Translate

четверг, 30 мая 2019 г.

შემეცნებით-ანალიტიკური მაცნე / ვაჟა ჩორდელი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის XXV ყრილობის ციებ-ცხელება!


 

 

*vaja meladze <amerimeri@yahoo.com>


ვაჟა ჩორდელი
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის
XXV ყრილობის ციებ-ცხელება!

რიტორიკაში წერია, ყველაფერი თავიდან იწყება-! გამოვიყენოთ ბრძენის ნათქვამი და ჩვენც თავიდან დავიწყოთ!
მიმდინარე წლის 1-31 მაისის მწერლის გაზეთი (ნომერი 4), მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წესდებას ასეთი სათაურით აქვეყნებს: პროექტი საქართველოს შემოქმედებითი კავშირის წესდება (სტილი დაცულია!).
მივყვეთ თანმიმდევრობას! 24- ყრილობის დაწყების წინ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მაყვალა გონაშილმა, დელეგატებს მოახსენა: დღევანდელი ყრილობა რომ ჩაგვეტარებინა, მწ. კავშირის ხელმძღვანელობამ (მდივნებმა!) თითო თვის ხელფასი დავდეთო!
ჩემთვის კარგადაა ცნობილი -- მწ. კავშირს, კარგა ხანია, სახელმწიფოს ბიუჯეტი არ აფინანსებს! ისმის კითხვა, ხელფასების ფულს საიდან შოულობს მწ. კავშირი? ციდან ცვივა კუპიურა? თუ მსუყე სპონსორი ყავს? არც ერთი და არც მეორე! განმარტება ერთობ მარტივია: დღევანდელ აიპი მწ. კავშირს (სასაცილოა თუ სატირალი არა, აიპი ერქვას ჩვენს საუკუნოვან გაერთიანებას?), ძველი ქონებიდან (რამდენმა რამემ შესანიშნავი პატრონების ხელში კარგა ხანია ჩაილურის წყალი დალია!), კიდევ შემორჩა აქა-იქა ობიექტები, რომელიც გაქირავებულია საკმაო თანხაზე (დოლარებზე!), უცხოური ვალუტა ხურდავდება ეროვნულ კუპიურაზე და მწ. კავშირის ხელფასებიც რიგდება!
ძვირფასო კოლეგავ, უპრიანი იქნებოდა, ასე გეთქვა: ყრილობას მწ. კავშირის წევრთა საერთო ქონების გაქირავებული ობიექტებიდან შემოსული თანხებით ვატარებთო! მაგრამ ამას როგორ გაასაჯაროვებდი (!), რადგან კარგად გაქვთ გათვლილი, წევრთა 80-მა პროცენტმა დღემდე არ იცის, საიდან ფინანსდებით!
თქვენ უნდა დაიტრაბახოთ ერთი ქართული სიბრძნის თქვენეული ვარიანტი: ჭირი--იმას (სახელმწიფო ბიუჯეტს!), ლხინი--ამას (დოლარიან მექირავნესო!).
მწ. კავშირის დღევანდელო ძვირფასო ხელმძღვანელებო, წელს მეტის დადება დაგჭირდებათ! 1000 კაციან ყრილობის ჩატარებას ეხუმრებით?
რაღაი ობიექტების გაქირავების თემასთან ახლოს ვარ, ბარემ ამის თაობაზე, მწ. კავშირის ხელმძღვანელთა (ძველიდან მოყოლებული დღემდე!) ერთი დიდად სამარცხვინო საქმეზეც მოგახსენებთ! მიხ. სააკაშვილის ურდომ მწერალთა კავშირი რომ დაარბია, აპარატის თამნამშრომლები (უფროსებიანად!) ყოფილ კომკავშირის ცეკას უკანკარში შესასვლელით, მე-4 სართულზე დაბინავდნენ! არადა, მეტად კომფორტული შენობა, თავის დროზე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ,
მწერალთა კავშრს საჩუქრად გადასცა! აქვე ვიტყვი, არამგონია, მეშლებოდეს, შენობა მალევე გაქირავდა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, უპატრონობისა და ხელმძღანელობის უნიათობის გამო, აღნიშნული ნაგებობა, თავლსა და ხელს შუა, საქართელოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოსტატურად აგვახია!
ერთს კიდევ შევეხები ბინების საკითხს (!) და ბატონ რევაზ მიშველაძეს მივმართავ: დიდად პატივცემულო სახალხო მწერალო, ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაწუხებთ, მწ. კავშირის აწ უკვე ყოფილი შენობის ბიბლიოთეკის ვეებერთელა სამკითხველო დარბაზში სამოწყალოდ, უხალხოდ რომ ზიხართ ორშაბათ-ხუთშაბათობით? რით ვერ შეელიეთ ხელფასების ჩამოკლებას -- გაგეშვათ (თუ უკვე გაყიდული არა გაქვთ!) მაჩაბლის ქუჩის პირველ ნომერში არსებულ, ლამაზად გარემონტებულ ოთახში მოკალათებული მოქირავნე და იქ დამსხდარიყავით მორიგე თავმჯდომარეები მორიგეობით! თუნდაც მხატვრის ქუჩაზე დაგედოთ ბინა! ვეებერთელა ნაგებობა (რა დიდი ხარჯი უნდოდა ოთახების გადატიხვრას!) მწ. კავშირის ჯალაბობას ვერ დაგიტევდათ? (ისე, ქვეყანამ უნდა იცოდეს, ის შენობაც გახაზირების გზას იყო გაყენებული! ჩემი იქ მუშაობის დროს ორჯერ გავყარა კინსიწკვრით თითქმის უკვე გარიგებული მყიდველები!).
რევაზ ბატონო, მხატვრის ქუჩაზე იმიტომ მიგანიშნეთ გადაბარგება, ამაზე მაინც ვერ იტყვით (მახათას მთაზე გახსნილ პანთეონს ვგულისხმობ!), რომ ამბობდით, შორს არისო! თქვენ ხომ იქვე, გაზაფხულის ქუჩაზე ცხოვრობთ! ისე, არ მითხრათ ახლა, არ ვიციო! ამერიკის საელჩოც ქალაქგარეთაა, მაგრამ, როგორც შინაურები ამბობენ, ელჩებს ერთხელაც არ დაუწუნებიათ, შორს არისო!
წავიწიოთ წინ! წესდების პროექტის მეორე თავის (კავშირის მიზნები და ამოცანები) 2.5. მუხლის აბზაცი ასე გვმოძღვრავს: მწ. კავშირი იღწვის მწერალთა მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის-! იგივე სვეტის 2.8. მუხლის აბზაცს უფრო შორს მივყავართ (ჩვენს შემთხვევაში ფუჭ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს!) მწ. კავშირი ქართული ლიტერატურის შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად, კანონის შესაბამისად აარსებს გამომცემლობებს, ჟურნალებს, ალმანახებს, გაზეთებს, ფონდებს, სხვა დაწესებულებებს, აჯილდოებს და ანიჭებს ლიტერატურულ პრემიებს-!
ძვირფასო პროექტორებო! 2.5. 2.8. მუხლების აბზაცები უცხოპლანეტელების თავის მოსაწონებლად გამოამზეურეთ? რითი უნდა გააუმჯობესოთ მწერალთა მატერიალური პირობები, არ მესმის! ფულის საშვალი თქვენ არ გაგაჩნიათ და ოქრო-ვერცხლი! არადა, თავდაჯერებით აცხადებთ: მწ. კავშირი აარსებს გამომცემლობებს, ჟურნალებს, ალმანახებსო... ნამეტნავ უტოპიაში შეყავით თავი! რისი დამაარსებლები ხართ! დაარსებულს ვერ მოუარეთ: 166 წლის ცისკარი ძლივს-ძლივობით ფოჟიალობს, ანუ, შიგადაშიგ ხან გამოდის, ხან არა, ანუ არ გამოდის, ნობათიც გაქრა ხსენებიდან, მნათობის გამოცემის ბედ-
იღბალი საფლავში გააყოლეს სახელმწიფო მოხელეებმა დიდებულ მწერალსა და რედაქტორს, ცხონებულ ბატონ თამაზ ჭილაძეს, მთარგმნელობითი ჟურნალი საუნჯეც აღიგავა სტამბისაგან პირისა, ჟურნალი ლიტერატურნაია გრუზია- ხომ კარგა ხანია აღარავინ ახსენებს და ასე შემდეგ!
ბატონო რევაზ, საწყენად ნუ ჩამითვლით, მწ. კავშირის შედარებით ახალგაზრდა მდივანი სანამ იყავით და ხმალშემართული ებრძოდით სამთავრობო ეშელონებს, მაშინ ვერ გაქაჩეთ შემოქმდთა ბედ-იღბალი, ახლა რომ ის რევაზი აღარა ხართ, დახვავებულმა წლებმა მხრები რომ დაგიმძიმათ, მგონია, დადგა დრო, სხვა რამეზე იფიქროთ... აქვე ვიტყვი იმასაც -- არც სხვა მდივან-თავმჯდომარეებს გადაუდევთ თავი, თორ-აბჯარით შემოსილან და ფარ-შიმშერი მოუმარჯვებიათ მწერალთა გადასარჩენად, არც პოეზიის დედოფალს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს გაუხდია ქოში დიდი თამარ დედოფალივით და არ წაძღოლია მწერალთა ათას წევრიან ლაშქარს (ბატონ რევაზს ერთ სუფრაზე, სადაც მეც ვიყავი, მწ. კავშირის კარგად შენიღბული საიდუმლო უნებლიედ წამოცდა -- დღეისობით 1000 წევრამდე გაიზარდა ჩვენი საზოგადოებაო!), არც აქციები მოუწყვია, არც სხელმწიფო სტრუქტურები შეუწუხებია მწერალთა სტატუსის, სტიპენდიების დანიშვნისა და საერთოდ კავშირის ეგიდით გამომავალი ჟურნალ-გაზეთების დაფინანსებაზე!
ჩემო ძვირფასო კოლეგებო, თუ ამ რამდენიმე აბზაცს რეზიუმეს გავუკეთებთ (შევაჯამებთ) (!), მწარე სიმართლის ასეთ დასკვნას მივიღებთ: როგორც ჩანს თქვენ, ხუთკაციანო შემადგენლობავ, პიროვნულად და თანამდებობრივად არც ძველი მთავრობა გცემდათ პატივს და, ბრმაც კარგად ხედავს, არც დღევანდელი ხელისუფლება გიყურებთ საღი თვალით! აქვე ხაზგასმით შემიძლია ვთქვა: თქვენმა თხუთმეტწლიანმა ხელმძღვანელობაში ყოფნამ ვერაფერი ნაყოფი გამოიღო, ნაღდი მწერლობა უფრო დაბეჩავდა! ამაზე ითქმის -- უარ და უარ სოფელოო! ამიტომ გეყოთ ვაჟ-ქალობა, 25- ყრილობის დელეგატებს მადლობა გადაუხადეთ, ქუდები დაიხურეთ და ასპარეზი უმტკინვეულოდ დატოვეთ.
მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობაში აუცილებლობა ითხოვს, ახალი სახეები უნდა მოვიდნენ!
... ცოტა ხნით დავუბრუნდეთ წესდების პროექტის 2.8 მუხლის აბზაცს, სადაც ერთი წინადადება ასე იკითხება: მწ. კავშირი აჯილდოებს და ანიჭებს პრემიებს-! ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: ამ საქმეში შემოქმედთა ხელმძღვანელობას ბადალი არა ჰყავს -- 98 სახეობის პრემია-სიგელ-გუჯარების შესანიშნავ მთელ არსენალს რომ ფლობენ, ყველას თვითონ ხომ არ ჩამოიკიდებენ კისერზე, ამიტომაცაა, ყრილობიდან ყრილობამდე (პოზიციები რომ გაიმაგრონ მომავალ არჩევნებში!), ჯერ ახალ-ახალი წევრებით ავსებენ კავშირის რიგებს, შემდგომ, პარალელურად, ფერად-ფერადად დაბეჭდილ ნაირ-ნაირ
ფარატინა ფურცლებით, განუკითხავად აჯილდოებენ დიდსა თუ პატარას! ასეთი ვაკხანალია ნამდვილად სამარცხვინოა! მკითხველს შევახსენებ, არცთუ ისე ახლო წარსულში, ყოველ პრემიას საკმაო ფულადი ჯილდო მოჰყვებოდა!
ხარჯი-ხარჯია! ერთ სიმართლეს კიდევ ვიტყვი! ნუ მიწყენთ და ნუ გამიბრაზდებით პრემიების და სიგელ-გუჯარების გამღებნო! პირადად მე ვარ მოწმე, ბარეორისთვის ისე გაქვთ ესა თუ ის პრემია მინიჭებული, ზოგიერთ კომისიის წევრს, ავტორის წიგნი, წაკითხულიც კი არ ჰქონდა ბოლომდე! გევედრებით, დღეიდან მაინც შეიბრალეთ ილია მართალი, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ნუ წამოკრავთ ხელს ერის სათაყვანებელი შვილების სახელობის პრემიებს და ნაურაზე ნუ ჩამოარიგებთ!
ძვირფასო მკითხველო, მაპატიეთ, ცოტა ხნით ისევ წესდების პროექტის პირველი სვეტის 2.8. მუხლის აბზაცს უნდა დავუბრუნდე, სადაც ერთი ფრაზა ასე ღაღადებს -- მწ. კავშირი აარსებს ჟურნალებს და ალმანახებს-!.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საკუთარ კეთილდღეობას გადევნებულმა მწ. კავშირის ხელმძღვანელობამ ყური არ გამოიბერტყა, წყალსა და მეწყერს გაატანამნათობის, ცისკრის, საუნჯისა და ნობათის დიდებული ისტორიები! აქედან გამომდიარე, როგორ ფიქრობთ, ახალს რაიმეს დააარსებენ?! მეტი გევრდები არ აუდგა ჩვენს დამაწყევარს!
ძვირფასო კოლეგებო, კარგად მიცნობთ, თავის ქება რომ არ მიყვარს, მაგრამ გასული და დღევადელი სიტუაციების გამო, თავს უფლებას ვაძლევ, ფართო საზოგადოებას კაკალ-კაკალ მოვუყვე ამბავი ტარიელისა.! და მწ. კავშირისა! მაშ ასე: დახურული ჟურნალების ბაზაზე მწერალთა სულის მოსაფონებლად, 2012 წელს, დავაფუძნე დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი ამერიმერი (მოცულობა 320 გვერდი) და გამოცემას შევუდექი. რამდენიმე ნომრის დაბეჭდვის შემდეგ იდეა მეწვია, მწ. კავშირის 24- ყრილობისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, ახალი ნომერი დამებეჭდა და დელეგატებისთვის საჩუქრად დამერიგებინა! იდეამ ფრთების შესხმა დაიწყო -- მე და მერანი“- დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჭოჭუამ, გამომცემლობის ბალანსზე, ჟურნალის დასაბეჭდათ სესხად ავიღეთ ქაღალდი (თანხა მე უნდა გადამეხადა), ჯერ 500 ეგზემპლარი ჩამოვბეჭდეთ ჩვენივე სტამბაში (მაშინ მერანში ვმუშაობდი დირექტორის მოადგილედ). ცოტა ხნის მერე ბეჭდვა რომ უნდა გამეგრძელებინა, აღმოვაჩინე, რომ ჟურნალის ქაღალდზე მწ. კავშირის მესვეურთა საჭიროებისათვის ერევანში ჩასატანი (ალბათ საპატივცემლოდ!) სომეხი მწერლის წიგნი უნდა დაბეჭდილიყო. ქაღალდის გახარჯვა ბოლომდე ვერ მოასწრეს, დარჩენილი ჩემი ქაღალდი სხვა სტამბაში გადავიტანე, რაც აკლდა დავამატე და ტირაჟი ისე ჩამოვბეჭდე.
ყრილობის დაწყებამდე ჟურნალის 185 ცალი ეგზემპლარი დელეგატებს საჩუქრად დაურიგდა. აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა -- საჩუქრის საფასური 1850 ლარს შეადგენდა! ალბათ, მკითხავთ, ასე დაწვრილებით რატომ გვიყვებით თქვენს ამბავსო! მოგახსენებთ! 24- ყრილობა ძალიან სერიოზულად, საკუთარ თავზე მორგებულად ჩაატარეს ძვირფასმა ხელმძღვანელებმა, ის კი არა, ვიზეც ეჭვი ჰქონდათ, ჩვენ ისინი ხმას არ მოგვცემენო, არცკი გაუგზავნეს მოსაწვევები! ყრილობამ ხმაურით ჩაიარა, მაგრამ ყურთა ბამბისა (!) -- რეესტრში ყველაფერი დალაგებულად მიიტანეს!
ძირფასო მკითხველო, მე რომ სიმართლეს გიყვებით, ამის დასტურად ყრილობის ერთ მომენტს მოვიშველიებ: როცა დარბაზი მთლიანად დაცლილი იყო (ორი ხნეს მიტანებული ქალი და მამაკაცი იჯდა დარბაზის ბოლო კუთხეში!), ბატონი ბადრი ქუთათელაძე (ყრილობის თავმჯდომარე იყო!) ამოვიდა სცენაზე, სადაც მე, ბაღათერ არაბული, პროდიუსერი, ჩართულ გადამღებ აპარატთან ჩამომჯდარი ტელეოპერატორი და სამი ჩემთვის უცნობი მანდილოსანი იდგა, განაცხადა: სამეურვეო საბჭოს წევრების სიას წავიკითხავ და კენჭი ვუყაროთო! რომ შევიცხადე, დარბაზში კაციშვილი არ არის, სკამებს კიდევ არც თვალი აქვს, არც ყური და არც ხელები-მეთქი, აბა, რა ვქნაო, ჩამონათვალს ისე მაინც წავიკითხავო, თქვა და ქალღალდი გაშალა! (ამ მომენტს და ბევრ კიდევ სხვა უხამსობებს, ყრილობის დაწყების წინ, თუ საჭირო შეიქნა, ვიდეოკამერით აუცილებლად გაჩვენებთ!). რომ იცოდეთ, დარღვევაც საკმარისი იყო ყრილობის გასაბათილებლად!
კეთილო ხალხო, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ამ ამბის სათქმელს მოკლედ გეტყვით: საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის წევრებმა (მათ შორის მეც ვიყავი!), მწერალთა აკადემიის სახელით სარჩელი შევიტანეთ ყრილობის გაბათილების შესახებ... ამას რა მოჰყვა, რომელი ერთი ქალბატონი მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში რომელ ქალბატონთან და როგორი მუქარით წაგვაგებინეს მოგებული სარჩელი, ამას 25 ივნისს მწერალთა ყრილობაზე მოგახსენებთ! (რა თქმა უნდა, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლი!).
... და მწერალთა კავშირის მესვეურთა (შეიძება ვცდები, ეგებ ერთი კაცი ბრძანებლობდა!) განაკრგულებით გამომცემლობის დირექტორმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა -- ბატონმა ვაჟამ სტამბიდან ქაღალდი გაიტანაო (მადლობა ნანა, მოიპარა რომ არ ჩაწერეთ სარჩელში!). აქვე იმასაც გეტყვით, საბეჭდი ქაღალდის ღირებულება 1119 ლარსა და 19 თეთრს შეადგენდა, რომელიც კაპიკ-კაპიკ გადავიხადე. არადა, იმ ხანებში ბატონ რევაზ მიშველაძის 400 გევრდიანი წიგნი 55 გამოუქვეყნებელი ნოველა ჩემი რედაქტორობით, მერანის სტამბაში
დავსტამბეთ. ბარემ იმასაც გეტყვით, წიგნის ნახევარი ჩემმა შვილიშვილმა უფასოდ ააწყო და წიგნიც მან დააკაბადონა! ჩემი გასამჯელო არც გამომცემლობას მოუცია და არც ბატონ რევაზს, ანდა როგორ მოვითხოვდი, მე და რევაზი მაშინ ვმეგობრობდით კიდეც!
კეთილო ამვლელო და ჩამვლელო, ახლა თქვენ გეხმიანებით, მწერალთა კავშირის მესვეურთ მადლობა არ უნდა ეთქვათ ჩემთვის ასეთი სიურპრიზისთვის? კიი? აგაშენათ ღმერთმა! მაგრამ რა მივიღე? არც -- მეტი, არც -- ნაკლები, ციხის კარისკენ მიმავალი გზა!
ვსვამ კითხვას, მწერალთა კავშირის ხელმძღავნელობა განუკითხავად რომ მოექცევა მართალ თავის კოლეგას, რა საპასუხო ქმედება უნდა მიიღოს? ალიყური ცოტაა, ახი იქნება მათთვის, კინწისკვრით გამოვყარო შენობიდან და სახლის გზას გავუყენო!
დავუბრუნდეთ წესდების პროექტს! მეხუთე თავის 5.2. მუხლის აბზაცის გასწვრივ ვკითხულობთ: კავშირის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი თანამდებობებია: ხუთკაციანი სამდივნო წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილებით-!
ძვირფასო დელეგატებო, თქვენ გეკითხებით და აქვე დავძენ, თქვენი გადასაწყვეტია -- გვჭირდება კი ხუთი სული თანათავმჯდომარე ისედაც დაქცეულ და წაქცეულ აიპად წოდებულ მწ. კავშირში?! ძალა ერთობაშიაო, ეს შესანიშნავი გამოთქმა უნდა ავიტაცოთ და ხუთთავმჯდომარეობანა სამ ეღთეულამდე შევამციროთ! კიდევ ვიმეორებ, რა ბედენაა ან რა ახირებაა ერთი წლით თავმჯდომარეობა! სალამის თქმასაც ვერ მოასწრებ კაცი, ისე ჩამომთავრდება ერთი წელი! ვისაც ავირჩევთ, სამი იქნება თუ ხუთი წელი, ვაცადოთ, რაღაც პერიოდში ეგებ ისეთი გააკეთოს, წაადგეს გაერთიანების წევრებს! იმასაც ნუ გამოვრიცხავთ, ჩვენი რჩეული იმედებს თუ გაგვიცრუებს, როგორც ავირჩუეთ, ისე გადავირჩევთ ვადაზე ადრე, რა შეგვიშლის ხელს! აქვე ვიტყვი, ვინც არ იცის, იმის გასაგონად! ეს ბალტიისპირეთული რესპუბლიკების მწერალთა კავშირების მმართველობის ახალი ფორმა, ანუ ჩვენი სინამდვილისათვის უბადრუკი მოდელი, იმ მშიშარა კანდიდატებმა შემაოგდეს ჩვენს მწ. კავშირის მმართველობაში, რომლებთაც იმედი ბოლომდე არ ჰქონდათ, შემოქმედთა სათავეში რომ მოხვდებოდნენ! ერთი სიტყვით, თავის თავი დაიბეოეს, ხუთკაციან სასტავში მაინც ხომ მოვხვდებიო, მიზანი მიღწეული იქნებაო, ისტორიაში მწ.კავშირის თავმჯდომარის იარლიყით შევალო!
თანათავმჯდომარეებო ერთი ოცნება ხომ აგიხდათ, წადით ახლა სახლში! ეგება სხვებიც თქვენსავით ოცნებობენ და თავს იიმედებენ! ხომ გაგიგონიათ -- ოცნებას კაცი არ მოუკლავსო!
ბარემ ერთიც ვთქვათ! ჩავთვალეთ, რომ კარგი მოდელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს მოდელი იქაა კარგი, სადაც დუღსა და გადმოდუღს ქვეყანა,
მწერლები არსებობისთვის სტიპენდიებს იღებენ, ჟურნალ-გაზეთები გამოუდით, ჰონორარები აქვთ, ფასიან სიგელ-გუჯარებს არიგებენ და ასე შემდეგ! საინტერესო არაა, ჩვენთან როგორ წარიმართა ხუთკაციან თანათავმჯდომარეთა გარჯა და ნაღვაწი? რა შეუქმნეს და მოუტანეს საკმაოდ მრავალრიცხოვან მწერლობას? მე თვალს მაკლია და ვერ ვხედავ! კარგად მომზირალნო, თქვენ მაინც მიიხედ-მოიხედეთ, მიიკითხ-მოიკითხეთ, ხუთკაციან თანათავმჯდომარეების გარდა, ვინ რა სარგებელი ნახა მწერალთა კავშირიდან, ვის რა ერგო, ერთმანეთს ნუ დავუმალავთ!
რაღაი სარგებელზე მიდგა საქმე, ბარემ განვმარტავ! ხუთკაციანი ბანდა სამ ერთეულამდე რომ ჩამოვა, გამოთავისუფლებული ორი ადგილის ხელფასი, დიდია თუ პატარა, დაგროვების შემთხვევაში, იმდენს მაინც მოიყრის თავს, ჩვენი ბედკრული გამომცემლობა მერანი ნამდვილად მოახერხებს 5-8 ფორმიანი წიგნები უფასოდ გამოუცეს ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც! გზის ხარჯად, შეიძება პატარა ჰონორარიც კი ერგოს წიგნის ავტორს!
მთავარი და უპირველესი! წინა ყრილობის ოხუნჯობანი და მატრაბაზობა წარსულს ჩაბარდეს! არამც და არამც არ უნდა დავუშვათ, მწერალთა კავშირის მომავალი ხელმძღვანელი, დარბაზიდან, ალია-ბალიაზე შემოგდებული წინადადებით, ფარული კენჭის საყრელად, წინასწარ განცხადება წარმოდგენილი კანდიდატების გვერდით დადგეს!
შემოქმედთა კავშირის თანათავმჯდომარეებო! ეგებ ასე გავაკეთოთ (მწერალთა ერთ საინიციატივო ჯგუფის მოსაზრებაა!), ვისაც კავშირის ხელმძღვანელობაში მოსვლა უნდა, ერთი კვირით ადრე განცხადებით შემოვიდეს სამდივნოში (ჩვენს შემთხვევაში ეს 18 ივნისია), (რეგიონში მაცხოვრებელს შეუძლია განცხადება ყრილობის დაწყების წინ წარმოადგინოს), რომელსაც დართული ექნება კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია: ვინ არის, სად უმოღვაწია, რა საქვეყნო საქმე უკეთებია დღემდე, რა შეხება ჰქონია მწერლობასთან, იცნობს თუ არა საგამომცემლო საქმეს, რა გზას დაადგება, რა მეთოდებით უშველის გაპარტახებულ მწერლობას, როგორ აანაკვერჩხლებს ჩაფერფლილ ჟურნალებს და კიდევ, რა თანამდებობებზე უმუშავია აქამომდე და ასე შემდეგ.
და ბოლოს, კიდევ ერთ საჭირბოროტო აუცილებელი საკითხის შესახებ!
მწერლის გაზეთში ასეთი განცხადებაა დაბეჭდილი: .. 25 ივნისს საქართველოს თეატრალური საზოგადოების შენობაში (ხორავას ქუჩა N5) გაიმართება საქართველოს მწერალთა კავშირის 25- ყრილობა. რეგისტრაცია 11:00-დან 12:00-მდე. ყრილობა გაიხსნება 12 სთ-ზე-!
კეთილი და პატიოსანი! მაგრამ პატივცემულო ხელმძღვანელებო, პირადად ბატონო რევაზ (თქვენს სახელს ხშირად იმიტომ ვახსენებ, თანეებს შორის უხუცესი ბრძანდებით, თანაც კავშირის მმართველობაში მეტი სტაჟი გაქვთ!), იმაზე თუ გიფიქრიათ, 250 ადგილიან დარბაზში როგორ დაატევთ 1000 კაციან
ლაშქარს?! დავიჯერო, ჯადოქრები ხართ! თუ, ალბათ მარტო იმათ მოიწვევთ, 2012 წლიდან დღემდე რომ გააწევრიანეთ კავშირში? ჩემის აზრით არაფერი არ არის გამორიცხული, ასეც რომ მოიქცეთ! ბოლოსდაბოლოს ისინი ხომ თქვენიანები არიან!
დიდი თხოვნა მაქვს, ბევრი არ იბჭოთ და არ ილაპარაკოთ! მოძებნეთ, იქირავეთ ფართო აუდიტორიანი დარბაზი! არ დაიწუწუნოთ, ფული არა გვაქვსო, წინასწარ გამოართვით ქირა ჩვენს ოთახებში ლამაზად შესახლებულ აფთიაქარს, ფულის მეტი რა აქვთ! ყველას გაუგზავნეთ მოსაწვევი, ან შეეხმიანეთ ტელეფონით, მოხუცი იქნება ის თუ ახალგაზრდა! იცოდეთ, მწერალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მკაცრად შეამოწმებენ თქვენს ნასაქმარს!


ვ.ჩ.
*

*

Комментариев нет:

Отправить комментарий