Translate

суббота, 16 апреля 2022 г.

პიკანტური ინვესტიცია! _კრებულიდან _პოეტური ინტერპრეტაციები იგავ-არაკებითა და ზღაპრებით…

 




*  იხილეთ შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი… Creation, _ Av... ”ტიპაჟები” 2005 წ.


***

კრებულიდან _პოეტური ინტერპრეტაციები

იგავ-არაკებითა და ზღაპრებით

 

                 პიკანტური

    ინვესტიცია!

 

ეს, ის დრო იყო,

როცა, ქვეყანა ეპყრათ მედროვეთ,

აღებ-მიცემის ბუმი იდგა, ყიდნენ ყველაფერს;

გაჩნდა დევიზი: ”პიკანტური ინვესტინცია!”,

შესაბამისად შეფუცხუნდა დიპლომატიაც

 

აუქციონზე მიიჩქარის, მოქრის დესპანი,

აღებ-მიცემის მოციქული, ნაცადი ციქვი,
მოსდევს ნაბიჯი მოდრეკილი, სხარტი და ციცქვი,
დასტურ _ კლიტენი ციხე-კოშკის, უპყრია ციცხვიც

 

დესპანი ბჭობდა: ციცხვი ციცხვია,

ვთქვათ და სულაც საქვაბეთის დედოფალია;

თუმც, სწავლულთ აზრით ბევრად მეტია;

ვინც შეიცნობსო, არნახული მადლის მფენია

 

ოღონდ, ეგ მადლი, ჩვენს ხაზინას, არად არგია;

არცა ისმევა, არც იჭმევა, სამოსადაც უვარგისია

შენახვა, დაცვა, უთავბოლო ხარჯებს მოითხოვს

გასაყიდია, გასაყიდია, გასაყიდია!!!

 

გავაპიარებ, რომ, ციცხვში ზის ჯინი ქებული,

პატრონის ნებით ათასგვარი კერძის მომრთმევი

ვინცა შეიძენს, იქნებაო მუდამღა ლხინში,

ციხე-კოშკიცა აივსება ზღაპრულ ნადავლით

 

და მოეჩვენა მინიშნებად, როცა სწრაფვაში,

აუქციონის მისასვლელთან, მდებარე სკვერში,

თავბრუდამხვევად მოზიმზე  ხალხის მორევში,

მზერა უწია სახელოვან ილუზიონისტს

 

_ამბობენ, მეტად გამჭრიახია,

სხვათა აზრების შეცნობაში ვირტუოზია,

ხელთა სიმარჯვით, ილეთებით და ჩაგონებით,

შარმით მოსილი შოუების შემოქმედია

 

გავურიგდები, ციცხვის იმიჯი წარმოაჩინოს,

ზედ ციხე-კოშკთან, მაგიური შოუ გამართოს

ცდუნებებს ითხოვს პიკანტური ინვესტიცია!

თუმცა დახვეწა ქარგმისა, ვეღარ მოასწრო

 

ჭაბუკმა მაგმა, მისკენ  თვალებით ჩაიღიმილა,

სოფლის სამზადი გააცოცხლა, ბებოს სავანე

ციცხვს, გუნებაში მიელამუნა,

განცდა იმპულსებს გააყოლა ადრესატამდე:

 

_ჰეი, ეგ ციცხვი ეკუთვისო კეთილ ფერიას,

განგებისგან მიენიჭა, სულ სხვა მისია,

ზეციური ელექსირით კვებავს ნორჩ სულებს,

მერე მოზარდებს ხილვებშია მხნეობით ავსებს.

 

ისე, ისედაც, სულ უბრალო ციცხვთა ამაგი,

ხომ ნაკურთხია ღვთიური მადლით

შენც გაიხსენე, ჩვილი იყავ, უმწეო, სუსტი,

მოღონიერდი, ფეხი აიდგი ფაფების ჭამით

 

დესპანში კრძალვით გაიღვიძა ეულმა ხსოვნამ

კვანტურმა შფოთვამ შემოუტიაგეზი იცვალა;

_უბრალო ციცხვი კი არაა, უჩვეულო ანტიკვარია!

განაცხადა და ციხე-კოშკისკენ გასწია მედგრად.

 

გზად ხმა გავრცელდა, ვინაც ირწმუნებს,

ციხე-კოშკს და დედა ციცხვს მოინახულებს,

სანთლებს დაანთებს, ილოცებს და მოინანიებს;

სიმაძღრეს იგრძნობს, ბარაქითაც აივსებაო

 

აღარ წყდებოდა მღელვარება, ხალხის ნაკადი,

ციხე-კოშკის წიაღში კი, მითი ბრძენობდა,

სიკეთის მჩენ ილუზიონისტს შოუ მიჰყავდა

_ეფექტიაო პლაცებოსი! _ მჭევრი ლაღობდა.

..

 

*

პლაცებო (ლათ. placebo, „მოგეწონები, მოვეწონები, ვასიამოვნებ

“…ფსიქოლოგიური კვლევის სიტუაციაში პლაცებო ეფექტი ჩნდება ყოველთვის, როდესაც ქცევით რეაქციაზე ზემოქმედებას ახდენს პიროვნების მოლოდინირა უნდა გააკეთოს, ან რა იგრძნოს და არარეალური სტიმული.

*

 

*
სასწაულის თუ  არ გჯერა… 


ზღაპრები... Tales...

 *

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...

გამოქვეყნებულია რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში… რამდენიმე მათგანი თარგმნილია ინგლისურ ენაზე
*

Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen

*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili

აქვე _ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/

მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/

 ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი 

 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება


 
ისე, სხვა არჩევანიც არსებობს, ანუ იხილეთ:  პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

 

Комментариев нет:

Отправить комментарий