დაე, ეს ნატვრაც…
იდუმალება, ისევ შევგცინის,
ტესლას ნაირი ფენომენებით,
წამოენთება ლოცვა-თილისმა,
და იდეებად შეფერადდები…
ძიება აჩენს მიჩქმალულ მცნებას;
მითში არეკლილ გონიერ განცდას,
დაე, ეს ნატვრაც აუხდეს მაშვრალს;
ირგოს დრო-სივრცე, მაგიურ აფრად.
(ჯ.გ.)
*
და ოცნებაც არ ელავს, არის მიუსაფარი…
გული ნაოცნებარი…
კითხვას გადაეჩვია დღეს ასობით მკითხველი,
თამაშ-თამაშ, უვიციც გახდა მიმომხილველი,
ქარაგმებით ღვივდება "პოლიტსახის" იმიჯი,
ტელეეკრანს შეაცვდა შვილიცა და მშობელიც…
და ოცნებაც არ ელავს, არის მიუსაფარი…
გახსოვს? ლექსის ნაპერწკალს
გაურბოდა მზაკვარი...
ახლა, თითქოს წრფელ გრძნობას
მიაყარეს ნაცარი,
მაგრამ მაინც გუგუნებს გული ნაოცნებარი…
7.04.2000
***
სამი ათეული წლის წინათ ჯანრი გოგეშვილის წიგნები, (რომანები, მოთხრობებისა და იუმორესკების კრებულები) გამორჩეული ინტერესით იკითხებოდა და გასაყიდად გამოტანილი, წიგნების მაღაზიის თაროებს ცოტა ხნით თუ შემორჩებოდა… (მართალია, ვითარებაც სხვაგვარი იყო, და წიგნის მოყვარულსაც, სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა მხატვრული ნაწარმოებების მიმართ).
პირველად, 1968 წელს დავიბეჭდე. 1974 წელს მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკურ თათბირ-სემინარში, სადაც ჩემმა მოთხრობებმა შემფასებელთა მოწონება დაიმსახურა. (განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოთხრობას სახელწოდებით ”ყმუილი”).
ვიბეჭდებოდი რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში...
1982 წელს გამოვიდა ჩემი ნაწარმოებების პირველი კრებული ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული), რომელშიც შესულმა მოთხრობებმა, და ნაწყვეტმა რომანიდან მკითხველთა ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ იმავე ეპიზოდმა (”ლტოლვილი სიზმარეთიდან”) მწერლისა და პუბლიცისტის ბატონ ..... ......... ”მრისხანება” გამოიწვია. მიმოხილვა ჟურნალ ”ცისკარში” გამოქვეყნდა. პუბლიცისტი დიდად ”ააღელვა” იმ დროისთვის, მართლაც რომ უცნაურმა სცენამ ”აუტოდაფემ”, სადაც ამბოხმოძალებული გმირი სიყალბისა და გრაფომანიის წინააღმდეგ ილაშქრებს... ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება ამ ეპიზოდის გახსენება:
”-ბატონებო! კაცობრიობის ბეღელი გადაიტვირთვა და თუ არ განიწმინდა..._როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა,_ფსევდოლიტერატურამ, ფსევდომეცნიერებამ, გრაფომანიამ თუ ქაღალდომანიამ ლამის წალეკოს ყველაფერი. ხელოვნურად შეკოწიწებული ინტელექტუალების მომრავლებამ ოცნება შეავიწროვა. დღეს ძალზე ცოტას ოცნებობენ და საშინლად ბევრს წერენ. ოცნების მარაგი შემოგვეხარჯა, კაცობრიობის ბეღელი უნდა განიწმინდოს, ჩვენ უნდა ვძლიოთ ტიტულომანია, სხვა ანგარება და ამ დიდი საქმის პიონერები გავხდეთ. აუტოდაფე ნაცნობი სიტყვაა, დროა გაჩნდეს სიტყვა, რაც მას დაუპირისპირდება. ბატონებო, ამ დაუზარებელ წამოწყებას მე დისერტაციას ვწირავ, რომელიც თამამდ შეიძლება დაიცვას კაცმა, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობ, იგი მაინც ზედმეტი ტვირთი გახდება კაცობრიობის ბეღლისათვის. მაშ, გააჩაღეთ, კოცონი, ბატონებო!
მოქეიფენი ჟრიამულით აიშალნენ და ცეცხლს შეშა მიაყარეს. …
აიეტმა დისერტაცია მოისროლა. მხოლოდ სამიოდე ფურცელი აფრიალდა. ცისფერმა ალმა ფურცლების შეკვრას კიდეები ”გაულოკა”.
რომანი სახელწოდებით ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), გამომცემლობა ”... რომელშიც ეს ნაწყვეტია შესული 1992 წელს დაიბეჭდა და მკითხელთა შორის პოპულარობით სარგებლობდა… გამოცემულმა ”მერანმა” 1987 წელს დასტამბა სოციალურ-ფსიქოლოგიურ თემაზე დაწერილი რომანი ”ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) 1987 წ. გამომცემლობა ”მერანი”/ (შემოკლებული ვარიანტი ჟურნალ ”ცისკარმა” გამოაქვეყნა).. როგორც მაშინდელი ”საქწიგნის” თანამშრომლები ამბობდნენ წიგნმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. (ოფიციალური ტირაჟი 10 000 ეგზ. მაგრამ როგორც ხმა გავრცელდა გაცილებით მეტი დაიბეჭდა… მესმოდა ”დახლს ქვემოდან” იყიდებაო). ამ წიგნზე, რამდენიმე საგულისმო წერილიც გამოქვეყნდა. ისე, პირადად, მკითხვლთაგან მრავალგზის მსმენია დადებითი გამოხმაურება.
ასევე სწრაფად და ხმაურით გაიყიდა ჩემი მომდევნო რომანები ”გამთენებელი ღამისა” (”გამთნებელი ღამისა” _ორი რომანი _ ”ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან, ...”რომელსა შენ მდევნი”... (რომანი), გამომცემლობა ... გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. ტირაჟი 10 000. ”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან” 1992წ. ტირაჟი 20 000).
მაგრამ ამავე გამომცემლობის ეგიდით 1995წ. მცირე ტირაჟით გამოცემულ რომანს ”ჯანრი გოგეშვილი ’შეშლილთა" ტკბილი სულები” (რომანი)...”, (ერთგან მოვიხსენიე სათაურით _ ”შიბაქები და სალამურები”) აშკარად არ გაუმართლა. ანაწყობი ხარვეზებით გაკეთდა, გამოიცა უხარისხოდ. ამჟამად, მისი სრული ვარიანტი ჩემს ვებ-გვერდებზე გამოვაქვეყნე. საწყენია, რომ ამ რომანს მოაზროვნე შემფასებელი არ გამოუჩნდა.

მოწონება დაიმსახურა 1997 წელს ჟურნალ ”ცისკარში” დაბეჭდილმა რომანის თავებმა _”სიკვდილის ხელოვნება” (რამდენიმე კარირომანიდან) 'The Art of Death' (some parts from the novel).
ბოლო რომანი ”ბუმბულის სახლი” /ბუმბულის სახლი /რომანი/ ჯანრი გოგეშვილი | AT HOME .../ლიტერატურულ ჟურნალ ”ამერიმერში” გამოქვეყნდა. იგი მკითხველთა აზრით გამორჩეულ ინტერესს იმსახურებს... მორიგი რომანი _ ჯანრი გოგეშვილი _ გაიღვიძე ეპიფიზ! /რომანი _ Джанр... შეგიძლიათ ინტერნეტსივრცეში გაეცნოთ. აქვე, ჩემს ”ბლოგებზეა” განთავსებული ბეჭვდით არეალს მოკლებული ნოველები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვა აქტუალური შენიშვნები...
პოეზია, _პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge... წიგნად გამოიცა 2010 წელს) რამდენიმე მათგანი, ქართველ მკითხველში აშკარა მოწონებას იმსახურებს. თუმც, ინგლისურენოვან საიტებზე, ბევრად უფრო პოპულარულია. (ლექსების თარგმანი ეკუთვნის ქალბატონ ასმათ ლეკიაშვილს, თუმც, რამდენიმე მათგანის თარგმნა, თავად მეც მოვახერხე). ვფიქრობ, ყურადღებს იმსახურებს პოეტური რუბრიკა _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы / Quantum pulses / ჯ.გ. / Дж. Г. / J.G./ სადაც, ჩემეული სტროფების ინგლისურ ენზე წარმოჩენა, თავისებურ ”ჰობად” მექცა.
ზოგ მკითხველს, ასევე საყურადღებოდ ეჩვენა ვირტუალურ სივრცეში ჯანრი გოგეშვილის მიერ ”Gioom Galen"-ის ფსევდონიმით განხორციელებული პოეტური სახე. და რამდენიმე ნიმუშის სხვადასხვა ინგლისურენოვან საიტებზე წარმოჩენა ისურვეს.
ჩემი ლექსების რუსული თარგმანის გარშემო წარმოქმნილმა ”მცირე” ხმაურმა, ბიძგი მომცა, თავად დამეწყო რუსულ ენაზე ლექსების თხზვა (Журнал "Самиздат".Гогешвили Джанри. Занимательные строфы / http://samlib.ru/g/gogeshwili_d/Занимательные строфы - без рубрики, 26.12.2015 12:27/

როგორც ჩანს, რუსულენოვანი მკითხველის გარკვეული ნაწილი გულგრილი არ გახლავთ რუსულენოვან სივრცეში განთავსებული Джанри Гогешвили-ის სტროფების მიმართ.
ზღაპრებისა და იგავ-არაკების ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნება სრულად ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ ინტერნეტში საიმედოდ დაიმკვიდრეს ადგილი, რადგან ვფიქრობ, აქ გულისხმიერი მკითხველი გამუჩნდა.იგავ-არაკები, ზღაპრები…/ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fables... /GOGEJANR: ზღაპრები... Tales.../ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...

დრამატურგია და სცენა ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. თუ არ დამზარდებით და აქვე გამოქვეყნებულუცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) და სხვა პიესებს გადაავლებთ თვალს, ვფიქრობ, შესაბამისი სცენებითაც გაამდიდრებთ, თქვენს წარმოსახვებს.
პუბლიცისტური წერილები ლიტერატორისგან სხვაგვარ ალღოს და ხედვას ითხოვს. როგორც ამბობდნენ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ჩემი წერილები სხარტი ანალიზითა და სიმძაფრით გამოირჩეოდა. ზოგი მათგანი ახლაც აქტუალური რჩება; ვთქვათ: ”სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში(პუბლიცისტიკა)... Them who have taken away the native land Or in a captivityof tricky ideas (Publicism)”. ამჯერად, ამგვარ ”მხილებებსა” და ესეებს ჩემს ”ბლოგებზე” ვაქვეყნებ, რადგან რედაქციების კაპრიზებს თავს ვარიდებ... თემატური _ რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს”
აქვე იხილავთ ჩემს მოთხრობებს, იუმორესკებს, ნოველებსა თუ ახირებულ ამბებს... ”ბუკელა, მაშინ ქურდად იჯდა…” (იუმორისტული ნოველა)... (ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny stories...).
ვებგვერდებზე,_ ფსიქოლოგიური შტრიხებსაც /მცირე შტრიხები ქართველთა ყოფაში მომძლავრებულ სინდრომთა შესახებ/ და *სახელდახელო აზრები / Мысли наспех… _და სხვა შენიშვნებსაც შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი...
გმადლობთ, რომ გვეწვიეთ...
ჩვენ, ერთიანი სააზროვნო სივრცე უნდა გადავარჩინოთ... და ალბათ, ნაოცნებარი გულებიც....
ჩვენ, ერთიანი სააზროვნო სივრცე უნდა გადავარჩინოთ... და ალბათ, ნაოცნებარი გულებიც....
გულთბილი სურვილებით
ავტორი
*********************************************************************************************
*
*
*
ჩანდა სამყარო სრულ უიღბლობად
ბევრმა შეძლო და ”შექმნა” ხმაური,
გავიდა წლები, ჩქამიც არ დარჩა…
ეულის ნიჭზე არჩევდნენ დუმილს,
ხალხი მხილებას ვერ გაუმკლავდა.
მასა ვერ იქცა სიმართლის მცველად,
ქლესობა, ქრთამი მოჯდა თამადად,
ჩანდა სამყარო სრულ უიღბლობად,
თუმც, სიყვარული მარად გვიცავდა.
(ჯ.გ.)
*
*
ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
მაგრამ იქამდე დაინტერესებულმა მკითხველმა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულმოგონებების რიგს გადაავლოს თვალი... უპირველესად _
_ბლოგზე გამოქვეყნებული მოგონებიდან:
...
არქივში შემონახული ”ფაქტები”... (პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა... 8 აგვისტო, 1968 წ. (დაკ. ეპიზოდი იხ. სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... პირველი ავტორიტეტული შეფასება _ თელავი, ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარი, 1974 წ.)
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...
http://gogejanr.blogspot.com/2008/01/blog-post_972.html
(2 დეკემბერი 2007)
იხილეთ თემატური გვერდები ანუ _ ფირფიტების სევდა /ესე-ნოველა/_ ...From...) _და უდაოდ აღმოაჩენთ… /ფსიქო-ეტიუდი/_/ დისიდენტური ნახტომი… The dissident jump…/
და ასე შემდეგ…
ისე, თავშსაქცევად _
***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...
*
***
***
ჯანრი გოგეშვილის წიგნები
***
***
© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”
Комментариев нет:
Отправить комментарий