Translate

четверг, 10 июля 2025 г.

ინგრესია /ტრაგიკომიკური ნოველა/

 

ინგრესია

/ტრაგიკომიკური ნოველა/

 

ეს ამბავი, ნიკომ. თითქოსდა, შემთხვევით  გაიგო და საშინელი უხერხულობა იგრძნო; „ასე გამოდის, შემოძმაკაცების პირველ დღეებიდანვე, ინგრესიაში, შეგნებულად   მამყოფებს! ვითომ, ერთად ვმართავთ, მაგრამ შეფარვით მაწვება და ჩემს შეხედულებებს განსჯის მიზეზადაც კი, არ თვლის! გაიფიქრა უნებლიეთ.

ინგრესია, ეს სიტყვა, ბოლო ხანებში, ხშირად ფიგურირებდა; სხვასდასხვა ჯურის ეზოთერიკოსებში; მეტადრე, ასტროლოგიით გატაცებულ პირთა სატელევიზიო თუ ინტერნეტ მიმომხილვებში.

შეწუხდა და ინტერნეტში მისი განმარტების მოძიება გადაწყვიტა, იქ კი, ასეთი რამ იხილა:

ინგრესია (ლათ. ingressio – შესვლა) — ზღვის წყლის შეჭრა სანაპიროს დადაბლებულ ნაწილში ზღვის დონის აწევის ან ხმელეთის ტექტონიკური დაძირვის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ინგრესია წყლით არა მთელ ქვეყანას, არამედ მის დადაბლებულ ადგილებს ფარავს...“ და უცებ, ბედის უღმართობაზე, იმგვარად გამრაზდა, რომ განმარტების ბოლომდე ჩაკითხვაც არ ინდომა;

მე კიდევ, ადამიანურად დამთმობი ვიყავ, და აჰა იგნესიი მსხვერპლი აღმოვჩდი...“ სწრაფად გადაწყვიტა, შეძმაკაცებულისთვის“, მკაცრი პასუხი გაეცა, რადგან ატმოსფეროში, ფსიქოლოგიური გარემო სუფევდა ასეთი; ამა და ამ ზოდიაქოში მოვლენილები, უეცრად წამოჭრილ საკითხს, უეცრადვე წყვეტდნენ; ჩანათაში, ხედვის არეალში მოხელთებული, საბჭოთა წარმოების აირწინაღი შეაცოცა, რომლის მასიურ ფილტრ, თითებით, რამდენჯერმე მოსინჯა და ახალშექმნილი პარტიის ოფისისკენ გაუჩქარა; იმავე შენობაში, ყოფილ ფოტოატელიში იყო გახსნილი.

ინგრესია, ახლა ნახე შენ! შესძახა ოფისში შესულმა, ჩანთიდან აირწინაღი ფიცხლად ამოიღო და კოპანიონს, ფილტრის მხრიდან, თაში ჩაცხო...

მომინდომა აქ  ინგრესია!!! მნახა დაბალი ღობე!ეს ამბავი, ისე სწრაფად განვითარდა, იქ მყოფებმა, ვერც კი გაიაზრეს რა მოხდა. არც ის იცოდნენ, რა იყო, ესავისმომასწავლებელი ინგრესია; მერე იცოცხლეთ ჭორები მრავლად გავრცელდა...

ისიც ითქვა; რაჟა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილობას, მის გარეშე აპირებდა და მიტომ გაიმეტა, ასე სასტიკადო, მაგრამ, ყელაზე დელეკატურად ოფისის სამდივნოს ხელმძღვანელი,; ცეცხლისფრად გადაღბული თმით მობრიალე გოგო განმარტავდა;

ისეთი არაფერი; ინგრესიის მაშტაბებზე ვერ შეთანხმდნენ და...–საკითხს ამოწურულად თვლიდა,

თანაც, ყოველნაირადგანსწავლულითანაპარტიელები, იმის შეკითხვასაც თაკილობდნენ; ეკითხათეს ინგრესია, რაღააო...

..

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

Комментариев нет:

Отправить комментарий