Translate

понедельник, 29 мая 2023 г.

„ემპათია ჩამოტარებით...“

Janri Gogeshvili

21 აპრილი  ·

 მაშუქებული სწრაფვა...

მიწაში, ალალბედზე ჩარჭობილ ვაშლის ტოტზე შემორჩენილი ერთადერთი კვირტიდან გაშლილი ყვავილი, თვალთა და გულის საამებლად მოალისფროდ ღუოდა...

კაცს წრფელად გაეხარდა; ინატრა, მიეც ტოტს ძალა გაფესვიანდეს და იხაროსო...

არადა, ასე საგულისხმო, თითქოს, არც არაფერი იყო; ხეხილის გასხვლისას, მორიგ ხეს, ძირთან ახლოს, მოძლიერებული ტოტი, რომ შეაჭრა, არც უფიქრია მისი დაფესვიანება, მაგრამ ზედ, ობლად ამოწვერილი კვირტი შეამჩნია და შორიახლო მიწაში, სახელდახელოდ ჩაასო, მაკრატლით წვეროც წააჭრა და ადგილი ნაჩქარევად მოინაცვლა...

სამიოდე დღის შემდეგ, იმ მონაკვეთს, რომ ჩაუარა, ეულ ტოტზე გაშლილმა მოალისფრო ყვავილმა, თვალთა და გულის საამებლად შეაშუქა... კაცს გულსა და სულში იმგვარი სითბო ჩეღვარა, თითქოს, წლების მანძილზე, უიმედობით დაღლილს წყალობა შეაშველეს...

ახლა უკვე, ყოველ დილით. ადრიანად ეზოში გამოსული, მის მონახულებას ეშურებოდა. ბედად, წვიმიანი ამინდები ერთურთს აედევნა და აშკარად ჩანდა ტოტი ყვავილისშეფრთიანებასახერხებდა...

ბუნებისთვის, თითქოსდა, სრულიად უმნიშვნელო მოვლენა, გულუბრყვილო კვირტიდან გაშლილი ყვავილის მაშუქებული სწრაფვა, კაცს, ასევე გულუბრყვილოდ ახალისებდა და გაძლების ინსტიქტს უძლიერებდა...

..

 ***

„ემპათია ჩამოტარებით...“

„საბაღე თერაპიის“ ხელოვნებას, ჯერ კიდევ მესოპოტომიაში ფლობდნენ... შუმერები  აშენებდნენ ნაკრძალებს; ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირის, ემპათიის  წამახალისებლად...  მცენარეთა აურის, სურნელთა და ადამიანსა და მცენარეებს შორის აღმოცენებული თანაგანცდის შეგრძნება გამაჯანსაღებელი შინარსიის მომცველ ლიტერატურაში შთამბეჭდავადაა აღწერილი... მე  მაშუქებული სწრაფვის...“ კვალობაზე ვიხსენებ განცდილსა და ნანახს...

მიწასთან თითებით შეხება შვებასა და სიამეს გვრით, ნდობის ამღძვრელ ხესთან მისათუთება მხნეობას გმატებთ... მოსავლის აღება სიამაყეს გძენთ...

თუმც, ერთმა, თითქოსდა, უბრალო შემთხვევამ, როცა ჩემს ბაღში მეწამულისფრად მოღაღანე ისამნის კენწერო ტოტები, ტილოს ჩანთაში ჩავაწყვე და შინაურებისკენ გავეშურე, გზად მეტროსთან, ავტობუსის გაჩერებასთან მომლოდინემ, რამდენიმე მოხდენილი ქალის ცნობისმოყვარე მზერა შევამჩნიე, რა თქმა უნდა, მეწამულისფრად მოღაღანე იასამნებით მოიხიბლნენ; ორიოდე ჩამეკითხა კიდეც - “ ხომ არ ყიდითო... წამიერი უხერხულობა ვიგრძენი,  უნებლიეთ მოვიბოდიშე და თავაზიანად გავამხილე; ბავშვთან მიმაქვს მეთქი. რა ლამაზიაო, ჩაილაპარაკა ერთმა დანანებით...

ვიგრძენი, სიამაყის შეგრძნება გამიჩნდა, მაგრამ  ვერც, იასამნის ტოტების დარიგება გავბედე... უბრალოდ, ჩემები მინდოდა გამეხარებინა,  საეჭვოდ შემოშტერებულ ქალბატონს კი, კვლავ მოვუბოდიშე და ადგილი მოვინაცვლე...

თუმც, მესიამოვნა, “ჩემი იასამნების“ ხილვამ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს აღტაცება, რომ მოჰგვარა... გარშემო, თითქოს, ემპათიის მაგვარი განცდა დანანავებდა... ჰო, კარგი იქნებოდა, რომელსამე ფილმში ნანახი მელოდრამული ეპიზოდის  კვალობაზე, ისამნების მეწამულისფრად მოღაღანე ტოტები, მშვენიერ ქალბატონებისთვის, იქვე ჩამომერიგებინა, მაგრამ, რომც გამებედა, სრული რეალობაა, რომელსამეს „შარი“ მოედო...  მერე, ონავრულად ვფიქრობდი, არც ესაა ურიგო: „ემპათია ჩამოტარებით...“

სკანდინავიური ლეგენდა გვიმღერს -– იასამანი მზისა და წვიმის პირმშოა...

ჯ.გ.

 და აქვე...

*

ხასხასა ბალახის უშუალობა

 მოიშიშვლეთ ფეხისგულები!

ძალზე მიმზიდველია,

როცა ზრდილი,

მაგრამ, აღტკინებული ქალიშვილი,

მდელოზე ცეკვით ერთობა

მოიშიშვლეთ ფეხისგულები!

მიწა გჩუქნით ძვირფას მოგონებას;

როს ნდომა, ტრფობად გარდისახა.

მოიშიშვლეთ ფეხისგულები!

ხასხასა ბალახის უშუალობა,

იდუმალ წადილს აკრიალებს.

..

 ***

 გზნება ნამიდან ისწრაფვის

ნამიანი სხეულის იგავი;

სურნელება და წადილი,

უცნაურს ერწყმის სიურჩე

რკენაში ნაწრთობ ველურის

ვინაც შეიგრძნო სიცოცხლე

ახალშობილის ინსტიქტით,

ცვარს იჭვით დასცქერს;

არომატს იკვლევს შეპარვით.

სუფთა სხეულის სიწრფელე,

მითში შეღწევის ქადილი,

გზნება ნამიდან ისწრაფვის

პირველყოფილი წადილით

..

*

განწყობა მქონდა ასკეტის

 ხეთა შორის განმარტოებულს,

განწყობა მქონდა ასკეტის,

ცოტაც და, ვიგრძენი,

მეგობართა ერთიანი აურით;

ვიყავ ალერსით მოცული.

მათ შეუძლიათ მდუმარედ

თანაგიგრძნონ;

არავითარი ქვენა აზრები.

ვსუნთქავ მშვიდად, სუფთა ზრახვით;

ამ ქვეყნიდან გასვლის ჟინი მეძალება,

და უცებ, უებროდ მგალობელი შაშვი,

რეალობიდან მისტვენს:

დაბრუნდი!”

შეცდომათა გამოსწორება მწადია,

საამოდ გასვლასაცვერ ველევი

***პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ .. / Дж. Г. / J. G