Translate

вторник, 14 апреля 2020 г.

ყველა მთავრობა ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი / სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს.../

დასაწყისი _
*

ყველა მთავრობა
ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი

არ მინდაიდეაფიქსითშეპყრობილ ადამიანს ვემსგავსო, მაგრამ უნდა ვაღიარო, ვწუხვარ, რომ ჩემეული ძიების მოტივი, სხვათა შემწედ ვერ ვაქციე
უნდა შევიცნო, უნდა ამოვხსნა,
საიდან მოველ, და რა საგზალით
წინა კარის დასასრულსმინაწერლექსიდან ორიოდე სტრიქონი სევდიანად წარმოვთქვი:
უცაბედად გავითავისე, რომ, ამის ამოხსნა თეორიულადაც კი, ვერვინ შეძლორა თქმა უნდა, დედამიწაზე უფლის ხანმოკლე თავგადასავალს, თუ არ მვიღებთ მხედველობაში… ”ერთი ღმერთი ორი გონებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა…” ჰო, მაგრამ ის ღვთიური არსი, ხომ ყოველი ჩვენთაგანისთვის მიუწვდომელია, ან იქნებ ვერ ვამჩნევთ და ზოგჯერ ჩვენშიც შეინიშნებაგასხივოსნება”. არადა, თავად ღმერთთან თვალთმაქცობა დასაბამიდან დაგვჩემდაროგორც მკვლევარები აღნიშნავენ ბიბლიაში მრავლადაა მსგავსი ეპიზოდებიადამმა ევას, ევამ გველსთითქოსდა, სრულიად შემთხვევით ფაქტზეა საუბარი, როცა ადამმა ვაშლი ჩაკბიჩა და სიშიშვლე იგრძნო
მაგრამ ადამიანები დღეს, ედემისეული განცდით სიშიშვლეს, ნამდვილად ვერ გრძნობენ. თორემ ერთმანეთის დანახვა, თითქმის ყოველ წამს უნდა რცხვენოდეთამ ბოლო დროს, ჩვენი დაუდევრობით, რაც ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავმართეთმაგრამ ყოველივე შედარებითია, ერთნი მეტისმეტად შეგნებულად იდგნენ და დგანან უკეთურთა სამსახურში, თორემ უცოდველი და ანგელოზი არც არავინაა… 
2007 წელს, ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებულიხატოვანი მოტივაციებისგამოცემულ ნომერთა ანოტაციების მიმოხილვაში ვკითხულობთ:
ხატოვანი მოტივაციებილიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
the magazine "Image-Bearing Motivations"
ლიტერატურულ-შემეცნებითი ძიებანი...
მწიგნობართა მოსაზრებანი და სახოვანი ეპიზოდები...
ხასიათის, ქცევების თუ მათ განმსაზღვრელ მიზეზთაშეფერადებადა
სახეების მეტამორფოზა _ ფსიქოლოგიური სილუეტები. ...თემატური მოტივები და
წიაღსვლები... აზრთა შედგენა-დაპირისპირებისა და მოტივაციების ხატოვანი ნიმუშები... მტკიცებანი და არგუმენტები... შემოქმედებითი საწყისის გაღრმავება და მხატვრული ფანტაზიით აღმოცენებული მეცნიერული წინასწარხედვა... მხნეობა და სააზროვნო წესრიგი... ”წაიკითხეთ პატარებთან ერთადბიბლიოთერაპიის პასაჟები... პუბლიცისტური ტროპები...
და ერთგან ჩემს გულისტკივილს ამგვარად ვამხელ:

დამოუკიდებელი აზრის დატირება
ყველა მთავრობა
ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი,
ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
კომსტრუქტურიდან
ეროვნულზე ცანგალ-ცანგალით,
პერმანენტულად გარდამავალი...
მედროვეთ ყველგან
და ყოველთვის ჰყავდათ მსტოვრები,
წრფელი იდეის მოერიშე,
ყალბად ამგდები,
თუმც ბევრს ებოძა მედალ-ორდენი,
წმენდაში მოხვდნენ
აქტიურისამეულებიც”...
მერე მოვიდნენ სხვაფრივ ფარულნი,
ჩუმად ლაღნი და ჩუმად სწავლულნი,
მათშიც ერია კაცი გამგები,
იმპერიულად
ეროვნულიჰქონდა ზრახვები...
ინფორმაციის უძღებ ბადეში,
ახლა ყველანი გავხდით მძევლები,
მავანს ჩაუდგეს თავშიმოდემი
და გახდა წევრი უცხო ორდენის...
ყველა მთავრობა
ჩვენთვის გახლდათ დედინაცვალი,
ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
გლობალურ ქსელით
საქართველოს სარჩოს გამტანი,
პერმანენტულად გარდამავალი...
11.07.1998
ოღონდ, არვინ იფიქროს, რომ მე იმ ხალხზე ვიყო გადამტერებული, ვისთვისაც ყველა მთავრობა დედიკუნა თუ მამიკუნა იყო და არის, და არც ზოგი თვალთმაქცი რძლისა თუ სიძის გამოაშკარავებას ვაპირებ... უბრალოდ, ერთმა გამოცდილმა კაცმა მითხრა, ვინ როგორც ახერხებს, ისეთი გარემოცვა ყავსო...
ამაზე შემდეგ...
ასე რომ ახლა საყოველთაოდ ცნობილიქველმოქმედ Google-ისმეშვეობით ვაგრძელებთ შებაასებას, სხვათა ნააზრევის დამუღამების თუ უბრალოდ ინტერნეტში გზააბნეულ მკითხველთან ურთიერთობის მოიმედე...
შევეცდებით რა, ჟურნალში წარმოდგენილი რუბრიკებიდან გარკვეული მასალებისგანახლებას”, მივადევნებთ შესაბამის კომენტარებს და თუ მკითხველიც იაქტიურებს, შესაძლოა ვითანამშრომლოთ კიდეც...
ღმერთმა ქნას, ქართველობის და სხვა ეროვნების, ამ მიწა-წყლის ღირსეულ შვილთა სასიკეთოდ ახდეს მომავალი... მე და ჩემისთანები კი იმით დავიიმედებთ თავს, რომ არის შემთხვევები, როცა გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე დედინაცვალიც ცდილობს ადამიანური სითბო აგრძნობინოს მშობლიურ სითბოს დანატრებულობლებს”...
ამჯერად, უფრო ლოიალური ვარ ამ თემის მიმართ, რადგან თუ ფიგურალურად გამოვხატავთ, ჩვენ ყველას ნივრის ნაქურჩალი დავგრჩა, ანუ ქართველობის დიდი ნაწილი ნანატრთავისუფლებაში”, რომ გადავეშვით, მსუბუქად, რომ ვთქვათ, მარტივად გაბრიყვებულნი აღმოვჩნდითაუზში წყალი არ იყო.
დროა, კარლ იუნგის ბრძნული შეგონება, ისევ გავიხსენო:
”…ჩვენ, ბევრი რამით ვართ დამოკიდებული ჩვენს ისტორიაზე. ჩვენს ჩამოყალიბებაზე ზეგვლენას ახდენს განათლება, მშობლების გარემოცვა. რომლიც ყოველი თვალსაზრისით, როდია პირადული. იგი მოიცავს გათვალისწინებელ ფაქტორებსაც. ადამიანთა წინასწარგანწყობებს ისტორიული იდეები ქმნიან, ანუ ყოველივე ის, რასაც მედომინანტებსვეძახი. ისინი ფსიქოლოგიის ყველაზე მთავარი ფაქტორებია. ჩვენ არ ვეკუთვნით დღევანდელ ან ხვალინდელ დღეს. ჩვენში მთელი კაცობრიობის ისტორიაა…”
_დიდი ხანი არაა, რაც კაცობრიობა უნიტაზზე ამაღლდა…_თითქოსდა ნიშნისმოგებით შემახსენა, ჩემმა ქვეცნობიერმა.
იცის ხოლმე ასე, ზოგჯერ ხუშტური, რომ წამოუვლის, ისეთ რამეს დაგიხეთქებს, შეიძლება საფიქრალიც გაგიჩინოს, ზოგჯერ გამხიარულდები კიდეც,
ადრე, ბევრად უფრო მეტად ახერხებდა ჩასაფრებას და თავდასხმას. არა, ”ჩასაფრებამისი ჩვეული მდგომარეობა გახლდათცნობიერში შხამის ჩასატოვებლად კი, შესაფერი წამი უნდა მოეხელთებინა. ჩემის აზრით, ქვეცნობიერში ქვემძრომი ემოციები, რეალურ ვითარებისდა მიხედვით აღძრულ იმედგაცრუებას, ორჭოფობას, სასოწარკვეთას, სიბრაზეს ერთმანეთს ქაოსურად შეახლის და ექსპერიმენტებით ერთობაშიგადაშიგ, ავბედითი აზრებით ახერხებს ჩვენი ცნობიერებისდაბომბვას”. ვითომდაც, კაი მზრუნველ მეგობარივით, მოსალოდნელი უბედურების შესახებ გაფრთხილებსრათა გუნება მოგიშხამოსმოკლედშესაძლებლობის ფანჯარათუ მიეცა, შანს არ გაუშვებს.
ჰოდა, თუ ფსიქიკას ლოცვით გაწვრთნი, დამცავ ზღუდესაც აღმართავასევე კარგი იქნება, თუ მისი (ქვეცნობიერის) ქვემძრომი გამოხდომების მიმართ, საფიქრალში დამცინავ განწყობას განავითარებანუ, დაიკარგე აქედან! ერთი შენიც! გააყოლე რა… (არჩევანი თქვენზეა…) და არაცნობიერში ქვემძრომი ემოციები, აგრესიულობას კარგავენ; დადებითი განწყობისა და კეთილგონიერ აზრთა წყაროდ გარდაიქმნებიან
ვერ გეტყვით, ამ ჩემი მოკვლევის, შესატყვისი თემები, რომელიმე ფსიქოლოგს პროფესიონალურ დონეზე განხილული, რომ არ ჰქონდეს. მე ჩემეული დაკვირვება გაგიმხილეთ, და ზოგისთვის შესაძლოა პრაქტიკული დანიშნულებაც შეიძინოს, ანუ, დაიკარგე აქედან! ერთი შენიც! გააყოლე რა
ბოლო დროს მედიაში, კერძოდ ინტერნეტში, ამა თუ იმ ფორუმებსა თუ ვებგვერდებზე ხშირად ჩნდება, იმედგაცრუებით პროვოცირებული ეჭვები, ”რაღა აზრი აქვს წიგნების გამოცემას?”, ”რა საჭიროა თეატრი, ანუ თეატრის დროც წავიდა!..” განათლების მიღება, სამადლოდ ბოძებული დროის ფლანგვაა და ასე შემდეგვინმემ შესაძლოა ამგვარიწამოკიდებაცშემოგვთავაზოს: ”რა საჭიროა ტვინიგვჭირდება თუ არა ვიაზროვნოთ?..”  გამარტივებულიჭკვა”; ანუ თავის ქალაშიტვინისმაგივრად ორი სადენი; ერთი მიერთებული კუჭთან, მეორე… _ არჩევანი ფორუმის მონაწილეებისთვის მიგვინდვიადა ჩემდა უნებლიეთ გვერდს ვერ აუვლი ცნება განათლების განმარტება, რომ არ მოვიყვანო: ”— სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ.”
მაგრამ ალალად, რომ ვთქვათ, ადამიანთაგან ცოტანი არიან მოწადინებული მიიღონ ღრმა განათლებაუმეტესობა სირთულეებს გაურბის
როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, ადამიანის გონება აისბერგივითაა, რომლის ზედა ნაწილი ცნობიერია , ხოლო ის, რაც წყლის ქვემოთაა, ეს უკვე ქვეცნობიერია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იცოდეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მომხმარებელზე ქვეცნობიერად.” და ეს, უკეთესი მომავლის მოსურნეს იმედით განაწყობს, თუმც, უნებლიეთ გახსენდება, რომ სწავლულთა მეცნიერული გათვლებითუახლოეს ათწლეულებში უკვე რეალური იქნება ადამიანის გონებისგაციფრულება“ - პიროვნების ტვინში დალექილი ინფორმაციის დაცულ სერვერზე გადატანა.” _ ფაფუ ფროიდისაისბერგი!” _ არავითარი, დაფარული
და შესაძლოა უიმედობამ შეგბოჭოსრაღა აზრის აქვს, დღევანდელ რეალობაში არსებული ადამიანის არსებობასთუკი, გული გიგრძნობს, რომ უკვე ფარულად, ასე ვთქვათ თამაშ-თამაშ მიმდინარეობს ციფრული სამყაროს ბრმა მომხმარებელთადაჩიპვადა შესაბამის ტექნოლოგიებში შემალული ზომბირების მექანიზმების დანერგვა.
დღევანდელ მოზარდთა დიდ უმეტესობას უკვე უჭირს იმის გათვითცნობიერება თუ რა სიხალისეს, რა ინტერესს აღიქვამდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დროინდელი თაობა. არადა, თითქოს, ყველაფერი, აგერ ახლა იყო
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?!” უბადლო გალაქტიონში, ლირიულ-ფილოსოფიური  შეგრძნებით აღძრული ამგვარი გაოცება დღევანდელ მოზარდთა სრული უმეტესობისთვის სრულიად უცხოა.
ჰოდა, რისთვის წვალობ, შე დალოცვილო, ვის უხსნი, რას უხსნიდღეს სულ სხვა, ასე ვთქვათ ვიზუალური ფსიქიკის მკითხველი განაგებს .. საზოგადოებრივ აზრს. და მაშინ, ისმება გულუბრყვილო კითხვა: თუ შეიძლება მწერალი მკითხველის გარეშე არსებობდესზოგს გაეღიმება, ზოგი მხრებს აიჩეჩავს, ზოგიც ჩაიქილიკებს, აბა რა, ქვეყანა სავსეა გრაფომანებითო
და ცნებამწერალი”, თითქოს უხერხულობის მომგვრელი ცნებაა. არადა, ზუსტად დღესდღეისობით ძალზე ბევრია წერის ჟინით ატაცებული, ოღონდ, თვალსაჩინოდ შესამჩნევია, რომ  მათ შორის მოფიქრალი ცოტაა.
მოაზროვნე კი, მკითხველის გარეშე ახერხებს სამყაროსთან საუბარს
აჰა, მივედითარადა, წლების  მანძილზე, რიგი თაოებები, რა დაუდგრომელი ჟინით იყვნენ შეპყრობილნი, მათი ნაწარმოებები, როგორმე მკითხველებს ეხილათადრეულ ეპოქებში წიგნი გამორჩეულად ფასობდა
ათეული წლების წინ მეც ვიყავ შეპყრობილი მსგავსი მისიითვიცოდი, ჩემს ნაფიქრალს, დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად წაიკითხავდა. მოიწონებდა თუ არა, ეს გემოვნების საქმე გახლდათ, მაგრამ მის ემოციებსა და საფიქრალში უცილოდ იპოვიდა თავისებურ გამოძახილს.
ახლა, კაი ხანია, წიგნის ვინმესთვის ჩუქების სურვილი აღარ მაქვს.. ჩასაფრებული იტყვისმოთხოვნადი ავტორი აღარ ხარ და იმიტომოგულს ნამდვილად ვერ მატკენს, რადგან, მე ხომ ქართულ ინტერნეტსივრცის, ხანდაზმული ბლოგერი გახლავართ, ვებ-გვერდებზე სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ვაქვეყნებ და  გარკვეული მკითხველი, ჩემეულილიტერატურულ-შემეცნებითი სივრცითფარულად თუ აშკარად დაინტერესებას იჩენს.
ისე, იღბალი მაინცადამაინც არ მწყალობდა. ჩემი მეამბოხე ხედვების გამო, (ახლა ვითარებისდა მიხედვითკრეატიულად”, რომ ინათლება), კომუნისტური ნომენკლატურა ჩემს ნაწარმოებთა ბეჭდვასა და გამოცემას სხვადასხვაგვარი ხრიკებით აფერხებდა, და უარის გასამყარებლად, შიგადაშიგ მაშინდელ ვაირეცეზენტებს საგანგებოდ იწვევდა.
მერე, დასავლეთიდან ნაკარნახევი თავისებურად ნომენკლატურული თავისუფლებითაწყვეტილმალიბერასტებმა, ყოველგვარწარსულზეგადავლა ერთბაშად ინდომეს, გრანტები ერთპიროვნულად მიიტაცეს, გარკვეულწილად საბიუჭეტო თანხებსაც დაეპატრონენ და ფინანსების არ მქონე, მათგან ათვალისწუნებულ ლიტარატორებს, ლიტერატურული ასპარეზი, თითქმის აღარ შერჩათ. რადგან, დამშეულ ქვეყანაში, ბეჭდვასა და გამოცემას მოკლებულ ავტორთა გამოქომაგებას, ვეღარც გემოვნებიანი, გაწაფული მკითხველი ახერხებდა…   ამის შესახებ, პუბლიცისტური შენიშვნები, თავის დროზე გაზეთლიტერატურული საქართველოსფურცლებზეც გამოვაქვეყნე. მერე კი ჩემს ბლოგზე, საკმაოდ ვრცელი საცნობარო მოკვლევა დავდე .. სახელდახელოდ შექმნილიქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდისსახელზე, თუმც, თავად ფონდს ორი თვეც არ უარსებია, და ვითომდაც მწერლური ასპარეზისგასაკეთილშობილებლადწამოწყებულიპროექტიპროჟექტი აღმოჩნდა. (დაინტერესებულთ შეუძლიათ იხილონ _ რეფერატი _ ”ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” /http://gogjuansher.blogspot.com/2019/07/blog-post.html/.
ყველაფრის მოყოლა, არც ეგების, რა ვარსკლავზე დავიბადე ეგ არ ვიცი, მაგრამ როგორც ადრე ავღნიშნე, სიმართლისთვის ბრძოლა ჩვევად მქონდაძალზე გვიან მიხვდი, ყველა როდი იყო გამოსარჩლების ღირსიერთხელ წლობით დაუბეჭდავ ავტორს სახალხოდ გამოვესარჩლეერთ კარგ პოეტსა და ჟურნალის რედაქტორს გული ვატკინე. მერე რედაქციაში მისულს, კარგმა ქართველმა და ნიჭიერმა კრიტიკოსმა, თავის კაბინეტში, გულნაწყენმა მისაყვედურა, რა იყო, ისე რომ გადაგვიარეო, ნიჭიერი კაცია მეთქი, თუ ნიჭიერია, აი, შენ რომანს გიბრუნებ, საქაღალდე, რომელშიც რედაქციაში წარდგენილი, ჩემი რომანის ეგზემპლიარი იდო მომაჩეჩა, მის რომანს კი დავბეჭდავთოთავი ღიმილით დავუქნიე, საქაღალდე გამოვართვი და იქაურობა შემართებით დავტოვე. ის ჩემგანნიჭიერადშესახელებული, (მიმაჩნდა, რომ მისი რომანი გამოქვეყნებას ნამდვილად იმსახურებდა) მალევე დაბეჭდეს. მე კი, იმით დავკმაყოფილდი, რომდაჩაგრულსგამოვესარჩლე. კარგა ხნის მერე, ოღონდ, ”ცისკრისრედაქციის განახლებულ შემადგენლობას, ისევ წარვუდგინე ჩემი რომანი, ახალ რედაქტორთან შელაპარაკება მომივიდა, ბოლოს, რომანის შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა.
ოტია პაჭკორია, იმხანად უკვე ჟურნალმნათობშიმუშაობდა, რედაქტორის მოადგილედ. კაი ხანი იყო, რედაქციაში რომანიგამთენებელი ღამისამქონდა მიტანილი და ამბის საკითხავად, რომ მივედი, ბატონმა ოტიამ თავისთან მიხმო, ალალად მომიბოდიშაისე, არ უნდა მოგქცეოდი, ნერვებმა მიმტყუნაო, შენსგამთენებელი ღამისასთვალი გადავავლე, მომეწონა და არჩილს, აუცილებლად დავაბეჭდვინებომაგრამ, მალევე, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი კუბო, სხვებთან ერთად მეც ვატარე. (ნათელი არ მოკლებოდეს მის სულს).
 ერთხელ, მობლატავო ბიჭებთან წაკინკლავებულ ჩია ტანის კაცს, რომ გამოვექომაგე და ჩხუბში ჩავები, თავად იმ გაუგებრობის ავტორი ფარულადმოტყდა”. მე კი, საამშენებლო ბლოკის მოზრდილი ნამსხვრევი ჩამარტყეს თავში. სისხლით მოვითხვარე, შორიახლო მცხოვრები მოხუც ცოლ-ქმარს ყვირილი, რომ არ აეტეხათ, ბოლომდე მიმასიკვდილებდნენ. ერთხელაც, სრულიად უცნობ გოგოს გამოვესარჩლე, და მილიცია რომ მოვარდა, ქალი გაიპარა. მასზე თავდასხმის ბრალდება, ლამის მე ამკიდესკიდევარა, შეჩერება ჯობია. ეროვნულ მოძრაობას, წრფელ ქართველებთან ერთად, ბევრი, ისეთი ტიპი, რომელებიც რეჟიმის სახმსახურს გამორჩევითიმშვენებდნენ”, მოხერხებულად მიეტმასნენ და მერე დამოუკიდებლობის მებრძოლთა სტატუსიც ოფიციალურად მოიპოვეს. თუმც, იყვნენ გამონაკლისებიც, რომლებმაც ამ მოძრაობას ბოლომდე უერთგულეს
ქართველ ლიტერატორთა ერთი ნაწილისთვის, ეროვნული ფასეულობების დაცვა, საციცოცხლო მოთხოვნილება გახლდათ და ამით პოლიტიკური კარიერის გაკეთება, არც კი უფიქრიათ. არც მე მქონია, ამდაგვარი პრეტენზია; სამართლიანობისთვის, ქართული აზრისა და სივრცისთვის ბრძოლა ჩვეულ მოვალეობად მიმაჩნდაერთხელ, ცხონებულმა თემურ ქორიძემ საჯარო სივრცეში შემახსენა: ჩვენ ერთად დავიწყეთოჰო, მაგრამ კაბინეტებში, რომ შელაგდით, თქვენამდე ვინ მომიშვებდა მეთქიგავეხუმრე.
კომუნისტური რეჟიმის დროს, ეროვნული ინტერესებისა თუ სამართლიანობის დასაცავად დაუფარავად ვმოქმედებდიამბოხი მწერალთა კავშირის ყრილობაზე, ”მოსპეთ შავი სიები…”, მსვლელობა ქართული ენის დასაცავად, ცხრა აპრილს, ხალხი ნაკადში შემოჭრილ სამხედროებთან დაპირისპირებასაჯარო გამოსვლები და პუბლიცისტური წერილები, ეროვნული მრწამსით გაჯერებული ამა თუ იმ გაერთიანებისა და ორგანიზაციების დაფუძნებაარა, საგმირო საქმეები არ იყო, მაგრამ ჩემს არსში დამკვიდრებული მამულიშვილური მოვალეობა, ფულის შოვნისა თუ ქონების დათრევის მიზნით გააზრებულ ყოველგვარ ქმედებას გამორიცხავდა
საბჭოურ საგამომცემლო სივრცეში არსებული შეზღუდვებისა და ერთთავად ჩასაფრებული ცენზურის გამო დიდი სურვილი მქონდა დამოუკიდებელი გამომცემლობა დამეარსებინა. იმჟამად შექმნილ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების გამგეობაში (რომლის წევრიც გახდლდით) შესაბამისი პროექტი წარვადგინეკომუნისტური რეჟიმისგან შემორჩენილი მთავრობა, ეროვნულ ძალებს, უკვე გვარიან ანგარიშს უწევდა, ოღონდ დამოუკიდებელი გამომცემლობისა შექმნა, მაინც მიუღებლად მიაჩნდათ. ჩემი სწრაფვა კი, იმდენად ძლიერი იყო, შეჩერება, არც მიფიქრია და გამომცემლობაკიდევაც დაიზრდებიანრეგისტრაციისთვის კოპერატივის სახით წარვადგინე. წიგნებს კი, გამომცემლობის ეგიდით ვცემდი. (მონაცემებს იპოვით ინტერნეტში). დაგიჭერენო, მაფრთხილებდა ზოგი, დემოგრაფიული საზოგადოებისმესვეურნიცკი, ამ სახით წიგნების გამოცემას ჩემს ახირებად მიიჩნევდა, მაგრამ მერე, როცა, მაშინდელმა მინისტრთა საბჭოს ჩინოსანმა გამომცემლობის წესდება ოფიციალურად დაამტკიცა (სხვათაშორის, მაშინ იურიდიული სტატუსი მიენიჭა, რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობასაც), ბიჭებს, მადა სხვაგვარად გაეხსნათ და .. და .. ჩემი გადაყენება და გამომცემლობის რეორგანიზაცია განიზრახეს. არადა, გამომცემლობას, უკვე, იმჟამინდელ ბიუროკრატიისთვის კვლავ მიუღებელი, თვითდაფინანსების პრინციპით ვამუსვებდიავტორებს ვაქეზებდი კიდეც, თქვენ სპონსორები მოიძიეთ, დანარჩენს მე მივხედავ მეთქი. ”კიდევაც დაიზრდებიანმცირერიცხოვანი, მაგრამ კვალიფიციური საგამომცემლო ჯგუფისგან შედგებოდა და პროფესონალ მწერალთა შეკვეთებმაც იმრავლა.
ფონდის მესვეურთ საქმის ვითარება ავუხსენი და ვთხოვე, თუ გინდათ ამ საქმეს მიხედოთ, გამოყავით შესაბამისი ჯგუფი და გამომცემლობის ანგარიშებიც  ოფიციალურად გადაიბარეთ მეთქიპასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვეს, ეგ, შენი ვალდებულებებია და ჩვენ რა გვესაქმებაოარადა, წიგნების გამოსაცემად, ჩემს მიერ შეფრთიანებული ავტორების დაღალატიანება ფიქრადაც არ მომივიდოდა. ჰოდა, ჩასაფრებულებსგანვუმარტე”, მე თქვენი არაფერი მმართებს, გამომცემლობა თვითდაფინასებაზეა, და აწი თქვენთან, არც ის, ფორმალური ერთიანობა მაკავშირებს მეთქი. ჯერ, ვიღაც მოძველბიჭო მასტები მომიგზავნეს, სხვათაშორის, მერე, იმ დროისთვის, ცნობილი ავტორებიცმაგრამ ღირსეულად დავუხვდი და იმ საეჭვო სახელის მქონე ტიპებს, ზედმეტად აღარ გამოქომაგებიანშურისძიებითა თუ სხვა ამბიციებით შეპყრობილი მეტოქეები ვერ ისვენებდნენ. მიდგნენ-მოდგნენ და ბანკში ანგარიშები დამიხურესმე მაშინდელი ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართე თხოვნით ბანკში წარსადგენ მიმართვაზე, როგორც ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს ხელი მოეწერამის ყურამდე, გამომცემლობის აღმავალი საქმიანობის შესახებ გახმაურებული ფაქტებისსიუჟეტები”, კაი ხნის მისული იყო და ორშაბათობით, სხვა გამომცემლობების დირექტორებთან ერთად, თავის ვრცელ კაბინეტში თათბირებზე დასაწრებადაც, ზოგჯერ პირადა მიწვევდა, ვითომდაც, გამოცდილების გაზიარების მიზნით. თუმც, ჩემგან დანერგილი თვითდაფინასების მექანიზმიკომიტეტში მოკალათებულ, ზოგ ბიუროკრატს საშიშ გამოხდომად მიაჩნდა, მოსალოდნელია პოლიტიკური ცხოვრება, ისევ ძველ კალაპოტში ჩადგეს და პასუხს მკაცრად მოგვთხოვენო.
თავჯდომარე, წარმოსადეგი კაცი გახლდათ, ადრე რაკომის მდივნად კი მუშაობდა, მაგრამ ეროვნულ მოძრაობას თავისებურად თანაუგრძნობდა. ჩემს მიერ წარდგენილი, საბანკო პროცედურისთვის განკუთვნილი ფორმა, თავისი ხელმოწერით ამაყადდაამშვენა”.  გამომცემლობაზემონადირეტიპებმა მინისტრს მიაკითხეს. ერთი, გარკვეულ პოლიტიკურ წრეში, რომელიც, მალე ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეებისმამალ ოპოზიციადჩამოყალიბდა, თავისებური ავტორიტეტით სარგებლობდა და მინისტრმაც, ამ ახოვანმა, წარმოსადეგმა კაცმაც განაცხადა, არა მე ხელი არ მომიწერიაო. ჰოდა, პროკურატურაში მიჩივლესასე ვთქვათ დასაჭერად გამიმეტესმაგრამ ყველაზე, უფრო მტკივნეული ის იყო, რომ რვა თუ ცხრა ხელმომწერს შორის, ერთი, ჩემთვის ძალზე ახლობელი მწერალი გახლდათ, სხვათაშორის, თავის დროზე ფონდში სამსახური მე დავაწყებინე… (მერე თავი იმართლა, დამპირდნენ, დავაშინებთ და ეს იქნებაო).
პროკურორი ტელეფონით მესაუბრა და სიტყვიერი ბრალდება წამიყენა. ავუხსენი, რომ არავითარ სიყალბეს არ ჰქონდა ადგილი. ბეჭვდითი კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტში მისვლა მთხოვა. აგრესიული არ იყო, რადგან ალბათ, ეჭვი ჰქონდა, ასე, რომ აწვება თავისას, შესაძლოა, ვინმე წონიანი მხარდამჭერები, ამასაც ჰყავსო.
ჩემს მოადგილესთან ერთად წავედით, კაი, კეთილი პუტკუნა, ზორბა ტანის ახალგაზრდა იყო, (მერე, იმ ჩემს ნათლულივით, ისიც მღვდელი შეიქმნა).
წარმოსადეგთან უკვე იჯდა პროკურორი. სამოქალაქო ფორმაში გახლდათ, მაგრამ მაინც კუშტი კაცის იერი ჰქონდა. მასპინძელს, ჩემი დანახვისას ძველებური გულისხმიერება არ გამოუჩენია, ოდნავ წამოიწია, თავიც ოდნავ დამიკრა. მისულები დავსხედით და პროკურორმა, ახოვანსა და წარმოსადეგს დელიკატურად მიმართა, აი, ბატონო იმანო, რა თქმა უნდა მისი სახელი წარმოთქვა, დირექტორი ამბობს, რომ ბანკის საბუთზე თქვენი ხელმოწერაომინისტრის ტოლმა თავმჯდომარემ, არა, შეუძლებელიაო, რა ხდებაო, მკითხა გაკვირვებულმა. ალალად შევწუხდი, რამე შარში, ხომ არ გავხვიე მეთქი და მორიდებით ვუთხარი, თქვენ როგორც გახსოვთ ისეა მეთქი. მე არაფერიც არ მახსოვსომტკიცა. ჰო, შეიძლება მაშინ ყურადღება არ მიაქციეთ, ალბათ, არც ისე გარკვევით აგიხსენით, თუ ასეა ჩემი ბრალია, უნებლიეთ, იქნებ შეცდომა მე დავუშვი მეთქიმოკლედ, ჩემი ჭკუით, დიპლომატიურად ვცდილობ, ”უცოდველადგამოვიყვანო ამ ამბიდანიმან კი, ეტყობა, ეს ჩემი დიპლომატია შიშში ჩამითვალა და პროკურორს ხისტად უთხრა; არა, მე არავითარ მსაგავს ფორმაზე ხელი არ მომიწერია, ალბათ გააყალბეს!
გაააყალბესო და  ეს რა იკადრა მეთქიწამონთებულმა ირონიულად მივმართე: კი მაგრამ, ხელს, რომ აწრდი, ეიფორიაში ხომ არ იყავიეტყობა მეხსიერება გღალატობს მეთქი
ამგვარ შეტევას არ ელოდა, წამოწითლდა.
_თუ ასეა, ჩაუტარეთ ექსპერტრიზი!_ ჯიქურ მივმართე პროკურორს. რომ შემხედა, მიხვდა უკან დამხევი არ ვიყავი.
თუ ასეა, მაშინ თქვენი პასუხისმგებლობა ყოფილაომორიდებით შეახსენა გაწბილებულ თანამდებობის პირს. რომელიც გვარიანად შეცბუნებული გახლდათ.
დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ მეთქი, წამოვდექი, თავი, თითქოსდა მაგიდას დავუკარი და იმ გრძელი კაბინეტის კარისკენ გავემართე. რა თქმა უნდა, ჩემი მოადგილეც ამედევნა.
მერე, კარგა ხნის შემდექ, ის პროკურორი შემთხვევით შემხვდა და გამიმხილა, ისე მაგრად, რომ არ დამდგარიყავი, ის ნაბიჭვრები შენს დაჭერას მაძალებდნენოსხვანაირი ხალხი უმაგრებდა ზურგს, თორემ, იმ პატარა ნაციხარ შიზიკას, ნამდვილად გამოვამწყვევდი
უკვე, სრულიად დამოკიდებელი გამომცემლობის მეპატრონე გახლდით, მაგრამ, ვითომდაც ეროვნული მოღვაწეობით ატაცებული, მედროვე  ტიპების მიქარვებმა, საგამომცემლო საქმეში მორიგი ინიციატივების განხორციელების ხალისი დამიკარგეს, და ასე, ერთი წლის შემდეგ, ისე სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებელი გამომცემლობის საბანკო ანგარიშები გავაუქმე. თუმც, უკვე, დროშიც შეზღუდული ვიყავ. ჩემები პატარები იყვნენ და მეუღლესთან ერთად, ერთთავად, მათ მოვლაზე ვიყავით გადართულები
საქართველოში უკვე დატრიალებული იყო ის უბედურება, რასაც ძმთამკვლელი ომი ჰქვიაამონარიდები ლიტერატურულ-შემეცნებით ჟურნალში გამოქვეყნებული ესსედან: ....
ძმათაშორის, გამართულ ომში, ”გმირებიაჩრდილებს ემსგავსებიან
სხვათა შეგულიანებით თავგამოდებულმა ვაჟკაცმა შესაძლოა მართლაც ჩაიდინოსსაქმენი საგმირონი”, მაგრამ წინ თანამოძმის დედის წყევლა-კრულვა ან ღალატით დაღუპულ შვილზე გამწარებული თავისივე მშობლის რისხვა ელის
დღევანდელ საქართველოს, უახლოეს წარსულში გადატანილიძმათა ომისტკივა. თუმც, ამგავრი შინაომისგან მიღებული ტკივილი მრავლად დალექილა მის ნაწამებ სხეულში.
შუღლისა თუ ქიშპის დროს, ორივე მხარეს თავისისიმართლეაქვს. …თითქოს მრავალჯერ შევუნდეთ ერთმანეთს, მაგრამ უნდობლობა, ისე ღრმად დამკვიდრებულა ჩვენს შორის, რომ ახალი შფოთ-ამბოხისათვისნაცადიშემთხვევითობაც კმარა.
თუმც, არის უზენაესი ღირებულებები და ვიღაცა ნამდვილად სცოდავს, ამ ვიღაცას, რომ ასე მიზანდასახულად ეძლევა გასაქანი, ამაში ჩვენც ვცოდავთ.
საშიშროება კვლავ არსებობს
(..)
არადა, ცხრა აპრილის ერთობით გაამაყებულს, ვერაფრით წარმომედგინა თუ მსგავსი ტრაგედია დატრიალდებოდათითქოსდა, საქართველოს მაცხოვრებელთა დიდი უმეტესობა დამოუკიდებლობის იდეით იყო შეპყრობილიმაგრამ, როგორც ჩანს, ამ სწრაფვაში გარკვეულ წრეები სათავისო გამოსარჩენს იზომავდა. არც თუ ბევრი იყვნენ მერაბ კოსტავას სრულითანამოაზრენი”…


გაგრძელება იქნება… _
*
*
ვწუხვარ
ვწუხვარრომ ამაყ ყარიბებს,
აღარ შემოგრჩათ ურჩი წადილი,
მონური სული ვინც დაიმშვენა,
სახეამარად გამარჯვებულის.
ანგარებაა გეშიც და გეზიც,
ალალი საქმე ცოტას იზიდავს,
შესაწირავს კიარ აქვს ალიბი.
დროასაზრისი თავიდან იშვას

(..)


*

Комментариев нет:

Отправить комментарий