Translate

понедельник, 25 августа 2025 г.

მორიგების უნარიც, ამგვარ „აღმავლობაში“ შედის“...

 

მორიგების უნარიც, ამგვარაღმავლობაშიშედის“...

 ქართულ,  პოლიტიკურ სინამდვილეში,  ცნებამორიგდით!“; უკვე, სრულიად დაოსებული, გამოფიტული და შელანძღული ჩანს: კარგა ხანია, ამ აზრის მატარებელიმოწოდება“; ყოველი მხრიდან,  საეჭვოდ  განიხილება. როგორ შეიძლება, ლიბერალსაც თანაუგრძნობდე, კონსერვატორსაც,და...

მაგრამ, ყველანი ხომ, საქართვლოს  წიაღში მოღვაწეობენ...  განსჯა, მათი მოსაზრების  გაზიარებას არ ნიშნავს; სხვათაშორის, ზოგჯერ, პიროვნება სრულად, საკუთარ აზრს არ იზიარებს, ისე კი, უმჯობესია, მევრმა, განსაკუთრებით კი, პოლიტიკით შეპყრობილმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ამ თემებზე ილია ჭავჭავაძის  თხუზულებებს, გადახედოს... პირადად მე, პროფესიონალიმომრიგებლის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ იმის შეხსენება კი, რომ სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლის შემდეგაც,  ყოველივე მორიგებით მთავრდება, ნამდვილად მმართებს...

სამშობლოს განცდა მარადიული...“ განუწყვეტლივ თანსდევს, ჩემს შემოქმედებას, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნვას, უსამშობლო, „მომთაბარეხედვები, „გადაგვარებად მივიჩნიო; თუმც... აი, ამჯერად დინამიკის პროზაულ განვითარებას, პოეტურს ვამჯობინებ...

იშვა სამშობლორჩეულთა გენში;

ჩანექტრდა შეცნობა, ერთიან ფესვში;

შეიგძნეს მიწაწყალი საარსებო არედ;

იწყეს მოვლაპატრონობა რიგიანად...

აქ შემაჯამებელ ხარისხად, სიტყვა რიგიანად გამოვიყენეთ; ანუ საკმაოდ კარგად, ხეირიანადო, და არა უსაშველოდ განსაკუთრებული ნიჭითა და უნარითო, რადგან აბორიგენი, თავის მიწაწყალთან ერათდ იწრთობა; მშვენდება, იზრდება და მტკიცდება და ასე შემდეგ და რადგან, ჩვენ გენეტიკურად აღმავალი ერი ვართ; მორიგების უნარიც, ამგვარაღმავლობაშიშედის“...

ეს რომ არ გვქონოდა, აქომამდეც ვერ მოვიდოდით... რა თქმა უნდა, ერის საცხოვრისის ხეირიანად შენარჩუნება, მის გამორჩევით დაცვის უნარსაც გულისხმობს; მაგრამ, ერთავად ხმლითა და ფარით, როდი ხდებოდა ეს; გონივრულმა, ალღოიანმა... აღარ გავაგრძელებ... მაგრამ ამჯერად, ეროვნული თანხმობის მისაღწევად,– ყოველგვარი, მეტნაკლებალ ლოგიკას დაქვემდებარებული მცდელობა,  მოსარიგებელ ჯგუფთა განწყობებში, უმადურ შეფასებებს აღძრავს;

ანუმორიგებისმოსურნე, თავად ხდება დასაცავი... 

ამიტომ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამხანად;

ბევრი საშოვრის ჟინთაა პატრიოტი, ზოგიცლიბერალი... ზოგიც კი, გარიგებებით,  ქართველად წოდებული;

უცხოტომელის, წინააღდეგი, კი არ ვარ, მაგრამ, ისაა გასათვლისწინებელი, რამდენად შეესაბამება, მისი მთლიანი არსი, საქმიანობა, მოღვაწეობა ამ ქვეყნის, როგორც, თვითმყოფადი, გონივრულად აღმავალი სახელმწიფოს განვითარებას;

მოკლედ, ქართულ საზოგადოებაში უნდა განმტკიცდეს აზრი, ვინაც, ერის თვითმყოფადობის; კონსერვატიზმის, ლიბერალიზმის; სხვაგვარ მიმდინარეობების, თუნდაც, ერთობის მოსურნე მომრიგებელთა საძნელო და სახიფათო მისიის შესახებ, ილია ჭავჭავაძის  შეხდულებებს, არამცთუ ძირეულად, ოდნავაც არ იცნობს, იმას, ქართულ პოლიტიკაში, არც არაფერი ესაქმება!

გულწრფელი მომრიგებელი, ისედაც უმადურობის არეალშია მოქცეული; პოლიტიკურ სივრცეში კი, დიდი ალბათობით შურისმაძიებლურ, ბევრად კი, გაუაზრებელ ლანძღვას დაიბედებს...

არადა, ძალზე ჭირდება დღეს საქართველოს, სათანადო ავტორიტეტის მქონე, რიგიანი მომრიგებელი!

„– ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“

..

***
*

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

Комментариев нет:

Отправить комментарий