Translate

среда, 16 апреля 2025 г.

ინტერნეტიდან, მსოფლიოს ადვილად გახედავ... /პუბლიცისტური შენიშვნა/

  


ინტერნეტიდან, მსოფლიოს ადვილად გახედავ, რა თქმა უნდა, ვინაცგამხედავია“; უცაბედად ამგვარ ინფორმაციასაც წააწყდები:

„სოკრატის აზრით (ძვ. . 470 - 399 .), ინტელექტუალიზმი საშუალებას აძლევსადამიანს, რომ გაარჩიოს რა არის სწორი და საუკეთესო, და ის გააკეთოს“; ეს სათნოება არის მხოლოდ ინტელექტუალური საკითხი, რადგან სათნოება და ცოდნა ნათესავები არიან, რომელსაც ადამიანი აფასებს და აუმჯობესებს გონების ერთგულებით.

აუ, რა დრო გასულა; მაგრამ მახსოვს, ადრინდელი ხანის სწავლულები, კაი ხანს იმოწმებდნენ სოკრატისეულ შეგონებებს.

მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიციესეც სოკრატეს ეკუთვნის.

უსასრულო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ზედმიწევნითი შეცნობაა ძნელი.

ვერც, ვერავის გაამტყუნებ;  რა არის სწორი და საუკეთესოამდენი წელია ამაზე, რომ ვერ შევთანხმდით, მაშასადამეამხელა სიბრძნის მატარებელ ერს, კოლექტიურ ინტელექტუალიზმში გვაქვს დარხეული, თუ სოკრატეს მივყვებით „...რადგან სათნოება და ცოდნა ნათესავები არიან, რომელსაც ადამიანი აფასებს და აუმჯობესებს გონების ერთგულებით.“

ამ მიმართებითკოლექტიურში“, ვგონებ, ბოლომდე დარხეული გვაქვს.

მომდევნო ეპოქაში, ჩვენ ამ მიმართებით ვეღარ შევიცლებით, გონება, მსუნაგ კუჭსაა ადევნებული დასწრაფი კვებისძრავზეა მისადაგებული (თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: „ფასტ ფუდიქუჩის საკვებისკრებითი სახელია; რომლის ფესვებიც ამერიკაშიაკარტოფილი ფრი, თეთრ პურში გახვეული შემწვარი ხორცი, კოკა-კოლა და დესერტი ნაყინი - მენიუ, რომელიც გვაჯილდოებს გარანტირებული ერთ-ორი კილოგრამით. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელი და სასიამოვნო საჭმელია.ამჯერად მსოფლიოს არეალში, უამრავი ამგვარიფრია“, ჩემს და მის მონათესავე თაობებს, ალბათ პოეტ მორის ფოცხიშვილის ლექსი  ნადირობაგაახსენდება; ბატონი მორისი პოეტური ნიჭის გარდა, თავისი სათნოებითაც იყო გამორჩეული;

  მე მაინც უნდა ავფრინდე,

- ავფრინდები და... ფრრი...

დიდებულია;

და მაინც უნდა ავფრიდენთ, ახლა, სხვა დროა; ინტერნეტიდან, მსოფლიოს ადვლად გახედავ, რა თქმა უნდა, ვინაცგამხედავია“; მთავარია, ამუჯიშოქიშპში, გონებამ, საბოლოოდ არ გვიღალატოს... კიდევ ერთხელ შეგახსენებთ; „რადგან სათნოება და ცოდნა ნათესავები არიან, რომელსაც ადამიანი აფასებს და აუმჯობესებს გონების ერთგულებით.“

მე კი, ამგვარ სევდას მიდევნებულს, ისევ და ისევცნობიერების ბერწ საშოში...“ მახსენდება;

ორატორი კი ამაყობდა

სიზმრებს კრძალავდნენ
სცენის სიღრმეში
დაშვებული ნათლის სვეტი
ჯვარედინად გადაეხაზათ
ორატორი კი ამაყობდა,
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა
სმენადახშული,
თვალდათხრილი
სიცოცხლე თვლემდა
ვრცელ დარბაზშიდა
თავისთავად იქნევდა ხელებს
ღიმმოჭედილი ნიღბების ქვეშე,
ცნობიერების ბერწ საშოში
მსუნაგი კუჭი განაბულიყო
ორატორი კი ამაყობდა:
ჩვენ უსიზმრობის გვექნება წელი! _
ჩუმი სიცილით გალეშილს ჰგავდა
21.10.1975

დიახ, 1975 წელსაა დაწერილი...

მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკაში, ახლა, მაინც უკეთ იციან „გონების ერთგულების“ ფასი.

..

P.S.

და აქვე  „ფეისბუქგვერდზე“ ასახული პუბლიცისტური შენიშვნის გაზიარებაც,

არ დავიზარე, ესეც,  „გონების ერთგულების“, თავისებური ნიმუშია...

Janri Gogeshvili

გაზიარებულია აუდიტორიასთან საჯარო

ამ უთავბოლო დაპირისპირებამ, უნებლიეთ მაფირქრებინა: იმასაც ნუ ვიზამთ, რომ პარტიული დაპირისპირების კარნახით, გარკვეულ პიროვნებები თუ ჯგუფები, საკუთარი ბიოგრაფიებიდან ამოვშლოთ მეთქი..

*

ამ მოგონებაში მოხსენიებული მეგობარი მურად ნებიერიძე გახლდათ, ცოტა იქით, მაშინდელ მხატვრის სახლის შესასვლელში, ხალხის ნაკადთან ერთად, თემურ შავლაძე მოექცა; იმავე ტალღაში აღმოჩნდა ჩემი მეუღლე; ცირა გოგეშვილი (ბაჯიაშვილი), რგორც მერე გაირკვა მუხრან მაჭავარიანიც იქ იყო; ამას, იმიტომ ავღნიშნავ, რომ ჩემი საძმაკაცოდან, რომელთანაც ერთად 9 აპრილის ღამეს ვმოძრაობდი, არც მურად ნებიერიძეა ცოცხალი, და არც -თემურ შავლაძე; ბატონი მუხრანი კი, უფრო ადრე წავიდა, მართალია, მასთან არ ვძაკმაცობდი, მაგრამ მაშინ, საქართველოში, ბატონ მუხრანს, ვინ არ იცნობდა... მოგნოებას მოჰყვა, ბოლოს, ამირან კალაძის ხსოვნის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე შევხვდი...

ისინიც, სამშობლოს სიყვარულით თავდადებულთა შორის მოხსენიებას იმსახურებენ; რადგან ყველა, ვინაც იქ იყო; სავარაუდო მსხვერპლები იყვნენ...

ამ უთავბოლო დაპირისპირებამ, უნებლიეთ მაფირქრებინა: იმასაც ნუ ვიზამთ, რომ პარტიული დაპირისპირების კარნახით, გარკვეულ პიროვნებები თუ ჯგუფები, საკუთარი ბიოგრაფიებიდან ამოვშლოთ მეთქი...

ეს ეპიზოდი კი, 2011 წლის 28 მაისითაა დათარიღებული

*http://janrigogeshvili.blogspot.com/2011/05/blog-post.html

იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /არა ძალადობას/ Police function of immunity… / ‘No violence’/

***

ხომ მხნედ ხარ ქართველო! ხომ არ დაიბენი? ხომ უძლებ უიღბლო ტკივილს დიახ, თურმე ტკივილშიც იღბალი გინდა როცა ცხრა აპრილის ღამეს ხალხის ნაკადთან ერთად რუსთაველის თეატრს თავი შევაფარე, რა თქმა უნდა, საფრთხეში ჩავარდნილების საშველად გამიწია გულმა. უკან გავბრუნდი და კარს იქით წაქცეულ მამკაცს შევაშველე ხელი მერე ქალის კივილი გაისმა.ასე ათი მეტრის იქით, სინათლის მკრთალ შუქზე, წაქცეული ქალბატონი შევამჩნიე, რომელსაც რუსი დამსჯელი ნიჩაბს დაუნდობლად ურტყამდა. იქითკენ გავქანდი მოგკლავენ! მომაძახა მეგობარმა! შეუჩერებლივ დავიხარე ქალბატონის ასაყენებლად, თან მორიგი დარტყმისთვის შემზადებულ სამხედროს ავხედე. წამით, ნიჩაბმომარჯვებულის გაკვირვება ვიგრძენი. შემკრთალს, ხელი თითქოსდა გაუშეშდა, ქალბატონი წამოვაყენე და კინოთატრისკენ წავიყვანე... შიგ მშვიდობით შევაღწიეთ მაშინ, 1989 წელს, კომუნისტური რეჟიმისგან მოქსეული სადმასჯელო რაზმი რუსთაველის კინოთეტრში არ შემოვარდნილათუმც, რა საშინელებაც დაატრიალეს საყოველთაოდაა ცნობილი, (გაშვებული გაზისგან, სხვებთან ერთად, თავად ჩემი მეუღლეც მოიწამლა და...) მაგრამ ამას დამპყრობელი სჩადიოდა... და როცა ტელევიზიით ვიხილე, ასე, თორმეტი წლის ყმაწვილი, რა შემართებით მოიქცია წრეში, ჩვენმა, ქართულმა სადამსჯელო რაზმის წევრებმა, სხვაგვარად შვძრწუნდი ვერ ამიხსნია, ამგვარი გაბოროტება რა უნარ-ჩვევების გადანერგვითაა გამოწვეული ნათელია, ზოგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვერა და ვერ მოუნელებია, ისე ადვილად რომ გააცურეს ყოფილმა თანაგუნდებელმა, მაგრამ ქართველი ხალხის ამგვარად დაბეჩავებისთვის, უპირველესად, ეროვნული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მიტინგის დარბევის შესახებ, მრავალჯერ ნათქვამი შეფასებების ინტერპრეტაციას, 2005 წელს, ჩემს მიერ გამოცემულ ჟურნალში დაბეჭდილი სტაატიდან, რამდენიმე აბზაცის მოშველიება ვამჯობინე წმინდაო, ძლიერო, უკვდავო! უკვდავჰყავ ერზედ ამაგი შთაბერე _მამულს არ ავნო, ისე გამოწვრთნა სარანგი მედიცინაში არის ასეთი ცნება: იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია. იმუნიტეტის სარანგებს ორგანიზმის იმუნოლოგიური ზედამხედველობა აბარიათ, და ჩვენს ორგანიზმს გულმოდგინედ იცავენ უცხო მიკრობებისგან... სამოქალაქო სარანგები საზოგადოებრივ წესრიგზე აგებენ პასუხს მაგრამ, ზოგჯერ მათში თურმე გამოერევიან მავნედ გააქტიურებულები, რომლებიც ჯანმრთელ და ავადმყოფ უჯრედებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, საღებს გიჟური შემართებით ანადგურებენ, რასაც მოსდევს ორგანიზმის დაუძლურება ანუ ხატოვნად, რომ გადავითამაშოთქვეყნის გზიდან აცდენა და დაბეჩავება. ჩვენც, იმიტომ შევსთხოვთ ღმერთს, ერმა და ბერმა იმგვარი სამართალი დაადგინოს და იმგვარი სარანგები გამოწვრთნას, რომ მათგან დამაყარებულმა წესრიგმა მამულს არ ავნოს

ჯანრი გოგეშვილი

http://janrigogeshvili.blogspot.com/2011/05/blog-post.html

იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /არა ძალადობას/ ...

ჯ.გ.

*


Комментариев нет:

Отправить комментарий