Translate

четверг, 13 мая 2021 г.

ცოდვილთა მოდგმა მიიწევს ცისკენ… /პუბლიცისტური შტრიხები/

ცოდვილთა მოდგმა მიიწევს ცისკენ…

 ქართველ პარლამენტარებს, ქართული სიბრძნისა ნაკლებად გაეგებათ, მაგრამ ერთობლივად და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვერც პატივცემული შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელის დანაბარები შეიმშვენეს… და თუ, ქებულ რაჭულ სიმღერაში, ”წერეთელმა დაგვიბარა”, თავისებური სიდინჯით და ერთხმად არკვევენ, ბოლობოლო, წერეთელმა რა დაიბარა, შარლ მიშელის ”დოკუმენტი” ერთობ საკინკლაო შეიქმნა… დალოცვილს (პტივცემულ შარლს), უფრო ნათლად უნდა დაებარებინა, თორემ, მოსალოდნელია, მისეული ”ჭვრეტანი”, ქართველთათვის, უთავბოლო შარში გახვევის მორიგ ”დებულებად” იქცეს

\/

ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის

 ჭვრეტა-განჭვრეტა ურიცხვ საგანთა,

ათასჯერ ქმნილა დავის საგანი,

თავად სიბრძნე კი, რჩეულ მოძღვართა

ჩაშლილა ვითარც მწიფე თავთავი…

ცოდვილთა მოდგმა მიიწევს ცისკენ,

იდუმალს შესტრფის ალაფ-ნადავლით,

და ვინ დაგიდევს ჩაკარგულ სიბრძნეს,

ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის…

16.07.1997

პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი_2010

..

***

კრეატიულობის ნიშნით

/ირონია/

პიროვნების ტიპების მიხედვით ადამიანების ასახვის ტენდეცია, ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდანაა ცნობილი; მერე უმრავალჯერ შეივსო და გამრაველფეროვანდა. საუკუნეთა მანძილზე, მეცნიერთა მიერ მრავლად მოხდა, ადამიანთა ტიპების კლასიფიკაცია, მაგრამ დღევანდელ უკიდურესად პოლიტიზირებულ სოციალურ გარემოში, შეგვიძლია, ყოველივე ბევრად მარტივად წარმოვაჩინოთ, ანუ პირიანზე ვთქვათ_ კაცური კაციაო; _ პირშერცხვენილზე კი _სულ მთად მთხლეაო…

და თუ ვინმე, მოინდომებს, და პოლიტიკურ სივრცეში, ამგვარ სოციალურ კვლევას ჩაატარებს, ”კითხვარებიც”, საგრძნობლად გამარტივდება. მატერიალურ რესურსთან ერთად, ადამიანურიც, საგრძნობლად დაიზოგება.

შესაბამისად, შედეგიც, ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, ბევრად გამარტივებული გვექნება;

იმედია, მომავალ არჩევნებში, საბოლოო შედეგი, ისევ და ისევ _”სულ მთლად მთხლე! _ არ დაიდება.

.

გამორჩენაზე დაგეშილი პოლიტიკოსები, ქვეყნის უბედურებაა… _ მარტივი სიბრძნეა, მაგრამ, როცა ხალხის ”შთამბეჭდავი” ნაწილი. წლების მანძილზე, მათზე აკეთებს არჩევანს… ესეც, მწარე რეალობაა

არ დავუშვათ, ქართველი ერის, თავისივე სასიცოცხლო გარემოსთან გაუცხოება!

 ადრე, ამბობდნენ ყველა მთავრობის ოღრაშიაო, ამ დრომ რა ”დააშავა”, ყოველივეს მკადრებელი ”კადრები” იცოცხლეთ, ბლომადაა… ეგრეთ წოდებული მასმედიის ჭარტალა ენების წაკვრით თავიანთი ”პერსონები” პროფესიონალთა ”ელიტებად” დაადგინეს და ერთთავად, სამთავრობო სტრუქტურებში, ფონდებში, ბიზნესებში არიან… პოლიტიკაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ყველგან ერთი და იგივე მოცემულობაა, ყველა ჯურის გაიმასქნებული ”ელიტები” ჩემულობენ თავკაცობას და პროცესების მართვას… ხშირად, პოზიციობ-ოპოზიციობანა სელექციურ რიტუალს წარმოადგენს; გრანტები და ყოველი გამოსარჩენ-ხეირი, მარჯვედ, რომ გადაინაწილონ…

თუმც, ალბათ არის მცირედი, პატიოსნად, რომ ცხოვრობს… მაგრამ, თავად ცნება პატიოსნებასაც ავტორიტეტი, ისეე ძაან შეერყა, რომ… ჰოდა, როგორც ჩანს, უკვე გვარიანად მივიჩიხეთ… და მალე ალბათ, კანონმდებლობათა იმგვარ პაკეტს მოგვახვევენ, რომ ეროვნული თვითშეგნება დასჯადი შეიქმნას...

გაცხადდა: “მაიკ პენსმა კურსდამთავრებულებს მიმართა - მზად იყავით, რომ ქრისტიანობის გამო დაგცინებენ .

ჰოდა, მიმართეთ ერს პატივცემულებო, სანამ, ჯერ კიდევ შანსია, რომ ერმა ყურად იღოს, მიმართეთ, ერთობლივ, ქრისტიანულად და ეროვნულად…

”…თუ გაიგებ, რომ ვინმე გზაჯვარედინებსა და მოედნებზე ღმერთს გმობს, მიდი და შთააგონე. თუ გარტყმა გახდება საჭირო, ნურც ამაზე იტყვი უარს, სილა გააწანი, ბაგეები დაუხშე, განანათლე ხელი შენი დარტყმით. იოანე ოქროპირი.

ჰოდა, არც ახლა გამოვა, ძაან მინაზებულად ქართული ღირსების დაცვა. რადგან ულტრალიბერასტებისგან, კაი ხანია, აშკარა მუქარა გაისმის. ხელისუფალნი კი, მათი დაფინანსებითა და სურვილების ასრულებით არიან დაკავებულნი. მასმედიიდან, განსაკუთრებით კი ტელეარხებიდან ეგრეთ წოდებული ”თავისუფლების” სახელით ისე თავხედობენ, თითქოს მათ მიერ შეთითხნილ სურვილებს იქით, სხვა საქართველო, არც არსებულა…

და ერთიც, ერისთვის ღირსეშანიშნავ 1978 წლის 14 აპრილს, მაშინდელი მილიციის დიდი ნაწილი ქართველ ხალხთან ერთად იდგა, ასე იყო დაუვიწყარ 9 აპრილსაც…

და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულს ”მომხდურები” დაეპატრონებიან…

ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის” სახელით ჯანრი გოგეშვილ

ქართულ ყოფაში _ ”თანამედროვე ავტორის” ნიშნულს, ლიტ-აქტივისტები _ ახალგაზრდული ასაკით განსაზღვრავენ… ”ტუსოვკისთვის” ალბათ, უფრო მოსახერხებელია… ჰოდა, უნებლიეთ, ლოსანჟელეში ”წიგნების ფესტივალზე” ათი წლის წინანდელი მიპატიჟება გამახსენდა…

*

JANRI-JUANSHER-GOGESHVILI.BLOGSPOT.COM

წიგნების ფესტივალები... _ მიწვევა / Book Festivals! _ you are invited to participate!

======= Authors On The Road 2010 LA Times Festival of Books Dear JANRI A GOGESHVILI, AuthorsDen is hitting th...

***

  © გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება

 * 
”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია” ¬/ «Обсерватория образных восприятий» / ¬ “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

*
***
*