Translate

четверг, 8 июля 2021 г.

და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ, აღმოსავლეთის გზების შემოვლით… /ესსე_დღევანდელობის ამსახველი ქრონიკებით/

ძალადობა, ჯანმრთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ ფიზიკურ დაპირიპირებას, ხშირად წინ უძღვის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, პიროვნების მრწამსის, თვალსაზრისის, ცხოვრების წესის გამუდმებით აბუჩად აგდება.

მეტნაკლებად გაწონასწორებული ადამიანის ბუნებიდან გაუგებარია, ვითომდაც დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მოტივით, რატომ უნდა ცდილობდე ქრისტიანული მრწამსით ნაწრთობ ერს, მაინცადამაინც, იმგვარი სექსუალური ურთიერთობების გათავისება აიძულო, რომელიც მისი სააზროვნო წიაღსა და სულიერ ჰარმონიას შებღალავსკი, ამ ლგბტ- განხრით, რომელიმე პიროვნების არჩევანი, არ უნდა გახდეს მათთდამი შეურაცხყოფის საბაბი, მაგრამ, ერის ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე, ამგვარი აგიტაციითგადავლაპოლიტიკური სიბეცე თუარა, მაშინ, მისი თვითმყოფადობის გამიზნულად ამოძირკვის მზაკვრული მცდელობაა

და ყოველივე ხდემა, ევროპული ღირებულებების სიღრმისეულად გათავისების მოტივით, არადა, აღორძინებისა და მას შემდგომ პროგრესული აზროვნების აკვნად მიჩნეულ ევროპაში, ბოლო ხანებში, ულტრალიბერასტული იდეოლოგიის საფუძველზე, ბევრი რამ დეფორმირდა.

მონარიდი _ ” მასალა ვიკიპედიიდანთავისუფალი ენციკლოპედია

აკრონიმი „ლგბტდაამკვიდებული იქნა ლგბტ გამომცემლობებისპრაიდ აღლუმების, და მსგავსი ღონისძიებების მიერ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბოლონიის პრაიდი 2008 წელს.

ლგბტ (ინგლ. LGBT) — აკრონიმი, რომელიც ინგლისურ ენაში ესბოსელიეი,ისექსუალი და რანსგენდერი ადამიანების აღსანიშნავად შეიქმნა. ტერმინი1990-იანი წლებიდან გამოიყენება დალგბაბრევიატურის ადაპტაციაა, რომელმაც 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან სიტყვაგეიჩაანაცვლა/

თემის გაფეტიშებამ, ეროვნულად და ეკლესიურად განწყობილი საზოგადოების მღელვარება გამოიწვია, რასაც, აშკარად ძალის გადამეტება მოჰყვა. გამოითქვა უამრავი პრტესტი, ერთგან კი, პერმანენტულად მღელვარე ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმა /”კანონი და სამართალი”/ ევროპისა და ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგელებს შეჰღაღადა:

 _ელჩებო! ნუ მიგვატოვებთ

მაგრამ, ამგვარ თემებზე სპეკულაციის გზითმოღვაწეოპოზიცია, მოსალოდნელია, ძვლის შეკოწიწებულმა ძველმა ამომრჩეველმაც მიატოვოს. თუმც კი, ქვეყანაში მოპარპაშე უსამართლობა და სიდუხჭირე, სამართლიან მოთხოვნებს მძაფრი აქტივობის სარბიელს უქმნის

 და იქნებ, პოლიტიკურმა ძალებმა, მოთოკონ გროტესკული ამბიციები, მოეშვანსრულუფლებიანიწევრობისკენ წანწალს და უშუალოდ მიკუთვნებული ასოცირებული პოზიცია, ქვეყანას, უფრო გონივრულად შეარგონ; საქართველოს ეკონომიკური და თავდაცვითი განვითარების პერსპექტივა, გეოპოლიტიკურპრივლეგიებზეუშუალო მორგებით განავითარონ, რადგან ერთი ჩემი სტროფისა არ იყოს:

მუდამ შინისკენ 
და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ,
აღმოსავლეთის გზების შემოვლით,
გზაში ვისწრაფვით მუდამ შინისკენ,
და შევეჩვიეთ უწყვეტ მოლოდონს

11.05. 2006

მასმედიაში გაჯეჯილებულ, ულტრამემარცხენეთა, ლამის, მთელ სამყაროსთვის გამიზნული მოწოდებები, ხშირ შემთხვევაში, რომ ცალმხრივი და აგრესიული ტონით ხასიათდება, ამის შესახებ, არამარტო საკაცობრიო იდეალებთან შეთვისებული ეროვნული, თვითმყოფადობით ნასაზრდოები  მოაზროვნეები გამოხატავენ გაოცებასა და პროტესტს, არამედ ტრადიციული ლიბერალური ღირებულებების მქონე მსოფლიოს თვალსაჩინო წარმომადგენლები.  და მსგავსიიძულებანიანუ ცნება დედამ _ჭირი მოგჭამა, მამამ _მით უფრო _ არც, ევროპის ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილის კეთილგანწყობას იმსახურებენ

ცნობისთვის, მხოლოდ მცირე ამონარიდს მოვიყვან ვიკიპედიიდანისეთი სწავლული, როგორიც ნოამ ჩომსკია, ამტკიცებს, რომ უმეტეს ქვეყნებში ტერმინებილიბერტარიანიდალიბერტარიანიზმიმემარცხენე ანარქიზმის სინონიმებია.” მაგრამ ჩვენთან _ ეს, უთავბოლო  ლიბერტარიანიზმი“, ეროვნულ ფასეულობებზე გამომწვევი თავდასხმის გამიზნულ მოტივაციად იქცა. /წამახალისებელ დაფინანსებებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. რის გამოც, ისინიც კი, რომელთაც, ვითომდაც ეროვნული ფასეულობების ქომაგებად  მოაქვთ თავი, ”სუპერევროპელობისმანტიის მორგების ზრახვით, მზად არიან ყველგან და ყველაფერში ლგბტ-თა ახირებებს დაუჭირონ მხარი

ევროპის გარკვეულ ქვეყნებში, მეტნაკლებად ჯანსაღად მოაზროვნე ხელისუფალი მარჯვედ იცავს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენთან კი, რიგითმა, მეტნაკლებად ცნობადი ლიბერასტის. ”შეშფოთებას”, პოლიტიკურ სპექტრში გულიშემაწუხებელი ქოთქოთი მოჰყვება.

და ყოველივე ამის პირობაზე, ვითომდაც, პროგრესულად მოაზროვნე ლიბერალსტების მიერ, მედიასივრცისსათოფურებიდან”, ზიზღით ხდება ცნებაქართველობისშეუარაცხყოფა.

  და მეც, ერთგან იძულებული გავხდი, ამგვარ გამოხდომისთვის ჯეროვანი პასუხი გამეცა:

თემატური მონაცემები ფეისბუქიდან _ შესავალი

Consultant/Developer SAP Community-ში

Coach ჰელინგერის სისტემური განლაგება / Hellinger Systemic Constellations-ში

სწავლობდა Architecture-ზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts-ში

ცხოვრობს Cologne, Germany-ში

თბილისი, საქართველო-დან

გაწევრიანდა აპრილი, 2009-ში

გამომწერია 123 ადამიანი

ანუ პატივცემული გახლავთCoach”- ჰელინგერის სისტემური განლაგებისადა აქვე უნდა წარმოგიდგინოთ ამონარიდი http://intermedia.ge/ -დან _  ბერტ ჰელინგერი 93 წლის გერმანელი ყოფილი მღვდელია, რომელიც ღვთისმსახურების დატოვების შემდეგ ფსიქოთერაპევტი და მწერალი გახდა. ბევრისთვის მიუღებელია მისი თამამი მოსაზრებები და მის მიერ წამოჭრილი სხვადასხვა ტაბუდადებული თემები, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი მოწოდებაა ადამიანების დახმარება და წინამძღვრობა. მას სურს უერთგულოს ადამიანებს და არა იდეალებს და არ ეშინია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მისი გზა მიუღებელი იქნება.

და შემდეგ კი თბილისში რუსთაველზე განვითარებული მოვლენების კვალობაზე პატივცემული Coach”-ის მიერ დადებულ პოსტი, და ჩვენს შორის გამართული მცირე ინტერაქციული დიალოგ”:

Moksha Peikari

2h  · 

"ქართველობა" - კოლექტიური არაცნობიერის მიერ აგრესიულობის ლეგიტიმაციისთვის ჰიპოთეთურ საყრდენად შექმნილი აბსტრაქცია, რომელსაც არსობრივი სუბსტანცია არ გააჩნია...

*

Janri Gogeshvili

ამ ცნების, ასე ცალსახად, და სქემატურად წარმოჩენა არამართებულია

უმჯობესია, ცოტა მეტ ინფორმაციას გაეცნოთ ქართველობის აღქმა და წარმოჩენა, საყოველთაოდ აღიარებულ, მსოფლიო რანგის ავტორთა ნაშრომებში მრავლადაა პროვოცირებულ გამოწვევისადმი შემდგარ პასუხში კი, მხოლოდ არაცნობიერს ნუ ეძებთ, მას თავისი გონივრული ახსნაც მოეპოვება

*

Moksha Peikari

Janri Gogeshvili ნებისმიერი გამოყოფა, თუნდაც ის, რომ მე "ქართველი" ვარ, ან "იტალიელი" უკვე აგრესიაა დანარჩენი კაცობრიობის მიმართ... ამიტომ იყო დიდი ვაჟა ფშაველა პირველ რიგში კოსმოპოლიტი... თქვენ მე არ მიცნობთ, რომ შემაფასოთ, თუ მე რას უნდა გავეცნო და რას გავეცანი... თუ ქართველებს მსოფლიოსთვის რაიმე წვლილი შეტანილი აქვთ, ეს მხოლოდ მათი ცნობიერი შემოქმედებით, რასაც დიდი ქართველი ინდივიდები ქმნიდნენ და არა ქართველი ბრბო. "ქართველობა" - ბრჭყალებში ბრბოს ნიშნავს და კოლექტიურ არაცნობიერს არასოდეს არაფერი არ შეუქმნია. ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება, მითუმეტეს დღევანდელი რეალობის ფონზე, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა სწორედაც რომ ამ "ქართველობამ" გადაიყოლა...

 

/და ინტელექტუალობანას მოყვარული ფეისბუკელების უამრავი ლაიქი დაიმსახურა, როცა ჩემს პასუხს მხოლოდ სამიოდე კეთილშობილი პიროვნების მოწონება ხვდა წილად

*

Janri Gogeshvili

Moksha Peikari და ეს შინაარსობრივი სივრცე, იმ დიდ ქართველებთან ერთად, თქვენგან აუგად მოხსენიებულმა ქართველმა ბრბომ შემოგვინახა თავის ყოფით, სიმღერებით, ცეკვით, სპორტული ასპარეზობებით და რაც უმთავრესია ქართული მხედრობით

ნუღა გავაგრძელებთ, რადგან აშკარად აგრესიულობას ამჟღავნებთ

*

Moksha Peikari

Janri Gogeshvili თქვენ აშკარად ვერ გამიგეთ, ალბათ არასაკმარისად გამოვხატე. შევეცდები დავკონკრეტდე. მე ქართველი ვარ და საქართველო მიყვარს. ეს არის ჩემი ფესვები. იესოს ნამდვილად არ ვედრები, მაგრამ მაგალითად მოვიყვან. მას უყვარდა იზრაელი. მაგრამ "ებრაელობამ" იგი ჯვარს აცვა. ასევე უყვარდა სოკრატეს საბერძნეთი და ბერძნებმა ის მოწამლეს... არც სოკრატეს ჰქონდა აგრესია ბერძნებზე, არც იესოს ებრაელებზე და არც მე ქართველებზე, რასაც თქვენ ბრალად მდებთ. მაგრამ იესო და სოკრატე იმაზე მიუთითებდნენ ებრაელებს და ბერძნებს, რაც მათში არაცნობიერი იყო. სწორედაც ეს არ აპატიეს მათ... ცეკვა სიმღერა და ასპარეზი რომ იყოს საკმარისი, ამისთვის ცირკიც საკმარისი იქნებოდა... თანამედროვე მსოფლიოში რეალური სახელმწიფოებრიობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასე იოლად, მხოლოდ ჩვენი წარსული კულტურული ღირებულებებით ფონზე ვერ გავალთ...

*

Janri Gogeshvili

Moksha Peikari ”ცეკვა სიმღერა და ასპარეზი რომ იყოს საკმარისი, ამისთვის ცირკიც საკმარისი იქნებოდა... საკმარისი არა, მაგრამ ერის ჩამოყალიბების პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია... ამაზე, ერთგან იუნგიც მსჯელობს.

*

Moksha Peikari

Janri Gogeshvili კი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სხვა ერებსაც ააქვთ შექმნილი უამრავი კულტურული შედევრები. მაგრამ თანამედროვეობა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა და ამაში მოძველებული და დამპალი რაც არის, ძალიან ხელს გვიშლის... რა საამაყო გზებზეც არ უნდა გვევლო წარსულში, გაცვეთილი ფეხსაცმლით შორს ვერ წავალთ...

*

Janri Gogeshvili

ჰოდა ახალი ბაჩებით ალღოიანი მგზავრობა...

 

უნდა ითქვას, რომ აქ ავტორს იუმორის შეგრძნება ქონია, რადგან ჩემმა პასუხმა მისი მოწონება დაიმსახურა

ალბათ, მისი მასწავლებლის პატივცემული ბერტის ერთ-ერთი შეგონება გაახსენდა:  
ცხოვრება გზაზე გამოგიყვანს და უამრავ გზაჯვარედინს გაჩვენებს იქამდე, სანამ არ მოეშვები ყველაფრის გაკონტროლებას და არ ისწავლი - გაყვე დინებას.”

ეეჰ, პატივცემულო ბერტ, ჩვენი წინაპრებს, რომ თქვენი სწავლების მიხედვით ეცხოვრა, ალბათ, კაი ხნის ჩავლილი ერი ვიქნებოდით

ერთი მინიშნებაც _

ვინაც სამშობლოს, თავისად ვერ ცნობს,

მას, არ ადარდებს ტკივილი მისი,

წინაპართ მხარის ქილიკით ფასობს,

რომ მოიპოვოს საკბილო თვისი

ისე კი, ახალი ბაჩებით ბევრზე ბევრი, მეტად უადგილო ადგილას მოსრიალებულა, ბევრს ცხვირპირი დაუმტვრევია, ბევრიცღმერთმა ნუ ქნას, ვისიმე, ბოროტების მოსურნე ნამდვილად არ ვარ

და ერთიც ქართველობაზე განაწყენებული Coach”-ის მიერ გამოთქმულმა შეხედულებებმა გვარიანი მოწონება დაიმსახურა, მის თაყვანისმცემელთა შორის, უმეტესად, ქალბატონები არიან, მათ ქერქეტულ გამონათქმების დამოწმება, დროის ფლანგვაა. კიდევ კარგი, რამდენიმე ღირსეულმა ქართველმა, ლაიქებით, ჩემს მოსაზრებასაც დაუჭირა მხარი

და უმთავრესი_ლიბერასტების მიერ ცალმხრივად აჩემებულ მოხმობაზე; ვაჟა-ფშაველას,  უპრაგონოდ, ცალსახად კოსმოპოლიტად მოხსენიების კვალობაზე _ ჩემს საძიებლად წარმოდგენილ ვებ-გვერდზე _გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

 შეგიძლიათ იხილოთ მცირე ამონარიდი ვაჟა-ფშაველას შთამბეჭდავი სტატიიდან _კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი _

  *
რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად... ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას.

შედარებით სრულად კი _ …”რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

და იქვე… ” ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერიa კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.”

·  ვაჟა-ფშაველა

უმჯობესია, ეს დიდებული წერილი სრულად თავად წაიკითხოთ _http://www.amsi.ge/istoria/div/kosmopolitizmi.html

კვლავაც განვმეორდები:

Janri Gogeshvili

4 ივლისი, 2021  ·

გაზიარებულია საჯარო-თვის

უცხოტომელი, ჩვენ ბევრი ვიძმეთ

 თუ ქართველობა სულში არ უჩქეფს,

თუ მის წიაღში, ზეციურს ვერ გრძნობს,

შური აწვალებს, ღალატს ესწრაფვის,

მამულიშვილურ ქველობას ნუ სთხოვთ

უცხოტომელი, ჩვენ ბევრი ვიძმეთ,

ქართულ ხასიათს იხდენდა ბევრი,

ყივჩაღიც წევდა ქვეყნის სამსახურს,

როს, გარიგება გახლდათ ორმხრივი

მრავლად ვითვისეთ გზააბნეულნიც;

გენში და ჯიშში ოდითგან მოგვდგამს,

მაგრამ თუ ზოგი, თავხედად იქცა,

ტოლერანტობა კეკლუცობად ჩანს

გვახსოვს, ათასი ჯურის მრჩეველნიც,

ნების სიჭრელეს ადევნებულნი,

თუმც ქართველობა, ფიცით ერთგულნი,

კვლავაც დიოდნენ ქრისტეს მხედრებად

                                                               ..

 

  *

 საძიებელი

***

 ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

* ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

მცირე ბიოგრაფია

 ავტორი ფსიქოლოგიურ-სოციალურ თემებზე დაწერილი ნაწარმოებებისა(მოთხრობები, იუმორესკები, ზღაპრები, რომანები, პიესები, პუბლიცისტური წერილები, ლექსები), 1968 წელს პირველად მისი მოთხრობა "მესხური ყაყაჩოები", დაიბაჭდა ადიგენის რაიონულ გაზეთ "განახლებულ მესხეთში"; ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა დასს, მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს. დააარსა გამომცემლობა "კიდევაც დაიზრდებიან". სხვადასხვა დროს მუშაობდა უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, უფროს ტექნოლოგად, საზღვაო ნავსადგურში ელექტროამწეს მემანქანედ, სტამბაში მბეჭდავად, სასოფლო კლუბის გამგედ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, დრამატულ თეატრში დასის გამგედ, სარეკლამო სააგენტოში უფროს რედაქტორად, დარაჯად, გამომცემლობის რედაქტორად. დაარსა ჟურნალი "ხატოვანი მოტივაციები", რომლის გამომცემელი და რედაქტორი თავადაა. ბოლო წლებში, თავისუფალი "ბლოგერის სტატუსით"(სახელწოდებით "ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე" ვებ-საიტების ერთობლიობა), ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ შენიშვნებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გამომცემლობა "კიდევაც დაიზრდებიან", დამფუძნებელი
  • ეროვნული ცნობიერებისა და მწიგნობრულ-მისიონერულ მცნებათა მხარდამჭერი ფონდი, პრეზიდენტი
  • მწერალთა ასოციაცია "ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი", თანათავმჯდომარე

Комментариев нет:

Отправить комментарий