Translate

вторник, 27 ноября 2018 г.

შემეცნებით-ანალიტიკური მაცნე / ქვეყნის ღირსების მომცველი



თავდაპირველად, ”სინჯის” კვალობაზე ”სეკვესტრირებულ” აბზაცებიდან, მცირე ამონარიდს მოვიხმობ:
და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულს მომხდურები დაეპატრონებიან
ჯ.გ
 
*-*
  დაიბეჭდა შემოკლებით, ანუმაკეტშიჩაატიეს; ქვეყანა არ დაქცეულა, კვლავაც მადლობელი ვარ, ”გამოხმაურებისსაშუალება, რომ მომეცა
ლიტერატურული საქართველოსგულშემატკივარი წლების მანძილზე ვიყავი, ვარ და კვლავაც ვიქნები
მაგრამ, ხუმრობით მაინც ვიკითხე, შემთხვევითლიტერატურულშივინმე ლიბერასტი, ხომ ჩანერგეს მეთქი
რადგან, თავის დროზე, თამაზ წივწივაძემ, ნიჭიერმა პუბლიცისტმა, ედუარდ შევარდნაძესათან დაახლოებულმა პიროვნებამ, ჩემი მწვავე, ვრცელი პუბლიცისტური წერილი, ისე, შეუფერხებლივ დაბეჭდა (სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში (პუბლიცისტიკა), რომ სიტყვაც არ ამოუღია და არც, ამ გაზეთის მაშინდელ პასუხისმგებელ მდივანს დავით კახაბერს დაურღვევია ”ჩემი საავტორო” უფლება, იმიტომ, რომ ორივენი თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ… მაშინ, მათთვის, მადლობა არ მითქვამს, სტატიის გამოქვეყნება, როგორც კუთვნილი უფლება ისე მივიღე, ახლა კი, მინდა მათ სულებს შევეხმიანო; ”ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!”
როცაგამოხმაურებისკვალობაზე ანალიტიკურ წერილს (ქვეყნის ღირსების მომცველი)
ვწერდი, თითქოსლიტერატურული საქართველოსწარსულს, აწმყოსა და მომავალს ვექომაგებოდი, რადგან მასში გამოქვეყნებული მხატვრული ლიტერატურის გარკვეული ნაწილი, მართლაც რომ ქვეყნის ღირსების მომცველი იყო, არის და უნდა იყოს
მასალა ვიკიპედიიდანთავისუფალი ენციკლოპედია
ლიტერატურული საქართველო“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოდის 1931 წლის ნოემბრიდან თბილისში. 1931–1934 წლებში ეწოდებოდასალიტერატურო გაზეთი“ (გამოდიოდა 10დღეში ერთხელ). 1935–1935 — „ლიტერატურული გაზეთი“ (გამოდიოდა 6 დღეში ერთხელ), 1936–1943 — „ლიტერატურული საქართველო“ (გამოდიოდა ყოველკვირეულად), 1943 წლის ოქტომბრიდან 1953 წლის თებერვლამდე — „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1953 წლის თებერვლიდან — „ლიტერატურული გაზეთი“, ხოლო 1963 წლის თებერვლიდან — „ლიტერატურული საქართველო“. იბეჭდება მხატვრული ლიტერატურა, კრიტიკული და პუბლიკაციური სტატიები, წერილები თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე და სხვა. 1981 წლიდან 16 გვერდიანი. ტირაჟი 22 ათასი (1981).
მე, იგი, როგოგორც მკითხველს, ”ლიტერატურული საქართველოსსახელით მახსოვს და ჩემთვის, ყველა ადრინდელსახელთაგან”, შინაარსობრივად, თუნდაც მრწამსითლიტერატურული საქართველოყველაზე მეტად ახლობელია.
ლიტერატერატურულ საქართველოსთანჩემი ურთიერთობა, როგორც ავტორისა 1974 წლიდან დაიწყო.  
1974 წელს თელავში გამართულ ახალგაზრდა მწერალთა თათბირ-სემინარის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში მოხსენებულიო გახლდით, როგორც ნიჭიერი, იმედისმომცემი პროზაიკოსი (არქივში შემონახულიფაქტები”....) თუმც, გაზეთის რედაქტორებმა ეს, რა თქმა უნდა, ასე მსწრაფლ არ დაიჯერეს და პირველი მოთხრობა მის გვერდებზე 1982 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა (იხილეთ:სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /... ამონარიდი ამავე ვებგვერდიდან _ მაგრამ დაბეჭდვამდე გაზეთის რედაქტორმა ბატონმა ვახტანგ ჭელიძემ თავის კაბინეტში მიხმო და მირჩია: იქნებ სხვა მოთხრობა მოიტანოო არა, თუ დამიბეჭდავთ ეს მოთხრობა დამიბეჭდეთ…” _ მეთქი, ნაჩქარევად მივუგე მე შენთვის არ ივარგებს _ლმობიერად გამაფრთხილა. იქვე, ერთი სახელოვანი, თმაშევერცხლილი პროზაიკოსი იჯდა, იმჟამინდელი ლიტერატურული საქართველოს სარედაქციო კოლეგიის წევრი, ვიგრძენი თანაგრძნობით მიცქერდა რა აზრი აქვს, სხვსაც დამიწუნებთ!.._აზრი არ შემიცვლია, მერე კარგად ბრძანდებოდეთ _მეთქი და წამოვედი.
დაიბეჭდა და გამორჩეული ინტერესიც გამოიწვია.
მეორედ, მოთხრობა ძახილი _ არსებითი სახელი ყმული გამომიქვეყნეს_ იხილეთ ყმუილისრეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”.
შემდგომ, ზღაპრები, იგავ-არაკები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები…  ზოგი იზიარებდა მათსულისკვეთებასზოგიც, ალბათ არა, მაგრამ დაინტერესებული მკითხველი, ნამდვილად მყავდა
ამასობაში ჩემს თაობაშიც დარიგდა პრემიები, ამა თუ იმ სახელობის ლაურიატის წოდებები, თანამდებობები… (ზოგმა დაიმშვენა კიდეც) მაგრამ, მე ისევ, ქართული ოფიციალური სივრცისმიუსაფარადვრჩები.
ვინმემ არ იფიქროს, ამას ძალზე განვიცდი, მაგრამ, ამა თუ იმ ლიტერატურულ ”კანტორაში”, რომ… თუმც, ვის რაღა უნდა მოკითხო.
ჰო, ჩინ-მედლებს არც არასდროს ავდენებივარ, მაგრამ ყოველთვის, ყოველი რეჟიმის დროს ვცდილობდი ”მართალი სიტყვის” მეაბჯრე ვყოფილიყავ, ვახერხებდი კიდეც…
და ბოლოს,  ”სეკვესტრირებულ” აბზაცებიდან, მცირე ამონარიდს მოვიხმობ:
და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველი აშენებულსა თუ გამშვენებულს მომხდურები დაეპატრონებიან
..
 
სრული ვერსია

ქვეყნის ღირსების მომცველი
ლიტერატურულ საქართველოქართულ სულიერებასთან წილნაყარი სააზროვო სივრცის არსებითი ნაწილია. იგი, ათეული წლების მანძილზე წარმოაჩენდა ეროვნული მსოფლმხედველობისა და საკაცობრიო იდეალების მომცველ მხატვრულ ნაწარმოებთა ღირებულ ნიმუშებს. კარგა ხანია, ამ ლიტერატურულ-პუბლიცისტური გამოცემის ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვნად განვითარებისკენაა მიმართული; აქვეყნებს რა, თანამედროვე, აქტუალურ საკითხებზე შექმნილ პუბლიცისტურ, კრიტიკულ წერილებს, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე გამართული დისპუტების ამსახველ ლიტერატურულ ქრონიკებს.
პარასკეობითლიტერატურული საქართველოსგამოსვლას  საზოგადოების საგრძნობი ნაწილი ელოდება და მისი დახურვაუსახსრობისგამო, ხელისუფლების ეროვნულობასთან გაუცხოების აღმნიშვნელი იქნება.
მოხდება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრიმინაცია, იმ ნაწილისა, რომლებიც წლების მანძილზე, ამ გაზეთში, შემოქმედებით ძიებათა კვალობაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებით აღიქვამენ ქვეყნის სატკივარსა და წარმატებას.
და რადგან, დღესდღეისობით, საქართველოს რიგით მოქალაქეები დამამცირებლად შეჭირვებულები არიან, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, ”ლიტერატურული საქართველომხოლოდ ლიტერატურლ ნაწარმოებთა პერიდული გამოცემებისკრებულებიკი არ გახლავთ, იგი ქვეყნის მოქალაქეთა საგრძნობი ნაწილის, სამოქალაქო აქტივობის არეალია.
ასევე, იმედი უნდა ვიქონით, რომ ქართული ბიზნესის ღირსეული წარმომადგენლები ჩვეულ გულისხმიერებას გამოიჩენენ და ამისტორიული გაზეთისდახურვას არ დაუშვებენ. მომავალში კი, მის ფურცლებზე, მათივე ბიზნესგარემოს ამსახველი ქრონიკების სათანადოდ წარმოჩენას შეეცდებიან
ამასთანავე, სასურველია, დაფინანსდესლიტერატურული საქართველოსელექტროვერსია, რათა მასში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გაცნობა, მკითხველთა ფართო ნაწილმა, განსაკუთრებით კი, უცხოეთში მცხოვრებმა, ქართველებმა და ქართული სააზროვნო სივრცით დაინტერესებულმა უცხოელებმაც შეძლონ.
ჟურნალ-გაზეთებს გამოცემისათვის პერსპექტიული საზოგადო განწყობის შექმნა რა თქმა უნდა, უპირველესად, თავად ევალებათ, მაგრამ ამ განწყობის მიღმა, ერთგულ მკითხველთა ეკონომიკური მდგომარეობაც თუ არ იქნა მოძლიერებული, ისე, იმ განწყობასუკეთესი ჩანაფიქრების განსახორციელებლად ვერ ავღძრავთ.
ოცდამეერთე საუკუნე, ერთი შეხედვით უცნაურ, უმაღლესი ტექნოლოგიებიის უსწრაფესი, მაშტაბური დანერგვითა და მომხმარებლური ფსიქიკის დაუნდობლი დამკვიდრებითაა მოცული. ადამიანთა უმრავლესობა ვერ გარკვეულა, რომ მათ ყოფას ქცევებსა და მიზნებს უკვე ციფრული სამყარო, ”ფანტასტიკამდეგანვითარებული ნეიროტექნოლოგიები განაპირობებენ. და გონიერ ხელისუფალთა მოვალეობაა, თვითმყოფადობის ამსახველი ბეჭდური პროდუქცია, იქცეს თვალსაჩინო მაშველ რგოლად, ბუნებრივი, უშუალო ადამიანური გარემოს შენარჩუნებისათვის. რადგან ანდროიდული, ბიორობოტული სამყარო, უკვე, გარკვეულ უფლებებს იბევებს მოზარდთა სულებსა და გონებაზე; მომავალი  მსოფლიოს ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ ამინდს ქმნის. და თუ ერის ცნობიერება, იმდენად შეიცვალა, რომ თავის საციცოცხლო გარემოსთან მიმართებაში გაუცხოვდა, მაშინ ყოველ აშენებულსა თუ გამშვენებულსმომხდურებიდაეპატრონებიან
დაეხმარეთლიტერატურულ საქართველოს”, ეს ქვეყნის ღირსების მომცველია
მართალია, ახლა, ერსა და ბერს ჩაკეტილი სივრცის სინდრომი არ თრგუნავს, მაგრამ ქართული საზოგადოების ცნობიერებას, საეჭვო დაფინანსებით აყელყელავებულ მასმედიის გარკვეული ნაწილი, ეროვნულ თვითშეგნებას, მოზარდთა ღირსეულ განათლებას, აშკარად ემუქრება. არადაევროპის მრავალ ქვეყანაში, ეროვნული ფასეულობების დაცვისკენ აღორძინებული განწყობა თვალშისაცემია. თავად ამ ქვეყნების ხელისუფალთა ღირსეული წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან, ულტრალიბერალურიდივერსიების”,  ქვეყნის იდეოლოგიად დანერგვას.
ჩვენი სტრატეგიული მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პარტიის წარმომადგენელთა, განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპისეროვნული თვითშეგნების, მრწამსისა და მორალის მხარდამჭერი განცხადებები, მის მიერ ამერიკის უსაფრთხოების დაცვისადმი განხორციელებული ქმედებანი კი, ლიბერასტული შემოტევებით დაბრიყვებულ, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილისთვის ღირსეული მოწოდებაა, რათა მათ სპეკულიაციური  გარიგებების მსხვერპლად კი არ აქციონ თავიანთი ქვეყნს მომავალი, არამედ, გონივრულად იმოქმედონ ცალსახად დარღვეული ფსიქო-სოციალური გარემოს გაჯანსაღებისთვის
და ერთიც, ცნობილია, რომ საქართველოში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ გარკვეული ნიშნით შეფასებული გამოცემები, კარგა ხანია, ფინანსდება, იქაც ნიჭიერი ხალხია, ხშირად ფასეული ლიტერატურაც იბეჭდება, განებივრებულები ვართ ქართულად (ხშირად ოსტატურად) ნათარგმნიტექსტებისსიმრავლით. მაგრამ, ამ გამოცემებს, უმეტესწილად, მხოლოდმათთვისმისაღები ავტორები ჰყავთ; ცოდნასა და ნიჭსაც თავისებურად აფასებენ. მოკლედთავისიანებსბევრად უფრო წყალობენჰოდა, გარკვეულიიდეოლოგიური ტენდეციითნასაზრდოებ ჯგუფების ახირებაზე, არ უნდა იყოს დამოკიდებული, საქართველოს, მშობელი ქვეყნის დღევანდელი ავკარგიანობისა და მომავლის განსაზღვრა. მით უფრო, თუ მხატვრული აღქმა, ანალიტიკური თვალსაზრისი, სამშობლოსადმი ალალი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატვისკენაა მიმართული. და ამგვარი ახირებანი, არცეროვნული ფასეულობებისბუნებრივად წარმომჩენი, ქართული ცნობიერების მოამაგე, ”ლიტერატურული საქართველოს!”გამოცემისყოფნა?.. არ ყოფნის?..” ბედს, ვერ და არ უნდა განსაზღვრავდეს
ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე თამაზ წივწივაძე, თავისი ნიჭითა და ავტორიტეტით მრავალი წელი ერთგულად იღწვოდა, რათა მოაზროვნე საქართველოსლიტერატურული საქართველოსხილვისა  და შეგრძნების შესაძლებლობა არ მოკლებოდა.
და თუ მისი გამოცემა შეწყდება, ეგ უსამართლობა კი არა, ქვეყნის სირცხვილიც იქნება. ქვეყანაში, სადაც უამრავფსევდოკრეატიულობაზემილიონობით დოლარი იფლანგება, ქართული მხატვრული სააზროვნო სივრცის ქომაგისა და წარმომჩენის გამოცემის საკითხს, ამგვარი დამამცირებელი პრობლემები არ უნდა აბრკოლებდეს
მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას... მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა..

ჯანრი გოგეშვილი
 -:-
P.S.
ჭეშმარიტი მკითხველი, ლიტერატურულ წრეებშიც შემცირდა:
ზოგი, ისევ, ათეული წლების წინანდელილიტერატურული ამბებისა და დეკორაციებისზეგავლენის ქვეშაა.
ინტერნეტთანუბრადარიან და
თუმც, ამაზე შემდგომეს თემა, თავისებურ ანალიტიკურ მოკვლევას მოითხოვს
 
***




Комментариев нет:

Отправить комментарий