კი, ყველაფერი შედარებითია და სხვებივით, ბანალურად ჩვენს უახლეს წარსულს არ ჩაუყვები… ბევრად საინტერესოა, რომის იმპერიის მმართველთა ”კაპრიზები”, რომელთაგანაც კაცობრიობამ საკეთილდღეო დასკვნები დღემდე ვერ გამოიტანა, ანუ ვის და რა ფასად ტენი ძალაუფლებას თავშივე უნდა განსაზღვრო… სწორად ”განსაზღვრას” კი, ჩვენ დღემდე ვერ ვახერხებთ…
ჰო, რომის რიგი იმპერატორების თვალთმაქცობაზზე, სადიზმზე, სექსუალურ აღვირახსნილობაზე, პედანტიზზმზე და ა.შ. მრავლად დაწერილა: რა თქმა უნდა, მათგან კალიგულა გამორჩეული პერსონა გახლდათ ((GAIVS IVLIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS; დ. 31 აგვისტო, 12 – გ. 24 იანვარი, 41) — რომის იმპერატორი 37-41 წლებში.) ამბობენ ნახევრად შეშლილი იყოო, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ამბიციურ საამშენებლო პროექტებს და საკუთარი სიამოვნებისთვის აშენებულ მდიდრულ შენობებს… ამასთანავე, როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ უამრავი ავადმყოფური მიდრეკილება ჰქონდა, სხვათაშორის, იმასაც ყვებიან, რომ ძალაუფლებით გარყვნილმა, საკუთარი ცხენის გაკონსულებაც კი მოინდომაო. ინტერნეტში ამგვარ ჩამონათვალსაც წააწყდებით: ”10 უცნაური რამ, რის გაკეთებაც მხოლოდ რომის ყველაზე გიჟ იმპერატორს, კალიგულას შეეძლო!!!”
თუმც, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ კალიგულა, ასევე გიჟურ მიდრეკილებას იჩენდა თეატრის მიმართ (ალბათ წინასწარ გრძნობდა შექსპირი, რომ იტყოდა _ცხოვრება თამაშიაო), აქტიურად მონაწილეობდა თეატრალური დადგმების განხორციელებაში… მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მაყურებელთა წესიერებას უთმობდა, წესრიგს ითხოვდა და ხმაურიან მაყურებელს მისი ბრძანებით უმოწყალოდ ამათრახებდნენ… ჰოდა, ყველაფერი შედარებითია; ჩვენთან, თავისუფალი სიტყვის ბედიღბალზე, ვინ
რა მიზეზით იღრინება, დაობს, თუ ყეფს, თითქმის საყოველთაოდ ცნობილია, საშოვრის გარეშე, ეგ ამბავი, ნაკლებად მოსულა. (უმთავრესად, ამგვარ ”ნომენკლატურულ თავისუფლებასთან” ”პოლიტიკური” გავლენის სფეროები და ბიზნესინტერესებია მიბმული). კი ბატონო, იყო, არის და იქნება ალალად სიმართლისთვის თავგადადებული
პიროვნებები, მაგრამ ობივატელური საზოგადოება, ასეთებს ყოველთვის ნაკლებად წყალობდა. ჰო, ყველაფერი შედარებითია; სანამ ინტერნეტი, ”ქართული ფეისბუქი” და მისთანები არსებობენ ”თავისუფალ სიტყვას” საფრთხე ნაკლებად ემუქრება, რა თქმა უნდა, არც _აღვირახსნილს… კი, ”ცხოვრება თეატრია” , ხალხიც კარგად გაიწვრთნა ”თამაშში”, სამწუხაროა, რომ ვარგისიანი რეჟისორების შერჩევა ვერ ისწავლა და მგონი ”ნებაც” აღარ მოსდგამს.
კალიგულას ბრძანებით კი, ხმაურიან მაყურებელს… მერე რაა, რომ ეს ძველ რომში ხდებოდა, ახირებები, ჩვენს მმართველებსაც გვარიანად ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ, რადგან ხალხი დაპირებების გარდა, მათგან სხვას ვეღარაფერს ითხოვს… გადაამოწმეთ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, ამათგან ბევრი მომავალ პარლამენტში ”გაგვეჭიმება” და ზოგმა შესაძლოა იმასაც და იმის იმასაც ქე გამოჰკრას ხელი… მოსალოდნელია ქვეყნის და
”მშრომელი ხალხის” ყოფა ბევრად უფრო აბსურდული გახდეს… ოღონდ, ”აბსურდის თეტრი”, სხვაგვარად
დახვეწილ მაყურებელს ითხოვს… და თუ, როგორც ამომრჩეველი, ჯერ კიდევ, მხოლოდ იმიტომ ხმაურობ, რომ ვერ გაგიგია
ქვეყანაში და შენს თავს რა ხდება, კი, დასჯას ნამდვილად იმსახურებ…
ჯ.გ.
***
***
Комментариев нет:
Отправить комментарий