Translate

пятница, 11 июля 2025 г.

ნამეტნავად დაჩქარებული ცივილიზაცია /იუმორესკა/

 

ნამეტნავად დაჩქარებული ცივილიზაცია

 –შემზარავი ამბავი, შემზარავი ამბავი, შემზარავზე, შემზარავი ამბავი!!!––გააბმით იცხადებდა ლურცია, ოთხმოცდაათ წელს მიღწეული, ჯერ კიდევ, ყოჩაღად მოაზროვნე და ყოჩაღად მოძრავი, ყოფილი დაწყებითი სკოლების, ყოფილი პედაგოგი, რომელსაც ნამდვილად სურდა, მასთან მცხოვრები ნათესავის ქალიშვილი, რომელიც, წვეულებიდან დაბრუნების შემდეგ, ტანსაცმლით და გაუნძრევლად ეძინა, შესაფხიზლებად აღძრულიყო.

ამგვარი შეძახილებით, რომელიც, შესაძლოა, სენტეციადაც კი აღექვა, ოდნავ წიგნიერ ადამიანს, ქალბატონმა ლურციამ, ოცამდე წრე მაინც გააკთა, და ყოველგვარი იმედი, რომ გადაეწურა, ხმას, ვინმეს მიწვდებოდა, გვერდითი აივნიდან, ალეს ხმა გაისმა:

–ხომ მშვიდობაა, ქალბატონო ლურცია?!

ადრესატმა შვებით ამოისუნთქა და უმალ აივანზე გაიჭრა.

–ჩვენებურად, კი, ამჯერად, გადაშენებს, მგონი უგანეთ, მაგრამ ნაღდი გადაჯიშება, ცივილიზაციიდან გვემუქრება!

–რა, კიდევ ცადა ვინმემ...

–ცადა კი არა, სრულად განახორციელა, აგერ, ახლა წავიკითხე ჰუმანოიდი რობოტები სხვადასხვა შეხებას ადამიანივით იგრძნობენ —დარტყმას, ტემპერატურის ცვლილებასა დანით დაჭრასაც კი... კანი ჟელატინისგან დამზადებული ელექტროგამტარი მასალისგან შეუქმნიათ... კი ბატონო, ამათ ტექნიკურ სრელყოფას ვერ მოშლი მეთქი, მაგრამ, აგერ დილით, უკვე გვაცნობეს, რომელიღაც კერძო ფირმას, ჩვილების გამჩენი ბიორობოტებიც დაუპროგრამებიათ, ყველაფერი ისე აქვთ, როგორც ადამიანებს, ოღონდ, გამარტივებული სახით, ბიოქალი მშობიარობს კიდეც, ოღონდ, კვანტურად, და თუ ინდომებს, რამდენიმე ბავშვსაც დაჩქარებული მეთოდით აშუშებს... შემზარავზე, შემზარავი ამბავია!!!

–გააჩინოს მერე, მე მაინც არ ვაპირებ!–ნებიერი ხმით მოისმა ოთახიდან; ძილბურანში მყოფმა გოგომ, ეტყობა მხარი იცალა.

–ცივილიზაციას, წინ ვერ აღუდგები...–ბრძნული კილოთი განაცხადა ალემ.–მერე თავის დაზღვევის მიზნით დაუმატა–ფეიკი იქნება, აგიჟებს ხალხს, ეგ კომპიუტერი!–ისიც პენსიონერი გახლდათ. მთლად ლურციასავით ხანდაზმული ვერა, თუმც, თავს ხშირად იწონებდა, ჩემმა ბადიშმა თუ იმარჯვა, და ამ მარშებში, დაქორწინდა კიდეც, ჩემს სანათესაოში, საპატივცემულო პეპერას ტიტულს მომანიჭებენო...

–ასე იძახოდი შენ! მორჩა, ბოლშევიკები ისტორიას ჩაბარდაო და აჰა... ნახე რა დაჭერების სერია წავიდა...

–ეგ რა შუაშია, ხულიგნობისთვისაა შეყრილი ის ხალხი, ყველა რეჟიმს, თავისი პროფილაქტიკა აქვს!

–ჰო გუშინ, ძლივს დავაღწიე თავი; მაგ პროფილაქტიკას, რავი, ისე მოიწევდა რომ... ამათ, ის ბიო–რობოტი ნამდვილად აჯობებს...–ნებიერმა ხმამ კვლავ გამოღწია ოთახიდან.

ოღონდ, ამჯერად, სრულად აღიქვა მასპინძელმა.

–ჰოდა, მიბრძანდი, იმ ბიოკომუნაში, ერთჯერადი ტვინიც, აქვთ შექმნილი, ჩაგიდგამენ და იქნები ბედნიერად...–მერე ხმის კილო უცებ შეცვალა––გაიღვიძე?!–თბილად მიმართა შვილობილად შემოსახლებულს,–ოთახში შეიხედა–ძილში ლაპარაკობს, მგონი მთვარეულია!

–აჯობებს მეთქი!–გაჯიუტდა გოგო, სექსიც უნივერსალური ექნებათ...

–ჰო ტვინებიც, პროგრამების მიხედვით ააქვთ გახედნილი; შენ, შენსას მოგარგებენ...–ლურცია სიბრაზეს, მაინც ვერ მალავდა, –შენი შვილიშვილი, რობოტუნა გოგოს, რომ მოგისრიალებს შინ, მაშინ, ნამდვილად, ახალი შთამომავლობის ნოე შეიქმნები!–არ დაინდო მეზობელიც,–რომელიც მღელვარებაში, სათანადრდ, ვერ აჰყვა.

ალე, დაფიქრდა; უნებლიეთ, აღარც მეზობლის მოპოვებული ინფორმაცია, მიაჩნდა „ფეიკად“.

–რა ვიცი...– ძალზე უნდოდა, მოესწრო და პეპერა გამხდარიყო;–ნეტა, შვილები, როგორი ეყოლებათ?–წამოცდა უნებლიეთ. ჩვენ ტრადიცების ხალხი ვართ, მაგათაც, ჩვნებურად მოვაქცევთ!–მეზობელთან ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა.

–რა, ასე, ნამეტნავად დაჩქარებული ცივილიზაცია არ გინდოდა ხომ?; პეპერობა გიუქმდება!–ნიშნისმოგებით შეაგება მეზობელმა, კი ნამდვილად ყოჩაღად იყო.

–მე მაინც არ ვაპირებ, რამეს გაჩენას!–ლუღლუღებდა, ჯერ კიდევ, გონებააბურდული, –თუმც, მაგათი სექსი, მაგარი პონტი იქნება...

–ეგ, დროზე, თუ არ ჩაბარდა პატრონს, ცოდვას შეგვყრის!–და უცებ აზრად მოუვიდა–ალე, შენი ბადიში რამდენი წლისაა?

–ოცდაშვიდის!–არ დააყოვნა იმან.

–ჰოდა, მასტუმრე ამ შაბათს, ისეთ გოგოს გავაცნობ!

–სადაურია?

–აგერ, მეზობლად გეყოლება, დავასწროთ უნდა, იმ ცუღლუტ რობოტუნებს, ბიძაშვილის შვილიშვილია, კაი ჯიშის, გარეგნულად ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს! გამოიღვიძებს და შეგახდებ!–ლურცია, ისე იყო აღგზნებული, საკუთრ თავს ვერ ცნობდა, და უცებ მხიარულად გაიფიქრა „ნაჩქარევი ცივილიზაციის ბრალია!“

ჯ.გ.

 ბლოგთა კრებულის საძიებელი

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий