მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია… ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი
თვალწარმტაცი ფრაციოლა
და მკურნალი ლულუფარი,
ზნით და ნირით ორივენი,
ფრონცქაობის მიმდევარნი…
ხელოვნება და კურნება,
სიბრძნითაა ნაჯვარები…
ლულუფარიც იფერებდა _
მაგრე ვარო, მეც ნაძერწი…
ემოციურ მორევიდან,
ფრაციოლას დახსნა სურდა,
ისე ძლიერ, ისე ძლიერ,
უთავბოლოდ გამიჯნურდა…
მაგრამ მეფე ფრაციფრუცი,
უხიაგი, ღვარძლიანი,
ყალდენისა ოქროს ფლანგვა,
რომ ეგონა წმინდა ვალი…
იმ პუტკუნა ლულუფარზე,
ეჭვსა, როგორ მიიტანდა,
არცა, მისი ბრძნობის სწამდა,
არც, სამეფო კაცად რაცხდა…
_ნაბიჭვარული ზნისა არის,
მოცეტო და მოჩერჩეტო,
თუმც, მარტივი იერსახით,
ჩვენთვისაა მეტად სანდო…
ოღონდ, როცა ფრაციოლა,
ემოციებს, ისე გასცდა,
ამქვეყნიურს, აღარ ჰგავდა,
და მზის სხივსა ცაში აჰყვა…
ლულუფარიც გარდისახა,
სხვა ჭვრეტისა ერგო მადლი,
როს სრულებით განიწმინდა,
მიჯნურობის გახდა მნათი…
_ნახეთ, მაგის, რა იფლიდა?!
თითლიბაზი ჰყავდა პაპაც,
პირფერობით გამოგვტყუა,
ოქრო ჩვენი _სკორეს მთანი…
და ყალდენმა მათ სამყაროს,
ჭორთა წუწი დაუშინა,
მაგრამ უკვე გვიან იყო,
მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა…
ჯ.გ.
*
იხილეთ შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი… Creation, _ Av... ”ტიპაჟები” 2005 წ.
)(
ფრაციოლა
და
ლულუფარი
”მედიცინა,
რომელიც
ადამიანს
ემსახურება,
ხელოვნებასაც
მიეკუთვნება
და
მეცნიერებასაც…”
ხშირად
და
ხაზგასმით
იმეორებდა
მკურნალი
ლულუფარი
ერთი
ცნობილი
მკვლევარის
აზრს
და
მერე
აღმაფრენით
მოჰყვებოდა
სულიერი
თერაპიის
თავისეული
მეთოდების
გაშლასა
და
განზოგადოებას.
მისი
ნაღვაწ-ნაშრომი
”ყვავილებით,
ლამაზი
ნივთებითა
და
სულისშემძვრელი
ამბებით
მკურნალობა”,
ხომ
ყალდენის
თვალწარმტაც
დედოფლის
ფრაციოლას
კარზე
დიდი
ინტერესით
სარგებლობდა.
ყალდენი
კი,
მოგეხსენებათ
მთელს
ქვეყანაზედ
ძალზე
სახელგანთქმული
დასახლება
იყო.
მსოფლიო
რუქაზე, იგი ქალაქ-სახელლმწიფოდ
გახლდათ
მოხსენიებული,
თუმც
ისე,
ორიოდ
ბორცვზე
განლაგებულ,
ყვავილების
ბაღებით
შემოსაზღვრულ
შენობებს
წარმოადგენდა…
ოღონდ
ეს
იყო,
ასზე
მეტ
სახელმწიფოში,
მაინც
გააჩნდა
საელჩო
თუ
საკონსულო.
ყალდენის
დიდგვაროვან
ხელმწიფეს
ფრაციფუცსა
და
თვალწარმტაც
დედოფალ
ფრაციოლას
კი
დედამიწის
სხვადასხვა
კუთხეში
გაშენებული
ათასამდე
ვილა
თუ
სასახლე
ეკუთვნოდათ.
დიახ,
ძალზე
მდიდრები
იყვნენ…
ყალდენის
გარშემო
მიმდებარე
კლდოვანი
ხევები,
რომლებიც
ამ
მართლაც
უცნაური
ქალაქ-სახელმწიფოს
ზეგავლენის
სფეროში
შედიოდნენ,
სავსე
გახლდათ
სხვადასხვა,
უცხო
ჯურის
ფრინველთა
სკორეს
ძვირფასი
საბადოებით.
და
უნდა
მოგახსენოთ,
აქ
მოპოვებული
ფრინველთა
პატივის
ექსპორტირებას
ანუ
ქვეყნის
გარეთ
გატანასა
და
გაყიდვას
მსოფლიოს
გამოჩენილი
მეწარმეები
ეშურებოდნენ.
ამბობდნენ,
იქაური
ნაკელით
განაყოფიერებულ
მიწაზე
უმშვენიერესი
ყვავილები
მოჰყავთო,
მაგრამ
უფრო,
ალბათ
იმ
ჭორისა
სჯეროდათ,
რომლის
მიხედვით
ამ
თავისებურ
ექსკრემენტში,
ვითომდაც
პაწაწკინტელა,
ოქროდქცეულ
და
ზღაპრულად
შეფერადებულ
კვერცხებს
პოულობენო…
აკი,
დაუზარებლად
მომრგვალებული
ლულუფარი
ხშირად
ტრაბახობდა,
ჩემმა
დიდმა
პაპამ
ანუ
მეფე
ფრაციფუცის
გარე
პაპამ,
როცა
თურმე, ერთად
დაგროვილი
ფრინველთა
სკლინტის
პირველი
გროვა
აღმოაჩინა,
თვალი
იმგვარმა
ბზინვარებამ
მოსჭრა,
რომ
თავისი
ძმის,
მეფე
ფრაციფუცის
ნაღდი
პაპის
გასამხნევებლად
ასე
შესძახა;
-დახე,
საძირკველი
ამ
ჩვენს
ყალდენს
ოქროსი
ჰქონია!
ასე
იყო
თუ
ისე,
ქალაქ-სახელმწიფოდ
აღიარებულ
ყალდენს, უცხოელები, თითოეულ
უნცია
სკორეში,
თითქმის
შესაბამის
უნცია
ნუგბარს
და
სხვა
მისთანა
რამეებს
სთავაზობდნენ
და
რა
გასაკვირია
მაგვარი
სკლინტი
შინაურსა
და
გარეულს
ბაჯაღლო
ოქროდ
მოეჩვენებოდათ.
მაგრამ
მიუხედავად
ამისა,
თვალწარმტაც
ფრაციოლას,
ეს
აურაცხელი
სიმდიდრე
ბედნიერს
ვერ
ხდიდა,
რადგან
გათხოვების
შემდეგ
მას
სულ
უფრო
და
უფრო
იპყრობდა
ამა
სოფლის
ამაოებაზე
ფიქრი
და
ხშირად
სასოწარკვეთას
ეძლეოდა…
ადგილს
ვერ
პოულობდა,
ხან
თავის
ტკივილს
იმიზეზებდა,
ხანაც
დაღლილობას,
რათა
როგორმე
განმარტოებულიყო…
და
ფრაციფუცმაც,
ვინაც
გართობის
დიდი
მოყვარული
ბრძანდებოდა,
გული
ადვილად
აიყარა
მასზე.
გამუდმებით
მოგზაურობდა
თავის
ამალასთან
ერთად,
გაზეთებში
კი,
მის
შესახებ
ათასგავარ
ჭორსა
და
თავშესაქცევ
ამბებს
ამოიკითხავდით…
სასოწარკვეთამდე
მისულ
ფრაციოლას,
რომელსაც
ყალდენის
დატოვება
რამდენიმე
დღითაც
კი,
დიდად
ეძნელებოდა,
მეუღლის
გულარხეინობა
და
აღმა-დაღმა
ხეტიალი
კიდევ
უფრო
უმძაფრებდა
სულიერ
ტკივილს
და
ავბედით
ფიქრებში
გახლართული
დაჟინებით
უმტკიცებდა
საკუთარ
თავს,
რომ
ამქვეყნად
აღარაფერს
ჰქონდა
ფასი.
ლულუფარი, სწორედ
რომ
დროზე
შეაღებდა
მისი
ოთახის
კარს,
ყვავილებითა
ან
რაიმე
ნივთით
ხელდამშვენებული,
ვითომდაც,
რაღაც
ორიოდე
წუთის
უკან
დაცილებულ
თანამგზავრთან
შეწყვეტილ,
გონებაში
სახელდახელოდ
შეთხზული
ამბავის
მოყოლას
იწყებდა,
ფრაციოლას
ყურადღებას
თავისებურად,
ვითომდაც
უნებლიეთ
გადაიტანდა
ყვავილებსა
თუ
მომხიბლავ
ნივთებზე
და
მალე
მარტოსულობისგან
თავდახსნილი
დედოფალი
ცნობისმოყვარედ
შესცქეროდა
მორთმეულ
ყვავილებსა
თუ
ნივთს.
უკვე,
სიცოცხლით
ტკბობის
სურვილსაც
გაამჟღავნებდა,
ლულუფარს
გატაცებით
უსმენდა.
მერე
პირისფარეშებიც
შემოეფინებოდნენ
გარშემო
და
სულ
ცოტა
ხანში
სასახლიდან
მისი
ტკარცალის
ხმასაც
გაიგონებდით…
მაშინ,
ტრედონას,
ყალდენის
უწარჩინებულეს
მეყვავილეს
სულში
ნათელი
ჩაეფინებოდა.
იგი
სრულიად
ყმაწვილი
ქალი
გახლდათ,
მაგრამ
გამზრდელ
ბებოს
ბალღობიდანვე
შველოდა
ყვავილების
უჩვეულო
ბაღის
მოვლაში
და
სასახლის
კარზე
დიდი
პატივისცემითა
და
ნდობით
სარგებლობდა.
ყმაწვილი
ქალი
გულმხურვალედ
ესწრაფვოდა
მკურნალ
ლულუფარისთვის,
რაც
შეიძლება
გამორჩეული
სილამაზის
ყვავილები
დაეხვედრებინა…
გატაცებით
ეცნობოდა
ყვავილთა
შესახებ
არსებულ
მრავალფეროვან
ლიტერატურას.
განსაკუთრებით,
მცენარეებზე
ციურ
მნათობთა
ზეგავლენის
შესწავლა
აინტერესებდა,
ამ
მიმართულებით,
რაღაც
განსაკუთრებულ
ნიჭს
ამჟღავნებდა
და
მისი
წყალობით
შეძლო
კიდეც
ყვავილთა
ამა
თუ
იმ
ჯიშის
გადახალისება,
მათი
მოყვანილობის,
ფერის,
სურნელის
შეცვლა.
ერთ
გადაგვარებულ
ჯიშს,
საუკუნეების
მანძილზე
დაკარგული
სამკურნალო
თვისებებიც
კი
აღუდგინა
და
რა
თქმა
უნდა,
მკურნალ
ლულუფარის
დიდი
აღტაცება
გამოიწვია.
და
აი,
იგი
დიდის
მონდომებით
აკვირდებოდა
ვარდის
ერთ
გადახალისებულ
ჯიშს,
ოდესღაც
მთვარის
ვარდად,
რომ
იწოდებოდა.
რა
ხანია,
მის
ამბავს
საიდუმლოდ
ინახავდა,
რადგან
გადახალისებული
ვარდი,
მთვარის
შუქში
მეშვიდედ
განბანვის
შემდეგ
აღივსებოდა
იდუმალი
სურნელით…
იქამდე
კი,
მისი
მოწყვეტა
არაფრით
არ
შეიძლებოდა…
წამით,
ყმაწვილ
მეყვავილეს
მოეჩვენა,
რომ
ამ
სუსტი
არსების
ღეროსა
და
ფურცლებში
შიგადაშიგ,
რაღაც
შეფარვით
ბობოქრობდა.
მიუყურადა
კიდეც…
და
უეცრად,
თავს, ბაღში
მალულად
შემოპარული
ლულუფარი
წაადგა.
_სალამი
ჩიტუნი!-ჩვეულებისამებრ
მხიარულად
შემკრთალ
ასულს,
ბუნჩულა
თითები
მხართან
მოუთათუნა
და
თავმომწონედ
წარმოთქვა,-მედიცინა,
რომელიც
ადამიანს
ემსახურება,
ხელოვნებასაც
მიეკუთვნება
და
მეცნიერებასაც!
მერე
თავის
ნაღვაწ-ნაშრომიდან
(”ყვავილებით,
ლამაზი
ნივთებითა
და
სულისშემძვრელი
ამბებით
მკურნალობა”)
ერთი
სანაქებო
თავი
გაიხსენა,
თან
თვალწარმტაც
ფრაციოლას
მომხიბვლელობაზე
ჩამოაგდო
სიტყვა.
თავაშვებული,
თავქეიფა
ფრაციფუციც
მოიგონა
და
უცებ
ტრედონამ
იგრძნო,
რომ
ეს
ერთი
შეხედვით
მიამიტი
ლულუფარი
დედოფალზე
გამიჯნურებული
იყო.
უნებლიეთ
შეცბუნდა,
თითქოს
გაუკვირდა
კიდეც,
რომ
ამგვარი
რამის
მიხვედრის
უნარი
გამომამჟღავნა.
_რა მშვენიერი
ვარდია?!_ჩაესმა ლულუფარის
აღტაცებით
ნათქვამი.
_მაგრამ
ის,
ჯერ
კიდევ
თითქმის
კოკორია…_მისი გადარჩენა
სცადა
მეყვავილემ.
_სულაც
არა…_ნიშნისმოგებით მიუგო
მან,_ხომ იცი, ყალდენი
პაწია
ქვეყანაა,
სამეფო
სასახლის
აივანზე
გამართულ
ჭოგრიტიდან
ყოველი
მისი
კუთხე-კუნჭული
მოსჩანს…
და
უნდა
მოგახსენო,
რომ
ამ
დილით,
იმ
სამეფო
ჭოგრიტში
გაშლილი
უნახავს
თვალწარმტაც
ფრაციოლას…_დიდი სიფრთხილით
წარმოთქვა
ლულუფარმა
და
ქვედა,
გადმობრუნებულ
ბაგეზე
იმგვარი
მღელვარება
აღებეჭდა,
რომ
დაბნეულმა
ტრედონამ
წამით
ვერაფერი
შებედა,_რა ვქნა გენაცვალე,
მე
ყალდენის
ტახტის
პირდაპირ
მემკვიდრეს
ფრაციფუცის
ქვეშემრდომობა
მარგუნა
ბედმა…_გააგრძელა ოხვრით
და
მოჰყვა
თავისას
თუ
როგორ
გაასულელა
ფრაციფუც-ტრიპუზას
ნაბუშარმა
უფლისწული
ლულუფარ-ენდე.
ტრედონა
თითქმის
არ
უსმენდა.
იგი, ახლა მხოლოდ
იმაზე
ფიქრობდა,
როგორ
შეეჩერებინა
აღელვებული
მკურნალი,
რომელსაც
ის
იყო
ჩანთიდან
მოოქროვლილტარიანი
დანა
ამოეღო
და
ვარდის
ღეროს
ათვალიერებდა.
_მაგ ვარდის
ღირსებაში, ჯერ, მე თავად
ვერ
გავრკვეულვარ,
ახლა
მაგის
მოწყვეტა
არ
ივარგებს,
ერთი
რამეც
და…_შებედა მკურნალს.
_დედოფალი
გაგვეტანჯება,
ამად
კი, არც ერთი ღირსება
არ
ღირს
ამქვეყნად!-შეეპასუხა
იგი,
ვარდის
ფურცლებს
მზერა
თითქოსდა
ნამალევად
შეაცოცა და დანა მარჯვედ შეათამაშა.
ტრედონამ
რაღაც
სხვაგვარად
დაიკვნესა.
-არა
მეთქი!_მისი ხელის
შეკავებას
შეეცადა,
მაგრამ
გვიანღა
იყო.
მკერდზე
ვარდაკრული
ლულუფარი
სასახლისკენ
გაიქცა.
გზად, ვარდს
რამდენიმე
ფურცელი
შემოეცალა
და
ჰაერში
უცნაურად
დატრიალდა.
_რა მოთმენლობა
იყო?!_ვერ დაფარა
წყენა
ასულმა.
მთვარისფერმა
ფურცლებმა
კი, უფრო ძალუმად
იწყეს
ტრიალი
და
უცებ
მათ
გარშემო
საოცარი
ქარბობოლა
ამოვარდა.
ვარდის
ყნოსვით
გართული
ლულუფარი
ამასობაში
სასახლეში
შევარდა
და
ფრაციოლას
სამყოფელისკენ
გაიჭრა.
ქარბობოლამ
კი,
თითქოს
ჭადრაკის
დაფაზე
მხედრის
დარად
და
ზედიზედ
გადაინაცვლაო,
ისე
ჩამოუქროლა
ყალდენს
და
გზადაგზა,
მიწის
სიღრმიდან
ამოზიდულ-ამოფრქვეული
პაწაწკინტელა
ოქროსნაირი
კვერცხების
ჭავლები
აღმართა.
ყალდენის
მიწა
შეზანზარდა
და
ქარბობოლას
ნავალზე
ერთიანად
ჩაიქცა.
აფორიაქებულმა
ტრედონამ
ცის
სიღრმისკენ
ატყორცნილ
მომაჯადოებელ
ფერთა
შადრევანს
გააყოლა
მზერა
და
სუნთქვა
შეეკრა.
ქალაქ-სახელმწიფო
ყალდენის
თავზე
ცა
თითქოს
გადახსნილიყო.
იერი
სარკეს
მიუგავდა
და
შიგ
მთვარის
ვარდის
ყნოსვით
გაცისკროვნებული
თვალწარმტაცი
ფრაციოლა
და
მის
მკერდს
აკრული,
ნეტარებისგან
ბაგემოთამთამე
ლულუფარი
მოჩანდა.
მერე
ცა
შეინძრა,
ამოტრიალდა
და
ახლა
ვეებერთელა,
მრავალეკრანიან
ტელევიზორს
დაემსგავსა.
ყველგან
უცნაური,
იმ
კვერცხებისგან
დაჩეკილი,
ლამაზ-ლამაზი
ფრინველები
და
ფრინველთა
ფერებით
სავსე
ქალაქებისა
და
სოფლების
ხედები
მოჩანდა.
უცებ,
სასახლის
აივნიდან
ორი
ხოხბისფერი
ფრინველი
აფრინდა,
ორივე
სამეფო
ხოხბის
ჯიშისა
ჩანდა,
მაგრამ
ერთი
თვალწარმტაც
ფრაციოლას
ჩამოჰგავდა,
მეორე
კი
ტახტის
დაბრუნების
მოსურნე
მკურნალ
ლულუფარს.
სასახლის
ეზოში
თოფმა
დაიქუხა.
დედოფლის
ღალატით
გაცეცხლებულმა,
იმხანად
ყალდენში
შემთხვევით
შემოვლილმა
ფრაციფუცმა
გაფრენილთ
ტყვია
ტყვიაზე
დაადევნა…
ერთმა
მათგანმა
ფრაციოლა-ხოხობს ყელი გაუკაწრა.
ფრთოსანმა
ლულუფარმა
დაიწივლა,
ცალი
ფრთა
ქვემოთ
დაშვებულ
გულისტოლს
შეაშველა
და
კისერი
ყელს
ქვემოთ
სათუთად
ამოუდო.
ფრაციფრუცის
გასროლილმა
ტყვიამ
ახლა
მას
უწია
და
ბუმბული, მასაც
სისხლით
მოეთხვარა…
მაგრამ
მაინც
თავგანწირვით
მიიწევდნენ
წინ.
ეტყობა,
ამქვეყნიური
უკვე
აღარაფერი
ახსოვდათ
და
მხოლოდ
ცისკენ,
უცნაური
ფრთოსნებით
დასახლებულ
სამყაროსკენ
მიუწევდათ
გული…
არჩევანი
დიდი
იყო,
მაგრამ
მათ,
სამეფო
ხოხობისფრად
მორთულ
ყელწითელა
არწივების
ქვეყანა
ხვდათ
წილად.
გახელებული
ფარაცაფუცი,
ვინაც
დედოფალზე
უფრო,
ცად
წასულ
ყალდენის
ოქროს
საძირკველს
მისტიროდა,
ახლა
ყოველგვარ
თოფსა
და
ზარბაზანზე
უფრო
საშინელ
იარაღს,
სკორესსასაროლ
არტილერიას
ადგმევინებდა
მსახურებს
სასახლის
აივანზე.
_რა მოთმენლობა
იყო,
თანაც
ასე
დახელოვნებული
მკურნალისაგან?!_დაიჩივლა შეწუხებულმა
მეყვავილემ,_რომ არ ეჩქარა
და
ვარდის
მეშვიდედ
განბანვამდე
დაეცადა,
საქმე
სულ
სხვაგვარად
წარიმართებოდა…_იქითკენ შეპარვით
გაიხედა,
სადაც
მიწაში
ჩარგული
ვარდის
ღეროწაჭრილი
ძირი
ეგულებოდა.
”ნეტა
ამოიყრიდეს…”
გაიფიქრა
დადარდიანებულმა.
და
უცნაურმა
არტილერიამც
დაიგრუხუნა…
ყალდენის
თავზე
ცა
სკორეთი
მოითხვარა,
მერე
საშინლად
მოიღრუბლა
და
საარაკო
ფრთოსანთა
მომხიბლავი
ქვეყნებიც
გაუჩინარდნენ.
ტრედონა
ატირდა…
მერე
თითქოს
ცასაც
წასკდა
ცრემლი,
ფრაციფუცის
მთელი
მუქარა
ჩამოირეცხა
და
ძველებურად
მოკრიალდა.
მაგრამ, ლამაზ-ლამაზი
ფრინველები
და
ფრინველთა
ფერებით
სავსე
ქალაქებისა
და
სოფლების
ხედები
აღარსად
ჩანდნენ…
ეტყობა
ყველაფერი
ცის
ცრემლებს
ჩამოჰყვა
და
ისევ
პატივით
სავსე
ყალდენის
მიწაში
ჩაიმარხა.
ფრაციფუცსაც
სიბრაზემ
გაუარა
და
თავის
ამალასთან
ერთად,
კვლავ
სამოგზაუროდ
გაეშურა.
თურმე, გაამაყებული
იკვნეხიდა
ყალდენის
ოქროს
საძირკველი
ხომ
უკლებლივ
დავიბრუნეო…
იმ
საელჩოებისა,
საკონსულოების
და
მისი
ამალის
წყალობით
კი,
მთელს
ქვეყნიერებას
მოედო, ვერაგ
მტერზე, მისი ბრწყინვალე
გამარჯვების
შესახებ
აგორებული
ჭორი…
თუმც,
თვალწარმტაცი
ფრაციოლასა
და
ბაგეგადმობრუნებული,
დაუზარებლად
მომრგვალებული
ლულუფარის
ცად
გაფრენის
თუ
ერთად
გაპარვის
გულისამაჩუყებელი
ამბავიც
უსწრაფესად
გავრცელდა.
მალე
მათ
სასიყვარულო
თავგადასავალზე
სიმღერებიც
შეიქმნა…
ზოგი
ნამალევად
კვირობდა,
ისეთმა
ქალმა,
ასეთ
კაცში
რა
იპოვაო…
მხოლოდ
მეყვავილე
ტრედონამ
იცოდა
სიმართლე,
ლულუფარი
ხომ,
ყვავილებით,
ლამაზი
ნივთებითა
და
სულისშემძვრელი
ამბებით
მკურნალობის
ხელოვნებას
ფლობდა…
ჯ.გ.
===
ზღაპრები... Tales...
*
ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...
ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
”არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” _ "Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003
gogejanr.blogspot.com-ზე: )(
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili
Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы
პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
Gioom Galen Poet & Writer Shers.InShayari: You Look fancifully
Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen
*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
*
*
Комментариев нет:
Отправить комментарий