Translate

суббота, 24 июля 2021 г.

ფარისევლური დიპლომატიის კრახი…

 ხელისუფალთა და საზოგადოების ნამეტნავად კოსმოპოლიტიკ აქტივისტთა მიერ, წლების მანძილზე,  ქართულ არსზე, თავდასხმელთა მიმართ _ შეგნებულად თუ შეუგნებლად _ ”კოჰაბიტაციური”, ენისმოჩლექით დანერგილმა შეფასებებმა, უშუალოდ მიგვიყვანა ამ კრიზისადმე

და ვიდრე, ეს უხეირო, ფარისევლური სვლები, ეროვნულობის კასტრირების მოწადინე ჯგუფებს, სულ მთლად არ გაათავხედებს, უმჯობესია, კონსტიტუციაში დროულად შევიდეს სათანადო ცვლილებები, რათა, ერი _ შეურაცხმყოფელი, ფიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ,  გამუდმებული არ იმყოფებოდეს

თორემ, თუმუშტისრიდი, მთელი ძალით აღორძინდება, მაშინქე მოგეხსენებათ… _ ქართული თუ მსოფლიო ისტორია, მრავლად იმოწმებენ, მსგავსი _ ”ფარისევლური  დიპლომატიით ატეხილ საბედისწეროღელვებს”…

 *მიდიმიაწექ!


მიდიმიაწექშეები სივრცეს...
მიდიდასწყვიტე ბედის ხლართები,
და მიეფერე ორგულს თუ ცბიერს,
ვგონებტყუილად არ გაირჯები!

მერე რაარომ უმალ გიმუხთლებს,
უმარტივესად დაგიგებს მახეს,
კრძალვით ეახელ და დაუამე,
შეუნარჩუნე ”მოყვასის” სახე...

მიდიმიაწექშეები სივრცეს!
მხდალს გაუმაგრე ფუყე კაცობა,
მერე რაარომ ვერ გაამართლებს,
შენს დაჭრილ მხართან გაიტრუნება...

მიდიმიაწექშეები სივრცეს...
და გამცემს უთხარრომ გესმის მისი,
გესმისრომ იგი მოდრიკეს ძალით,
რომ აიძულეს დასმენა სხვისი.

მერე რაარომ კვლავ დაგაბეზღებს,
შეთითხნის ნაცად და ყალბ ბრალდებას,
იქნებ ნამუსში ჩავარდეს ოდეს,
სინდისის ქენჯნა გაიოლდება...

მიდიმიაწექ... ყველა ღალატი
გადამოწმდება და გამართლდება,
ყველა ალიბი იქნება სრული,
მცნება ”შეუნდე” დაფრთიანდება.

მიდიმიაწექამხედრდი სივრცედ,
სიმწრის შეგრძნება გაადვილდება...
გული წრფელიაწრფელია ისევ...
და რიდი ”მუშტის” აღორძინდება...

22.02.2002

პოეტური კრებულიდანსიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010

, .

*

Janri Gogeshvili

ტივტივადობა

ტივტივა მოწობილობა, რომელსაც ჩაყურსულ მდგომარეობაში ახასიათებს ტივტივადობა და ამწევი ძალა.

 

სიცრუე იქცა მართვის მოტივად,

საზეპიროდ აქვს ტაძრებში შევლა,

და კაცი დარდობს, სამყარო ოხრავს,

მართალი გარჯა მოჩანს ვაგლახად

და ტივტივების ცქერით შეპყრობილი ხალხიც, მიუხედავ, ამდენი შფოთვისა, მოსეირედ იქცა

..

 

*

განწმენდა გროტესკის გავლით

დაწესდეს

სამართლიანობის ერთი დღე _

როცა _ ღარიბი ილიონერივით, უმჯობესია მილიარდელივით იცხოვრებს _ მილიონერ-მილიარდელები კი _  ქვეყნის რიგით მაცხოვრებლივით

ყოველი მონაწილე, შესაბამისი მატერიალური და რაც მთავარია ფსიქოლოგიური სადარდებელით დაიტვირთვება

მხოლოდ ერთი დღე _ ვფიქრობ საინტერესო ექსპერიმენტი იქნება

რაც უდაოდ ემპათიის, ემპათიკური გაგების განვითარებას შეუწყობს ხელს /ემპათია ადამიანის უნარი თანაუგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა./

გულაჩვილებულმა ბიუროკრატიამ ხალხს, ამერიკის მაგალითზე, შეიძლება ფეხების დაბანაც ქე დაუწყოს

..

P.S.

გროტესკი: (ფრანგ. grotesque < იტალ. ფრანგ. grota) — მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც მორთული იყო ორნამენტით, რომელშიც სასაცილოდ იყო შერწყმული მცენარეების, ცხოველების და ადამიანების გამოსახულებანი. სტილი, როცა უსაზღვრო კარიკატურულ გაზვიადებაზე, ურთიერთგამომრიცხავ კონტრასტებზე, პარადოქსებზე აგებული ფანტაზიით დეფორმირებულია სინამდვილე.”

*

Janri Gogeshvili

18 ივლისი, 2021

შეღავათი _

გარკვეული ტელეარხების ჩართვისას, შეგიძლათ ხმა დაადუმოთ და დროის მოგების მიზნით, მუსიკის მოსმენითა თუ საინტერესო ქრონიკების კითხვით გაერთოთ ტელეეკრანს, შიგადაშიგ, ისე სხვათაშორის გახედავთ, სიფათების მიხედვით, უმალვე მიხვდებით, ვინ რაზე, ვისზე და რა მიწოლით ილანძღება

და რადგან სქემატიზმი ხელწერად ექცათ, ცალკეულ ფრაზებსაც მექანიკურად აღიქვამთ სანქციები, სანქციები!_ ეშინიათ, ეშინიათ! _ ეს ცხოვრება კი, ძველებურად მიხრიგინებს

..

 Janri Gogeshvili

გაზიარებულია საჯარო-თვის

ცოტა წავიცელქოთ: სერიიდან სახელდახელო აზრები

_

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოლიტიკის ხელოვნება წაჯექ-უკუჯექის თამაშობას ემყარება მაგრამ ჩვენთან ბევრი წაჯდა და მერე უკან ვეღარ წამოჯდა ეტყობა, წაჯდომილში უფრო მოხერხებულად გრძნობს თავს

...

22.01.2008

*...

მირჩევნია პარლამენტში _ხალხის რჩეულებმა უხათქუნონ ერთმანეთს თავებში, ვიდრე, იქ საეჭვო ერთსულოვნებმა სუფევდეს და მერე იმ ერთსულოვნების შედეგებმა ხალხს დაუხეთქონ თავები

22.01.2008

*

_ზოგს ფიზილოგიური ცვლილები დაეწყო და ასე გონია

კოსმიური მისია დაუდგინდა

17.02.2008

*

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ან ვფიქრობთ, სამყარო და თავად განგება გვისმენს ზეციური ნეოსფერო იმახსოვრებს ჩვენს აზრებს თუ ზრახვებს და როცა კაცის გონი იქ შენახული ფაილების გახსნას შეძლებს, აი, საყოველთაო ლუსტრაცია თუ იქნება, ის იქნება თუმც, შესაძლოა იმ დროის რომელიმე ხელისუფალმა წინაპართა "სახეების" შენარჩუნების გამო, ყველაფერ ამაზე ვეტოს დადებაც მოახეროს

5.02.2008

*

ადამიანი ქმნის, ტექნიკა ემორჩილება _ მაგრამ სწრაფი ტემპით, თითქმის ფანტასტიკის ზღვარზე განვითარებულმა ტექნოლოგიებმა მოზარდი თაობის დიდი ნაწილი გამოატუტუცა”…

13.02.2008

*

მოგვიმრავლდა ვითომდაც პროფესიონალიზმით მოკეკლუცე განსწავლულები _ რომელთაც, უმთავრესად ის ეხერხებათ ავტორისეული ნიჭი, ცოდნა-მონაპოვარი, წინადადებაში შემთხვევით გამორჩენილი მძიმე-წერტილის დასმითა და მოაზროვნეთა სენტეციებისა თუ გამონათქმების მოშველიებით მიაფუჩეჩონ

19.02.2008

*

ნაცნობი თემაა, მაგრამ მაინც დავკონკრეტდები: ხელისუფალს არ უყვარს ნიჭიერი, თავისუფლებისმოყვარე შემოქმედი, _ გარდაცვლილს უფრო ჰგუობს, რადგან თავისი ჭკუით მის ნაღვაწს, საიდანაც უნდა იქიდან გამოაბამს ყურს, სახელურს თუ კიდევ ათას სხვა რამეს

19.02.2008

*

მაგას რაღად უნდა პრემია, ჯილდო თავადაა _ გამოკრთა გონში მორიგი ინფორმაციის მოსმენისას.

19.02.2008

*

ზოგი ადამიანის მოწოდებაა გამუდმებით ვინმე უყვარდეს მაგრამ სიყვარულსაც გააჩნია იმ ქალმა ნამეტნავად აფორიაქება იცის, არც გარეგნობა მოსდაგამს შესაბამისი, არც სულიერება”… და ვაი, მისი ბრალი, ვისაც ეგზლტირებული შეაფრინდება”…

7.06.2008

*

ამ დალოცვილ ინტერნეტში მრავალ უცნაურ თემაზე წამოწყებულ ფორუმს წააწყდები, ვთქვათ რაღა აზრი აქვს წიგნების გამოცემას?, რა საჭიროა თეატრი, ანუ თეატრის დროც წავიდა!.. და ასე შემდეგ ვინმემ შესაძლოა ამგვარი წამოკიდებაც შემოგვთავაზოს: რა საჭიროა ტვინი გვჭირდება თუ არა ვიაზროვნოთ?.. გამარტივებული ჭკვა; ანუ თავის ქალაში ტვინის მაგივრად ორი სადენი; ერთი მიერთებული კუჭთან, მეორე _ არჩევანი_ ფორუმის მონაწილეებისთვის მიგვინდვია

27.09.08

*

Janri Gogeshvili

15 ივლისი 

ევროპარლამენტსა და ევროკომისიას სურთ, რომ ლგბტქ აქტივისტები შევუშვათ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. უნგრეთს ეს არ სურს, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ბრიუსელელი ბიუროკრატების საქმე არ არის და მხოლოდ უნგრეთს ეხება. რაც უნდა გააკეთონ, ჩვენ არ დავუშვებთ ლგბტქ აქტივისტებს ჩვენს შვილებთან, _ დასძინა ორბანმა.

*

უნგრეთი (უნგრ. Magyarország) .... სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.[7] მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირის, NATO-, OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ...

*

P.S. აქაური ლიბერატების კაკანით, ცენტრალურ ევროპაში მდებარე, ამგვარი ტიტულების მქონე _უნგრეთი არის ევროკავშირის, NATO-, OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი._ ქვეყანაზე მეტი ულტრაევროპელები ვყოფილვართ დალგბტიდეოლოგიის დანერგვის ზრახვებით, შეიძლება სამოქალაქო ომის საფრთხეც შევქმნათ... _

ცაში ნაწრთობი ძირძველი გენი

სხვათა ცოდვებით ჭკუაგახედნილთ,

სიცარიელე მორევიათ, სიავე მართავთ,

სამშობლო უჩანთ ტლუდ და ურგებად,

არადა, მაგათ ფერებაში ქვეყანა გაცვდა.

მოსაწევი და საყლაპია ზომბთა სანატრი,

ივერთ კი, მოსდგამთ მამულის განცდა,

ცაში ნაწრთობი ძირძველი გენი,

აროდეს არა,

ვერ იქცევა მსხვერპლად ხროვათა.

(..)

*

და ისევ _

ხომ მხნედ ხარ ქართველო!

ოპოზიცია-პოზიცია ისევ მიშელის დანაბარებზე ცოდვილობს და სანამ, თავიანთ გარემოს დემოკრატიული კომფორტით შეავსებენ; დასაქმდებიან კომიტეტებში, შექმნიან ფრაქციებს, კომისიებს, პატაკების დასამოწმებლად ელიტარულ უცხოეთში წავლენ-წამოვლენ, ხალხის გაყვლეფის პოლიტიკა, ხმაურიანი სიუჟეტებისა და პერმანენტული კოვიდრეჟიმის ფონზე, კვლავ დინამიურად გაგრძელდება

ქვეყნის მომავალზე აღტყინებული პარტიების რიცხვი კვირიდან კვირამდე მატულობს და ამ მხრივ შესაძლოა, გინესის წიგნის რეკორდსმენიც ქე გავხდეთ

მავანნი დემოკრატობანას ექსპერიმენტებით ინარჩუნებენ საარსებო სახეს, ქვეყანას კი, განგებისგან მომადლებული საციცოცხლო ენერგია ეცლება

ჰოდა, ისევ ძველებური შემოძახილი:

\/

ხომ მხნედ ხარ ქართველო!

 

ხომ მხნედ ხარ ქართველო!

ხომ არ მოიწყინე,

ხომ არ შემოგაკლდა ცეცხლი?

ხომ არ გეხარბება

და ხომ არ გადარდებს,

სხვისი ოქრო და ვერცხლი?!

ხომ მხნედ ხარ ქართველო!

ხომ არ დაძაბუნდი,

ხომ არ გაგილაჩრდა გული?!

ხომ არ დაიმშიე,

ხომ არ შეგამცივნა,

ხომ არ შემოგაცვდა სული?..

ხომ მხნედ ხარ ქართველო!

ხომ არ დაიბენი?

ხომ უძლებ უიღბლო ტკივილს

ხომ იცი სამშობლოს

სხვაგვარი სითბო აქვს,

ძველ ხნულში იმედი ღვივის

28.04. 2002

პოეტური კრებულიდან სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _ 2010

*

Janri Gogeshvili

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. თარიღი - იუნესკოს უილიამ შექსპირის საპატივცემულოდ შეურჩევია

ისე კი _ სხვათაშორის _

”1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.

***

დღესდღეისობით კი, იუნესკოს მიერ _

”2021 წელს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება თბილისისკენ, როგორც მთავარი კულტურული ცენტრისკენ იქნება მოპყრობილი…”

ჰოდა, აქტივისტი ლიტერატორებიც, მრავალჯერ წარმოგვიჩენენ თავიანთ ღვაწლს

მე კი, ამგვარი შეხსენებისკენ გამიწია გულმა

\/

გული ნაოცნებარი

კითხვას გადაეჩვია

დღეს ასობით მკითხველი,

თამაშ-თამაშ, უვიციც _

გახდა მიმომხილველი,

ქარაგმებით ღვივდება

"პოლიტსახის" იმიჯი,

ტელეეკრანს შეაცვდა _

შვილიცა და მშობელიც

და ოცნებაც არ ელავს,

არის მიუსაფარი

გახსოვს?

ლექსის ნაპერწკალს

გაურბოდა მზაკვარი...

ახლა,

თითქოს წრფელ გრძნობას

მიაყარეს ნაცარი,

მაგრამ, მაინც გუგუნებს _

გული ნაოცნებარი

7.04.2000

პოეტური კრებულიდან სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010

***

***

გამორჩენაზე დაგეშილი პოლიტიკოსები, ქვეყნის უბედურებაა _ მარტივი სიბრძნეა, მაგრამ, როცა ხალხის შთამბეჭდავი ნაწილი. წლების მანძილზე, მათზე აკეთებს არჩევანს ესეც, მწარე რეალობაა

,,

 

პომპეზური ქველმოქმედურიეპოქადა ადამიანური სიბეჩავე

/შეხსენების პირობაზე/

…”გულისამაჩუყებელი სიმართლე უხვავად იფრქვევა, მაგრამ გულითადი სინანულის, ანუ, თავისი ცოდვის ღრმად შეგნების მომსწრენი, ნაკლებადა ვართ, განსაკუთრებით, ქვეყნის პერმანენტულად მმართვის მსურველთა მხრიდან

ემოციებით წაკეკლუცება, რომ არა, ამოტელა სიმართლის მღაღადებელი ერი, ამგვარ სიბეჩავეში, როგორ აღმოვჩნდით

ჰოდა, საარჩევნო დაპირებების დაწყებამდე, კანდიტატი, იძულებელი უნდა იყოს, იმიჯის გადახალისება, თავისი ცოდვების მხილებით დაიწყოს თორემ, ბოლობოლო, საქვეყნოდ გაბახებულ მმართველთა გადავლით, მრავალი, ქრონიკული მავნებელი, ისევ და ისევ იხელთებს დროს ანუ, ნაცმოძრაობის ძველმა შუბოსნებმა, იქნებ, ბევრად მწველად გაიაზრონ ის რომ, ერისთვის უპერსპექტივო _პომპეზური ქველმოქმედური ეპოქის მოვლინება, მათმა მანიაკალურმა ამბიციებმაც განაპირობა

P.S. “ბიპოლარული აშლილობის კომპონენტი, რომელიც ხასიათდება უკიდურესი აღფრთოვანებისა და უსაზღვრო ეიფორიის პერიოდებით, გრანდიოზულობის გრძნობებითა და აზრებით, საკმარისი მიზეზისა და რეალური პიროვნული შესაძლებლობები არარსებობის პირობებში.

*

 Janri Gogeshvili

18 აპრილი, 2018  

ანალტიკური მიმოხლვა

შიშველი ასოები,

მეტაფორათა გარეშე,

კონსტიტუცია, _ ბოსთა მადაზე;

კასტრაცია სამართებლივი სივრცის,

პროსტიტუციული მრავალფეროვნება;

ქუჩის, საროსკიპოს, არატრადიციული,

პოლიტსერვისული, ბიზნესგარემოს

გაუმჯობესებისა თუ ავანგარდისტული

ნიშნით.

მასების მოდერნიზება, ლანდშტაფთან ერთად,

თითლიბაზი მონსტრები; ბანკები! ბანკები!

ძალადობა ისახება და მტკიცდება ვალებში,

შიში, ძრწოლვა აბორიგენთა თვალებში.

აღიმაღლეთ ხმა!

აღიმაღლეთ ხმა!

აღიმაღლეთ ხმა!

გახსოვდეთ აღმაშენებელი,

რუსთველი, ილია, ვაჟა, აკაკი და სხვა ქველნი.

საქართველო ერთია და თქვენ გაქვთ მისია,

იყოთ მისი ამაღორძინებელნი და მცველნი.

..

*

28 მარტი, 2017  · თბილისი  · 

გაზიარებულია საჯარო-თვის

ბრმად მინდობა, გვექცა იარად

ზეციდან მიწას, მიწიდან ზეცას ლეგენდა ლამბავს,

ჩვენ სიყვარული ამ მიწა-წყლის ვაქციეთ ფარად,

ამა საუნჯეს, სხვათა მომავლის მძევლობა დაღავს,

ვერა, ვერ ვძლიეთ ბრმად მინდობა, გვექცა იარად

 

*

ვიწყებთ ეროვნულ მოძრაობას!!!” _გაისმის შეძახილები, პოლიტიკურ ძალთა _ მორიგი დაპირისპირების ფონზე _აბა აქამდე, რა ცოდვაში ვტრიალებდით _ დემოკრატიის დამკვიდრებაზე რატრატი პერპეტუმობილედ, რომ ვაქციეთ?!

***

შეხმიანება მეხსიერებასთნ

http://gogjuansher.blogspot.com/2018/01/2-4-2005.html

*

15 მარტი, 2019  ·

საქართველოში ეგრეთ წოდებულიეროვნული თანხმობისმიღწევა პერმანენტულ იდეა-ქმედებად იქცა. ამგვარი შინაარსის განცხადებები, უმეტესად პოლიტიკურ კრიზისებს, ანუ სამართლიანობის აღდგენის მორიგ ფსიქოტალღას ემთხვევა; ვითარდება შოუების ფონზე და ამა თუ იმ კოლორიტული კლანის, ამა თუ იმ ბანკირისა თუ ბიზნესმენთა აღმავლობით გრძელდება.

მორიგსენსიტიურგადაფურჩქვნა-გადმოფურჩქვაში, კონსტიტუციაშიშენიღბულიტერმინი _ "სოციალური სახელმწიფო" _ ისევ ტერმინად რჩება.

და დღესეროვნული თანხმობისუპირველესი მიზანი, ამ პირობის

განხორციელება უნდა გახდეს, ანუ როგორც თავის დროზე გერმანელებმა კონსტიტუციაში ჩაწერეს; "საკუთრება ავალდებულებს, მისი გამოყენება, იმავდროულად, საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს."

ისე კი, ზოგადად, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ჩვენთან უამრავი დემონსტრაცია გამართულა; და პატრიოტიზმით მოტივირებულმაგულუბრყვილოებმაცუამრავი წელი _გადადექი, გადადექისა თუ გაუ-გაუს ძახილში _ გავატარეთ

*ჯანრი გოგეშვილისბლოგიდან” _პარლამენტის შენობისკენ, პარლამეტთან, ტელევიზიისკენ, და ისევ პარლამენტისკენ... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ...) ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2009 წელი.

*

Janri Gogeshvili

აჰო-ია

/იუმორესკა/

რეიმონდრეიკურცვაილი ამერიკელი მეცნიერი, გამომგონებელი, ფუტურისტი,  გუგლისინჟინერიის დირექტორი  (რეი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მრჩეველიცაა…) მისი პროგნოზები სცდება ფანტასტიკის ჟანრსა თუ კონსპირაციის თეორიებს, თუმცა, 86-პროცენტიანი სიზუსტით მართლდება.

გარკვეული ხნის წინათ, ისიც იწინასწრმეტყველა, რომ მომავალში, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით საკვებს ჰაერისგან (”ჰაერიდედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი აირების, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადის, ბუნებრივი ნარევი”) დაამზადებენ

მაგრამ ჰაერის ნაკლებობა, რომ არ განვითერდეს, და სასიცოცხლო გარემოს, არ ვავნოთ, უმჯობესია, მეცნიერებმაყბედობისტექნოლოგიურ ათვისებაზე იფიქრონამპროდუუქცითხომ პირდაპირ გადავსებულიაპირდაპირი ეთერი”… ყოველი მორიგი ხელისუფალი აღორძინებას გვპირდებადაპირებები _  ჩქეფს და ჩქეფს

და თუ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა მოხეხდა,  ავშენდით  და ეგაა

გამართლდებააჰო-იასგრანდიოზული პროექტი

ერთი, მაგიდის თავში დადგება, მეორე _ბოლოში.

პიкველი შემოსძახებსაჰოს”, მეორე შეაგებებსიასდა აივსება სუფრა სანუკვარი კერძებით

ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა კომუნისტების დროსფსიქიატრიულიდანგამოსულ ამბერკისკეთილი კაცი იყო  და საჭმელ-სასმელზე დარდიც აღარ გვექნება. დადგება ორი კაცი გრძელი მაგიდის აქეთ-იქეთდააჰო-იას!” გადაძახილში ვინეტარებთო

რა ვიცი, ყველა უცნაურობა გამართლდა და ეს რატომ იქნება სხვაზე ნაკლები?!

ჰო, სხავათაშორის _დროა, საზოგადოდ მივიწყებელი ცნების განმარტებაც გავიხსენოთ:

სოფიზმი

Phil.

Gk. sophisma

ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას და სხვ.

(უცხო სიტყვათა ლექსიკონი)

P.S. ჰოდა, ამ მხრივ, მართლაც მაგარი კადრები გვყავსმრავალგზისნაწრთობიბიუროკრატია  _ იღვრება და იღვრებაცრუსიბრძნე ” ...

 ..

 *

Janri Gogeshvili

ვაშინერსი ნიშნავს აკრძალულს, რისი ხსენება, გაკეთება თუ შესრულება არ შეიძლება

ფრიად საგულისხმოა და გასათვალისწინებელია მეგრული გამჭრიახობა და წინდახედულობა განსაკუთრებით ახლა, როცა ამდენი სალანძღავი სიტყვა მოედინება ქვეყანასა და ხალხზე გულაჩუყებული აქტივისტებიდან როცა, ხელისუფალს ცნება შიმშილის წარამარა დაფიქსირება აღიზიანებს და მავანთ ცხოვრება, რომ არ გაურთულოთ იქნებ, ამგვარი ქარაგმულობა დავნერგოთ, ანუ გადამძღარი ღორები  გურმანებად მოვიხსენიოთ უამრავი, არაემოციური სიტყვებით შეიძლება ჩვენი გასაჭირის გამოხატვა (ისე, ცნობისთვის: ინდიურ ეპოსში შიმშილი _ ბაკდევინს ნიშნავს; კენებაკი _ გველს) ყველა დროის ბიუჯეტზე მიბმული ბიუროკრატთა ქორო გამუდმებით გულმოდგინედ აფერადებს დუხჭირ ცხოვრებას და წამდაუწუმ მთავარი მყვლეფავების ნამოქნედარს ამართლებს ვირეშმაკობაში განსწავლულებმა, არ უნდა შეიცნონ, რომ ზოგჯერ შერისხული ოპოზიციის, გარკვეული ნაწილი, წრფელად ესწრაფვის ქვეყნის მსახურებას, და მეჩეჩზე გახიდული ქვეყნის, ხიფათიდან დამხსნელები, დიდის ალბათობით, შესაძლოა, სწორედ მათ რიგებიდან დაწინაურდნენ

ასე, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის დროა

.

*

3 აპრილი, 2017  · თბილისი  · 

უბრალოდ, ჭრელზე ჭრელია

დღევანდელ, ცნობიერებამორღვეულ საქართველოში, მავანთა სიტყვიერი გამოხდომებითა თუ ანომალიური ქცევებით შეძრული ამა თუ იმ სფეროს, ამა თუ იმ მოღვაწისგან ხშირად გვესმის რიტორიკული შეკითხვა; სად არის ქართული საზოგადოება?!

ჩემი აზრით კვლავაც ხავსს ვეჭიდებით, რადგან რა ნიშნითაც ისინი კითხვას სვამენ, ამგვარი საზოგადოება კარგა ხანია ქართულ სივრცეში აღარ არსებობს.

და ალბათ, რიტორიკული თუ მშფოთვარე შეკითხვა _სად არის ქართული საზოგადოება?! , ინერციით, ისტორიული წიაღსვლებიდან გამომდინარე ისმება

ლამის გულუბრყვილობაა ვირტუალურ სივრცეში, ვირტუალურად მოფუსფუსე ქართული საზოგადოების იმედი გქონდეს.

რადგან მას, იმავ ერთობით, როგორც ოდესღაც, წიგნიერების სურნელი კარგა ხანია არ იზიდავს. მჩატე, მარტივი ამბები სექსუალური დატვირთვით კიდევ ჰოო

(თანაც, სასიყვარულო სწრაფვაც თავისებურად გამარტივდა, ძველებურად სამყაროსეული შეგრძნებით, მიმზიდველად და მოხდენილად, ახლა ცოტა ვინმე თუ ხარობს ან იტანჯება.)

საზოგადოება, რომლისგანაც თანადგომას ვითხოვთ, მის ერთიანობაზე,

რომ არაფერი ვთქვათ, არა თუ მრავალფეროვანი, უბრალოდ, ჭრელზე ჭრელია და ამას ყოველნაირად უწყობენ ხელს მედიაცა და პოლიტიკური სპექტრიც ერიცა და ბერიც

რდგანაც, ბევრი ისეთი რამის გაუაზრებლად ატაცება გვჩვევია, რაც მერე საკუთარი ხელით დაგებულ მახედ გვექცევა

საშველი? საშველი ეროვნულ ცნობიერების აღორძინებაშია, იმ ცნობიერებისა, რომელშიც აზრთა მრავლფეროვნება ქაოტურ საშიშროებად კი არ გვევლინება, არამედ ეროვნული თვითშეგნებისა და ქვეყნის ერთიანობის მოვლა-პატრონობისკენაა მიმართული

და ერთიც, საზოგადოდ, სურვილი არაა ქვეყნისთვის სიკეთის მოწადინე რიგითი მოქალაქის ნააზრევის შემჩნევა-შეცნობისა. რადგან პატრიოტიზმიც კი, თითქოსდა სექტანტურ მოძრაობებად ვითარდება

..

*

რუბრიკიდან _მემატიანე მოგვითხრობს

ქართულ სამოთხეში ცნობილ მოღალატეებს, ფრიად დიდი გასავალი აქვთ განდგომა და ღალატი მგონი იმათაც ართობთ ვისაც ღალატობენ, თავს ლაფს ასხამენ

ერთგულება, აშკარად ნაკლებ პატივშია; წარჩინებულთ ამა ქვეყნისა, მოყვასის მეტისმეტი თავგამოდება კიდეც აღიზიანებთ, რადგან ბუნებით, თავად გადამგდებნი არიან

ჰოდა, ესრე გადაგდებ-გადმოგდებაში, ქვეყანას მომხდურებივით ძარცვავენ; იმაზედ აქვთ აზრი ვინ ვის, სად და როდის უყელოს, ნაძარცვი წაგლიჯოს და მიისაკუთროს

ქვეყანა ესრე, ჯერ კიდევ მირახუნობს; იმის ხარჯზედ, რომ თითქოს საერთაშორისო ფერხულშია ჩამბული, მაგრამ აქაურ მკვიდრთა უმეტესობას, მამა-პაპის ოფლითა და სისხლით შემომტკიცებული მიწა-წყლის მადლი ვეღარ შერგებია. მედროვეთა კარუსელით ჩამორიგებული ესა თუ ის მთავრობა, ერთთავად ზესახელმწიფოთა მმართველი ელიტის მაამებლობას ეშურება

მაგრამ ავიწყდებათ, რომ მარტო მიწიერ ვნებებით არამც და არ იმართება ქვეყნიერება

და თუმც, ქართულ სამოთხეში ცნობილ მოღალატეებს, ფრიად დიდი გასავალი აქვთიქიდან ყოველივე სულ სხვაგვარად მოჩანს

განემზადენით!..

ჯუანშერი

*

23 ივნისი, 2017  · 

კონსტიტუციური მონარქია _

განა ცუდია, მაგრამ ჩვენებურ თავადაზნაურთა ამბიციები ბევრად უფრო მძაფრია, ვიდრე ის, რაიც ერისთვის თავდადებულ, უშუალო, ხალხის ჭირვარამის გამზიარებელ, ღვთის მსახურებაში ნაწრთობ მამულიშვილთ სჩვევიათ

და ერთი, რიგითი ქართველის მოსაზრებით, რიგიანი იქნება თუ ტატხტის მაძიებლები, ბაგრატოვანთა ამა თუ იმ შტოდან, ტურისტული საგზურით კი არა, არამედ, ხანგრძლივად ცხოვრების განზრახვით დაბრუნდებიან წინაპართა სამშობლოში. ეკლესიის შეწევნით ამა თუ იმ მონასტრის შორიახლო დასახლდებიან. იღვაწებენ; სამეფო კარის ღირსებისამებრ შემოსილნი, მონაწილეობას მიიღებენ, ეროვნული ცნობიერების აღორძინებისა და განმტკიცების გამომხატველ დღესასწაულებში, საქველმოქმედო ღონისძიებებში და ..

რადგან, როგორც ჩემს ერთ ლექსშია გამხელილი:

ვიცი, რომ გტანჯავს ათასი კითხვა,

მაგრამ სწორ პასუხს, ისე ვერ გასცემ,

თუ წრფელ მამათა მცნებათა ნაკმევს

არ შეისუნთქავ და გაიაზრებ!..

სამი-ოთხი წლის შემდეგ კი, გარკვეულწილად გამოიკვეთება სამეფო ოჯახის არეალი თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში

P.S.

მახსენდება 1991 წელს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მორიგ სუფრასთან, სადაც, ასე რვა თუ ცხრა ქართველი ვხარობდით, სამეფო კარისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოს წარმოთქმის მერე, თითქმის ყველა იქ მყოფი მოჰყვა თავისი საგვარეულო შტოს წარმოჩენას. ოღონდ, მე არ გამომიდვია თავი ჰოდა, საბოლოოდ დადასტურდა, რომ იქ მყოფთა დიდი უმრავლესობა, ყველა წარჩინებული გახლდათ; მათივე მტკიცებით თავადთა, აზნაურთა, საეკლესიო პირთა და სათავადაზნაურო მოხელეთა შთამომავლები იყვნენ მხოლოდ მე ერთი ვინარჩუნებდი გლეხობას. მართალი გითხრათ, ერთი პირობა სევდა მომერია მერე კი, ისევ იუმორმა მიშველა

_იმდენი არ აგიდგათ გვერდები, მე თქვენი რჩენა ვიკისრო მეთქი

და რადგანაც იმ სუფრის თამადა გახლდით, მორიგი სადღეგრძელო იმ კაცთა ხსოვნას მივუძღვენი, რომელთაც თავიანთი ღვაწლით; შემართებით, თავდადებით, ერთგულებით და გონიერებით განასხეულეს და უკვდავჰყვეს ცნება ქართველობა

*

Janri Gogeshvili

3 ივნისი, 2017  · თბილისი  · 

ისევ უნდობლობის სინდრომზე

რიგითმა ადამიანებმა პოლიტიკური ლიდერების მიმართ რომ რწმენა დაკარგეს, ეს ნათელია, მაგრამ რაც უმთავრესი და მტკივნეულია, საქართველოს ტკივილით ნასაზრდოები თაობა, ტელე-ინტერნეტ მოღვაწე, ეროვნული ლიდერობის მოსურნე პერსონებსაც უნდოდ ეკიდებიან.

რადგან, უმეტესობის ნათქვამს და საქვეყნოდ დაქადნებას ფასი აღარა აქვს; შენ, კი გინდა ენდო მათ სიტყვებს. უერთგულო, მაგრამ ის, ვისაც ამგვარი დაფიცების პირობაზე მხარს უმაგრებ, თავისი ხეირის მიხედვით იცვლის აზრს და მიმართულებას და სრულიად მოსალოდნელია, მორიგი საშოვრისკენ მზაკვრულად გადაინაცვლოს, ან ისეთ ვინმესთან აღმოჩნდეს შეკრული, რომელიც ქვეყანას აშკარად ძარცვავდა, აჩანაგებდა.

ასე რომ გასაერთგულებელი, თითქმის არც არავინ დარჩა რა თქმა უნდა, მასმედიაში გამოჭენებული პოლიტიკური სფერო მაქვს მხედველობაში.

და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გარკვეული, მეტწილად სუფთა ბიოგრაფიის მქონე ეროვნული სულისკვეთებით აღჭურვილ ქართველთა ერთობის მიერ, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისადმი ერთგულებასა და თავდადებას არ ვიხილავთ..

.

*

 საძიებელი

***

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

*”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ ¬“Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/

*ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

*
© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება

 

Комментариев нет:

Отправить комментарий