Translate

среда, 18 мая 2022 г.

მერე გიამბობთ ნაღდ ამბავს… /კრებულიდან _პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით…



მერე გიამბობთ ნაღდ ამბავს

 

როცა გამრჯე ფუტკრები,

ბებოს ბაღს შეუვლიდნენ,

მის უცნაურ ყვავილებს,

გახელებით  ეტრფოდნენ

 

_აბა, ერთად, აბა ერთხმად,_

ლაღად მოიმღეროდნენ,_

მიზნისაკენ, ისევ მედგრად!_

გარემოს შეჰხაროდნენ

 

ბებო გახლდათ სწავლული

და ყვავილებს იკვლევდა,

გრძელხორთუმა ფუტკრებსა,

მარჯვედ უთვალთვალებდა

 

თან ბადიშზე დარდობდა,

გოგოს, სწავლა არ სურდა,

ავყიობა ერჩივნა,

უქნარობაც დასჩემდა

 

_აბა ერთად, აბა ერთხმად!_

მთლიანობის დასახვეწად!_

სინერგიის არსსა ელტვის,

სასწაულა ფუტკარი

 

უანგარო მწყალობელი,

ბებოს გასამხნევებლად,

ნექტარს, სკას უმალავდა,

და განაწესს არღვევდა.

 

როს, მსტოვრებმა ამხილეს,

მთელმა სკამაც იწყინა,

არ გვსმენია ჩვენს მოდგმას,

სიტკბოს მალვა, ჩვეოდა?!

 

ზოგი, ისე გაანჩხლდა,

დანესტვრა დაუპირა,

კიდევ კარგი, იმარჯვა,

როს, ბზუილში შესძახა:

 

ვნახე, გოგო უნდილი,

არვის უნდა უმზითოდ!

ბებოს ხათრით ვამზადე,

პაწა ძღვენი სამზითვოდ

 

შეიცხადეს ფუტკრებმა:

მოყვასს, რარიგ ვუგანეთ?!

ამ მრავალგვარ მზერითა,

სევდა ვერ დავუამეთ

 

იქვე, ერთმა, ნაცადმა,

ფუტკრობისა მაგისტრმა,

მოინდომა, რომ მოზარდს,

გულისყურით ეფხიზლა.

 

განსჭვრიტა, თან იაზრა,

მაგიური ცნებითა,

ბებოს ბაღის სტუმართა,

ზუზუნი დაეშიფრა

 

სინერგია, სინერგია!!!”

ჩააქსოვა მათ ფრენას,

გოგონიას ფიქრთა რემას,

ქარაგმულად ხედნიდა

 

შეარგო ლოცვა მოყვასთა,

ფუტკრულიც ძალზე აამა;

კვლევის, მიგნების უნარი,

ქალის სულშიაც გასხივდა!

 

ხის ფუღუროსა მიაგნო,

ფიჭებს, თაფლითა სავსესა,

ბებოს ოცნება ჩატკბილდა,

მიზანი სწრაფვას ჩაება

 

_აბა ერთად, აბა ერთხმად!

ფუტკრების რიტმსა აება,

განისწავლა და გამშვენდა,

ტრფობა მოედო ბევრ ვაჟსა

 

ხალისით იკვლევს ბუნებას,

ფუტკართა გრძნეულ ამაგსა,

ჯერ, ცოტა ვიცით ამ ქვეყნის,

მერე გიამბობთ ნაღდ ამბავს

..

*

P.S.

სინერგიზმი, სინერგია

E. synergism, synergy
Gk. synergeia თანამეგობრობა, თანამშრომლობა

1. ორგანოებისა (მაგ. კუნთებისა) და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება;
2.
ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტიანობა სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას;
3.
ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმა.

*

P.S.

სინერგიზმი, სინერგია

E. synergism, synergy
Gk. synergeia
თანამეგობრობა, თანამშრომლობა

1. ორგანოებისა (მაგ. კუნთებისა) და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება;
2.
ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტიანობა სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას;
3.
ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმა.

* ტრფობაბევრ ვაჟსა  შეჰყარა.

სასწაულის თუ  არ გჯერა… 


ზღაპრები... Tales...

 *

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
*

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

აქვე _ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/

მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/

 ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი 

პიკანტური ინვესტიცია! _კრებულიდან _პოეტური ინ...

საბედისწერო ენამჭევრობა… /მანჭვა-გრეხვით ბრძნობა /...

  *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება


Комментариев нет:

Отправить комментарий