოველები უკვე წაკითხული ჰქონდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, კეთილ, სანდომიანი იერის კაცს. (შემდეგ ერთი მათგანი სახელწოდებითსინანულიმისი დახმარებით ჟურნალსაქართველოს ქალისრედაქციის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე იქნა გაზავნილი).
ალბათ, კეთილმა პედაგოგმა სამასწავლებლოში თბილად დამახასიათა. მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი კი, როგორც ჩანდა, ამან გააღიზიანა; შემჩნეული ჰქონდა, რომ ილუზიურ ფიქრებში გართული მის ლექციებს, თითქმის არ ვუსმენდი.
იგი, თავისებურად დაგვაჯული გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ მათემატიკის კარგ მცოდნედ ითვლებოდა. ისე გამოდიოდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მისი პიროვნების ღირსეული მხარე უხეშად, რომ ვთქვათფეხებზე მეკიდა”. და რა თქმა უნდა, ისიც არ მტოვებდა უყურადღებოდ. ჰოდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდებული ლექსის სათაურიც დამცინავად მომისადაგა.
მაგრა, მე, ეს დიდად არ აშფოთებდა, ეს იყო, სკამიდან ფეხების ჩამოღება მიწევდა, თუმც, ორიდე წუთის შემდეგ ისევ ძველ პოზიციას ვუბრუნდებოდი
დიპლომი, რომლის ნომერია № 941174  და რომელშიც აღნიშნულია, რომეს დიპლომი მიეცა გოგეშვილი ჯანრი ავთანდილის -ძეს მასზე, რომ ის 1961 წელს შევიდა საქ. სსრ. მინისტრთა საბჭოს უმაღ. და საშ. სპეციალური განათლების სახელმწიფო კომიტ. თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში და 1965 წელს დაამთვრა ტექნიკუმის სრული კურსი…. საფეხსაცმელო წარმ. ტექნ. სპეციალობით.
სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1965 წლის ”21…” გადაწყვეტილებით გოგეშვილი . . მიენიჭა ………. ტექნიკ-ტექნოლოგის …… კვალიფიკაცია.
ხელს აწერენ:
სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე
დირექტორი
მდივანი
და ამ დიპლომს, იმჟამინდელ ყოფაში, ჩემზე უფრო პრაქტიკულად მოაზროვნე ყმაწვილისთვის, შესაძლოა ეგრეთ წოდებულიცხოვრების საგზურობაცკი გაეწია. ისე შუააზიაში, ვითარებათა გამო გდახვეწილს, მეც გვარიანად წამადგა. მისგანმხარდაჭერილმარვაასკაციან ქალაქის საყოფაცხოვრებო კომბინატში უფროსი ტექნოლოგის თანამდებობაც კი დავიმშვენეთუმც, ამაზე და ამისთანებზე შემდგომ
მაშინ, ასე მეგონა ამ განხრით, საერთოდ არ მომიწევდა მუშაობა, რადგან უმაღლესში სწავლის გაგრძელებას იურიდიულ ფაკულტეტზე ვაპირებდი.
თავმჯდომარისა და დირექტორისა რა მოგახსენოთ მაგრამ მდივანის ხელმოწერის დამადასტურებელი გვარი, ჩემს მეხსიერებას გამორჩეულად შემორჩა, რადგან, გარკვეული მიზეზის გამო, საშემოდგომო გამომაყოლათურმე, ჩვეოდა, მისი გათვლებითშეძლებულიოჯახის შვილად  მიჩნეული სტუდენტებისაჩემება”. რადგან მათგან შესაფერი საჩუქარი მიეღო. არადა, ყველაფერი, იმის ბრალი გახლდათ, რომ გამორჩეუად ჩაცმა მიყვარდაისე, მისმა გადამტერებამ, ის სიკეთე მიყო, რომ მასალათმცოდნეობისლექტორისხრიკებში გარკვეულმა თანაკურსელმა  ვაჟმა, ჩემთვის გამოგზავნილ წერილში, თავისი მშობლების სახელით მშობლიურ სოფელში მიმიპატიჟა. რაც მიზეზს მაძლევდა, თბილისისკენ ჩვეულებრივზე ადრე გავმგზავრებულიყავი.
ასე აღმოვჩნდი სტუმრად შიდა ქართლის, ერთ ლამაზ სოფელ წინარეხში  და თონეში გამოცხვარი გემრიელი ქადებიც იქ დავაგემოვნე პირველად.
თბილისში ჩასული 14 წლის ბიჭისთვის არსებითი გარემოსთან შეჩვევა, ანუ ქალაქურ ყოფაში ადაპტირება გახლდათ მთავარი.
ჩემი და უკვე თბილისში, იყო, ასე თუ ისე, თბილისში მცხოვრებ ჩვენს სანათესაოს კარგად იცნობდა, როგორც ამბობდნენ ცოტა ხნით მამაჩემის ბიძაშვილის, ბესარიონ გოგეშვილის ოჯახშიც ცხოვრობდა, რომლის მეუღლე ეფემია (ფიმა) მიხეილის ასული მაჩაბელი გახლდათ. (თუმც, ამაზეც შემდგომ) ზედმეტად რომანტიზირებული გოგოს თბილისელ სანათესაოსთან ცხოვრებისლიმიტი”, როგორც ჩანს, უკვე ამოწურული იყო და იგი ყოფილ თანაკლასელთან, კეთილი ბუნებისა და მიმზიდველი გარეგნობის ქალიშვილთან ერთად, (მისი დედა, ჩვენი მოგვარე გახლდათ), ნაქირავებ ოთახს იყოშეფარებული”. და როცა მეც, ასე ვთქვათ, ”გავთბილისელდი”, ჩემი დის თაოსნობით მთაწმინდის უბანში ვიქირავეთ ბინა. იქიდან, დიდუბის ბოლოში მდებარე მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი საკმაოდ შორს გახლდათ. მაგრამ დალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშისაღამოს დასწრებულზესწავლობდა და
ჰო ქუჩა, სამწუხაროდ მე-11 არმიის მეთაურის გადამთიელ ათარბეგოვის სახელობისა იყო, იმ ათარბეგოვისა, რომელმაც თავის დროზე, თბილისში სიონის ზარი ჩამოაგდო და ხაზინაში წაიღო.
მხოლოდ 1990 -იანი წლებიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს, ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით  მიეცა ხსენებულ ქუჩას ძმები ზუბალაშვილების სახელი. ძმებისა, რომლებმაც, როგორც ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახესნახევარი თბილისი ააშენეს”.
ყოველივე ეს, ჩემთვის დიდი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი, თორემ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა იმ ნაბიჭვარ ათარბერგოვზე და სამწუხაროდ, ვერც სასიქადულო მამულიშვილების ძმებ ზუბალაშვილების შესახებ გეტყოდით რამეს.
ის კი არა, ვერც ჩემი ნათესავის, ბაბუაჩემის ბიძაშვილის ქაიხოსრო გოგეშვილის შესახებ გამეგონა რამე, რომელიც თავის დროზე ბატონყმობას გამოექცა; თბილისში ნაუცბათევად მოგონილი სახელითა და გვარით დამკვიდრდა. მზარეულის ხელობას ოსტატურად დაეუფლა. ივანე მაჩაბელს დაუმეგობრდა, გაენდო, მისი დახმარებით ბანკიდან სესხი აიღო და იმავ მთაწმინდაზე ორსართულიანი სახლი ააშენა, მის ერთ ნაწილში, მშვენიერი სალონი გამართა, რომელიც თურმე იმ დროის ქართული ინტელექტუალების გამორჩეული თავშეყრის ადგილად ითვლებიდა.
ქაიხოსრო გოგეშვილი, რომელსაც საზოგადოება ივანე გოგიაშვილის სახელითა და გვარით იცნობდა პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა. მისი ვაჟი, პირველი ქართველი გრაფიკოსი, ანტონ გოგიაშვილს კი მოთავე გახლდათ ვაჟა-ფშაველას ბახტრიონის წიგნად გამოცემისათუმც, უმჯობესია აქვე, ვებ-გვერდზე (დაიბეჭდალიტერატურულ საქართველოსფურცლებზე) გამოქვეყნებულ ჩემივე წერილიდან თემატურ ამონარიდს მოვუხმო _
ანტონ გოგიაშვილი _ შვილი ქაიხოსრო გოგეშვილისა

პირველი ქართველი გრაფიკოსის 140- წლისთავისადმი

მას ეკუთვნის – ვაჟა ფშაველას პოემა „ბახტრიონის" (1896), ილიაჭავჭავაძის პოემა „განდეგილის" (1901), რაფიელ ერისთავის ლექსებისსესიას ფიქრების“, „სამშობლო ხევსურისა", „თრიალეთელი მწყემსის", „დაჭრილისილუსტრაციებიმისი ნახატები დაცულია საქართველოსხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.”
მხატვარი-გრაფიკოსი, სტატიების ავტორი, გამორჩეული ხმის მომღერალი ანტონ გოგიაშვილი _ გურულ გოგეშვილთა შთამომავალი,ნიგოითის თემიდან…” (იხილეთ _http://gogjuansher.blogspot.com/2018/03/blog-post.html)
 დიახ, მე ამის შესახებ, მაშინ კი არა, ზრდასრულ ასაკშიც არაფერი ვიცოდი. არადა, უნდა მცოდნოდა, რადგან არსებობდა მის შესახებ დაწერილი მონოგრაფია, (1947 წელს, საბლიტგამის” მიერცნობილი მკვლევარისშალვა კვასხაძის ავტორობით, გამოცემული იქნა მონოგრაფიაანტონ გოგიაშვილი”. გვერდთა რაოდენობა 178).  სადაც ალბათ, ჩემთვის საამაყო ეპიზოდებს წავაწყდებოდი და თბილისში ჩამოსული, ბევრად უფრო შინაურულად ვიგრძნობდი თავს. უდაოა, ქაიხოსრო გოგეშვილის ოჯახის პირვანდელი საცხოვრებელის, ერთ დროს, იმ განთქმული სალონით დამშვენებულ ორსართულიანი სახლის ადგილსამყოფელის ადგილსაც მივინახულებდი დაეეეჰ, რა საინტერესო გაგრძელებები შეიძლება ჰქონოდა ყველაფერ ამასმაგრამ თავისებური უიღბლობის გამო, სახლიკაცობასთან დაკავშირებულმა, ამგვარი ღირებული ცნობები, ვითარებათა გამო ჩემთვის იმ დროს მიუწვდომელი იყოყმაწვილობისას და კარგა ხნის მერეც თბილისში ახალაგაზრდობისასგამუდმებულიმდგურობა მერგოდა ლირიულ ექსკურსს მივყვები, შემიძლია წავიფანტაზიორო, შესაძლოა ქაიხოსროსა და ანტონის ცხოვრებისეულ თუ შემოქმედებითქრონიკებსჩემთვის კარგი მეგზურობა გაეწიათუმც, არც ის ფაქტი მავიწყდება, რომ იგი ჭლექით გხლდათ დაავადებული და სიცოცხლე არცთუ სახალისო ექნებოდა. სოფელში, ბიძასთან ჩასულს, ზოგი აშკარად თუ ნამალევად თავს არიდებდა, ბავშვებსაც აფრთხილებდნენ, თავი მოარიდეთ ჭლექი ჭირსო…  ამა ქვეყნის მსგავსი განწყობა, ჩემთვისაც არ იყო უცხო... ამაზე მოთხრობილიც მაქვს ერთგან... ჰოდა გამორჩევით ერთგულად მოვინდომებდი მისი შემოქმედების წარმოჩენას…  და ისიც თავისებური სტიმულის მომცემი იქნებოდა ჩემთვის, რომ ჩემი წინაპრების ახლობელი გამორჩეულ შემოქმედებით ნიჭს ფლობდა. და შესაძლოა ამას, ჩემში, იმგვარი სითამამე გაეღვივებინა, რომ მშობლების მიმარ, სათანადო მიდგომა და დაჟინება გამომეჩინა, რათა მათ სტუდენტი შვილებისთვის დედაქალაქის, რომელსამე კუთხეში, (მე რა თქმა უნდა, მთაწმინდის უბანს ვირჩევდი) ერთი მცირე ოთახის შეძენა გაებედათ.
ჩემი მშობლები, უმეტასედ საზოგადო საქმეს იყვნენ გადაგებულნი. სასაყვედურო არაფერი არ უნდა მქონდეს, თავისებურად განებივრებულიც კი ვიყავი, თუმცრა თუმც, მამაჩემი რვა წლისა გახლდათ სრულიად, რომ დაობლდაძმებიც პატარები ჰყავდაერთხელ, რომ ჩავეძიე და გამიმხილა: და გვყავდა, მონასტერს იყო შეფარებული, ჩამოვიდოდა, დაგვაპურებდა, დაგვბანდა და მერე, ისევ უკან ბრუნდებოდაო. ერთხელაც, ამბავი ჩამოუტანიათ გარდაიცვალაომოკლედ, როგორც ჩანს ობლებს სანათესაო პატრონობდა, მერე გოგეშვილთა როსტომისეული შტოს ყმაწვილკაცები, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მიმოიფანტნენ. ავთანდილ თედორეს ძე გოგეშვილი სოფელს შერჩა.
სასურველია და ალბათ რიგ შემთხვევაში აუცილებელიც, რომ მოზარდს, ახლომახლო კარგი, სასიკეთოდ დამკვალიანებელი მოყვასი ჰყავდეს
თუმც, მე ბავშობიდანვე მეთაკილებოდა ვინმე ზედმეტად შემეწუხებინა…  
ამბობენ, ადამიანთა უმეტესობა, ნებსით თუ უნებლიეთ  ”მექანიკურ კანონებსაამინდობილიმექანიკური კანონების ძირითადი ჩამონათვალი კი ამგვარია: სუნთქვა, ძილი, საჭმლის მონელება (რა თქმა უნდა, მონელება, ჯერ დანაყრებას ითვალისწინებს…)
კი, ისე, როგორც სხვა მეოცნებე ახალგაზრდას, ქვეცნობიერად მეცგამოღვიძებისკენმიმიწევდა გული, მაგრამ ამგვარიგამოღვიძებისარსი და მნიშვნელობა ჩემი ცნობიერებისთვის მიუწვდომელი გახლდათ. არადა, 14 წლი ბიჭს, რომელის გემოვნება, ბოლშევიკურ-კომუნისტური რეჟიმის  პირობებში ძირითადად სოფლის ბიბლიოთეკიდან მოპოვებული ქართული და უცხოურიდან თარგმნილი მოთხრობებისა და რომანების კვალობაზე ყალიბდებოდა, მეტი არც მომეთხოვებოდა.
მაგრამ თუ ადამიანისთვის, საციცოცხლოდ აუცილებელ მექნკური კანონების არეს, უფრო გულდასმით გავიაზრებთ, ნათელია, ამ ძირეულ ბუნებრივ მოთხოვნილებებს ახალგაზრდულ ასაკში, თანსდევსსექსუალური მოთხოვნილება”. და მისგან გამოწვეული ფარულიგახელებათუშებოჭილობა”, გვარიანად მოქმედებს სუნთქვაზეც, ძილზეც, საჭმლის მონელებაზეც
ჰოდა, გზად ხშირად ვზვერავდი მოხდენილ გოგოებს, თუმც, ამმოხდენილობასჩემდა უნებლიეთ, ხშირად, თითქოსდა სექსუალური სწრაფვიდან გამომდინარე ვაფასებდი… (ამგვარ გულახდილობას, დარწმუნებული ვარ გენიალური ფროიდი არ მიწყენდა).
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად…” ახლახან ინტერნეტში ბეჰრუზ ჰუსეინზადეს კოლექციიდანმოგზაურობა ტიფლისში” 300 უნიკალური ფოტო გამოქვეყნდა, ვათვალერებდი და ასე მეგონა, რომ ამ ადგილებში ვიყავი, რა თქმა უნდა, იმ დროინდელი თბილისიდან განსხვავებული იერისა და ჩაცმულობის ხალხია ზედ გამოსახული, შენობებიც საგრძნობლად განსხვავდება, ზოგჯერ ხედებში თუ იპოვი მსგავსებას. 60-იანი წლების თბილისი, მაინც ბევრად პროგრესული, დახვეწილი ქალაქი იყო. და რაც მთავარია ბევრად უფრო ქართული. ზოგი დასახლების ეთნიკური სიჭრელე, ხიბლსა და სიხალისეს მატებდა ქალაქს. იმ კოლექციის ზოგი სურათის იერსახე კი, შავ-თეთრი ფოტოების გამო კი არა, ხასიათობრივად, ზედმეტად ჩამუქებული მეჩვენა; როგორც გინდათ ისე გაიგეთ. რა თქმა უნდა, ეთნიკური სიჭრელე, მაშინ უფრო თვალშისაცემი იქნებოდა. თბილისზე ხომ საქარავნო გზა გადიოდა.
ერთი პირობა ძალზედ მინდოდა იმ ადგილისთვის მიმეგნო, სადაც სევდიანი ნიკოლოზ ბარათაშვილი მტკვართანფიქრთ გასართველადმიეშურებოდა. ისე, იუმორს თუ მოვიშველიებ, გვიან, კარგა ხნის მერე მივხვდი, უცნაურ, რომანტიკულ ბილიკზე კი არ უნდა მევლო, არამედ მაჩაბლის ქუჩისკენ, შეძლებისდამაგვარდ გავშინაურებოდიმწერალთა კავშირშიმისასვლელ გზას, შესაძლოა, რაიმე შემთხვევითობის წყალობით მაშინდელ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ყურადღებაც კი მიმექცია, თუმც, მრავალ ქართველისთვის საყვარელი ლექსიხმა კატამონთანჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწერილი. ბოლოს და ბოლოს, სითამამე გამომეჩინა და ჩემი ნაწერები, კონსულტაციის მიღების მიზეზით, იქ მომუშავე ამა თუ იმ ლიტერატორისთვის წარმედგინამოკლედ, ასე თუ ისედამებევებინაჩემი ადგილი მწერლობაში. რადგან, ჩემეულიოდისეისშემდეგ, თბილისში, 1967 წელს, რომ დავბრუნდი თითო-ოროლა მწერალთან და პოეტთან მაკავშირებდა მცირე ნაცნობობა. მოკლედ, წესიერად ვერც ვერვინ გაიხსენებდა, ”ჰო, შენ ის ხარო…” თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 1974 წელს ლანჩხუთიდან, კეთილი მეგობრის პოეტ რეზო ლორიას წარდგენით და მორის ფოცხიშვილისა და პროზაიკოს თინა დონჟაშვილის მხარდაჭერით თელავის ახალგაზრდა მწერალთა შეკრებაში მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემს მოთხრობები გამორჩეულად იქნა მოწონებული, განსაკუთრებით _ ”ყმუილი”.
ტექნიკუმში სწავლისას კი, მთელი ოთხი წლის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით ჩავუარე მწრალთა კავშირის შენობას; არადა, იქაურობას, გამორჩეულად ნიჭიერი ლიტერატორებიც ხშირად აკითხავნენ... (თუმც, არც მედროოვებისა და ჩიტირეკიების ნაკლებობა იყო ალბათ…)
ჰო, ჩემდამი გამომწვევად განწყობილმა, ტანჩადგმულმა მატემატიკის მასწავლებელმა, ეტყობა თავისას, მინც მიაღწია, ბოლო რიგში, კედელთან მდგომ გრძელ სკამზე, ფიქრებში ჩაძირული, იმედენჯერ გამკენწლა: ”ფიქრი მტკვრის პირას”, რომ დამაინტერესა, სად იოხებდა მარტოობით გულს ეს ჩვენი სასიქადულო პოეტი, რომლისმერანიგანსაკუთრებით მხიბლავდა, შიგადაშიგ, ფიქრში უნებლიეთ გასხლტდებოდა: ”მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი…” და წამიერად  მეჩვენებოდა, რომ მეც უგზო-უკვლოდ მივფრინავდი. ისე, ამ გადასახედიდან ჩემი ცხოვრება, თითქმისმირბის, მიმაფრენსმაგონებს. ამ სურვილს სხვას, როგორ გავანდობდი, ჩემთვის კი, არც თუ იოლი გამოდგა, მიახლოებით მაინც დამედგინა, მარტოსული ტატოს თბილისური გარემომაგრამწარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველადიმჟამინდელ ვითარებაში ჩემთვის შეუფერებლად მივიჩნიე დაშემოღამება მთაწმინდაზედვარჩიე, ანუკლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი…” დავისახე მიზნად.  
 ჰოდა, ერთ დღესაც, იმგვარი განწყობის აღსაქმელად მთაწმინდას მივაშურე.
 ადრე, ერთგან გავიხსენე, მთაწმინდის პანთეონი, ჯერ კიდევ ნიგოითის შვიდწლედში სწავლისას მოვინახულე მეთქი, მაგრამ მაშინ  მახსოვს ილია ჭავჭავაძის საფლავისკენ იყო ერთობლივი ყურადღებანიკოლოზის ბარათაშვილის (სამჯერ დასაფლავებული გენიოსის) ”ძვალთშესალაგი”, თითქოს მახსოვდა, მაგრამ იმან უფრო მიშველა, მთაწმინდის მისასვლელთან, სანამ ვაგონში ავიდოდი გიდის კომენტარებითგანებივრებულქართველ მოსწავლეთა ჯგუფს მივეკედლე, მერე ტატოს საფლავს, რომ მივუახლოვდით, რატომღაც ჩემმა ადრინდელმა მიზანდასახულობამ დამაბნია, მეჩვენა, ვიღაცის ჯიბრზე ამოვედი აქ და იქაურობას სწრაფად გავეცალე.
მოკლედმისიონერულისვლა არ გამომივიდა.
კარგა ხნის მერე კი, უნებლიეთ გრიგოლ ორბელიანისმიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობასამეკვიატა და ასე თუ ისე ტატოს ცხოვრებისელ ქრონიკებში მეტნაკლებად გარკვეული ბიძამისზეხარაბუზა ღენერალზევბრაზობდი, როგორ ვერ შეამჩნია მისი ცეცხლოვანი ნიჭი მეთქი.
კვლავ მინდა ავღნიშნო, რომ 15 წლის ბიჭს და თუნდაც ჩვიდმეტისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში, ყველზე უფრომერანიმიზიდავდა. როგორც მერე ტატოსადმი მიძღვნილ ერთ-ერთ მონოგრაფიაში წავიკითხე, თავდაპირველად ამ ლექს დასათაურება არ ჰქონია, ნიკოლოზს იგი იმ წერილში ჩაურთავს, რომელიც ბიძამისისთვის, გრიგოლ ორბელიანისთვის მიუწერია, როგორც ჩანს ბატონი გრიგოლი ვერ ჩასწვდა ამ ლექსის სიდიადეს, თავად ნიჭიერი პოეტი იყო, მაგრამ ალბათ 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის გამო, თავისებურადგარეალისტებულსამ ლექსის მრწამსი, ზედმეტად რომანტიზირებული მოეჩვენა
ახლაც, რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, ამ ლექსს ახალგაზრდა ქართველი მკითხველიმოდნი პოეტებისნახელავს არჩევენ. აკი, სატელევიზიო გადაცემაში ჩატარებულ გამოკითხვის შედეგადსაქართველოს დიდ ათეულში”, ბარათაშვილი ვერ მოხვდა; თუმც, რამდენიმე პოეტი კისხვათაშორის, ამ გადაცემაზე მაშინ, ჩემს ბლოგზე შენიშვნაც გამოვაქვეყნე; ”გამოწვევა, _”საქართველოს დიდი ათული” (თოქშოუ), _ Provoke, _"Best ten Georgians" (Tokchou)”
მოკლედ, მათემატიკის მასწავლებლი, კედელთან მდგომ გრძელ სკამზე, უმეტესად მარტო მჯდომს, უფრო სწორად მოკალათებულს, ჩემეულ საფიქრალში გადახიზვნას, რომ შემამჩნევდა, გამომწვევი შემაფხიზლებდაფიქრნი მტკვრის პირას”. ჩემს მიმართ მისგან აჩემებული  ეს ფრაზა, თავდაპირველად მაღიზიანებდა, მერე კი თავისებურ ქათიანაურად აღვიქვამდი და გაღიმებული ჩემეული რომანტიზმის საბურველს ვიმშვენებდი. ახლა, იმ ქალბატონს კეთილად ვიხსერნებ.
რადგან მისმა ქილიკის კვალობაზე, ჩემს წარმოსახვაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნებას, თითქოსდა, როგორც მონათესავე სულს, ისე გავუშინაურდი. წლების მერე კი, ტატოსადმი მიძღვნილი ლექსის სტრიქონებს, ჩემეული ტკივილითა და განცდებით მივეკედლე
სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს 
ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილს

ვინ მოვა შენთან, ვინ დაგამშვიდებს,
მხოლოდ ანგელოზს ძალუძს შესმენა;
თანმდევი სევდის, ტკივილის, ნატვრის,
სულში ჩაკარგულ სვე-ბედის პოვნა...

ვინ მოვა შენთან, ვინ დაგამშვიდებს,
ყველას თავისი ცხოვრება წეწავს,
თუნდაც ულხინდეს, შური ხომ ავობს;
აღმასვლას ეკვრის ფარულ რეფრენად...

თუმც, შენი სწრაფვა არის მთავარი,
სამყაროსეულ სიზმრების ჭვრეტა,
შენ, სიყვარულის წრფელი რაინდი,
ქართული აზრის მკვლევი, მშვენება...

ჭაბუკ ილიამ მწველად შეიცნო,
ეულ განცდათა სიღრმე და სიბრძნე,
ტატოს ნაფერებ ტკივილს მიენდო,
მისი მოძღვრების უკვდავი სივრცე.

ვინ მოვა შენთან, ვინ დაგამშვიდებს,
მხოლოდ ანგელოზს ძალუძს შესმენა...
სანამ ქვეყანა ნიჭით კვლავ ხარობს,
შენს სიყვარულსაც არ მოშლის ზენა...

..

კი, ქვეყანა, ნიჭით, თითქოსდა მუდმივად ხარობს, მაგრამ ხშირად იმ გარკვეული ნიჭის მატარებელს, ერთი შეხედვით ღვთისგან ბოძებული ტალანტი მძიმე ტვირთად ექცევა.
და ახლა, ვინმე ტყუილად ნუ იფიქრებს, რომ მე გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილის აჩრდილს ვეფიცხები. რასაც ვყვები, ეს ჩემეული ბიოგრაფიის, თითქოსდა შემთხვევითი  ეპიზოდია, მაგრამ ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებაც ხომ ამგვარი, სხვებისდა ერთი შეხედვით უნიშვნელო ეპიზოდებისგან შედგება.
მე კი, ამგვარი წიაღსვლების სურვილი, უპირველესად იმის გამო აღმეძრა, რომ ხანდაზმულობისას, ასე თუ ისე უკეთ გავითავისო, რა მიზეზებით დალაგდა ჩემითვითობისაღმძვრელი ბიოგრაფიული თავგადასავალი.
იქნებ, ჩემს ამ ქვეყნად მოვლინებას, რაიმე განსაკუთრებული ნიჭიერების გარეშეც (თუნდაცმექანიკურ კანონებისმონათესავე ნირით) ჰქონდა თავისებურად გამორჩეული მისიაანუ, ის რომ მამისეული სანათესაოს მამაკაცთა მხრიდან აღმოვჩნდი ერთადერთი გვარის გამგრძელებელი
ბოლო დროს, უშნოდ გამომტყვრალ უფლებადამცველთაგან, ალბათ მოიძებნება მავანი, ფემინისტური მოძრაობის, აღგზნებული მიმდევარი, რომელიცფემიციდთანდაკავშირებულ, მართლაცდა მტკივნეულ ქრონიკების, რომელიმე ეპიზოდთან, ჩემეულიაღიარებისდაკავშირებას მოინდომებსმინდა ვთქვა, რომ მსგავსი რამ, რომ ვინმე, ჩემს საახლობოში, ქალად გაჩენის გამო დაეწუნებინათ, არ მომხდარა.
უბრალოდ განგების კარნახით, ისე მოხდა, რომ პაპაჩემის როსტომის სამი ძისგან დანატოვარ ექვს მამრთაგან, მე მერგო ხსენებული შტოს ძეობის გაგრძელება, რამაც ყმაწვილობიდანვე თავისებური შტრიხები შემატა ჩემს ფიქრებსა თუ საპასუხისმგებლო არეალს
თითქოსდა სამომავლო, თუმც გვარიანად უმწიფარი ფიქრებით შეპყრობილი, შიგადაშიგ, ოპერის ქვემოთ მდებარე შენობას ცნობისმოყვარე მზერით ჩავუვლიდი.
იქ, მეორე სართულზე, კარგა ხნის წინათ, მამაჩემის უმცროსი ძმა, მაკარი გოგეშვილი მეუღლე ვერა წილოსანთან ერთად ცხოვრობდა. (აღსანიშნავია, რომ ბებიაჩემი ასპიროც, წილოსანის ქალი ყოფილა).
ნიგოითის, ჯერ ქვის, ასე ნახევარმეტრიან ბოძემზე შემდგარ სახლისზალაში”, შემდგომ კი, იმ დროისთვის თავმომწონედ წამოჭიმულითეთრი ქვითადა საგულდაგულოდ გამომწვარიწითელი აგურითნაშენებ ორსართულიანი სახლის ზედა სასტუმრო ოთახში, კედლებზე მხატვარ ლეო ზამთარაძის მიერვეფხისტყაოსნისილუსტრაციების თვალშისაცემად კოპირებული, საკმაოდ დიდი ზომის მოყავისფროდ გალაქულ ჩარჩოებში ჩასმულ ტილოები გახლდათ ჩარიგებული. იქვე, მის მიერვე მაკარი გოგეშვილის ფოტოდან შესრულებული, ოღონდ უფრო მუქად გალაქულ  ჩარჩოშიდამკვიდრებულიბიძაჩემის სურათიც ეკიდადა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი, ერთიიმათგანიანუ უკვდავივეფხისტყაოსნისუცნობი პერსონაჟი გახლდათ.
მასზე ცოტა რამ თუ ვიცოდიგაგონილი მქონდასოფელში სტუმრად ჩამოსულმა, სააახლობლო-სამეზებლოს გულთბილი მოიკითხვა იცოდა და სოფლის შარაგზაზე მომავალის ხმა, შორიდან ისმოდაოროცა წმოვიზარდე, ერთხელ ახლობელმა, თითქოსდა ნამალევად გამიმხილა; ერთხანს, თქვენთან ცხოვრობდა, ვიღაცამ დაასმინა სტალინს შეაგინაო და ერთი წლით თბილისში ცხოვრება აუკრძალეს, ოღონდ, შენ არ იყავი მაშინანუ, ჩემს დაბადებამდე ყოფილა ეს ამბავიმერე მამაჩემს, რომ ჩავეძიე დამიმოწმა, ჰო, მატარებელში მგზავრობისას, სახელდახელოდ გაშლილ პურმარილზე ერთმა სტალინის სადღეგრძელო, რომ მოინდომა, მაკარის პირდაპირ მიუხლია, ერთი მაგის დედაცო, და სუფრაც მიუტოვებიასუფრასთან თავშეყრილთაგან, ისიც დამამახსოვრდა, რომ სუფთად და პეწიანად ჩაცმა უყვარდა, მოლხენაც გვარიანად მოსდგამდა. განათლებული კაცი ყოფილა და  მაშინდელ ჯანმრთელობის სამინისტროში მუშაობდა, რომელიღაც თანამდებობაზეკუჭზე ოპერაციის ჩატარება მეგობარ ქირურგისთვის მიუნდვია და არხეინად ყოფილა, მაგრამ, რაღაც ისე არ წავიდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა… (იხილეთ სანუგეშო… Consolatory...)
ბავშვობაშიბიძაჩემის შთამბეჭდავი პორტრეტის გარშემო ხშირად ვტრიალებდი… იგითავისი გულღია გამოხედვითთავისებურად მეიმედებოდამეუბნებოდნენ ჰგავხაროისიცშენსავით ”ბობრი” იყოოანუ როგორც იოსებ გრიშაშვილის ”ქალაქურ ლექსიკონშია” განმარტებული ”თეთრგვრემანი”. ეს გარკვეულწილად მეამაყებოდარადგან ბიძაჩემთან, თითქოს რაღაც იდუმალი სითბო მაკავშირებდა
და რა თქმა უნდა, უკვე თბილისში მობინადრე, საჯიშედ მოზიდულ ვაჟს, თავისებურად მადარდებდა, რომ ერთ დროს თბილისის მკვიდრი ბიძაჩემი, მასპინძლობას ვერ გამიწევდა.
არადა, კარგად ვიცოდი, მაკარი, (სამ ძმას შორის უმცროსი) ჩემი დაბადებიდან, რაღაც ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილიყო. მისი ხსოვნა, როგორც ჩანს მამაჩემის მეხსიერებას გამორჩევით შერჩენოდა.  მაკარ გოგეშვილი, ჩემი ბავშვობის ლეგენდების ნაწილი გახლდათ. ეს, მისდამი მიძღვნილ ამ ლექსიდანაც ნათლად ჩანს.
სანუგეშო…  /ღვიძლი ბიძის,  მაკარ გოგეშვილის ხსოვნას… 
ღმერთი კვლავ მოგცემთ; ”ამ ბიჭს მე გავზრდი!..” ეს იყო თურმე შენი თხოვნა, როცა მე გავჩნდი… მამაჩემს უთქვამს: თუ მომდევნოც გვეყოლა ბიჭიეს შენ აღზარდე,  შენ გაწვრთენი, ულესე კიჭი… ბედს რას გაუგებ,  არ დაგცალდა, ვეღარა დადექუეცრად წახვედ,  მიიცვალე, ჩამოწვა დარდიშეწყდა ის ლხინი შენ რომ გახლდა, ვერ ითამადეშეგხვდი? არ მახსოვს, რადგან ვიყავ პაწია ბალღი… ქვრივმა იტირა, ივიშვიშა, ცრემლი დაღვარა,  ისე უშვილოდ შეაბერდა ცას და ქვეყანას… არც მე მარგუნა ბედმა ძმა და სხვა სახლიკაცითანამოაზრე, შემომძახი, შენებრ ვაჟკაცი!.. დარჩა პორტრეტი  ძველ ფოტოდან ამოხატული,  ვეფხისტყაოსნის დასურათების ასლთა კრებული… მხატვარი, მამის მოწვეული, გახლდათ ქებული, მაღალ და ფართო ტილოების შექმნა რჩეული… მე ჩემიცა მაქვს, მგარამ რა ვქნა ცხოვრება ჭირსოთქვა, ხელმოწერა დაგვიტოვა, ვითარც ქარაგმა… თავის გზას გაჰყვა, ნიჭს მავანი სხვაგვარად სჯისოწაიღიღინა: გადმოხატვით შეიძინა ბევრმა ბარაქამერე, მე კრძალვით შევცქეროდი ნატიფ მხატვრობასლამაზ, შთამბეჭდავ ჩარჩოებით შემოსაზღვრულებს…  სახლის კედლებზე დამკვიდრებულ გმირთა სახებას
შენი პორტრეტიც შერეოდა,  ფიცით ერთგულებს… უკვდავ პოემას აღვიქვამდი  იმა მხატვრობითსად ტარიელი, გულდამწვარიტიროდა მარტოდმეფის დას დავარს შიგადაშიგ ჩუმად ვუბღვერდიავთანდილი კი მიმღეროდა  სანდოდ და საძმოდ… უეცრად, ფიქრში, საბრძოლველად აღვეგზნებოდიშემოვძახებდი, და  ვაფრთხობდი, მოძალე ქაჯთა, თბილად მიცქერდი სურათიდანვგონებ გართობდიშენი ღიმილით მამხნევებდა და  მწვრთნიდა კაცად… როს, მამაჩემი ხშირად სვამდა შენს მოსაგონარს,
ჭურებისრკალით დამშვენებულ ნაქებ სასმისითზედ ერთიჭურიმოეტეხა ბედს მინიშნებადსტუმრებს უყვარდათ ალავერდი  შენეულ რიხით… ვიცი, რომ იყავ კაცი სრული, მჭევრი თამადა, იცვამდი კოხტად,  გარეგნობაც გქონდა კაცური… შენი ბიძობა ვერ ვიხილე, მქონდა დარდადამაგრამ ღიმილით მამხნევებდი, სული ერთგული… და რადგან შევრჩი ამ საწუთროს იმავე განცდით… სხვას ვერ შთაბერავ ამ სიყვარულსვიგემე მარცხიღმერთო, შემივსე ეგ სასმისი კაცთ ხსოვნის მადლითჭიქა ავსწიო და ლოცვა ვთქვა: ლხინი გარდაცვლილთ!.. /8-9.08.2002 / პოეტური კრებულიდანსიზმრიდან ცხადში…” /თბილისი _ 2010
ჰოდა, ამ პოეტურიაღსარებისწაკითხვის შემდეგ თავადაც მიხვდებით, რარიგ მეამაყებოდა, მისი ბიძობა… (იხილეთ _ სანუგეშო… Consolatory...) ამგვარი მოვლენა ფსიქოანალიტიკის დამფუძნებელი კარლ იუნგს, ალბათ მშვენივრად ააქვს განმარტებული.
რამდენჯერმე ვთხოვე, ჩემს დას ბიძაჩვენის სასფლავი მოვინახულოთ მეთქი, მაგრამ დრო ვერ გამოძებნა, კარგა ხნის შემდეგ, ეს მოხერხდამახსოვს ვიდექი და მარმარილოს ქვაზე ამოკვეთილ მის სურათს კარგა ხანსიდუმლადვუცქეროდი. რაღაცნაირად იგი, მაინც უპირველეს მასპინძლად მეგულებოდა, თუმც, როგორც მერე დავადგინე, იქვაკის სასაფლაოზეკიდევ, ჩემი ორი ახლო ნათესავი, მამაჩემის ალალი ბიძაშვილები არსენ და ბესარიონ გოგეშვილები (პროფესიით ინჟინრები) იყვნენ დასაფლავებულები
  გვერდს, ვერ აუვლი იმას, რომ მეორე ბიძაც მყავდა, მამაჩემის უფროსი ძმა; წარმოსადეგი, ახოვანი, ქუთაისში მცხოვრები იონა გოგეშვილი, მისი მასპინძლობა და მოფერება ბავშვობაში რეალურად მიგვრძნია. მაგრამ მას იერსახით ნაკლებად ვგავდი.   შავგრემანი ეთქმოდა, მკაცრი მზერა ჰქონდა და მასთან, არც ისლეგენდა-ნახატიმაკავშირებდა. და მაინც გამორჩეულად, თბილად მახსოვს, პატარა ბიჭს სოფლიდან ქუთაისში, რომ ჩამიყვანდნენ, რარიგ გულითადად ირჯებოდა ჩემს სამასპინძლოდ: სამსახურში მიმავალი, მეუღლეს ხმამაღლა ავალებდა, ბავშვი არ მომიშივოოჩემი ბიძაშვილი გოგონებიც თავს დამტრიალებდნენუკვე, იქიდანვე მქონდა შეთვისებული, რომ გოგეშვილთა ერთი შტოს სამკვიდროში, გვარის გამგრძელებელი, მე გახლდით და ეს თავისებურად მალაღებდა.
საოპერაციოდ გამზადებული ბიძია იონა, საავადმყოფოში, მამაჩემმა, რომ მოინახულა, მეც თან ვახლდი, ასე ათიოდე წლის ბიჭი ვიქნებოდი, ვგრძნობდი, რომ მამაჩემი მისთვის უმთავრესი იმედი იყო, და იმ იმედის ნაწილი მეც ვიყავი.
ქუთაისს, ერთ ცნობილი სიმღერისდა კვალობაზეინდუსტრიის მშენებელადშესახელებელ ქალაქს, ისე კი, ისტორიულად ფრიად მნიშვნელოვან, მომხიბლელ, რიონის ორთავ მხარეს განფენილ ქალაქის მკვიდრთ, შემდგომაც ბევრჯერ უმასპინძლია ჩემთვისმის ქუჩებში, შიგადაშიგ მოთარეშე ქარებიც კი, რომანტიულ სურნელით დამამახსოვრდა
***********************************************************************************




*
P.S.
ამ რუბრიკის წამოწყება ”ბლოგი”-სგან შეხალისებულმა გადავწყვიტე… თავდაპირველადჩემთვის მნიშვნელოვანჩემეულ ”სამწერლო ეპოპეაზე” მოგითხრობთთუ დამცალდა ზოგი რამ გზადაგზა ჩასწორდება და განივრცობა კიდეც… მერე შესაძლოა, ”დღიურების” სახე მიიღოსშესაძლოა სულაც სხვაგვარმა მოგონებებმა ან ”მიგნებებმა” გამიტაცოს… ზეცად ასულ კეთილ ადამიანებსაც შევახსენებთ თავს… ვერ ვიტყვი, ”ბლოგი”- ამ ნაკვეთსთავსა თუ კარს აზარტულად გავააზატებ მეთქიმაგრამ გარკვეულ მივიწყებულ კითხვებზე პასუხების გაცემა კი მომიწევს..
ჯ.გ.
2007 წ.
/\
მაგრამ, იქამდე დაინტერესებულმა მკითხველმა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ მოგონებების რიგს გადაავლოს თვალი... უპირველესად _
_ბლოგზე გამოქვეყნებული მოგონებიდან:
...
არქივში შემონახული ”ფაქტები”... (პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა... 8 აგვისტო, 1968 წ. (დაკ. ეპიზოდი იხ. სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... პირველი ავტორიტეტული შეფასება _ თელავი, ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარი, 1974 წ.)
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...
http://gogejanr.blogspot.com/2008/01/blog-post_972.html
(2 დეკემბერი 2007)
და ასე შემდეგ

Комментариев нет:

Отправить комментарий