1991 წლის 9 აპრილს განცდილი ეროვნული სიხარული, მალე ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩაანაცვლა… შედეგი საკმაოდ დამთრგუნველი აღმოჩნდა.
მერე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით მრავალი არასამთავრებო ორგანიზაცია შეიქმნა. უმეტესობას ღია თუ ფარული მიზნების მქონე საზღვარგარეთელი ”პერსონებისგან” გრანტები განაღდებული ჰქონდათ. ჰოდა, როცა ჩემი ინციატივით დაფუძნებული ფონდის წესდების დასამტკიცებლად, მაშინდელი იუსტიციის სამინისტროში, შესაბამისი საბჭოს წევრების წინაშე აღმოვჩნდი, სამინისტროს მაღალმა ჩინოსანმა, თითქოსდა მეგობრულად მიმითითა (სხვათაშორის ნაცნობი სახე ჰქონდა) _ ”არ გირჩევ ამ დასახელებით გატარებას, არ მოეწონებათ… ” რა თქმა უნდა, გულწრფელი იდეის ”გადასხვაფერება” არც მიფიქრია.
შედეგიც შესაბამისი იყო, ვინ გაგახარებდა... და მანც შევეცადეთ ჩანაფიქრი საქმედ გვექცია...
ზოგი რამის აღმნიშვნელი ფაქტები, ჩემივე არქივმა შემომინახა…
***
*** ***
დიახ, ჩვენი ძალისხმევით რამდენიმე სკოლაში დასახული თემატიკის მომცველი ღოონისძიებები ჩატარდა, მაგრამ მაშინდელი თავდაცვის, კულტურის, განათლების სამინისტროები ”შეუვალები” აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით ფონდის დასახელების პირველი ნაწილი _
”ეროვნული
ცნობიერების უსაფრთხოებისა...” აფრთხობდათ...
და სამწუხაროდ ”შინაგანად” დღემდე უხერხულობას უქმნით...
ჯ.გ.
საძიებელი
The index
The index
Комментариев нет:
Отправить комментарий