Translate

четверг, 15 июля 2021 г.

რიგი მოსაზრებები სერიიდან_ უსამშობლო პატრიოტები…

უსამშობლო პატრიოტები

  ვითარებიდან გამომდინარე, როცა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მომძლავრებული ლიბერასტულიიდეოლოგიისგამო, მოზარდებს შეფარვითა თუ აშკარად უნერგავდნენ /და უნერგავენ…/ იმგვარ ეჭვს, რომ საკუთარი სამშობლოსა და ეროვნული ფასეულობების სიყვარული, თურმე გოიმობა და სრული უპერსპექტივობაა, ხოლო, ყოველივე ევროპული, ამერიკული და სხვა მსგავსნი, მხოლოდელიტარულსნიშნავს, ყმაწვილთა გარკვეულ ნაწილში თვალნათლივ გაძლიერდა სურვილი, საკუთარ თავში, მშობლიური გარემოს ნიშანწყალი წაეშალათრა თქმა უნდა, აღმატებულად გათავისებულ გარემოსკენ, ცნობისმოყვარეობაც ექაჩებათ, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ საქართველოს გზააბნეული საგანმანათლებლო სისტემა, ათეული წლების მანძილზეჯამბაზობს”, რათა, მათ ცნობიერებაში, მშობლიურის აღქმისა თუ განცდის უნარი დაქვეითდეს

..

*

Janri Gogeshvili

10 ივლისი, 18:13-ზე  · 

*

უსამშობლო პატრიოტები

/პუბლიცისტური შენიშვნა/

ყველა თავისას აწვება_ ამგვარ გამოთქმას ხშირად იყენებენ

და ზოგი ამით, სხვადასხვა ცოდნის, მიმართების, ნირისა და ალღოს მქონე ინდივიდუმს, ერთ რანგში მოიხსენიებს; ერთის შთამბეჭდავად გამოხატულ მოსაზრებას _ მეორის ქერქეტულ თუ არადეკვატურ მტკიცებასთან აიგიავებს

ყველა თავისას აწვება _ კი დღევანდელ ყოფაში, ეს მეტისმეტად თვალსაჩინოა, ოღონდ, ვინ სად, რა სიმართლით, რა ცოდნით და ზრახვებით აწვება, _ საკითხავი, აი, ეს არის…”

იმედად, ის გრჩება, იფიქრო, ქართველობაზე, ცინიკურად განწყობილი და ცხოვრების გაიოლების დარდით, უთავბოლოდ გაევროპებული ტიპები, იქნებ, მხოლოდ, რაიმე, გამოსარჩენის გამო იქცევიან ასე, ისე კი, თავიანთ მიწა-წყალს ქომაგობენ თქო, მაგრამ,

როცა, ვითომდაც, ჩუმად მოტრფიალე, ტელეეკრანებიდან თუ ინტერნეტში, სამართლიანობაზე ვნებააშლილი პერსონების განცხადებებს მოისმენ, რომლებშიც, არც მშობლიური ენის პატივისცემაა, არც მამულის, არც სარწმუნოების, და მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ფასეულობებია აჟიტირებული, უნებლიეთ გაიფიქრებ: ერთი ამათიც ასეთმა უსამშობლო პატრიოტების ტრაკატრუკმა დააძაბუნა, ეს ქვეყანა.

უბედურება ისაა, რომ მსგავსი აქტივისტები, ალალი, ქვეყნის მოჭირნახულე მოქალაქეების გადაბირებასაც ახერხებენ

პარადოქსის პარადოქსია

/”პარადოქსი (ბერძნ. παράδοξος, რწმენის მიღმა) შეიძლება იყოს…”/

კი მაგრამ, სამშობლო _ უპირველესად კი მენტალური, თუ არა გააჩნიათ, ქვეყნის გულშემატკივრები, როგორღა იქნებიან?! _ გაუჩნდება ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს კითხვა.

მსგავსი ცნება, ალბათ ოქსიმორონად შეიძლება ჩაითვალოს _ ოქსიმორონი (ბერძნ. oxymoron გონებამახვილური სისულელე < oxy- მჭრელი, ბასრი, მახვილი და moron უგუნურება), სტილისტური ხერხი, ტროპის სახე; ემყარება ერთმანეთთან შეუთავსებელ, ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა დაკავშირებას, კონტრასტული ნიშნის გადატანას, რითაც ახალი ცნება ან ახალი წარმოდგენა იქმნება.

მსგავსს პარადოქსებს, ადრეული ხანიდან იყენებდნენ მეტყველებაში; რიტორიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში, ხელოვნების სხვადასხვა სფეროშიც რიგი შთამბეჭდავი ნიმუშები შეიქმნა.

ჩვენთვის, განსაკუთრებით თვალსაჩინო, ისაა რომ, დღევანდელ ქართულ რეალობაში, ქართული სახელმწიფოს მეგობარ ქვეყნებად გამოცხადებულ ხელისუფალთა დიდი უმეტესობა, უპირველესად, ამგვარ, უსამშობლო პატრიოტთა ზრახვებით აღტყინებულ პარტიებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებების მიმართ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას.

..

*

Janri Gogeshvili

9 ივლისი, 2019  · 

განგებამ უწყის

ქვეყნის იტორიის მცირედ მცოდნენი,

ხავილით გაჰკივიან მის მომავალზე

კიდევ კარგი, რომ საით გვაქვს გეზი,

განგებამ უწყის, გზადაგზა გვშველის

..

*

Janri Gogeshvili

მორიგი მოსაზრება ჩემი ბლოგისთვის _

/სერიიდან _უსამშობლო პატრიოტები/

*

ცოტამ იცის _ რა, არ იცის

რაც ვართ, ეს ვართ;

ჭირნათმენნი;

წარმართები, ქრისტიანნი

გონიერნი, იქვე ბრიყვნიც,

ცოტამ იცის _ რა, არ იცის;

თოქ-შოუებს მიჯაჭვულნი,

ენით ნალესს საქმეს ვიმკით.

უსამართლო სამართალი,

გვექცა წესად, ბალღმაც იცის;

გურამიშვილს ვერა ჰგუობს,

პირუკუა განსწავლული.

არც აროდეს გვეშველება,

სანამ ფული ფარცხავს სინდისს.

(.).

***

პალიტრანიუსის ჟურნალისტმა, რომელიც საზრიანობით გამოირჩევა, მორიგ რესპონდენტებთან საუბრისას, ამგვარი რამ განაცხადა:

_მართალია, მეც არ მომწონს, რუსთაველზე შარვალჩახდილი ხალხის ნახვა, მაგრამ, ეს მეათეხარისხოვანია, იმასთან შედარებით, როცა საქართველოში ევროპულ ღირებულებებს საფრთხე ექმნება დაპირისპირებულმა მხარეებმა, უნდა გამონახონ საერთო ენა

დღევანდელობის ქრონიკა _ევროკავშირის ლიდერების თქმით, მათ მოუწოდეს უნგრეთს, პატივი სცეს ლგბტ უფლებებს ან დატოვოს ევროკავშირი.

აჰა, მოჭრით, მთელი ევროპული ღირებულბები, ბუნებაში ხელოვნურად შეკოწიწებული ლგბტ უფლებების საპირწონედ ქცეულა.

ასე ამგვარად, ლიბერასტები თავიანთი ინტერესების გადასარჩენად, ქვეყნის სულიერ იმუნიტეტს ანადგურებენ

რატომღაც, ამის გათავისება არ სურთ, .. ოპოზიციას, რომელიც ქვეყანაში მოთარეშე სოციალურ უსამართლობასა და კორუფციას თავგამოდებით ამხელს და ამით, გარკვეული საარჩევნო ქულებიც დაიმატა, ბოლო დროს კი, . . ლგბტ- მიერ დაანონსებული ღირსების მარშის უპირობო მხარდაჭერით, თავად გაშიშვლდა; ერთი პირობა, გარკვეულწილად გულმობრუნებულ ამომრჩეველს, _ხელისუფლებაში, გარე ძალთა ინსტრუქციებით მოსვლის მსურველთა ჩვეული მუხანათობა, მწვავედ შეახსენა.

და ერთხელაც, საკუთარ თავის პატრონობის საშუალება, თავადვე, რომ მოგვეცეს, საუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეობის ქართველობამ, რა, . . ლგბტ- დანერგილი ახირებებით უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ან ამ ევროპული ღირებულების მედროშე სახელმწიფოებმა, ვითარებათა გამო, ჩვენზე, საბოლოოდ, რომ გული აიცრუონ, მაშინ, ლიბერასტული იდეოლოგიის კვალობაზე მეობაატროფირებულ მოზარდებს მივენდოთ?!

შესაძლოა, არალოგიკურად მოგეჩვენოთ /თუმც, დღევანდელ მსოფლიოში, ეს ცნება ლამის გაძევებულია/, მაგრამ, შეერთებული შტატების ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ, პოლიტოლოგები წინასწარმეტყველებენ, _ რაღაც ექვს თვეში, ქვეყნის სათავეში თალიბები მოვლენ, მართალია ისინი საერთაშორისო საზოგადოებას აიმედებენ, რომ მათი სამხედრო წინსვლა საერთაშორისო უსაფრთხოებას არ ემუქრება…”

ვინმე, ლიბერასტი ქალბატონი იწივლებს: თალიბებს ჩვენთან, რა ესაქმებაო, იუმორი, რომ მოვიშველიოთ, _ ავღანთა რისხვად წოდებულ გიორგი გურჯსა და ქართველ მხედრობას, მაინცადამაინც, რა განსაკუთრებული ინტერესი უნდა ჰქონოდა ავღანეთა სამკვიდროში

იმედი მაქვს, ნაცადი მკითხველისთვის, არაბული გაზაფხულის პროცესების ფონზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გახსენება, რომლის დროსაც ასიათასობით ქრისტიანის სისხლი დაიღვარა, ბევრისმთქმელი იქნება.

სამყაროს კანონზომიერება ხშირად, ათასგვარ მოულოდნელობებს ითვალისწინებს, და ერის უშუალო ბუნებიდან გამომდინარე, მისი სასიცოცხლო უნარი, ლიბერასტთა ფსიქოლოგიური დივერსიებით არ უნდა იქნეს დაძაბუნებული

..

4 წლის წინ

Janri Gogeshvili

13 ივლისი, 2017  · თბილისი  · 

ოპოზიციურად ყელმოღერებული

ამ კაცს, უნიჭო ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ არც ისეთი გამორჩეული ხელწერისა და ხედვის შემოქმედი ეთქმოდა, მას რომ წარმოედგინა.

შიგადაშიგ, ოპოზიციურად მოიღერებდა ყელს, მაგრამ შეფარვით ხელისუფლებაში მომჯდარ ტიპებსაც აწონებდა თავს. მათთან დაახლოება ვითარებისდა მიხედვით, მართლაც ეხერხებოდა.

სამედიო მოგონებებს, განვლილი ცხოვრების იმ ეპიზოდებიდან ადგენდა, რომლებიც მისი გათვლით, ეგრეთ წოდებულ ელიტარულ მდგომარეობას უქმნიდა. საკუთარი მეხსიერების ცენზორიც თავად გახლდათ და იმათთვის, ვინაც მისი ჭკუით, მისეულ ელიტარობას, ჩრდილს მიაყენებდა, საგულდაგულოდ ჰქონდა ხაზი გადასმული.

არადა, ამ ხაზგადასმულთაგან ერთმა ორმა ძნელბედობის ჟამს ხელი გვარიანად გაუმართა, მისივე და მის მიერვე მივიწყებული სიტყვები, რომ მოვიშველიოთ სასოწარკვეთისგანაც კი იხსნა. მაგრამ ახლა, მათთან ურთიერთობას ცუღლუტურად არიდებდა თავს, რადგან ისინი კვლავაც იქ, მართალი საქმის დაცვისა და უკეთურთა მხილების სადარაჯოზე იდგნენ.

ამას კი, დიდება ძველებურად ხიბლავდა, თავის მიერვე ფარულად გავრცელებული ეპითეტების მიხედვით ხან ერის სინდისი, ხანაც მოყვასისთვის თავდადებული რაინდი, უშიშარი ვითარა უხორცო გახლდათ. თუმც, შიგადაშიგ ოპოზიციურად ყელმოღერებული, ისე მოხერხებულად გამოხატავდა თავის სიმპათიებს ამა თუ იმ აღზევებულის მიმართ, რომ მორიგი წყალობაც არ აყოვნებდა.

რა თქმა უნდა, მის გარეშე, სხვაგვარად უინტერესო იქნებოდა ეს ცხოვრება, რადგან კარგი ამბების საკეთებლადაც მიუწევდა გული. ჰქონდა კიდეც კეთილად მოსაგონარი, უბრალოდ ესაა, ამ ბოლო დროს, მასმედიაში, მსგავსნი, მხოლოდ თავსი საგმირო საქმეებით და შეკოწიწებული ელიტარულობით იწონებენ თავს ავიწყდებათ საიდან მოდიან და საიდან იკრეფდნენ ძალას

ამ ქვეყანას კი, შეურყვნელი მეხსიერება ინახავს

*
Janri Gogeshvili

და აქაც. უამრავი ფსევდოპატრიოტი გაიჩითება.

სასურველია, თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებულ, და ერის მსახურებაზე მოწოდებულ პიროვნებათა სავარაუდო მოცემულობა წარმოჩინდეს, _მათი ნამუშაკევი თუ ნაღვაწი გახდეს შესაცნობი, თავდაპირველად, თავად საინიციატივო ჯგუფისთვის თორემ, ახლა ხშირია სიტყვითა მქუხარენი, საქმითა კი, მწირნი ეროვნული იდეის მატარებელ პარტიათა სიებიც თვალსაჩინო მაგალითია აუცილებელია საინფორმაციო ინტერნეტგვერდით უზრუნველყოფა _მცირე ანოტაციების სახით, რა თქმა უნდა, უცხოურ ენებზეც

კეთილი სურვილებით

.

 *

Janri Gogeshvili

8 ივლისი, 2017  · თბილისი  · 

მცირე შტრიხები ქართველთა ყოფაში მომძლავრებულ სინდრომთა შესახებ

ქართველი ერის კულტურული თვითმყოფადობით, გარეგნული სიმშვენიერით, სიმამაცითა თუ გონიერებით მრავალი მოგზაური, დიპლომატი, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწენი მოხიბლულან

მაგრამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულების მქონენიც იყვნენ და ისტორიამ მათი შეხედულებანიც შემოგვინახა. აი, ზოგი მათგანიც:

ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი

შარდენი

მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, 1686 .

ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩაგდებით ერთმანეთი დაღუპონ…”

პიეტრო დე ლა ვალე

საპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა, 1628 .

და ასე შემდეგ

მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართველთა თავდადებული ქომაგის, დიდი მოაზროვნის ილია ჭავჭავაძის მიერ, ერის შესაფხიზლებლად შეთხზული შეგონებანი. ამ მხრივ ფრიად ყურადსაღებია, მისი მამხილებელი ლექსი ბედნიერი ერი.

მაგრამ დღევანდელ საქართველოში მავანნი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასა და მოღვაწეობასაც აქილიკებენ, რათა თავისი ჭიანი ადგილი დაიმკვიდრონ . . ლიბერასტულ რეალობაში.

რა თქმა უნდა, თვითგვემით გართობა კარგს არაფერს გვიქადის, მაგრამ ზოგ ჩვენებურ ახირებაზე კი ნამდვილად გვმართებს ყურადღების გამახვილება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამგვარი ახირებანი ზოგი ქვეყნის ყოფაში გარკვეულ სინდრომადაა ქცეული.

განმარტებისთვის:

სინდრომი

მასალა ვიკიპედიიდან _ თავისუფალი ენციკლოპედია.

სინდრომი (ბერძ. σύνδρομον, σύνδρομο - Syndrome - თავმოყრა) ტერმინი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში, ნიშნავს რაიმე დაავადების დამახასიათებელი რამდენიმე ნიშნის ანუ სიმპტომის ერთობლიობას.

კულტურასთან შეჭიდული სინდრომები

ცალკე გამოყოფენ კულტურასთან შეჭიდულ სინდრომებს, როდესაც ესა თუ ის სინდრომი, როგორც ნიშანთა ერთობლიობა, სხვადასხვა სახელითაა ცნობილი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ხალხებში.

კულტურასთან შეჭიდული სინდრომის მაგალითია მალაიზიაში კარგად ცნობილი ამოკის სინდრომი (Amok). ამოკის სინდრომი უმთავრესად გვხვდება მამაკაცებში და ხასიათდება აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდებით. აგრესიული შეტევის დროს ასეთი ადამიანი კლავს ან მძიმე დაზიანებას აყენებს ნებისმიერ შემხვედრს. ამოკის სინდრომში გაერთიანებულია შემდეგი ნიშნები: დევნის მანია, ავტომატიზმი, შეტევის ეპიზოდის შემდეგ ამნეზია და დაღლილობა. ამოკის სინდრომი ქრონიკული ფსიქიური დაავადების თანმხლებია. სხვა კულტურებში იგივე ნიშნები სხვა სახელის სინდრომის ქვეშ არის გაერთიაინებული. პოლინეზიაში ამას კაფარდს უწოდებენ (Cafard ან Cathard), პუერტო რიკოში - მალ მეტა პელეას (Mal Mata pelea), ნავაროში კი იიჩაა- (iich'aa).

თემატური მინაწერები:

ვფიქრობ აგრესიული აფეთქების ხანმოკლე ეპიზოდები ჩვენში არა მარტო მამაკაცებში და მოზარდებში, არამედ ქალბატონებშიც გვარიანადაა მომძლავრებული; ამას ერთვის მარაზმამდე აღზევებული გინებისა და ბილწსიტყვაობის ფენომენი. განსაკუთრებით შესამჩნევია როცა აჟიტირებული ტიპი, გულის მოსაოხებლად, თითქოს ირიბად, არაპირდაპირ აგინებს, იქ არ მყოფი მესამე პირს; შენ დედას…” მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ამჟღავნებს უპატივცემულობას თანამოსაუბრის მიმართ, მეორე პირის ნაცვალსახელის მოშველიებით, მსმენელს შენიღბულად აყენებს შეურაცხყოფას. შე ნაბიჭვარო” ”შე …”; შე …” (მაგრამ შე მამაცხონებულო- ამგვარი ტიპისგან, თითქმის ვერ გაიგებთ.) მან კარგად იცის რომ ღირსეულ თანამოსაუბრეს ავად სხვანაირად ვერ შესწვდება და იმის შიშიც ააქვს, თუ ჩემს მზრაკვობას მიმიხვდა, შესაძლოა ქეჩოში წამომცხოსო ამ ხერხით ავადმყოფურად იოხებს გულს, შეფარვით იმაგრებს ავტორიტეტს. და როცა შენიშვნას აძლევენ, ჯერ გაიოცებს, კი მაგრამ, აქ საწყენი რა არისო, მერე კი, თავგადაკლული იფიცება, როგორ გეკადრება, მე შენ კი არა, ის და ის მყავდა მხედველობაშიო.

შესაძლოა, ყოველივე ეს, ვისმე ბრმა წამბაძველობით ხდებოდეს, თუ არადა, უდაოდ _ ნაბიჭვრობის სინდრომია

2. კიდევ ერთი ნიშანდობლივი სახე ჩვენი ყოფითი ფსიქოლოგიისა გახლავთ: …”უჩემოდ ვით იმღერეთა? ამაზე, მრავალი გონივრული შენიშვნა წარმოთქმულა და დაწერილა. მაგრამ მე ჩემსას გაგიმხელთ: ერთმანეთის მიმართ უშნო ჯიბრი, ცუდად მოგვეძალა. ზოგადად, საყოველთაო მოწონებას და აღტაცებას იწვევს ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება, კულტურის მუშაკთა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება, მაგრამ შიდა გარემოცვაში, ჩვენ გვერდით მოასპარეზე ინოვაციურად მოაზროვნე კოლეგის ატანა ფრიად გაძნელებულია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ვისმე ავტორიტატულ სტილს არ ექვემდებარება

ის რომ, მსგავსი ინოვაცია, ერთიანი საასპარეზო სივრცის აღმავლობას შეუწყობს ხელს, ამა თუ წამოწყების, შინაურ პოზიციებზე გამაგრებულ მესვეურთ ნაკლებად იზიდავთ

თავიანთ კარგ საქმეს, რომ სხვისი წამოწყებული კარგი საქმეც წაამატონ თავიანთი ავტორიტეტის შელახვად მიაჩნიათ.

ვგონებ: შეზღუდულობის სინდრომია

3.

გაბღენძილობა, საკუთარ აზრებზე ეგზალტირებულ სუპერპატრიოტთა მომაკვდინებელი სენია

სამშობლო ქალი ან ვაჟი არ არის, რომ მისდამი სიყვარული ამა თუ იმ გამორჩეულ, ზოგჯერ ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ ნიშან-თვისებების გამო ჩაგვესახოს.

ლოგიკურად თუ ადეკვატურად მოზროვნე ადამიანი სამშობლოს სიყვარულს ვერა და ვერ აიცილებს

ცნება სამშობლოში, ბევრად უფრო მეტია გამაერთიანებელი და მარადიული, ვიდრე პირობითობაზე, სტიმულირებაზე აღძრული რეაგირება.

სამშობლო თავზე ხელს ნამდვილად ვერ გადაგისვამს, მაგრამ იგი მაინც გიყვარს და ყველგან და ყოველთვის გენატრება.

ჰოდა, თუ არა ეს დამანგრეველი გაბღენძილობა, რაა იმის მიზეზი, რომ ამ სიყვარულის გამოხატვის გზები, ჩვენს პოლიტიკოსთა სწრაფვაში, ხშირად, ასე, დიამეტრულად განსხვავებულია.

სახრავსა და გამოსარჩენზე მსჯელობით, ჩემეულ დიაგნოზს, ამჯერად, არ დავამძიმებ. თუმც, მწვავე რეალობისდა მიხედვით, ამგვარი თვალსაზრისი, ბევრს შესაძლოა მარტივი და გულუბრყვილო ეჩვენოს

კი, გაბღენძილობის სინდრომი გვარიანად გვაზიანებს

..

P.S. სამშობლოს ერთიან სივრცეში აღძრულ სატკივარზე გამოთქმული ჩემეული მოსაზრება, არვის შეურაცხყოფას არ ისახავს მიზნად. მხოლოდ მცდელობაა, რათა საკუთარი ყოფის უკეთ დანახვა შევძლოთ

*

მართებული იქნებოდა დაემატებინათ _როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ ქვეყანაზე; მის კულტურასა და ბუნებრივ რესურსებზე / თავისებურად, ესეც მეცნიერების სფეროა/

რადგან გამოშტერება სამშობლოს რაობისადმი, ზერელე დამოკიდებულებით იწყება…”

Janri Gogeshvili

8 ივნისი, 2016 / ზოგი, ქართული გვარით მოხმაურე, საშოვრის მიზნით, ქართველთა წეს-ჩვეულებების ქირდვას ნამეტნავად დაეჩვია

*

Janri Gogeshvili

8 ივნისი, 2016  · თბილისი  · 

უკაცრავად ყველგან და ყველაფერში საკუთარი მეობის კიცხვა-გაშარჟებით ძაან ხომ არ გავერთეთ ზოგჯერ ისეთი სურათი იქმნება, რომ თითქოს ქართველობა და საქართველო სრულიად წაშლილია ყველა ორპირი და სულგაყიდულია ხშირად ღვარძლსა და იფქლის ერთმანეთში ვურევთ ვიღაც, ხომ ალალად შეეწირა ერის ინტერესების დაცვას ვიღაც ხომ დღესაც ძალისხმევას არ იშურებს, ერის მსახურების კვალი არ მოშალოს აუცილებელი არაა ყველა გმირი და თავდადებული შეიქმნას. რიგითი მოკვდავისთვის ისიც წარმატება იქნება თუ საერთო-ეროვნულ მოწოდებების კვალობაზე, მედიასივრცის (განსაკუთრებით Facebook-ის ) იქით, რეალობაში უფრო აქტიურად გადაინაცვლებს

ჯ.გ.

 

 

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

*”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

*ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

*
© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება

Комментариев нет:

Отправить комментарий