Translate

среда, 30 марта 2022 г.

ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი


ჩუქჩუქა

/მონატრება ძერწდა გეშსა/

 

აი, ჩუქჩუქა,

ლეკვობისას კოპწია  ჩუქი,

ხუჭუჭა თმას იმშვენებდა,

ჩამოჰგავდა საჩუქარს,

თუმც,

თათუნში გატუტუცდა,

ბუდრუგანა მიაგდო,

სასახლეში,

ძრომიალი მოუნდა

_წადი შენი... ტოლი ნახე!_

გამოენთნენ მწევრები,_

შენისთანა მაწანწალას,

მეფის კარზე რა უნდა?!

ისე მჭახედ შეუყეფეს,

საარაკოდ დაფეთდა,

ცხრა მთას იქით,

შიგ ტლაპოში,

ასავსავდა მწარედა

ძლივს ამოძვრა,

წკმუტუნს მოჰყვა

ალღომაც კი უგანა,

რეტიანი აიგორგლა,

ხუჭუჭა თმა გაბანძდა,

ლამის მოჩვენებას ჰგავდა,

მშველელი კი არჩანდა

სინანულმა შეძრა და

წყლის ჩქრიალი ეზმანა;

აღქმებს მხნედა ჩაეკონა,

იძალა და იძალა

მშობლიური ეზო-ბაღი,

სასწაულად ეჩვენა,

ბუდრუგანა კი სასახლედ,

ფრთხილად წამოიყეფა,

ნაკადულთან,

პატარების ჟრიამულში

გალაღდა

ზეწამოდგა, შეძაგძაგდა,

მონატრება ძერწდა გეშსა,

ცისკრის შუქი აქეზებდა:

ჩუქი… ჩუქი… ჩუქჩუქა!

..

*
სასწაულის თუ  არ გჯერა… 


ზღაპრები... Tales...

 *

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
*

 
***

  • *
ნუ უგანებ ნაცად სიტყვას...

უწვრთნელს სიტყვა გაუფრინდა, _
ნაწრთობს ცერზე დაუფრინდა,
შვილი მშობელს აუხირდა:
ნუ გგონივარ ერთი ციდა!

თუ მცდი, მაშინ რად მკარნახობ?!
პასუხს ჰგავსო, შენი კითხვა,
ტყუილს ნაყავს, ვინც ტრაბახობს,
იქნებ ჯობდეს ერთად ვიწვრთნად...

ჯ.გ.