Translate

четверг, 21 августа 2025 г.

„ნაბიჭვრული“ ტრიუკი„ /პუბლიცისტური შენიშვნა/

 „ნაბიჭვრული“ ტრიუკი„ /პუბლიცისტური შენიშვნა/

 ომებია; დაჭერები; ასნაირი „სტიქიები“ და უმეტესობისთვის ცხოვრება, უფრო მეტად მავნე შეიქმნა, მაგრამ, იმას კი არ ვაღიარებთ, რომ გარკვეულწილად, ამ მავნებლობაში, რიგით, ვითომდა; უწყინარ ადამიანებსაც მიუძღვის წილი;

ქართულ ფეისბუქსივრცეში შემოიღეს, მორიგი „ნაბიჭვრული“ ტრიუკი„ –„ნახეთ, პირველ კომენტარში!“ –ეს „ნახეთ“ კი, ათასი ჯურის რკლამითაა ჩახერგილი; შეპირებული „ამინდის პროგნოზის“ პოვნაში, შეიძლება, ინერვიულო კიდეც... ალბათ, თავისუბურ „კომერციულ“ გათვლებზეა „დაპროგრამებული“, მაგრამ ჩანაფქირი ალბათ ისაა, რომ მომხმარებელი გაწვალდეს, დაოსდეს. და უფრო „გზააბნეული“ შექმნას... ჰოდა, „სიბოროტე, რომ ასე „ჯეჯილობს...“, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენც მიგვიძღვის წილი; ჰოდა,  ერთმა ლექსმა შემახსენა თავი...

  მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა…

გამოვიდა და კარს იქით დააფურთხა ”იქსმა”,
და ამაყად შემობრუნდა სისუფთავის ცნებით,
მერე ძაღლი გაიყვანა აქნევინა ფისი,
გუბედ იქცა ის ნაფურთხი ჩამვლელების ნებით…

მერე, როცა იმ გუბეში ერთიც გაიშხლართა,
ცოლმა სახლში არ შეუშვა; ”უი, რავა ყარხარ?!”
თანაც, ”იქსზე” გაიფიქრა, რა სუფთაა, მართლაც…_
თავს დახრის და შემჩურჩულებს იასამანს გავხარ…

13.03.2000

მერე, ტელეკრანიდან; მხურვალედ მოსაუბრე ქალბატონის ხმაც მომწვდა; მართლად იყო აღშფოთებული, მაგრამ... ჩვენი პასუხისმგებლობა, აქაც მიფუჩეჩებულია; ანუ მასმედიაში, მოქმედ პირთა „გმირულ ეპიზოდებზე“  ხშირადაა  საუბარი; ქვეყანა კი, ისევ და ისევ... აღარ გავაგრძელებ, რადგან, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ...

ფრაგმენტი განმარტებიდან ცნება გმირი: „–გმირობა – (გმირი) (ძვ. ბერძნული ჰეროეს – გმირი, ლეგენდარული ბელადი) – საზოგადოებრივი მნიშვნელობით გამორჩეული საქციელის ჩადენა, რომელიც შეესაბამება ხალხის მასების ინტერესებს და ადამიანისგან მოითხოვს განსაკუთრებულ ვაჟკაცობას, სიმტკიცეს, თავგანწირვისთვის მზადყოფნას. ატარებს ინდივიდუალურ ან მასობრივ ხასიათს, დამახასიათებელია ყველა ხალხისა და ყველა დროის წარმომადგენლებისთვის.“

გმირული შემართებისა, მართლაც, ღირსეულები გვყვანან, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ხასიათი, ვერა და ვერ მოგვიგვარებია; ანუ „ნახეთ, პირველ კომენტარში!“

იმედია, გამიგეთ!

ჯ.გ.


 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

Комментариев нет:

Отправить комментарий