*
* იხილეთ შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი… Creation, _ Av... ”ტიპაჟები” 2005 წ.
ჩიტი სულში შემალული…
სიყვარულმა ზღაპარი შვა;
ზღაპრის გმირი შავთვალა,
პრინცმა გოგო შეიყვარა,
დედაბერმა გათვალა…
ქორწინება მაინც შედგა,
პრინცსაც ერგო მეფობა,
აქ, ლამაზმა მოიწყინა,
დედოფლობას მორცხვობდა…
ოცნებაში ველად იყო,
ყვავილების სურნელში,
ჩიტი სულში შემალული,
იყო მისი ნუგეში…გულში,
ისევ პრინცს ეტრფოდა,
ყმაწვილქალურ ოცნებით,
ტიტულს ვეღარ მიეჩვია,
ნაზარდ უბრალოებით…
ჰოდა დედა, ხარბი დანი
თავხედობდნენ და შურით,
მეფეს ხშირად აწვეთებდნენ:
გულუბრყვილოდ ირჯები…სასახლეში მონებივრე,
რეალობას ვერა სცნობ,
უშუალობით მოკეკლუცე,
საცთურია, ვერა გრძნობ?!
გასაჭირში თუ ჩავარდი,
მარტივად მიგივიწყებს,
მერე გვიან აღმოაჩენ,
ხელს ვერაფერს ჩაჰკიდებ…
აქ, ჭაბუკმა განიზრახა,
ხვედრი მწველად შეეცნო,
ტახტი მიჯნურს დაულოცა,
განსაცდლისკენ გაენთო…
სამეფო კარს ელდა ეცა,
უღირსს ძირავს უღირსი,
მთა ჩამოწვა, ეტლს დაეცა,
დაფლა ქალნი უვიცნი…
დედაბერი მთლად გაავდა
და სიავემ გათანგა,
ბოროტება ვეღარ შვა და
თავის ღვარძლში გათავდა…ვეზირება ბჭობა შექმნეს,
ქვეყნის შველა უნდოდათ,
დედოფალი ქვრივადა ცნეს,
ტახტი, გმირს რომ რგებოდა…
ისე, როგორც, არაკებში,
გაჩდნენ მაძიებელნი;
ხელმწიფენი, ხონთქარები,
ფსევდო განძთა მფლობელნი…
მაგრამ ქვრივმა არ ინება,
მიჯნურობას ვერ თმობდა,
ჩიტი სულში შემალული,
კვლავაც პრინცზე გალობდა…
კარისკაცნი ირჯებოდნენ,
ქვრივს ჰქონოდა მოლხენა,
და იმედად დაისახეს
ჯამბაზთ დასთა მოწვევა…
ხალხში უცებ ხმა დაირხა,
მეფედა ჯობს მასხარა,
ოინბაზობით გაგვართობს,
მეტი, რაღა გვინდა რა…
დედოფალმაც ვეზირებზე
შური უმალვე იძია
და რაინდულ ასპარეზზე
ოინბაზნიც იწვია…
იხუვლეს ტაკიმასხრებმა,
გარისკვა არც უფიქრიათ,
უცებ, სახიჩრად შემკულმა
ელიტა გამოიწვია…
ჯამბაზურ ილეთებითა
ყველა მოქიშპეს სძლია და
წესისებრ ასპარეზობის,
ხელის სათხოვნად გასწია…
ვეზირებმა გაიოცეს:
_ოინბაზი, ტახტის მშვენი?!
მაგრამ ხალხის ოვაციამ,
დაუმშვენა სვლა და გეზი…
ჩიტი სულში შემალული,
იდუმალ ალღოს მიენდო,
გულის-თქმა გააფაციცა,
ჯამბაზში პრინცი გაენდო…
და საწყისი მშვენებისა,
სიყვარული ახლად იშვა,სულმა ხსოვნას უერგულა,
არაკის ქარგამ აიშვა…
მეფე, ისევ პრინცს ემსგავსა,
გოგოც იყო სათნოდ სადა,
ტიტულების ზედახორა,
შვილთა სათამაშოდ დარჩა!
ჯ.გ.
*
ზღაპრები... Tales...
*
ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...
ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
”არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” _ "Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003
gogejanr.blogspot.com-ზე: )(პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili
Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы
პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
Gioom Galen Poet & Writer Shers.InShayari: You Look fancifully
Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
არაცნობიერის ახირება… _კრებულიდან _პოეტური ინტერპრ...
ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/
მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/
ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი
პიკანტური ინვესტიცია! _კრებულიდან _პოეტური ინ...
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
*
*
Комментариев нет:
Отправить комментарий