* იხილეთ შემოქმედება, _ ავთანდილ გოგეშვილი… Creation, _ Av... ”ტიპაჟები” 2005 წ.
***
აგერ, ნავარდა!
/მისან ფენაკოს მონოლოგი/
სამზეოს, თქვენცა ქე ხედვთ,
ჰადესს, მეც ხილვით ვეწვიე,
ზესკნელად ასვლა არ მერგო,
გარესკნელს ვეღარ ვუწიე…
ჯოგს, ბებერ ჭაკად შემოვრჩი,
არადა, მისნურ ნიჭსა ვფლობ!
კვიცებს ვგეშავ და ვდარაჯობ,
მოდგმა, არ მიახლაფორთონ…
ბევრი მენდობა, გულს მიშლის,
ართქმისა ვუწყი, კვლავ ყადრი,
ვინც დიდ საქმეებს ესწრაფვის,
არ ვავნებ, ჭარბი სიმართლით!
ჰოდა, ეს კვიცი, ნავარდაც,
სულაც , რომ ხტოდა შარადა,
შნო და ლაზათით შევამკე,
შევქმენ უზღაპრეს გმირადა…
ულაყ ანქიტერს, ეს ართობს;
მისი ჯილაგი, კვლავ ფასობს,
რემას ჭიხვინით თავკაცობს,
და ელტვის ფაშატ თაფლიკოს.
დროა, რომ აქა დავდუმდე,
ალღომა არ მიღალატოს,
ვინაც მომავალს მსახურებს,
ჭარბი მართლობით არ ვავნო!
აბა, პირს, ხომ არ მოვაღებ,
სად და რა ხვიხვინს ფერობდა,
ტრფიალში ხელდებოდა და,
ლამის ცის კიდეს ერწყმოდა…
მე ვარ, მისანი ფენაკო,
ვიცი, იღბალი ვის ვარგო,
ვინ ვის უხდება წინამძღვრად,
რემამ, ფხიზლად, რომ იაროს…
ჰოდა, მინდა, რომ ნავარდა,
იწვრთნას სასწაულ რაშადა,
ჭიხვინი, მიწის დატორვა,
ვეღარა შველის მომავალს…
ის, სივრცეებში მიმოჰქრის,
და სკნელთა შუამავალია,
ოთხივ სტიქიას ითავსებს,
სრული სამყაროს მჩენია!
ზესკნელსა უნდა ეწვიოს,
შუასკნელსა, რომ შეეწიოს…
ქვესკნელში უნდა ჩავიდეს,
იხსნას სიმართლის ფერიო…
გარესკნლის წყვდიადს აებას,
საუნჯე მისი შეიცნოს,
ოდეს, იდუმლად ნათხრობსა,
სიბრძნე, ბარაქა ადინოს…
ისევ, ზედმეტად გავერთე,
გზა ძნელად გასავლელია…
გასართობადა დავჯერდეთ,
რაც, აქომამდე გვსმენია:
…
აგერ, ნავარდა!
სილამაზით განთქმული პრინცი,
კვიცი გვარზე ხტის,
კვიცია და მერა რა კვიცი…
დაჰქრის, თამაშობს,
მშვენიერი სიმღერა იცის,
თუკი ინატრებ,
მოგატარებს ოცნებას ციმციმ…
*ჯ.გ.
გვახსოვდეს!
ხილული სამყარო,
მხოლოდ 5 %-ია…
ბევრისთვის,
ალბათ,
ბევრად ნაკლები.
და თუმც,
ზღვა ინფორმაცია
გვარტყია, _
ასეა ყოფაშიც.
გვახსოვდეს!
რასაც ვერა ვცნობთ,
გონით და გულით,
ნუ განვსჯით
ცარიელა ენით…
(ჯ.გ.)
***
75% ბნელი ენერგია
20% ბნელი მატერია
5% ჩვეულებრივი მატერია
***
იხილეთ _მომღერალი ცხენი _ ჯანრი გოგეშვილის ზღაპრები, იგავ...
*
ზღაპრები... Tales...
*
ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fable...
ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...
”არაფერა” (საბავშვო ლექსი), ”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი” _ "Good-for-Nothing." A rhyme. "The Educational-Missionary Fund," 2003
gogejanr.blogspot.com-ზე: )(პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili
Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы
პარალელიზმი...ალტერნატივა... ლიტერატურული ფანდი...
Gioom Galen Poet & Writer Shers.InShayari: You Look fancifully
Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen
*ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
აქვე _ჩუქჩუქა /მონატრება ძერწდა გეშსა…/იგავ-არაკი/
მიჯნურთ სხივში ედოთ ბინა… / პოეტური ინტერპრეტაცია…/
ისე კი _ფრაციოლა და ლულუფარი/ იგავ-არაკი
პიკანტური ინვესტიცია! _კრებულიდან _პოეტური ინ...
- ჩიტი სულში შემალული… კრებულიდან _პოეტური ინტერპრეტ...
- არაცნობიერის ახირება… _კრებულიდან _პოეტური ინტერპრ...
Комментариев нет:
Отправить комментарий