Translate

пятница, 29 апреля 2022 г.

გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან” და მისი პირველი ნობათი ქართულ საზოგადოებას…

 


გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან” და მისი პირველი ნობათი ქართულ საზოგადოებას… 

*

*

 ოქმი №2

1989 ”16” ოქტომბერი

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების                            გამგეობის

                                            დადგენილება

 საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების გამგეობამ განიხილა რა მწერალ ჯანრი ავთანდილის ძე გოგეშვილის წინადადება გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიანდა ალმანახ კიდევაც დაიზრდებიანდაარსების თაობაზე, მიიღო გადასწყვეტილება საზოგადოების პირველი მუხლის მე-3 // პუნქტის თანახმად დაარსდეს გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიანდა ამავე სახელწოდების ალმანახი.

                                            საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების

                                                       თავმჯდომარე                 /ლ. სანიკიძე/

*

დიახ, 1989 წლის 16 ოქტომბერი გახლდათ, მაშინდელი ახალ დაფუძნებულისაქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების გამგეობისთვის კი, რიგით ნომერ მეორე (№2) ოქმი.

წინ, ჩემთვის, უპირველესად კი, საქართველოსთვის უამრავი განსაცდელი მზადდებოდა

მაგრამ, ცხრააპრილგამოვლილ ქართველების უმეტეს ნაწილს, უფრო სწორი იქნება, სამშობლოზე შყვარებული ქართველების უმეტესობას გულუბრყვილოდ გვჯეროდა, ერის ერთიანობისა და ამგვარად განახლებულ, აღორძინებულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ, თანასწორუფლებიან საქართველოში ცხოვრებისა

თუმც, ჩემსახირებასბევრი უნდოდ ეკიდებოდა, ანუ, იმას, რომ კომუნისტური ცენზურისგან თავისუფალი დამოუკიდებელი გამომცემლობის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი

იმჟამინდელი საქართველოს ლიტერატურულ წრეებში, მსგავსი რამ, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, მაგრამ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების შექმნის მესვეურები, ჩემს წინადადებას მოწონებით შეხვდნენ, მხარდაჭერაც გამომიცხადეს… (თუმც, იმის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუ ლიდერმესვეურებს.. კულისებიდან, ზურგს რა სამთავრო სტრუქტურის პერსონები უმაგებდნენ…)

 პირადად მე, გამომცემლობისთვის იურიდიული, ანუ გრიფის მოპოვების და ლიტერატურის, წიგნების ცენზურის გარეშე გამოცემის იდეით ვიყავ გატაცებული.

თუმც, კომუნისტურადტაბუდადებული  .. გრიფის მოპოვება, ახალშექმნილი დემოგრაფიული საზოგადოების გამგეობაზე მიღებული დადგენილების კვალობაზე, ვერა და ვერ გადაწყდებოდა. თუნდაც მას, ქართული საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნების, ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალის, ფრიად გასხმაურებული ნაწარმოებისუქარქაშო ხმლებისავტორის ხელმოწერა დაამშვენებდა.

ჰოდა, ჩემდა თავად, თავისებური ფხიანობა გამოვიჩინე, გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიანკოპერატივის სტატუსითშევნიღბე”. ანუ, იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის იურიდიულ სივრცეში საწარმოო საქმიანობისთვის დასაშვები ფორმა მივეცი. არადა, იქამდე, საბჭოეთში მსგავსი წარმონაქმნის ჩაფიქრებაც კი, აბსურდად იქნებოდა მიჩნეული.

გამომცემლობა, რომელსაც, გამომცემლობა კი ერქვა, მაგრამ, საგამომცემლო გრიფი არ გააჩნდა, შესაძლებელი იყო ავანტიურად მონათლულიყო

თუმც, მე ამას, არ დაგიდევდით, დემოგრაფიული საზოგადოებისგანც სესხი, მაშინდელი 50 000 მანეთის ოდენობით, თამამდ ავიღე და იმის განსაზღვრას შევუდექი, საგამომცემლო საქმიანობა გზასვლებით გამეგრძელებინანაბეჭდ პროდუქციას წიგნის სახით ვერ გამოვცემდიცენზურას, ჯერ კიდევ გავლენა ჰქონდა. (ისედაც, ხმა, რომ დაირხა ჯანრი გოგეშვილმა საკუთარი გამომცემლობა გააკეთაო, მაშინდელ საგამომცემლო სფეროში გალაღებული ბიუროკრატიის ზოგმა წარმომადგენლმა, უკმაყოფილება აშკარად გამოხატა…)

გადავწყვიტე, თავდაპირველად ღირებული  შინაარსისა და მხატვრობის მქონე პლაკატი გამომეცარედკოლეგიის წევრებს გავუმხილე, და ატყდა რია-რია, ვინ რას მთავაზობდა, ვინ რას

ერთმა, რაღა ერთი ეთქმოდა, ფონდის ერთ-ერთიმესვეურისახლო ნათესავი იყო, გამომცემლობაში ბუღალტრად დამინიშნეს, მას კი, მთავარ რედაქტორობაზეც აღმოაჩნდა პრეტენზიაჰო, ამგვარმაერთმა”, გამოსაცემი პლაკატის შინაარსი, ამგვარად აღწერა:

_აი, სამაიასავით (ქართული ცეკვასამაიაჰქონდა მხედველობაში _”სამაიაწარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვა. ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფებიძეობისდღესასწაულზე. ტერმინისამაიაანუსამასულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, აღნიშნავსროკვას, შუშპარს“. ამჟამად ჩვენში გავრცელებულისამაიასამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფის მიერ…”) უნდა დაიხატოს და სამ ქალს ხელებით პატარა ბავში უნდა ჰყავდეთ ცისკენ აწეული

იმდენად დამაჯერებლად მიცქერდა, გამეცინა. სხვებმა, ანუ მასავით, რედკოლეგიის წევრებთაგან, სამმა თანხმობა განაცხადა, ორი თავს იკავდება, როგორც ჩანდა, ჯერ ვითარებაში ვერ გარკვეულიყვნენ. ისე, მთავარი ბუღალტერი მსგავს ორგანიზაციებში,  წარმართველ ძალად ითვლებოდა, მით უფრო, თუ იგი, გამგეობის, რეალური მმართველის ღვიძლი ნათესავი გახლდათ

ჰოდა, ჩემი სიცილი მიფუჩეჩებული იქნა, ის ქალი, კი დაჟინებით ითხოვდა, სამ ქალს აწეული ხელებით, ერთი ბავშვი ჭეროდათიძულებული ვიყავი მკაცრად ამეხსნა, რომ გამოცემლობაკიდევაც დაზრდებიანსსაქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების მიზნები უნდა წარმოეჩინა და სხვა თუ არაფერი, სამი ქართველი ქალისგან ერთი ბავშვით თავის მოწონება, მარტივად, რომ ვთქვათ ხეპრული იქნებოდასიტყვა ხეპრულმა, იქ მყოფნი, თითქოსდა შეაფხიზლა, მაგრამ ბუღალტერი, რომელსაც გამომცემლობის მთავარ რედაქტორობაზეც ჰქონდა პრეტენზია ადვილი დასაშოშმინებელი არ გამოდგაგაუთხოვარი იყო, ალბათ, ვინმე თავისიანის, ბავშვზე ზრუნავდა, _ბავშვის დედასთან და შესაძლოა, ბავშვის, რომელიმე ბებიასთან ერთადაც… მოკლედ, ვიგრძენი, ფსიქოლოგიური კაზუსის მაგვართან მქონდა შეხება და დიდად არ მიდარდია

_მოდი, ამ მიმართულებით ვიფიქროთ…_განვაცხადე თანამშრომლებთან შეხვედრისას, მეორე თუ მესამე დღეს და ქართველთათვის გამოსარჩევად საყვარელი პოეტის ცნობილი ლექსიდან, ჩემდა უნებლიეთ აჩემებული ბწკარი ამაყად წარმოვთქვი:

_და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოსროცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!”

წარმოსახვაში ღვთისმშობლის გამოსახულებით დამშვენებულ საქართველოს რუქას ვხედავდიმაგრამ, ვიცოდი, ღირებული პლაკატის შესქაქმნელად, თავად რუქაზე, ფართო აუდიტორიისთვის მოსაწონიმიგნებაუნდა ყოფილიყო, მხატვრულად წარმოჩენილი.

_მერე?!_თითქმის ერთხმად იკითხეს.

_მერე, ის რომ საქართველოს რუქაზე დიდებულ ქართველთა სახელები უნდა აღიბეჭდოს, თქვენ სახელებზე იფიქრეთ, დანარჩენი მხატვრის ნიჭზეა....

ლადო ასათიანის უკვდავ სტრიქონში თილისმასავით ჩაქსოვილი განცდის მადლი, ნებსით თუ უნებლიეთ ყველა იქ მყოფმა შეიგრძნო, აშკარა თუ ფარულმა ოპონენტებმაც, _პროექტსამაიას ავტორმაც კი

და წავიდა...

უმეტესობა, დავით აღმაშენებლის და სტალინის მოხსენიებას მძაფრად ითხოვდა… (”პოლემიკაში, რა თქმა უნდა, არ ჩავბულმარ)

ამ აბიდან წლების შემდეგ, 2009 წლის 17 იანვარს ინტერნეტში განთავსებულ ჩემს ბლოგზე, იმ დროს, გახმაურებული სატელევიზიო გადაცემის (გამოწვევა, _”საქართველოს დიდი ათული” (თოქშოუ), _ P...) კვალობაზე ვწერდიამონარიდი:  საქართველოს დიდი ათეული!” თოქშოუს ფარგლებშიც კი, შეიძლება ფარსი აღმოჩნდეს, რადგან ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ქართული ენის, გენეტიკური მეხსიერების და ალღოს წყალობით აღიქვამს თავისსქართველობას”… უმეტესობას, წარმოდგენაც არა ააქვს იმ ადამიანებზე, რომლთა მიზანდასახული, თავგანწირული მოღვაწეობით, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში შესაძლებელი იქნა ეროვნული მეობის შენარჩუნება და აღორძინება. ამიტომ უპრაინი იქნებოდა, თუ ეს გადაცემა წარიმართებოდა საგანმანათლებლო ნიშნით ანუ დაისმებოდა კითხვა ქართველთათვის (აქ, რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანებიც იგულისხმება) გამორჩეული მამულიშვილები

ჰოდა, თუ ქართველთა დიდი ნაწილი იოსებ სტალინს თვლის დიდ მამულიშვილად და ზოგს მისი წმინდანად შერაცხვაზეც კი მიუწევს გული, მაშინ ამ ქვეყნის სულიერების გადარჩენა, მართლაც ღვთისაგან შესახელებული კაცთა იმედზე ყოფილა…”

ხოლო ჩემი პირვანდელი მცდელობა, საქართველოს რუქაზედ ამოსატვიფრი დიდებულ ქართველთა რიგი გაგვერკვია, ბევრად ადრე, ასე 1991წელს შედგა.

ჰოდა, ზედმეტი დავიდარაბა ავირიდე, ამ იდეის განხორციელებისთვის მხატვრის მოძებნა გვმართებს მეთქი, მშვიდად ვთქვი და მართლაც შესაფერისი მხატვრის მისაგნებად გავსწიე, სანამ ჩანაფიქრი არ განვახორციელე, სამსახურში არ დავბრუნებულვარ

კითხვა-გამოკითხვებით სამხატრო აკადემიის თანამშრომელს, უშუალოდ ნიჭიერ შემოქმედს დავით ბერძენიშვილს შევხვდი. ტამორჩილი, სანდომიანი კაცი, თავიდანვე მეგობრულად განეწყო ჩემს მიმართ, როცა იდეა გავუმხილე, ჩანაფიქრი შემიქო, თუმცა, იქვე გამომცდელად მკითხა:

_პირველი, რომლი იქნება?

უნებლიეთ, არჩევანის წინაშე დავდექი, გონებაში ცნებაიერარქიაგაკრთა და ვიფიქრე, სახელთათანამიმდევრობისშერჩევისას, რუქის მოხატვის პროცესი ზედმეტად არ შევაფერხო მეთქი.

_შორენათი დაიწყე…_ვუთხარი, თითქოსდა ალალბედზე.

_რატომ, მაინცადამაინც შორენათი?!_სახეზე ღიმილი შეუთამაშდა.

_რა ვიცი, უბრალო, ჩვეულებრივი რიგითობით მივყვეთ, ”დიდოსტატის მარჯვენა”, ხომ გახსოვს, კოლონკელიძის ასული…_ალალად მივუგე.

_ჰოო, მე კი მეგონა, საპატრიარქოში, რომ შორენაა, იმას გულისხმობდი....

_არა, არც გამიგია?!_გავიკვირვე მე.

მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი ნათლულის, შავნაბადის მონასტრის აღმშენებლის, არქიმანდრიტ შიოს მეოხებით, ქალბატონი შორენა კი გავიცანი, მაგრამ, მსგავს რამეზე, საპატრიარქოსგან კურთხევის აღების საბაბი, უკვე აღარ მქონდა.

ჰოდა, წავიდა: თორნიკე, ქეთევანი, ცოტნე, ფარნაოზი

უკვე ვიცოდი, პლაკატზე დემოგრაფიული პოლიტიკის მრწამსი მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გამოხატული და ფიქრში ვღიღინებდი: ”წუხელის ბიჭი დაბადებულა…”

დათომ გატაცებითა და გულისყურით იოსტატასაქმე მიდგა პლაკატის გამორჩეულ ადგილას აფორიზმად შეგულებული ფრაზისჩაგვირისტებაზე”.

საქართველოს რუქა, ისე ამღერდა ქალ-ვაჟთა ქართული სახელებით, რომ თამამად გავამხილე: ”წუხელის ბიჭი დაბადებულა…”

_კი   მოუხდება!_მომიწონა დათომ.

ანზორ აბულაშვილისმახარობელიუკვე ფართოდ იყო ცნობილი და მოწონებული. თანაც, ეს ლექსი, პირველად, როგორც თავად ანზორმა გაგვიმხილა, ჯერ კიდევ დაუბეჭდავი, ჩვენთან სტუმრობისას წაიკითხა, უფროსწორად, ჩემი მეუღლის პოეტ ცირა გოგეშვილის მამის, შოთა ბაჯიაშვილის ოჯახში სტუმრობისას

ბატონი ანზორი, პოეტ ელდარ კერძევაძესთან ერთად გვსტუმრობდა, სუფრასთან გვიანობამდე მოვულხინეთ ამ ამბავთან, ერთი სახალისო შემთხვევაც შემომრჩა მოსაგონრადანუ, ჩემი სიდედრის ორზროვნული შეცხადება: მოკვდა ვარდი! რომელიც მალე შინაურებში საქილიკოდ იქცა.

ანზორ აბულაშვილს, ჯერ კიდევ სამოციანი წლებიდან ვიცნობდი, აბასთუმანშიჭლექიანობის მოტივით ერთად ვისვენებდით, მე მარცხენა ფილტვის დაჩრდილვა მეწერა დიაგნოზის პირობაზე, ჯარში სამსახურის, მესამე დამამთავრებელ წელს თუმც, ყოველივეს, ერთგან ვიგონებ კიდეც... ამონარიდი ბლოგზე გამოქვეყნებული რუბრიკიდან სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...

”…1968 წელს, იმჟამინდელ პოლონეთში განლაგებულ საბჭოთა საჯარისო ნაწილიდან, რაღაც, ორი თვე რომ მიკლდა სამხედრო სამსახურის მოთავებას, ფილტვების ანთებით სამხედრო ჰოსპიტალში მოვხვდიიქედან ბელორუსიის, უკრაინის და მშობლიურ ნიგოითის გავლით პირდაპირ _აბასთუმანში. აი, იქ შედგა ჩემი ლიტერატურული ნათლობა… 1968 წლის 8 აგვისტოს ადიგენის რაიონულ გაზეთგანახლებულ მესხეთში”, პირველად დაიბეჭდა ჩემი მოთხრობამესხური ყაყაჩოები” (ისე დედანშიყაყაჩოებიერქვა)
რედაქციასთან მიშუამდგომლა, მართლაც რომ ღირსეულმა ქართველმა, ნიჭიერმა პროზაიკოსმა ბატონმა შოთა არაბულმა. (წლების მანძილზე რედაქტორობდა ყაზბეგის რაიონულ გაზეთს). შემდგომ, სუფრას პოეტი ანზორ აბულაშვილი უძღვებოდა, ასე რომ გაითქვა სახელი თავისი დიდებული ლექსებით. მახსოვს რა ლამაზად ჰქონდა გამხდარ თითებში ღვინით სავსე ჭიქა მოქცეული და ჩემს სადღეგრძელოს, როგორც მომავალი პროზაიკოსისნიჭიერებით მოსილგზას, პოეტური აღმაფრენით მიიკვლევდამაშინ ყველანიჭლექიანებივიყავით…”

ჰო, პლაკატს, ცენზურის გავლა მოუწია და სანამ მაშინდელი საქართველოს სსრ რესპუბლიკის ბოლო ცენზორი, გვარად მგონი პეტრიაშვილი დასაბეჭდადუხიფათოდმიიჩნევდა, ნებსით თუ უნებლიეთ გვარიანად ვღელავდი

შემდეგ იყოთბილისის ფერადი ბეჭვდის სტამბა, შეკვეთა გამომცემლობა კიდევაც დაიზრდებიანის  სახელით.

პლაკატი დაიბეჭდა (გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიან ____________________ რეადაქტორი . გოგეშვილი   მხატვარი . ბერძენიშვილი) და მაშინდელსაქწიგნშიშეტანისთანავე მხურვალე მოწონება დაიმსახურა.

ამბობდნენ,ზოგს კედელზე ხატადააქვს გაკრულიო.

ნუ გაგიკვირდებათ, ხალხის უმეტესობა კომუნისტური რეჟიმისაპეკუნობისგან ჯერ კიდევ არ იყოგამოსული”, თუმც,  ზოგი, ახლაც, მუდმივად განიცდის რეჟიმიდან შემორჩენილ განწყობის მეთვალყურეობას.

ერთბაშად, ნეოფიტებით გადაივსო ქვეყანა, და ბევრი, პირდაპირ სხვების დამოძღვრამ გაიტაცა....

კი, თავისებურად მადლიანი პლაკატი გამოვიდა, თუმც, მალევე ატყდა, სხვადასხვა მხრიდან მითქმა-მოთქმა _არაკანონიკურია, ფერები წესისამებრ არაა შერჩეული, საპატრიაქოდან კურთხევაც კი არ ჰქონიათ მიღებული

ახალდაარსებული გამომცემლობის კურთხევა კი ის იყო, რომ ამ გამოცემის წყალობით თამამად გავაგრძელეთ საგამომცემლო საქმიანობა და სესხად აღებული 50 000 მანეთიც მალევე დავუბრუნეთ დემოგრაფიულ ფონდს, რომლის გამგეობის ზოგმა  მესვეურება, სამწუხაროდ, თავისი ცენზურის დაწესება მომინდომა. ამაზე, ერთგან, მორიგ ჩემს მოგონებაში გარკვევითაა მოთხრობილი. (დაინტერესებულთ შუძლიათ იხილონ ჩემი ბლოგი _ ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, .. https://gogjuansher.blogspot.com/2020/04/blog-post_14.html)

მერე ეს პლაკატი რამდენჯერმე დაიბეჭდა, ჯერ კიდევ,  ჩემეული გამოცემისმოღვაწეობისას მისი გარე ტირაჟირება მოხერხდა, მერე თავად ბატონი ანზორის რედაქტორობით და მისივე ლექსით შემკული გამოიცა, სკოლებშიც შევიდა, ბატონ ანზორს ალალად მივულოცე კიდეც

მაგრამ, ჩემთვის უცნობმბეჭდავთამიერ მეტად გულუხვად, იქნა ტირაჟირებული, რომელზედაც გამოცემლობის აღნიშვნაც კი არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად.... რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა, თუმც, ოფიციალურად  საავტორო უფლების დარღვევის შესახებ, ერთხელაც არ განმიცხადებია.

ჰოდა, აგერ, 30 წლის შემდეგ მინდა საზოგადოებას პლაკატისდედანიწარვუდგინო, რომლის ქვემოთ მოკრძალებითაა აღნიშნული: გამომცემლობა

კიდევაც დაიზრდებიან”----რედაქტორი . გოგეშვილი მხატვარი . ბერძენიშვილი

იდეის ავტორითა და გამომცემელით, კი, შესაძლოა, არ დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ მხატვრის ვინაობა, ნამდვილად არ უნდა მიეჩქმალათ, რადგან მისი მადლიანიმონასმებით შეიქმნა მამულიშვილობის ალალად მოტრფიალეთა მოსაწონი ფერწერის ნიმუში.

ბერძენიშვილების გვარს ნიჭიერი შემოქმედი მრავლად უბოძა განგებამ, მაგრამ, ამ სხვაგვარად თბილი, ქართველი ადამიანის სულისთვის სალბუნივით საამებელი ფერწერის ავტორი დავით /დათო/ ბერძენიშვილი გახლავთ.

დათო ბერძენიშვილს თავისი მადლი ჰქონდა, არადა, ინტერნეტში, მის შესახებ, რაიმე ცნობის მოპოვება ჩემთვის საძნელო გახდა. ჰოდა, ეროვნული მოძრაობის აღორძინებასთან თანმდევი ფსიქოემოციური სამყაროს უკეთ გასააზრებლად ამ გამოცემასთან დაკავშირებული ფაქტებიც ხაზგასმით დავაფიქსირე

ასე დაწვრილებით კი იმიტომ გავისარჯე, რომ ახლა, საგამომცემლო საქმეში, ყველაფერი გაადვილებული და გამარტივებულიაგამომცემლობებიც  მრავლზე მრავალია  და ზოგი, ცნობილი გამომცელი წუხს, ბოლო დროს ქართველი მკითხველი, გემოვნებით საზღვარგარეთელ მკითხველებს ჩამორჩება,  უცხოეთში პრემირებული, ცნობილი ნაწარმოებებს აღარ ეტანებაო....

არადა, წლების მანძილზე, მათი გემოვნების ჩამოყალიბებაში, მათვე მიუძღვით  ლომის წილი…”

აღარ გავაგრძელებ, უმჯობესია, ტკბილ მოგონებებს შევეხიზნოთ

წუხელის ბიჭი დაბადებულა…”

..

 *




*

\/

ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი
Analytical Center of National Consciousness
JVJ Home Page (www.jvj.20m.com)
***
 მოაზროვნეთა მიერ ანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...

. ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
*