*
არაცნობიერის ახირება…
კაცი, ცოლს გემოვნებას უწუნებდა ;
აითვალისწუნა მისი პლედის ფერი,
ქალი უყრუებდა, თავისას ჩემობდა,
საცთურით ხარობდა კოპწია ლედი.
უცებ, მოინდომა გიტარაზე დაკვრა,
ამგზნებად მოისხა წითელი პლედი,
აღშფოთდა მამრი, სიგარა გააბოლა,
ბანკიდან, არაცნობიერად აიღო სესხი,
თავნება სახლიდან უქუდოდ გაიქცა,
დალალებზე ენთო ნატრული მზერა,
ქმარი ამხედრდა კაზინოში გავარდა
და ფსონი ცოლის პლედს შეუფერა.
წაგებას ფიქრობდა, წითელმა მოიგო,
კაცმა გაინაღდა, შინისკენ წაიმღერა,
ცოლს გაეჭიმა; მაგარი ალღო მაქვსო,
და პლედის ფერით ლამის წაიხემსა…
მერე, ალღოთი კაბის ფერი აიჩემა,
მანაც გაამართლა, ისევ ჩაიჯიბა,
ცოლისთვის, გროვა სამოსი შეიძინა,
და ჩაცმულობას ყნოსვით იაზრებდა.
ფერები ტალღებია; ქუდსა თუ კაშნეს,
ბლუზსა, წინსაფარს, ლურჯსა ან მწვანეს,
თვის სუნი ჰქონდა, სურნელიც, გემებაც,
თილისმად შეყნოსილმა მოგება ინება.
კაცი გატუტუცდა, ბრმად აიწყვიტა;
ცოლის ტრუსის ფერზეც, ხეირი მოსინჯა,
ზედიზედ ჩაუთქვა, ვერარა გაინაღდა,
კაზინოდან კაზინოში იჭვით დარბოდა...
ძლივსღა გაიხსენა, ცოლი რა ხანია,
სამოსის გარეშე, სიზმარშიც არ ენახა,
აბა, ტრუსის ფერს, რაფრად შეიცნობდა;
შემოსილი ქალი, საცვალს, ვერ ჰგუობდა…
ჯ.გ.
***
ზღაპრები... Tales...
*
ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...
ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
”არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” _ "Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003
gogejanr.blogspot.com-ზე: )(პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili
Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы
პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
Gioom Galen Poet & Writer Shers.InShayari: You Look fancifully
Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen
*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
აქვე _ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/
მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/
Комментариев нет:
Отправить комментарий