Translate

воскресенье, 9 мая 2021 г.

სისხლიან ბრძოლის ველზედა... / დავით ბაჯიაშვილი

 

***

მიზანი და მისწრაფება

არ დატოვოს კაცმა გულზე,

თორემ იგი მწარე არის,

მწარე არის ყველა წყლულზე.

ამ მარტივ, სადა სტროფს, ნაკითხობით გათამამებულმა მკითხველმა, შესაძლოა,თვალი ზერელედ გადაავლოს, მაგრამ

უჩუმრად გაჰყვება მასში ჩადებული, დრამატიზმით მოცული შეგონების სიღრმისეული განცდა…

როცა ჩემამდე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 22 წლის პოეტის დავით ბაჯიაშვილის   ხელნაწერებმა მოაღწიეს, ვიგრძენი, ტექსტებში ავტორის მიერ ჩაქსოვილი მძაფრი სურვილის, აღსრულება მე უნდა მეტვირთა; გაცრეცილ, ფრონტისეულ ორომტრიალგამოვლილ ფურცლებზე,  ჩაკარგული, ალაგ-ალაგ გადღაბნილი, ტექსტები, საგულდაგულოდ უნდა ამომეკითხა და ავტორის მიერ შეგულებულ მკითხველებამდე პოეტური კრებულის სახით წარმედგინა.

დავით ბაჯიაშვილის შემოქმედება ბიბლიოთეკებში გავრცელდა, მის მშობლიურ სოფელში, ხსოვნის საღამოც გაიმართა. გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” კი, ცნობილ ლიტერატორ ზაალ ბოტკოველის მიერ შინაარსიანად ასახული რეცენზიაც გამოქვეყნდა.

...და ერთიც,რამდენიმე წლის უკან, დავითის ძმისშვილმა, პოეტმა და პროზაიკოსმა ცირა გოგეშვილმა (ბაჯიაშვილი) წიგნის ოცდაათამდე ეგზემპლარი 9 მაისს, ვაკის პარკში ვეტერანთა შეხვედრაზე დასარიგებლად წაიღო, მაგრამ შკრებაზე ვერ მოხვდა, თუმც, ვეტერანებმაც ვერ შეაღწიეს ფაშიზმზე გამარჯვების თარიღთან სიმბოლურად დაკავშირებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან… ცირამ პარკის შესასვლელთნ ჩამწკრივებულ პოლიციელების ყურადღე
ბა, ომში დაღუპული პოეტი ბიძის შესახებ
გაკეთებული საინფორმაციო სახის განცხადებით  მიიპყრო და საჩუქრად წიგნები გადასცა.

სამმართალდამცველებმა გულთბილი ინტერესი გამოავლინეს…

ჯ.გ.




 ***

ხატოვანი მოტივაციების კვალობაზე _ ამ ღირსეშანიშნავი წიგნს მოხმობაც შესაფერის განცდებს აღვიგძრავს…

*

*

*

*

*

*

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

***

Комментариев нет:

Отправить комментарий