სარკაზმით მოსვირინგებული რეალობა და...
ბოლო
”ჟამს”
ლიტერატურულ,
მეცნიერულ,
სახელოვნებო
არეალში
გვარიანად
მოხშირდა ამა თუ იმ, თავისებურად
ნიჭიერ შემოქმედთა ათასგვარი ზეაღმატებული ეპითეტებით შემკობა;
რაც,
განგებისგან
ბოძებულ
მათ
”ტალანტს”
ბუნებრივობას
უკარგავს;
ანუ
”დიადი”;
”ღვთიური”;
”უდიდესი”;
”სასწაული”;
”გენიალური”
უპრაგონოდ
რიგდება
და
ხშირად,
ამგვარ
შეფასებას
”მუდამჟამს”
სიტყვით
სათქმელად
შემართული
ჩვეულებრივი მოლექსე, ფსევდონიჭიერი,
ეპიგონი
თუ
პლაგიატიც
გამოჰკრავს
ხელს.
არადა,
დღევანდელ
საქართველოში,
უკვე,
ძალზე
ბევრს,
წარმოდგენა
არა
აქვს
დროთა
მიერ
გადამოწმებულ,
მართლაც
განგებისგან
მადლმოსილ
პოეტებზე,
ხელოვანებზე,
ჭეშმარიტ
საზოგადო
მოღვაწეებზე,
მეცნიერებზე…
აგერ კი, ჩვენს
გაუბედურებულ
ყოფაში
უამრავი
”უდიდესი”;
”სასწაული”;
”გენიალური”
თუ
”არნახული”
ტიპები
ტრიალებენ…
კი
ბატონო,
საქართველო
ნამდვილად
”გენიოსთა
ქვეყანად”
შეგვიძლია
მოვიხსენიოთ,
მაგრამ
ეგ
მადლი
განვლილ,
”დადუღებულ”
საუკუნეთა
არეალზეა
გადანაწილებული…
რა თქმა უნდა,
კარგი
პოეტი, მწერალი,
ხელოვანი,
მეცნიერი
ჩვენს
გვერდით
საკმაოდაა…
ოღონდ,
ისაა
საფრთხილო,
რომ
ამდენი
”ტიტულოვანის”
ერთროულად
მოზღვავებამ,
შესაძლოა,
მთაწმინდისკენ
ჩასაფრებულთა
”არმია”
ზღვარსგადასულად
მოაძლიეროს
და
ილიას,
ვაჟას,
აკაკის,
ბარათაშვილის
და
სხვა,
მართლაც
ღირსეულ
მოაზროვნეთა,
”ბინადრობას”,
აშკარა საფრთხე დაემუქროს…
ამ ყოფაში,
არც
არაფერია
გასაკვირი;
თანაც
”ტესლას”
შემქმნელი ილონ მასკი იმუქრება: ”რომ მისი ახალი ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება ადამიანისა და კომპიუტერის კომბინირება და შეიქმნება “სიმბიოზი” ხელოვნური ინტელექტით.”
ასე რომ, ნებისმიერს
მსურველს
შეეძლება
სუპერ
ადამიანად
იქცეს…
ფაფუ „ღირებულებითი ორიენტაციები“…
…”საქართველოო
ლამაზო…
„სხვა საქართველო სად არი?”
”შოუმენებო” ცოტა
ხნით, მაინც გვამყოფეთ ბუნებრივ მდგომარეობაში, თორემ მერე, ყოველმხრივ
”ტალანტოვანნი” კიბორგები, რომ მომრავლდებიან, ჩვეულებრივი, განგებისგან
მადლმოსილი, უშუალო ნიჭიერება, თქვენთვისაც სანატრელი გახდება…
***
P.S.
ოთხიოდე წლის შემდეგ....
ახლახან, მკვირცხლი ბუნებისა და აზროვნების ქალბატონმა, რომელსაც, მშვენიერებასაც ხშირად უქებენ, თავის „პოსტში“ მართებულად ამხილა „უშნოდ მაქებართა“ უზნოება...
სამწუხაროდ, ამგვარი „მაამებლობა“, სოციალურ ქსელებში, ქრონიკულ სენად ქცეულა და ბილწსიტყვაობის „საპირწონედ“ ბორგავს, მაგრამ ამას, ცოტა თუ ხვდება...
კაი ხანია, ამგვარ მადიდებლურ „უხამსობაზე“ მეც მივანიშნებ, მაგრამ, თუ სახელოვან წინაპართა, სახელობის პრემიების (განსაკეთრებით ილია ჭავჭავაძისა) გაცემა ყოველ, ჰაიჰარად შექმნილ “კულტურულ-საგანმანათლებლო“ სუბიქტს, გარკვეული „საკანონმდებლო რეგულირებით“ არ შეუფერხდა, ისე...
***
ისე კი, ამ თემაზე, აღძრულ ემოციებს, ჩემს ბლოგზეც იხილავთ... ანუ –
”დიადი”; ”ღვთიური”; ”გენიალური”… /სარკაზმით მოსვირინგებული რეალობა და... ”კიბორგები”
ჯ.გ.
*
*
*
ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
*
*
Комментариев нет:
Отправить комментарий