Translate

среда, 9 июля 2025 г.

კი ბატონო, იყოს „ეუდაიმონია“! /კოლაჟის მაგიერ/

 

კი ბატონო, იყოსეუდაიმონია“!

/კოლაჟის მაგიერ/

ინგლისურ ენაში, არ ყოფილა ცნებაბედნიერებისშესატყვისი სიტყვა, ხშირად უნაცვლებენო სიტყვაეუდაიმონია“–, რაც თურმე, „კარგ სულიერ განწყობილებას“, „აყვავებასნიშნავს, არადა, დოქტორ ტიმ ლომასის მოკვლევის თანხმადბედნიერების 400-ზე მეტი უცხოური განსაზღვრება არსებობს, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობის ინგლისური თარგმანი არ გააჩნია“.

კი,, ეგ ინგლისელები, ნამდვილად წინდახედული ხალხია, იმ ოთხას ერთეულს, რომ თავი დავანებოთ, პირადად ჩვენ, რამდენჯერ ჩაგვმწარდა, ეს ნაუცბათევად, განცდილიეიფორია“; ხან მორიგი პოლიტიკურიმესიის“, ხან საოცარიფილანთროპი“–, ხან, ოპოზიციურ პარტიათა ერთობის, ხანაც, ევროკავშირში უპირობო... აღარ გავაგძელებ, მოკლედ, ამდენი ბედნიერებისგან ქართველ ადამიანს, ლამის გაუსკდეს გული. და ამ ნაუცბათევ ჩვენებურ ბედნიერებას, არ ჯობია, ინგლისელების მოზომილიეუდაიმონია“; კარგ სულიერ განწყობილბაზე, ისედაც უნდა იყო, ჯანმრთლობისკენ მიდრეკილი ადამიანი. აცალე ამ ბედნიერებას მოშუშება; თორემ, იმ ანეკდოტისა არ იყოს, თქვენი ნებართვით, თავს შევიკავებ...

ჰო, სიტყვაფილანთროპი“– განმარტება, არ დამავიწყდეს:

ფილანთროპი (philanthrōpos, „კაცთმოყვარე“) — ქველმოქმედი, მოწყალე, პიროვნება. თანამედროვე განმარტებით აღნიშნავსსაზოგადოების სასარგებლოდ გაწეულ პირად ღვაწლს, რომელიც მიმართულია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად“. ანტიკურ პერიოდში ტერმინი გამოიყენებოდა ცხოველთა დაცვის კუთხით.

ანტონიმიმიზანთროპი. “

ამ განმარტების შეხსენება, იმიტომ დამჭირდა, რომ ჩვენს ყოფაში, ერთი ნაბიჯიც არაა კეთილშიობილიფილანთროპი“, მოძულემიზანთროპადიქცეს.

ბევრი მამულიშვილი, უპირველესად სამშობლოს მოსიყვარულე და ერთგულია, ყოველს, თავისებურად უყვარს და ამაზე გამუდმაებით კინკლავი და თავპირის მტვრევა კი, ამ ბოლო ჟამს, არა და არ ცხრება... ჰოდა, ვინაა მომსმენი, თორემ, დროა შეიქმნას ჩვენთან პარტია სახელწოდებით, თუნდაცსაქართველოძირძველი ერიან მსგავსი; აბამგლების ქვეყანას“, ხომ არ დავარქმევთ და მორიგი ინფორმაცია:

"დღეს ყალიბდება ამერიკის პარტია!“ –ილონ მასკმა X-ზე ახალი პარტიის დაარსების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც X-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხმის მიმცემთა 65% ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს.“

რა თქმა უნდა ბედნიერები, უცაბდად ვერ გავხდებით, მაგრამ საერთო საზრუნავის მიმართ, უფრო სოლიდარულები, კი უნდა შევიქმნათ...

..

· 

Janri Gogeshvili 

16 წთ  ·

გაზიარებულია აუდიტორიასთანსაჯარო

უკვესაყოველთაო აღიარების დროა...

ამ კომენტარს, ანუ ჩემეულ შენიშვნას, ინტერნეტში 24/07/2012 დათარიღებულ ერთერთი ლიტერატურული მოღვაწის წერილთან წავაწყდი, რა თქმა უნდა, ისე როგორც, მას შემდეგ, მოსახლეობის წიაღიდან წამოსული მრავალიშენიშვნაუგულებელყოფილი დარჩა... და ვართ იქ, სადაც ვართ; და შინაარსობრივად, კულტურის სამინისტროც იქაა, სადაც თავისი დანიშნულების გამართლებას, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის ჟამიდან ლამობდა...

ეს ისე, რადგან, ტიტულებით გაჯერებულ სახელოვნებო სფეროში, საკუთარიუჩინოპერსონისშესამკობად“, იუმორით, მაგრამ, მაინც ხაზგასმით ჩემეული საპატიო წოდება; „ციურ ამბორთა კავალერი“– მოსალოდნელია, შემდგომში, რომელიმე მკვლევარმა, აქამდე გასაიდუმლოებულ ფაქტად მიიჩნიოს და ვაღიარებ, ეს ჩემი ნამოქმედარია;

P.S. უკვესაყოველთაო აღიარების დროა...

ჰო, კომენტარი კი, ასეთი შინაარსისაა

***საქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარი / Справочник Союз писателей Грузии / Reference book of Writers’ Union of Georgia

თავისებურად, კარგი გამოცემაა

მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა თუ მომავლისკულტურის სამინისტროსაქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ენოვან პროფესიონალ ლიტერატორთა ცნობარის გამოცემას ითავებდა, სადაც მინიჭებულ რეგალიებთან ერთად, გარკვეულად იქნებოდა ასახული ავტორთა ნაშრომთა ჩამონათვალი და სამოღვაწეო ასპარეზი. დღევანდელ საქართველოში ხომ მრავალი ლიტერატურული გაერთიანებაა დანიჭიერებისშეფასება ხშირად ჩაკეტილ სივრცეებში ხდება.

იმედია, ჭეშმარიტ მკითხველთა კოჰორტა, ქართულ სივრცეში კვალავ მოძლიერდება და მსგავსიცნობარიმათ სასარგებლოშემწეობასაღმოუჩენსდა სანამ, ოფიციოზთა მზაკვრობით ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში, გამორჩევითი სამართალიღირსეულადბოგინობს, ”იუმორის ღვთაებაიყოს ჩვენი შემწე

ჯანრი გოგეშვილი

ციურ ამბორთა კავალერი

*

Janri Gogeshvili

თუ ადამიანისთვის დამახასიათებელ მოქმედებას ცხოვრების გარკვეულ წესად ჩავთვლით; და ამგვარ ცხოვრების წესში იგულისხმება როგორც სულიერი მოქმედება, ასევე გარემოებებით განპირობებული სხვა ქმედებებიცხოვრების წესიდან გამომდინარე მოქმედება კარგად შესრულდება თუ ის უნარებთან არის შესაბამისობაში, როდესაც იგი შესაბამისი უნარიდან გამომდინარე სრულდება; რადგან ეს ასეა, მაშინ ადამიანის ზნეობა სულიერი მოქმედებაა უნარების შესაბამისად“ – არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა

საგულისხმოა ის, რომ ამ შეგონების მიხედვით, მართლაც შესაძლებელია გარკვეული სახის ბედნიერების გამომუშავება”.

მაგრამ, ახლა ბევრი რამ ვირტუალურმა ბედნიერებამჩაანაცვლა და საზოგადოების უმეტესი ნაწილიც გამარტივებულ გზას ირჩევს...

;;;

მაგალითად, დანის ფუნქცია არის დაჭრა. ცხოველის ფუნქცია დაკმაყოფილების მიზნით სიამოვნებით ტკბობაა. არისტოტელესთვის, ადამიანის ფუნქცია არის განსჯა, სწორედ განსჯის უნარია ის, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს; ადამიანები არსებითად რაციონალური (მსჯელობის საფუძველზე) არსებები არიან.

P.S. ვფიქრობ, მთარგმნელი არისტოტელეს კვალობაზე გარჯილა..

*

ისე რა...

შანსი ყველას აქვს, გამდიდრების, ზოგს სიყვარულში განავარდების, სანუკვარ წლების შემომატების და იმქვეყნიურ იდუმალ საყაროში, გადაბარგების გადავადების, შანსი ყველას აქვს,წარმატებისა... ერთ რამეს ვიტყვი, თუ ჩიტად ხარ დამადებული, ფულს ნაკლებად იშოვი, გაგიჭირდება მისი ტარება და ნუ იდარდებ, ფრენაში შეძლებ კამპენსაციას; უამრავ, ამაღლებულ რამესთან შეხმატკბილებას... თუ ვინმე ნაღდი მკითხველი წაიკითხავს, ხომ კარგი, თორემ, როგროც ლექსშია: ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის

ბებერი ჩიტი...

ბებერი ჩიტი ჩიტია მაინც,

მაინც ჩიტურად შეჰხარის დილას,

ჩიტურად ლაღობს, ჩიტურად დახტის

და სიმს უჟღერებს მალულად ნიავს...

ბებერი ჩიტი გულსავსედ გალობს,

აღვიძებს თითქოს პირველ გალობას,

ფრთებდახატული ჩიტუნა ანცობს,

ჟღურტულით იღებს ციურ ნათლობას...

ბებერი ჩიტი ვერ გრძნობს სიბერეს,

და ვერც სხვა ამჩნევს მის დაბერებას,

მაგრამ გალობას ხშირად ანელებს,

და ძილში ხვდება მორიგ თენებას...

17.05.2000

და მაინც;

გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში

დაჰბერა კუდბაწარამ, შეინძრა გალია,

უსტვენს და წრიალებს პაწია ჩიტი,

მის გულთან უეცრად აპრილი აალდა,

ჩიტს სიყვარულის თან დააქვს ნიჭი!

გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში,

გოგონას დაუმშვენა ფერადი ფიქრი,

გაენდო, დაუამა, ჩაჰბერა ზრახვაში _

მოდრიკა ქალური კდემა და შიში

და გაყვა ამგვარად ნაქარგი ოცნებით,

ის გოგო მირაჟულ ცხოვრების შარას,

სიანცით შეიგრძნო მომხიბვლელ უცნობის

მხურვალე კოცნა და მხურვალე ნატვრა

4.03.2000

და მერე +

ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის

ჭვრეტა-განჭვრეტა ურიცხვ საგანთა,

ათასჯერ ქმნილა დავის საგანი,

თავად სიბრძნე კი, რჩეულ მოძღვართა

ჩაშლილა ვითარც მწიფე თავთავი

ცოდვილთა მოდგმა მიიწევს ცისკენ,

იდუმალს შესტრფის ალაფ-ნადავლით,

და ვინ დაგიდევს ჩაკარგულ სიბრძნეს,

ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის

16.07.1997

*პოლიტიკაც მედასოინბაზობასდაემსგავსაამონარიდიიმ დღეს, სად არ წამავლო ხელი; აი აქ. აი აქ, აი აქაც!.. ერთხელ, აი აქაც კი ჩამომეპორწიალა; აი, აქაც წამეპოტინა... აი, აქაც შემაპარა ხელი...

1984 .

 ამათიუხეირობა”, იმათუბიწოებადარ უნდა მოგვევლინოს

..

*

https://janri-goge-li.blogspot.com/…/observatory-of…

ოღონდ, ჯერ ციფრულის, კვანტურით ჩასწორება ამონარიდი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ერთის მხრივ, ”კვანტური ეპოქისკვალობაზე აღძრულ, მწვავე გამოწვევების, მიზანშეწოლილად გაშუქება; უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების ბრმად მომხმარებელთაინფორმაციული პროფილაქტიკა...

***

”…იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთ…”

ნილს ბორი კვანტური ფიზიკის შესახებ

*

P.S. მაგრამ ჩვენთან კულტურის მესვეურბი, ბევრად იოლი თემებითერთობიან და ჩვენს მიმართ, სრული იგნორირება მოხდა....

*..

***

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

Комментариев нет:

Отправить комментарий