Translate

среда, 18 мая 2022 г.

მერე გიამბობთ ნაღდ ამბავს… /კრებულიდან _პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით…



მერე გიამბობთ ნაღდ ამბავს

 

როცა გამრჯე ფუტკრები,

ბებოს ბაღს შეუვლიდნენ,

მის უცნაურ ყვავილებს,

გახელებით  ეტრფოდნენ

 

_აბა, ერთად, აბა ერთხმად,_

ლაღად მოიმღეროდნენ,_

მიზნისაკენ, ისევ მედგრად!_

გარემოს შეჰხაროდნენ

 

ბებო გახლდათ სწავლული

და ყვავილებს იკვლევდა,

გრძელხორთუმა ფუტკრებსა,

მარჯვედ უთვალთვალებდა

 

თან ბადიშზე დარდობდა,

გოგოს, სწავლა არ სურდა,

ავყიობა ერჩივნა,

უქნარობაც დასჩემდა

 

_აბა ერთად, აბა ერთხმად!_

მთლიანობის დასახვეწად!_

სინერგიის არსსა ელტვის,

სასწაულა ფუტკარი

 

უანგარო მწყალობელი,

ბებოს გასამხნევებლად,

ნექტარს, სკას უმალავდა,

და განაწესს არღვევდა.

 

როს, მსტოვრებმა ამხილეს,

მთელმა სკამაც იწყინა,

არ გვსმენია ჩვენს მოდგმას,

სიტკბოს მალვა, ჩვეოდა?!

 

ზოგი, ისე გაანჩხლდა,

დანესტვრა დაუპირა,

კიდევ კარგი, იმარჯვა,

როს, ბზუილში შესძახა:

 

ვნახე, გოგო უნდილი,

არვის უნდა უმზითოდ!

ბებოს ხათრით ვამზადე,

პაწა ძღვენი სამზითვოდ

 

შეიცხადეს ფუტკრებმა:

მოყვასს, რარიგ ვუგანეთ?!

ამ მრავალგვარ მზერითა,

სევდა ვერ დავუამეთ

 

იქვე, ერთმა, ნაცადმა,

ფუტკრობისა მაგისტრმა,

მოინდომა, რომ მოზარდს,

გულისყურით ეფხიზლა.

 

განსჭვრიტა, თან იაზრა,

მაგიური ცნებითა,

ბებოს ბაღის სტუმართა,

ზუზუნი დაეშიფრა

 

სინერგია, სინერგია!!!”

ჩააქსოვა მათ ფრენას,

გოგონიას ფიქრთა რემას,

ქარაგმულად ხედნიდა

 

შეარგო ლოცვა მოყვასთა,

ფუტკრულიც ძალზე აამა;

კვლევის, მიგნების უნარი,

ქალის სულშიაც გასხივდა!

 

ხის ფუღუროსა მიაგნო,

ფიჭებს, თაფლითა სავსესა,

ბებოს ოცნება ჩატკბილდა,

მიზანი სწრაფვას ჩაება

 

_აბა ერთად, აბა ერთხმად!

ფუტკრების რიტმსა აება,

განისწავლა და გამშვენდა,

ტრფობა მოედო ბევრ ვაჟსა

 

ხალისით იკვლევს ბუნებას,

ფუტკართა გრძნეულ ამაგსა,

ჯერ, ცოტა ვიცით ამ ქვეყნის,

მერე გიამბობთ ნაღდ ამბავს

..

*

P.S.

სინერგიზმი, სინერგია

E. synergism, synergy
Gk. synergeia თანამეგობრობა, თანამშრომლობა

1. ორგანოებისა (მაგ. კუნთებისა) და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება;
2.
ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტიანობა სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას;
3.
ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმა.

*

P.S.

სინერგიზმი, სინერგია

E. synergism, synergy
Gk. synergeia
თანამეგობრობა, თანამშრომლობა

1. ორგანოებისა (მაგ. კუნთებისა) და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება;
2.
ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტიანობა სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას;
3.
ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმა.

* ტრფობაბევრ ვაჟსა  შეჰყარა.

სასწაულის თუ  არ გჯერა… 


ზღაპრები... Tales...

 *

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
*

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

აქვე _ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/

მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/

 ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი 

პიკანტური ინვესტიცია! _კრებულიდან _პოეტური ინ...

საბედისწერო ენამჭევრობა… /მანჭვა-გრეხვით ბრძნობა /...

  *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება


понедельник, 16 мая 2022 г.

საბედისწერო ენამჭევრობა… /მანჭვა-გრეხვით ბრძნობა / უნებლიე პროგრესი… _კრებულიდან _პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით…

 


საბედისწერო ენამჭევრობა… 

მიტოვებულ ტერასებზე მოსეირნე კურდღელი, ერთგან, ეულად ამოსულ და გვარიანად შევსებულ სტაფილოს წააწყდა, მაძღარი კი იყო, მაგრამ, მაინც ძალზე ესიამოვნა… იქვე, მზით გამთბარი ბალახიც, თითქოს სანებივროდ უხმობდა. ყურცქვიტა მიუწვა სტაფილოს და მიესიყვარულა: ვგიჟდები შენზე, ამოიწიე საყვარელო, მკერდი მაჩვენეო… აკეკლუცდა სტაფილო და ამოიწია… _ოო, რა სავსე მკერდი გქონია, ხომ გახსოვს, საამო არის საცქერლად დიაცის უბესავითა…_ვითომდაც, მისი მშვენიერებით დადნა კურდღელი და ჩაუქარაგმა, _ვფიქრობ, ტანწერწეტაც უნდა იყო, ცოდო არაა, ასეთი მშვენიერება მიწაში იმალებოდეს… ცოტაც კიდევ მეჩვენე და შთაგონებაც მეწვევეაო… გაბრიყვებული სტაფილო, კიდევ უფრო გაბრიყვდა და თითქოსდა ამოხვანცალება მოინდომა. დაილოცოს გამჩენი, ეგეთი, ენაწყლიანობა, რომ მომმადლა, თორემ, ამ შტერი სტაფილოს ამოსაგდებად მიწის ჩიჩქნა მომიწევდაო… გაიფიქრა ნასიამოვნებმა კურდღელმა, ”მსხვერპლს” კი მიმუმღერა: აბა, მთლიანად მენახე, ჩემო ავლისტანაო… ამდენი ქათინაურებისგან გამოშტერებელმა სტაფილომ, მთელი ძალისხმევა დაძაბა, თავისებურად, შეითამაშა კიდეც… კარგა მოზრდილი გახლდათ, ახლომახლო მიწა, შეუმჩნევლად, მაგრამ, მაინც იმგვარი ”გათვლით” შეინძრა, ტერასამ ჩამოშლა იწყო და მეწყერიც დაიძრა. ნერწყვისყლაპვით აღგზნებელ ყურცქვიტას, რომ ეგონა, ამ ბრიყვს, ჰადა, პირს ჩავავლებ და შევახრამუნებო, ზემოდან ვეებერთელა ლოდები დააცვივდა… წამში, თავის ნერწყვებიანად ჩაიმარხა. 

ჯ.გ. 

მანჭვა-გრეხვით ბრძნობა 

იყო ერთი მივარდნილი ქვეყანა; აქაც იბადებოდნენ და კვდებოდნენ, აქაც ქორწინდებოდნენ, ზრდიდნენ ბავშვებს, მოჰყვდათ მოსავალი და გზად ჩამოვლილ ვაჭრებზე ჩალის ფასად ჰყიდნენ. ვინაც, ვაჭარს მსახურად დაუდგებოდა, უკან აღარ ბრუნდებოდა. ლაქიაობაში გაწაფულები წინსვლის შანს, მდიდარ ქვეყნებში ჰხედავდნენ , რადგან, არჩევანი, მათში ბევრად მეტი იყო, ვიდრე, თავიანთ გასაცოდავებულ სამშობლოში… ამ ქვეყნის ხალხს, სხვა ქვეყნის ხალხზე, მრავალი ქება და ათასნაირი ამბები ესმოდათ, მათ ადგილსამყოფელზე, არც, არაფერი გაეგონათ, თითქოსდა, არც არსებობდნენ. ჰოდა, ერთხელ, ძაან შეწუხდნენ, ასე, როგორ იქნებაო, ქვეყნიერებამ, ჩვენც უნდა დაგვინახოსო, ატეხეს ვიშვიში და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ჭკუის საკითხავად პრანჭიებს მიმართეს. ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა. ამ ქვეყანას, შიგადაშიგ, პრანჭიები მართავდნენ, ათასწლოვანი ქარაფშუტები. მმართველებად, იმიტომ მიაჩნდათ, რომ ჯიშად, გაუზრებლად მანჭვა-გრეხვა მოსდგამდათ და ზოგჯერ, ისე ბრძნულად გაირინდებოდნენ, თითქოს, სამყაროს ჭიპს ჭვრეტდნენ… უხუცესმა პრანჭიამ, როგორღაც, მოახერხა აზრის მოკრება და თქვა: ვინაც კი აივლის და ჩამოივლის, ყველას თქვენს ბრძენ მმართველებზე მოუყევით, სრული გადაშენებიდან, რომ გიხსნათ და სიცოცხლე შეგინაჩუნოთო… მისი ნათქვამი ისე მოეწონათ, მთელი სამი კვირა დიდი და პატარა, ისე გახელებით დღესასწაულობდა, კინაღამ მთელი წლის მარაგი გაანიავეს. პირველსავე ჩამომვლელთან თავიანთ მმართველები გაუაზრებელი საქებარი სიტყვებით შეამკეს… მერე და მერე, სულ მთლად მოხსნეს ტყუილების გუდას თავი და ქვეყნის სახელი მართლაც შორს გაიტანეს. მათი, ლაქლაქიდან, სრული აზრი, ვერც ვერავის გამოჰქონდა, მაგრამ, მერე, მაინც ხშირად აგონდებოდათ: ”ბრძენთაბრძენნი”, ”მძლეთამძლენნი”, ”უსაზღვროდ კეთილშობილნი”, და ასე შემდეგ. მალე, ცნობისმოყვარეთა რაოდენობამ იმდენად იმატა, რომ ამ მხრივ ტურისტულმა სააგენტოებმა მჩქეფარე საქმიანობა გააჩაღეს. მოაწყდა, ხალხი დაბეჩავებული მხარის საზღვრებს… ბევრი, სასარგებლო რჩევების მიღებას ეიმედებოდა… პრანჭიებს, ჭკუა სად ჰქონდათ, მაგრამ უსიტყვოდ ამა თუ იმ გაუაზრებელი მიმიკის დაყენება და ჯღანაობა იცოცხლე… ჟესტებსაც შერეკილებივით ახვავებნენ… მალევე, გაჩდნენ მათი ახსნისა და გაშიფვრის მცოდნენი… ვისაც, ძალზე სურდა, ამგვარი უცნაურობებით დაბრძენება, იჯერებდა, და თითქოს, თავის ბედსა და იღბალსაც კი პოულობდა… ასე, ამგვარად ათასწლოვანი ქარაფშუტების მხარემ, სახელიც კი გაითქვა, ბარაქაც მოუმრავლდა . ერთ ჩამვლელს, რომელმაც ამ მხარის ისტორია, სხვაზე უკეთ იცოდა, ალალად წამოცდა _თუ განგებას სწადია, უაზრო მანჭვა-გრეხვასაც სიბრძნედ აქცევსო! 

ჯ.გ. 

უნებლიე პროგრესი… 

კაკლობანა საბავშო თამაშად ითვლება, მაგრამ ამ კუთხეში, სოფლის ბიბლიოთეკის ერთსართულიანი ქვის პატარა შენობასთან, ჩამავალ ბილიკზე ჩამწკრივებულ კაკლებთან, გოგოებთან საარშიყოდ შეწკეპილ ბიჭებიც ხშირად ტრიალებდნენ და ზოგჯერ გაცხარებით დაობდნენ თუ პირველი გარტყმა ვისი იქნებოდა. იქვე, პაწია ბორცვზე, წამოჩიტული გოგოებიც იკრიბებოდნენ, თუმც, არც პატარების ნაკლებობა იყო. ზოგიერთს, ხელში ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნი ეჭირა, უმეტესად, თავის მოსაწონად. ზოგიც, იმას ელოდა, რომელიმე ბიჭი, მოგებული კაკლებით ავსებულ ჯიბეებს, თითქოსდა ხუმრობით, მაგრამ, მაინც თავმომწონედ, მათან ახლოს ბალახზე, რომ დაცლიდა, თან მალულად, თავის გულის რჩეულს მიანიშნებდა, შენ მოგიძღვენიო… გოგოების კისკისი სიცოცხლის ეშხს მატებდა იქაურებას და ყოჩაღი ჯეელიც, ერთხანს, თავისებურად ”ტიტულოვანი” ხდებოდა. ასე, რომ სოფელში, სახელის მოსახვეჭდ კაკლობანას თამაში, ყმაწვილურ ასპარეზად, კარგა ხანს შერჩებოდათ, ერთ დღესაც, ერთ ჩია ტანის, მეოცნებე ბიჭს, თანატოლებში, ლამის ტრფიალის სიმბოლოდ მიჩნეული გოგო, რომ არ შეყვარებოდა. მალულად გამიჯნურებულს, ძალზე მოუნდა, რაიმე გამოსარჩევი საჩუქარი მიერთმია იმ გოგოსთვის. შინ, მსგავსი მისართმევი, არც არაფერი ეგულებოდა, ქურდობით ვერ იქურდებდა და ისევ იმას შეეცადა, რამე განსაკუთრებული მოფიქრებინა. კარგა ხანს იწვალა და ერთხელაც გონება გაუნათდა. უმალ, ჭაობათან მდებარე ლელიანისკენ გაქანდა. ახსოვდა, ასე ექვსი წლისა რომ იყო, პაპამ სტვირების დასამზადებლად ლელის მოჭრა და გახმობა გადაწყვიტა. წყალში რომ შიშველ ფეხებს ატყაპუნებდა, რამდენჯერმე პაწია ბრჭყვიალა ქვა შენიშნა, ამოღება მოინდომა, მაგრამ თითებიდან უსხლტებოდნენ. ბიჭმა იმ ქვების, არც წარმომავლობა და არც სახელი იცოდა, მაგრამ, ამჯერად, მარჯვედ შეაგროვა, ცეცხლზე გავარვარებული ხისტარიანი სადგისით ფრთხლად დახვრიტა და ძუაზე აასხა. უმშვენიერესი სამაჯური გამოვიდა, თვალს ვერ მოწყვეტდი. სკოლაში მისულმა, დრო იხელთა, იმ გოგოს ჩანთაში ჩუმად ჩაუდო. გოგომ რომ იპოვა, ერთხანს შეშინებული უცქერდა. მალე სკოლაში იმგვარი აჟიოტაჟი ატყდა, რომ ისტორიის მასწავლებელმა ინკოგნიტოდ დასაჩუქრებული მოწაფე დიდის ამბით გამოკითხა. მიაჩდა, რომ არქეოლოგიურ აღმოჩენასთან ჰქონდა საქმე, რომელსაც, თავისი გაგებით, ძველი წელთაღრიცხის, მეოთხე საუკუნით ათარიღებდა. სკოლის დირექციაც გვარიანად აფორიაქებული გახლდათ, მით უფრო მერე, როცა ქიმის მასწავლებელმა სამაჯურის ქვებში, ”ამეთვისტოს” შეფერილობაც განსჭვრიტა… ის იყო, განათლების რაიონული განყოფილებიდან, სპეციალური კომისიის მოწვევის გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომ ბიჭი შეწუხდა და გამოტყდა, ეს სამაჯური მე გავაკეთე, ანამზეს გაკვირვება მინდოდაო… ძლივს დაიჯერეს, მაგრამ რომ დაიჯერეს, ამ ფაქტმა სრულად შეცვალა, იმ მხარის უმეტეს მაცხოვრებელთა აზროვნება, და ეკონომიკური განვითარებაც მრავალი ათეული წლით დააჩქარა. ”ვაჟიეს სიყვარულმა, კაკლობანას ეპოქიდან, პირდაპირ სამკაულების ეპოქაში გადაგვრტყოცნაო” კაი ხანს ხალისობდა, ძვირფასი სამაჯურების, ბეჭდების, გულსაკიდების და მისთანანის დამზადებით სულმოთქმული ხალხი. 

ჯ.გ. 

***

 

სასწაულის თუ  არ გჯერა… 


ზღაპრები... Tales...

 *

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
*

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

აქვე _ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/

მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/

 ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი 

პიკანტური ინვესტიცია! _კრებულიდან _პოეტური ინ...

  *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება