Translate

понедельник, 25 августа 2025 г.

მორიგების უნარიც, ამგვარ „აღმავლობაში“ შედის“...

 

მორიგების უნარიც, ამგვარ „აღმავლობაში“ შედის“...

 ქართულ,  პოლიტიკურ სინამდვილეში,  ცნება „მორიგდით!“; უკვე, სრულიად დაოსებული, გამოფიტული და შელანძღული ჩანს: კარგა ხანია, ამ აზრის მატარებელი „მოწოდება“; ყოველი მხრიდან,  საეჭვოდ  განიხილება. როგორ შეიძლება, ლიბერალსაც თანაუგრძნობდე, კონსერვატორსაც,და...

მაგრამ, ყველანი ხომ, საქართვლოს  წიაღში მოღვაწეობენ...  განსჯა, მათი მოსაზრების  გაზიარებას არ ნიშნავს; სხვათაშორის, ზოგჯერ, პიროვნება სრულად, საკუთარ აზრს არ იზიარებს, ისე კი, უმჯობესია, მევრმა, განსაკუთრებით კი, პოლიტიკით შეპყრობილმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ამ თემებზე ილია ჭავჭავაძის  თხუზულებებს, გადახედოს... პირადად მე, პროფესიონალი „მომრიგებლის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იმის შეხსენება კი, რომ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის შემდეგაც,  ყოველივე მორიგებით მთავრდება, ნამდვილად მმართებს...

„სამშობლოს განცდა მარადიული...“ განუწყვეტლივ თანსდევს, ჩემს შემოქმედებას, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნვას, უსამშობლო, „მომთაბარე“ ხედვები, „გადაგვარებად“  მივიჩნიო; თუმც... აი, ამჯერად დინამიკის პროზაულ განვითარებას, პოეტურს ვამჯობინებ...

იშვა სამშობლო –რჩეულთა გენში;

ჩანექტრდა შეცნობა, ერთიან ფესვში;

შეიგძნეს მიწა–წყალი საარსებო არედ;

იწყეს მოვლა–პატრონობა რიგიანად...

აქ შემაჯამებელ ხარისხად, სიტყვა რიგიანად გამოვიყენეთ; ანუ საკმაოდ კარგად, ხეირიანადო, და არა უსაშველოდ განსაკუთრებული ნიჭითა და უნარითო, რადგან აბორიგენი, თავის მიწა–წყალთან ერათდ იწრთობა; მშვენდება, იზრდება და მტკიცდება და ასე შემდეგ და რადგან, ჩვენ გენეტიკურად აღმავალი ერი ვართ; მორიგების უნარიც, ამგვარ „აღმავლობაში“ შედის“...

ეს რომ არ გვქონოდა, აქომამდეც ვერ მოვიდოდით... რა თქმა უნდა, ერის საცხოვრისის ხეირიანად შენარჩუნება, მის გამორჩევით დაცვის უნარსაც გულისხმობს; მაგრამ, ერთავად ხმლითა და ფარით, როდი ხდებოდა ეს; გონივრულმა, ალღოიანმა... აღარ გავაგრძელებ... მაგრამ ამჯერად, ეროვნული თანხმობის მისაღწევად,– ყოველგვარი, მეტნაკლებალ ლოგიკას დაქვემდებარებული მცდელობა,  მოსარიგებელ ჯგუფთა განწყობებში, უმადურ შეფასებებს აღძრავს;

ანუ „მორიგების“ მოსურნე, თავად ხდება დასაცავი... 

ამიტომ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამხანად;

ბევრი საშოვრის ჟინთაა პატრიოტი, ზოგიც –ლიბერალი... ზოგიც კი, გარიგებებით,  ქართველად წოდებული;

უცხოტომელის, წინააღდეგი, კი არ ვარ, მაგრამ, ისაა გასათვლისწინებელი, რამდენად შეესაბამება, მისი მთლიანი არსი, საქმიანობა, მოღვაწეობა ამ ქვეყნის, როგორც, თვითმყოფადი, გონივრულად აღმავალი სახელმწიფოს განვითარებას;

მოკლედ, ქართულ საზოგადოებაში უნდა განმტკიცდეს აზრი, ვინაც, ერის თვითმყოფადობის; კონსერვატიზმის, ლიბერალიზმის; სხვაგვარ მიმდინარეობების, თუნდაც, ერთობის მოსურნე მომრიგებელთა საძნელო და სახიფათო მისიის შესახებ, ილია ჭავჭავაძის  შეხდულებებს, არამცთუ ძირეულად, ოდნავაც არ იცნობს, იმას, ქართულ პოლიტიკაში, არც არაფერი ესაქმება!

გულწრფელი მომრიგებელი, ისედაც უმადურობის არეალშია მოქცეული; პოლიტიკურ სივრცეში კი, დიდი ალბათობით შურისმაძიებლურ, ბევრად კი, გაუაზრებელ ლანძღვას დაიბედებს...

არადა, ძალზე ჭირდება დღეს საქართველოს, სათანადო ავტორიტეტის მქონე, რიგიანი მომრიგებელი!

„– ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“

ჯ.გ.

***
*

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

пятница, 22 августа 2025 г.

ეფიქრათ „ნეგატივზეც“! /ანონსი/

 

ეფიქრათ „ნეგატივზეც“! /ანონსი/

პოლიტიკაში, იმდენი მოლოდინია; ცნობისმოყვარემ, ინტერესი უნდა დაძლიოს, უმჯობესია, საერთად არ ელოდოს; რადგან ერთთავად, „აქა“ ვარ!

რაღაი ერთხელ…
რაღაი ერთხელ დაფასდა ნეხვი,
ნეხვის მპყრობელსაც დაედო ფესვი,
ბოლოს არიდებს ვითარცა ყვავი,
მაგრამ იმ ნეხვზე ყვავის და ყვავის…

4.11.2001

ზოგს, ამგვად გაუმართლა და გულუბრყვილო ადამანი, მისგან, სასიკეთო სიახლეს, ზოგჯერ კი, უგრეთ წოდებულ „გადარჩენასაც“ ელოდება..

დაგვიჩემებია; სიყვარული,  სიყვარული გადაგვარჩენსო, კი ბატონო, ჩვენი ბრძენი მოღვაწეები,  ამეებს ღაღადებდნენ;  ჩვენი სარწმუნოებაც ძირიდად სიყვარული იყო და...

მაგრამ, სხვა „რეალობაში“ ვცხოვრობთ; კი ვგრძნობთ, მაგრამ, ვერ ვიჯერებთ;  ადამიანებში, ძველებურად აღარაა, სიყვარულის „გულწრფელი რესურსი“; უფრო მეტად განმჭვრეტები უნდა ვიყოთ, ანუ ე. წ. მოთავე პოლიტიკოსების და მათი მეურვების ბრალიცაა, ამდენი ღირსეული ახალგაზრდა, რომ ციხეშია; მარტო, ფერადი მხარე რომ გათვალეს, ეფიქრათ „ნეგატივზეც“ /ნეგატივიL. Negativus "უარყოფითი" შუქმგრძნობიარე ფირზე ან ფირფიტაზე გადაღებული საგნის უკუღმა გამოსახულება, რომელზედაც თეთრი ნაწილები შავადაა გამოსახული და შავი კი - თეთრად; თვით ფირი ან ფირფიტა, რომელზედაც მიღებულია ასეთი გამოსახულება/ მსოფლიო „დაჩქარებით“ იცვლება;

ტრამპს, დღეში, თითქოს ხუთჯერ ეცვლება ხასიათი, ზოგი „ცვალებადობა“ ჩვენისთანა „საზღვრებმორღვეულ“ ქვეყნისთვის, შესაძლოა, ღალატის ტოლფასიც ქე აღმოჩდეს; მისთვის კი უმთავრესია, ანუ ტრამპისთვის, თავისი  პოლიტიკური იმიჯი აღავლინოს,, თავის ქვეყანას, განუსაზღვრელი ავტორიტეტი შესძინოს, თავისი ბიზნესი ტაქტიანად განავითაროს, და რა თქმა უნდა, თავის საახლობლოს ჰარმონიით დატკბეს.. საქრთველო, როგორც ქვეყანა, ბევრჯერ, ალბათ, არც ახსოვს; უამრავი გამოწვევა თანსდევს... მაგრამ, ჩემში, ძირითადად, ეს ქვეყანა ბინადრობს... რადგან, ამაზე ძირეული, არც დასაწყისში გამაჩდა და მით უფრო ახლა; ჩემი ოჯახი, ჩემი შემოქმედება და თუ რამე, ძვირფასი გამაჩნია სამშობლოს ძირითადი ბირთვია, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, როგრც იტყვიან უბრალო მოკვდავი ვარ; მაგრამ ვარ!

აღარ გავაგრძელებ, ისე, ტრამპის არ იყოს, კეღამ ოთხმოც წლამდე გავალ; ესაა იგი „ჩემსავით“ მუქთად, ნამდვილად არ ირჯება!

ჯ.გ.




*
ვებგვერდების

***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V