Translate

воскресенье, 14 июня 2020 г.

თითქოსდა შორეული ტრაგედიის ”ანატომია”… /პუბლიცისტური შენიშვნები

თითქოსდა შორეული ტრაგედიის ”ანატომია”...

კი, არის შანსი, კაცობრიობის შეგნება უკეთესობისკენ წარიმართოს, მაგრამ არა, მისივე ისტორიის განადგურებითმონანიება ფსიქოლოგიური აქტია, ადამიანის ბუნება კი ცოდვებისკენ მიდრეკილი. (თუნდაც ფიზიოლოგიურად). მასებში, არაადეკვატურობა აშკარად ჭარბობს, ”თავისუფლებას”, თითქოსდა, ბუზანკალი შეუჯდა.
დასცხესმონანიებადა კოლუმბსაც კი წამოდეს კისერში, მისიაღმოჩენისწყალობით, ამერიკის კონტინეტზე გალაღებულმა ბრბომ
კაცობრიობის ისტორიისგაკეთილშობილება”, ვერც, ამა თუ იმ ქვეყნისდამფუძნებელთა”, ძეგლების მსხვრევით გახდება შესაძლებელიუბრალოდ, ყოველი ქვეყნის ისტორიას მართებულად გააზრება უნდა. მაგრამ, ვისაც საკუთარი, ფიზიოლოგიური ხუშტურების გამო, ”უფლებებიეცოტავება, ერის ისტორიასა და ტრადიციებს ბოროტებად მიიჩნევს
ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, დამცველზე და მზრუნველზეა მინიშნება, თორემ, მის მისაკუთრებასა და დაუფლებას ნამეტნავად გახელებულნი ცდილობენ
და თუ მათი სიხარბისთვის ლაგამის ამოდება არ მოხერხდა, ქვეყანა ხელიდან გამოგვეცლება

ჰოდა, ღირს გახსენებად

ცოტამ იცის _ რა, არ იცის

რაც ვართ, ეს ვართ;
ჭირნათმენნი;
წარმართები, ქრისტიანნი
გონიერნი, იქვე ბრიყვნიც,
ცოტამ იცის _ რა, არ იცის;
თოქ-შოუებს მიჯაჭვულნი,
ენით ნალესს საქმეს ვიმკით.
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის;
გურამიშვილს ვერა ჰგუობს,
პირუკუა განსწავლული.
არც აროდეს გვეშველება,
სანამ ფული ფარცხავს სინდისს.
(.).
რა თქმა უნდა, გარკვეულ ხალხებზე კოლონიზატორთაგადავლამწვავე ტრაგედიებს მოიცავდა, მაგრამ მაინცადამაინცკულტურტრეგერთამზაკვრობას ნუ ვაქცევთთეთრი ადამიანისიერსახედ. ისიც ნათლად უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი თეთრკანიანი განმანათლებელი, ძალზე სარისკო, ძნელ გარემოებეშში, წრფელად ასრულებდა თავის მისიას.
არადა, გახელებული ბრბო შესაძლოა იქამდეც მივიდეს, რომ დევიზად გაიხადოს _ მოინანიე! დამიჩოქე, ამილოკესად და როგორმსგავსი ინსტრუქციების შემუშავებაში ულტრამემარცხენეები ღრმად გაწვრთნილები არიან
მოკლედ, აღორძინება  გამუდმებულ კინკლავში ვერ მოხერხდება.
არადა _
არც აროდეს გვეშველება,
სანამ ფული ფარცხავს სინდისს.
ეს ხომ, თითქმის ყველასთვის მისახვედრია
ქვეყნისდამკვალიანებელთაუმეტესობა, აშკარად მიდრეკილიალოგიკის”, როგორც _ ”მსჯელობისა და დასკვნათა თანამიმდევრულობისან  საზოგადოების განვითარების შინაგანი კანონზომიერების უარყოფისკენანუ აზროვნებს პრინციპით _”ჩვენში, ასე მოსულა…”
უსამართლო სამართალი,
გვექცა წესად, ბალღმაც იცის

ადამიანსთვითგადარჩენის ინსტიქტიკი არა, არჩევანის უფლება გააჩნიაო, და მაინც, მე დარწმუნებული ვარ, ხშირად მამაპაპური ინსტიქტი ხდება თვითგადარჩენის სტიმული
ჯ.გ.
*
*
*
 /\
ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
***
შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან (ესსე)
***
და ასე შემდეგ...

Комментариев нет:

Отправить комментарий