Translate

суббота, 24 июля 2021 г.

ემპათიის ლაბირინთებში…

 ემპათიის ლაბირინთებში…

 თქვენი მოგონებები ფეისბუქზე

Janri, ჩვენ ვზრუნავთ შენზე და შენს მიერ აქ გაზიარებულ მოგონებებზე. ჩვენ ვიფიქრეთ, შენ გაიხსენებდი .. წლის წინანდელ შენს ამ პოსტს.”

ხშირად გვანებივრებსფეისბუქიამგვარი შეხსენებებითსაგულისხმოა, რომ ზოგი რამ, მართლაც ღირს შეხსნებად, არადა, მივიწყებული გქონიააგერ ახლა კი, მსგავსი შენიშვნა ინტერტსივრცეში _ამა თუ იმ ბლოგსა თუ ფეისბუქგვერდზე, მორიგი შემართებით გააზიარერადგან, გგონია, საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენით, საერთო სატკივარის  შემსუბუქებას უწყობ ხელს

თუმც, იმის გაფიქრება  რომ, წლების მანძილზე შენი და შენი თანამოაზრეების ამგვარმაშეშველებამ”, სასურველი ნაყოფი, ვერა და ვერ გამოიღო, დარდს გმატებსრაოდენ ბრძნულ თუ კრეატიულ იდეებს არ უნდააზიარებდე”, დიდი ალბათობით, ხალხის მიერ არჩეულიქვეყნის მესვეურები” _ მათ, საერთო უკმაყოფილების, ერთ მცირე, უმნიშვნელო ფრაგმენტად აღიქვამენდა საზოგადოებისმოთავკაცენაწილის მიერ, ამგვარად უარყოფილი, ნებსით თუ უნებლიეთ მთელ გულისწუხილს სამყაროს წიაღისკენ მიმართავ.

მერმე და მერმე კი, შეგიძლია იმით დააიმედო თავი, რომ დღევანდელობის თანმდევი გულისწიხილის ექომ, შემთხვევითობის წყალობით, ხალხზე ზრუნვით აღტყინებულ, მომავალ ხელისუფლებაში მოსასვლელად  გამიზნულ, რომელიმე  პერსონის, ემოციურ სამყაროში მწველად მოიკიდოს ფესვი

რას გლახაობს ეს კაციო, იფიქრებს გაწბილებული მკითხველიჰო, მაგრამეინშტეინს უთქვამს: წარმოსახვა უფრო არსებითია, ვიდრე ცოდნაო

არ გინდა, მთლად გაბითურებულად იგრძნო თავი, საშველს ეძებ, რაღაცით რიგ სწავლულთა, რიგიშეგონებებისგააზრებით, ის რომ, არსებობს, სხვადასხვა, უხილავი, არაცნობიერად აღქმული საინფორმაციო ველებიამგვარფუტუროლოგიას”,  კვლავ გულუბრყვილოდ ეიმედები, გჯერა, ღირებული ნააზრევი,  უკვალოდ არ იკარგება, ანუ, რაღაცით ქმედებას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ჰო, თუ იმის იმედს არ დავკარგავთ, რომ არსებობს, ზეაღმატებული ველი, რომელიც სხვადასხვა მოძღვრებებში სხვადასხვაგვარად არის ასახული და დასურათხატებული, რომ ყოველი, ღრმა განცდით წარმოთქმული მოსაზრება, სურვილი, სამყაროსეულ ინფორმაცულ ველში დაივანებს, იქ, დროთა განმავლობაში ხარისხდება, შემდგომ, კვანტური იმპულსების მეშვეობით. თავის ადტრესატს პოულობს და ერთხელაც, ქრონიკულ ბიუროკრატშიც კი, სასიკეთოდ გამოანათებსნეტარ არიან მორწმუნენიდროა, საკუთარ თავს, ლამის მოარულად ქცეული შეგონება შევაშველო.

და რადგან ყოველი ჩვენთაგანი ბიოენერგეტიკულ-ინფორმაციული არსებაა, უნდა ვიმედოვნოთ, რომ  პლანეტის ახალ თვისობრიობაში _ ნეოსფეროში, მოაზროვნე გარსში გადასვლის გზაზე, ქვეყნის ხელისუფალი, ბუნებრივი უშუალობით  გაითავისებს ამომრჩეველთა რჩევებს თუ სამართლიან მოთხოვნებსჩვენი მოწადინებით, იქნებ, მომავალ თაობებს ვარგოთ რამე, თუ იმ მომავალში, საერთოდ ცნებათაობაიარსებებს

და მაინც, არ მინდა უიმედობაში ჩავრჩეთ, იმდენი ჭკუისდამრიგებელი გვყავს _”ფერად-ფერადი”… კი, მართალია, ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერებს ნაკლებად ითვალისწინებენ, მაგრამ ხომ გვარიგებენპროფესიები აქვთ ასეთი და რა თქმა უნდა, ხელფასებს, ჰონორარებს, პრემიებს და ამბობენ ვენზეც არ ამბობენ უარს, ხოლო ეს უკანასკნელი, ბოლო მონაცემებით, საკმაოდ მრავალფეროვანია

თუმცა, ”მსოფლიო სულშიგამთლიანების მერე, როგორც ამბობენ მატერიალური დაინტერესება, ნაკლები იქნებაჰოდა, როგორმე იქამდე უნდა მოვასწროთ, სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა როგორმე, უბრალო ხალხმაც, რომ იგემოს მშობლიური მიწა-წყლის მატერიალური სიკეთე

ჰო, ზედმეტად  რთული გზაა და ქვეყნის მოყვასი, შესაძლოა სასოწარკვეთამდეც კი მიიყვანოს

მაგრამ, თუ არ შევდრკებით და კვლავაც ვირწმუნებთ, ბოლოს და ბოლოსსამართალმა პური უნდა ჭამოს…”, და მთლად ხელიდან, რომ არ გამოგვეცალოს, გზადაგზა, სხვადასხვა ილუზიებით უნდა  ვკვებოთ; მორჩილად უნდა მივენდოთ მოსაზრებას, _”მოაზროვნე გარსისკენსწრაფვა ამცირებს ბიოსფეროში ქრონიკულად გამჯდარ საკუთარი სიხარბით გამოწვეულ დამანგრეველ ქმედებებსდასაწყისთვის კი, ურიგო არ იქნება, თუ ამ გზაზე, ”სამართლიანობის დღესდავაწესებთ.

დაწესდეს

სამართლიანობის ერთი დღე _

როცა _ ღარიბი ილიონერივით, უმჯობესია მილიარდელივით იცხოვრებს _ მილიონერ-მილიარდელები კი _  ქვეყნის რიგით მაცხოვრებლივით

ყოველი მონაწილე, შესაბამისი მატერიალური და რაც მთავარია ფსიქოლოგიური სადარდებელით დაიტვირთვება

მხოლოდ ერთი დღე _ ვფიქრობ საინტერესო ექსპერიმენტი იქნება

რაც უდაოდ ემპათიის, ემპათიკური გაგების განვითარებას შეუწყობს ხელს /ემპათია ადამიანის უნარი თანაუგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა./

გულაჩვილებულმა ბიუროკრატიამ ხალხს, ამერიკის მაგალითზე, შეიძლება ფეხების დაბანაც ქე დაუწყოს

მაგრამ, მწველ სინამდვილეს ვერსად წაუხვალ, გამუდმებით ქვეყნის მმართვის სადავეების დაპატრონებისთვის, მედროვეთა გააფრთებულმა ქიშპობამ, ქვეყნისთვის უანგაროდ გულშემატკივარ, მრავალ ღირსეულ მამულიშვილთ შეუკვეცა სამოღვაწეო ასპარეზი

გულმართალ შემოქმედს კი რა დარჩენია, ინტერნეტს ანდობს თავის სატკივარს, იქნებ, ვინმემ  გული გადააყოლოს, იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს და წაადგეს, იქნებ ვინმეს, ბევრად მაშტაბური სასიკეთო საქმის გასაკეთებლად გაუწიოს გულმა, იქნებ, იქნებ, იქნებ

და რადგანაც, ფეისბუქზე, ჩემი მეგობრების რიცხვი საკამაოდ მოკრძალებულია, და ვეჭვობ, მათ უმრავლესობას, არც კი აინტერესბს ჩემი მოსაზრებები… /თუმც, ჩემთვის, ღირებულია, რომ რამდენიმე პატივსაცემი და ნაცადი მკითხველი არ მივიწყებს…/  და მეც, ძირითადად ჩემს შემოქმედებას, ინტერნეტსივრცეშილიტერატურ-შემეცნებითი სივრცისმოაზრებით განთავსებულ ვებ-გვერდების, ბლოგების ერობლიობას ვეიმედები, რომელიც თავის ისტორიას 2007 წლიდან ითვლის _ გზამკვლევიgogejanr.blogspot.com”-ზე გამოქვეყნებული ნაწარმოებებისა... შემდგომ კი _
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი.../ _ ხატოვან აღქმათა ობსერვატორია / “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and _  იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/_ხატოვანი მოტივაციები /ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი... _*კოლაჟიდან _ რიზომამდე /ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე / Literary-cognitive space (WordPress.com)
 
და ასე შემდეგ

ჰოდა,  გადავწყვიტე ფეისბუქზე შეხსენებული მოგონებები”, ჩემს ბლოგებზე განვათავსოამ სივრცეში, დემოკრატიაუფრო მეტადაა და უშუალოდ მკითხველზეა დამოკიდებული, შენი ნააზრევით დაიტერესდება, თუ არა

ჩემი მეგობრის, ლიტერატორ მკვლევარის, მთარგმნელის, პოეტ ჯემალ ჭელიძის მიერ გამოცემულ ლექსების კრებულში გამოქვეყნებულ სახალისო შეხმიანებას თუ დავუჯერებთ, როგორც ბლოგერს უფრო მიცნობენ, ვიდრეფეისბუკელს” _

ექსპრომტი ჯანრი გოგეშვილის

*

მართალი ხარ, ჩემო ჯანრი,

ვარ სრულიად თანახმა,

ჩვენი ქვეყნის დღენი ჯანღის

აღარც მე მსურს დანახვა.

ამიტომაც გვერდზე მიდექ _

ხალხში აღარ  მოგელით.

თუმც მსოფლიო ფეხქვეშ გიდევს _

გახდი დიდი ბლოგერი.

დიდი ბლოგერისა, რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემს ნააზრევს თამამად ვანდობ  ლიტერატურულ_შემეცნებით სივრცეწარმოჩენილ სხვადასხვა რუბრიკას

იქნებ, მომავალში, ლიტმკვლევარები დღევანდელობის მართალი, უშუალო ასახვის მომცველი შენიშვნებითაც დაინტერესდნენ.

მთლად სასოწარკვეთას მაინც ჯობია

და იქნებ, მომავალი თაობებს, მაინც ეღირსოს, ქართველთათვს სასიკეთოდ განვითარებული სამშობლოს ხილვა

..

P.S.

ჰო, შეიძლება, ჩემს, შიგადაშიგ,  გაშარჟებულ თხრობას არ ენდოთ, მაგრამ დიდ ილიას, არა და არ ეღალატების

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

 ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!...
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია ... 
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა... 
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

15 სექტემბერი, 1872 .

*

 

 საძიებელი

***

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

*”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

*ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

*

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება

*