დაყვერვა
იუმორისტული ნოველა
–გზა ქე გეიყვანეს, შესახედად კარგი, ტბასთან, ტურისტების მოსაზიდად, ვითომ ჩამწმენდი საცურაო აუზის გამართვა უნდოდათ, მერე ვიღაც რუსმა ოლიგარქმა ინვესტიციააში, დიდი ფული ჩადო, ღელის სათავე თავისთვის მოიღობა, საძღომად კალმახი მოაშენა; ფრონცქად საქეიფო წისქვილები და ცხენების საჭენებადი ბილიკები გამართა, ეს ჩვენი ატეხილა, სათევზაო ჯებირებში მოაქცია; ღელეს ვეძახდით ასე, წვიმიანობისას გავეშებულს ემსგავსებოდა და აქაურებს შეგვრჩა, მომავალ ბიზნესზე აგებული იდეები დამშრალ ტბამდე, კეკლუცად მიყვანილი გზა და ერთ დროს უცხოელი ნაშების მონადირებაზე აგებულ თავგადასავლებზე მეოცნებე როსა!!!–მხიარულ კილოზე უმხელდა, სტუმრებად შესახელებულ მამაკაცებს, მასპინძლად მიჩნეული პლატონი,–და ახლა კიდევ, ეგ უბედურება უნდოდა, მაგ საცოდავს...–პლატონს, თავისებურად მოპირული ენა ქე ქონდა და ასეთი სასწაული საბამით ხელდამშვენებულს, რაღას გააჩერებდი, ამბის მომტან მაფრთხილებელის იერი მიეღო და შრიახლო მდგომ ორიოდე მეზობელს, რომლებიც გაოცებით უცქერდნენ, შიგადაშიგ, თანაგრძნობით გახედავდა.
–რა მოხდა ასეთი?!–გაუბედავად იკითხა მერე ერთმა.
–დაკოდვა!–აუჰ, ასე როგორ გაიმეტეს ეს ხალხი!...
–სწორი გადაწყვეტილებაცაა, აბა გაქრა ერი!–სავაჭრო პავლიონიდან, მისი პატრონი, ბესარიონი გამოვიდა; სხვათაშორის, სულაც არ იყო ჩასუქებულ–ჩადონდოლებული; ორმოც წლამდე, მოხდენილი აღნაგობის, მთავრობის მხარდამჭერი ბიზმესმენი გახლდათ; რომელსაც, ნაცნობ–უცნობებთან ყოფითი სასაუბრო ურთიერთობა; საერთაშიორისო პოლიტიკაზე, ორაზროვნულად აგებული ხუმრობებით ჰქონდა გაჯერებული.
–ამოჯიშდა და ეგაა, ცოლის მოყვანა მაინც მოესწრო!–შეიცხადა მაცნემ და ისე, ვითომ სხვათაშორის ჩაურთო–ისე მაგას, ძველქართულად დაწყვლასაც ეძახდნენ..
–დაწყვლა არ ვიცი, დაყვერვა ნამდვილად განაღდებული აქვს, კიდევ კარგი ცოცხლები, არ არიან მაგისიანები...–თითქოსდა შეაშველა ბესომ.
და ოთხი დღის დღის ნალოთარმა როსამ უცებ გაიღვიძა, ეტყობა, ინსტიქტი, კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული.
–რა დაკოდვა, რა დაყვერვა!!!–რა დალიეთ ასეთი?!–თავისდა მოულოდნელად იბღავლა.
–აა დილინდელი გაზეთი!–უმალ წაუჩვენა გაშლილი გაზეთი–არავითარი პროფილაქტიკაო, დევანდელ პარლამენტის სხდომაზე მიიღეს; ყოველნაირი პროფილატიკა აკრძალეს, ძვირი ჯდებაო, ასე რომ, ცოტა ხანს, არ გამოხვიდე სახლიდან, მიანებე სმას თავი, ჯანსაღი ცხოვრების წესი გაიშინაურე და მერე...
–ჰო, ჰო, –ადგილს შეგინახავ...–შეპირდა ბესო, საქეიფოდ ამოპატიჟებულ ძმაკაცებს, რომელთაც ხსენებული გაზეთის, ერთადერთი განსხვავებული ჩანართი დააბეჭვდინა, თვალი ჩაუკრა და დაუმატა–ისე ამ ბოლო დროს, რა სასტიკ კანონებს იღებენ?!
–რა დაკოდვა, რა დაყვერვა?!–დამფრთხალი როსა მიწოდებულ გაზეთის მინიშნებულ გვერდს, თვალებით ღრღნიდა.
–ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა!–ვითომ, მის გასამხნევებლად „გააპროტესტა“ პლატონმა და რაღამც სტუმრებთან თავის გამოჩნის შანსი მიეცა, თავი, ვეღარ შეიკავა–მოგეხსნებათ დაყვერვას კულტურულად კასტრირებას ეძახიან, მსოფლიო ისტორიაში ბევრი შემთხვევაა ასეთი; სხვადასხვა მიზეზით ყვერავდნენ ხალხს... ჩამოთვლა ძაან, ძაან შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მონური ერთგულების ნიშნით დაკოდილი, ზოგიერთი სუბიექტი, დიდად სახლოვანი პიროვნება შექმნილა; პირველი ვეზირი, სარდალიც კი...
–არ მინდაა!–იღრიალა შეფხიზლებულმა–მირჩევნია დარაჯი ვიყო!–წამომდგარიყო და თითქოს თავი მოეწისრეგიბებინა; შიგადაშიგ, ახლაც ცდილობდა „კატასტროფულად“ დაგრეხილი შარვლის ტოტების შესწორებას,–შეიტენოს პარლამენტმა, ეგ თავისი პროფილაქტიკა; არაა!!!–კვლავ სასოწარკვეთით იღრიალა.
–კარგი ბატონო პლატონ! მთლად არ აურიოს ამ საცოდავმა...–უჩურჩულა, კეთილი იერის მქონე სტუმარმა.
–დაყვერვის შიშის, შოკი თუ არ მიიღო, არაფერი ეშველება; ასე, რომ აპროტესტებს, კაცობა ჯერ კიდევ ააქვს შერჩენილი...–ჩურჩულვითვე უპასუხა პლატონმა, და ადრესატს შეახსენა–ამათ რას ერჩი, აგერ ახლა, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ქალთა სპორტში ტრანსგენდერებს მონაწილეობა აერკძალათ... სხვათაშირის ბაბუაშკნი კაი ისტორიკოსი იყო, სახელი როსტევანი მისგან გერგო, მაგრამ შენ როსად მოაქციე... პატივსაცემი პიროვნება იყო, რაიკომის მდივანიც კი, ფეხზე ადგომით ხვდებოდა; პენსიაზე, რომ გავედით, ხშირად გვქონდა პოლემიკა; შენც კარგად დაიწყე, მშვენივრად აქტივისტობდი, ერთი პირობა, პარტიაც გქონდა, მერე შემოსავლინ ბიზმესმენს გაურიგდი და პარტია თავის ხალხთან ერთად მიყიდე და იქედან დაიწყო შენი წახდენა... ჰო, გამახსენდა, ბაბუაშენს მონტესკიეს ხსენება უყვარდა ხშირად; ხელისუფლების სამი შტო!–და უცებ ქვეცნობიერმა, თითქოსდა აცთუნა, ლექსად ინდომა, თავისი მოგონების „გადმოფრქვვა“:
ჯერ კიდევ როდის;
ჯერ კიდევ როდის?!
მონტესკიე თავის ნაშრომში,
მიიჩნევდა, რომ
შეუზღუდავი ხელისუფალი;
ტირანულ კანონებით გვსჯის...
„მცხუნვარე დემოკრატიაში“,
ინოვაციურმა თაობამ,
დაუფიქრებლად გამოაძღო,
ათასჯერ გალანძღული,
ათასჯერ შერისხული
და მაინც „უკვდავი“ ცნება
კომფორმიზმი!
ჯერ კიდევ როდის;
ჯერ კიდევ როდის?!
მონტესკიემ “კანონთა საზრისში“;
ხელისუფლების სამი შტო ასახა;
უზრუნველყოფა –
ძალაუფლების ბალანსის;
მედროვეთ კი,
ეადვილებათ –თაყვანისცმა კერპის!
თუნდაც, გარეგნულად კეთილშობილ
კომფორმისტთ;
მუდმივად მზად, რომ ააქვთ
მთავრობისთვის ალიბი:
–ხელისუფლება მექანიზმია;
აკეთებს იმდენს, რაც შეუძლია!;
მეტი არ იცის, მეტი არ მოსდგამს;
„აგერ, მეზობლად ბომბები ცვივა!!!
ომი თუ გინდათ, თავი უშვირეთ!!!
დაყვერილები შვენის კომფორიზს!
მშვიდობა მოაქვს შეგუების ნიჭს!
ჯ.გ.
–უყურე შენ, საგანგებოდ მომზადებულა დაყვერვის პროცესისთვის!–ბესო გულიანდ ახარხარდა.
ჯერ კიდევ როდის?!
მონტესკიე თავის ნაშრომში,
მიიჩნევდა, რომ
შეუზღუდავი ხელისუფალი;
ტირანულ კანონებით გვსჯის...
„მცხუნვარე დემოკრატიაში“,
ინოვაციურმა თაობამ,
დაუფიქრებლად გამოაძღო,
ათასჯერ გალანძღული,
ათასჯერ შერისხული
და მაინც „უკვდავი“ ცნება
კომფორმიზმი!
ჯერ კიდევ როდის;
ჯერ კიდევ როდის?!
მონტესკიემ “კანონთა საზრისში“;
ხელისუფლების სამი შტო ასახა;
უზრუნველყოფა –
ძალაუფლების ბალანსის;
მედროვეთ კი,
ეადვილებათ –თაყვანისცმა კერპის!
თუნდაც, გარეგნულად კეთილშობილ
კომფორმისტთ;
მუდმივად მზად, რომ ააქვთ
მთავრობისთვის ალიბი:
–ხელისუფლება მექანიზმია;
აკეთებს იმდენს, რაც შეუძლია!;
მეტი არ იცის, მეტი არ მოსდგამს;
„აგერ, მეზობლად ბომბები ცვივა!!!
ომი თუ გინდათ, თავი უშვირეთ!!!
დაყვერილები შვენის კომფორიზს!
მშვიდობა მოაქვს შეგუების ნიჭს!
ჯ.გ.
–უყურე შენ, საგანგებოდ მომზადებულა დაყვერვის პროცესისთვის!–ბესო გულიანდ ახარხარდა.
–ბატონო პლატონ! თქვენ, მშვენიერი პოეტი ბრძანებულხართ?!–ალალად შეაქო სტუმარმა.
–კარგი პლატონ, ნუ გამიგიჟე ეს ხალხი, მგონი მიხვდება, რა რისკის ქვეშ აყენებს, თავის ბიოლოგიურ მომავალს, ჰო კაი გამახსენე, ბაბუმისს მეც პატივს ვცემდი, შევეცდები სიიდან ჩახსნან, აგერ, ეს პატიოსანი ხალხიც შემეშვლება; ახლა მობრძანდით ხინკალი მზადაა... სხვა რაღაცებიც მოყვება, მადის შესაფერადებლად...
ბესარიონს ნათლად ემჩნეოდა, ძალზე ეწადა სტუმრების მასპინძლობა.
გაზეთის გვერდს ჩაჩერებულ როსას, კი უნდოდა სტუმრებს მიერთდებოდა, მაგრამ „დაყვერვის“ შიში მოძალებოდა, თანაც ეჭვობდა, მასპინძელი სუფრასთან არ დასვამდა... ბოლოს გადაწყვიტა, შინ წასულიყო და მაგარი ჩაი მოდუღებინა. სიტყვა „ჩიფირს“, საგანგებოდ არ იხსენებდა.
ჯ.გ.
- *****ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshviliპოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
იხილეთ:*”ხატოვან აღქმათა ობსერვატორია”/ “Observatory of figurative perceptions “/მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ასოციაცია ¬/ Ассоциация учёных, писателей и художников// Association of Scientists, Writers and Artists ¬/
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
_*_*იხილეთ ნოველები და მოთხრობები
მივიწყებული ტვინი... /ნოველა/
ოტოტოს მამაკაცური ღვაწლი... /იუმორისტული ნოველა/
- მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)
- ყოჩივარდას გენეალოგია /იუმორისტული ნოველა/
- აფექტის ფაქტორი / ნოველა/
- ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/
- არიფ–სალბუნი, ანუ ფრაგმენტი სიურრეალისტური სცენიდა...
***გრიგალში*ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...*
Комментариев нет:
Отправить комментарий