ასტროფიზიკოსები
და
სხვაფრივ
სწავლულნიც
გვაფრთხილებენ
რომ ასე, 60-65 მილიონი სინათლის წლის წელიწადით დაშორებით მყოფი უცხოპლანეტელები, თუ ამჯერად,
ჩვენს
სამკვიდრო
დედამიწას,
ძალიან
ძლიერი
ტელესკოპებით
აკვირდებიან,
ისინი
დედამიწაზე
დინოზავრებს
დაინახავენ…
ამის შემხედვარე ”მეოცნებე” სუბიექტს ბოლო იმედიც გადაგეწურება, რადგან გულუბრყვილოდ
თუ
აბსტრაქტულად
მაინც
მოსალოდნელი
იყო,
რომელიმე
გულმოწყალე
ჰუმანოიდი
ერთხელაც,
ჰა
და
შეგვამჩნევდა,
ჩვენი
უთავბოლობა
და
გასაჭირი,
გულს
თუ
მისმაგვარ
შესაბამის
ორგანოს
აუჩვილებდა
და
ჰუმანიტარულ
დახმარებას,
რჩევების
სახით,
კვანტურად
მაინც
გვიდეპეშებდა,
მაგრამ
აპ!
ჩვენს
მაგივრად
მობიბინე
ბალახის
ძოვით
გართულ
”მეზოზური”
ხანის
დინოზავრებს
ხედავენ
თურმე
და
ალბათ
თავისებურად
ტკბებიან,
მაგათ
იდილიას,
როგორ
წავუხდენთ,
გაუშვით
ძოვონო…
ჰო,
სხვათაშორის,
იმასაც
ამბობენ,
დინოზავრები
იმიტომ
გადაშენდნენ,
კუდზე,
რომ
რამე
სახიფათოდ
შეეხებოდათ,
თავისკენ
ინფორმაცია
ძნელად
და
გვიან
მიდიოდაო…
არა,
ჩვენ
ხშირად,
ქე
ვყვირივართ,
გვიშველეთ,
გვიშველეთ
ვიღუპებით,
შიმშილით
და
უსამართლობით
ვიხოცებითო,
მაგრამ,
რომანტიზირებულია
თუ ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდ ნაწილს,
არიფს
თუ
მაკვარანცხს,
გამქაჩავს
თუ
ჩასვრილს,
შემძლეს
თუ
არშემძლეს,
ფეისბუქზე
”გაბლატავებულს”
თუ
ლიბერასტულად
გააზრებულ
”ევროპულ
ღირებულებელებზე”
დაგეშილს,
ნებსით
თუ
უნებლიეთ,
აშკარად
თუ
ფარულად
”მგლობისკენ”
მიუწევს
გული…
ისე,
ზრახვებში,
უმეტესად
მარტოხელა
მგლის
”იმიჯს”
შეჰხარიან…
ჰოდა,
ვართ
ასე,
სამყაროს
იმ
კიდიდან
დინოზავრებად
ვჩანვართ,
აქ
კი…
ჰო,
ნიშანდობლივია
ის,
რომ
ამ
ბოლო
დროს,
ცხვრის
ქურქში
გახვევის
მოსურნე
მგლები
ძალზე
მოგვიმრავლდა…
მოკლედ, ყველას და სათითაოდ თავის სიმართლით გაუმარჯოს! სხვა რაღა დაგვრჩენია…
ისე, სხვათაშორის,
დინოზავრების
გარკვეული
სახეობები
მტაცებლებიც
იყვნენ…
არსებითია,
ერსა
თუ
ბერს
რა
უნდა…
ისტორიულმა
ქრონიკებმა
და
ქართულმა
ლიტერატურამ
შთამბეჭდავად
შემოგვინახა
მშობლიური
ენისთვის,
მამულისთვის
და
სარწმუნოებისთვის
თავდადებულ
მამულიშვილთა ნათელი სახეები…
მოკლედ, ბევრისთვის იქაც და აქაც ნაღდად გასარკვევია, მტაცებლობა უნდა თუ…
მე კი, საკუთარ თავს, წლების წინათ დაწერილ ერთ ლექსს შევახსენებ:
ნურც რაი გინდა მგლებთანა…
დაუნახავი გამოდგა
დღემდე
მგლისფერი
ქვეყანა,
ზოგი
ჩემს
ცეცხლზე
შეთბა
და
მერე
გატენა
ბერდანა…
ალალად ნაფიქრ-ნათქვამი მიისაკუთრა, იამა, გადააკეთა, მოირგო, არსი კი, იქნა იავარ…
დაუნახავი გამოდგა დღემდე მგლისფერი ქვეყანა, მაგრამ უფალმა თვის კალთა, ბევრჯერ მომხვია, ბევრგანა…
შემათბო, მადლი მიბოძა და განმიახლა ბექთარი, მითხრა, შენ იმათ ნუ ელტვი, შენ სხვა საქმე გაქვს ბედთანა, სრულყოფა მცირეთ ხვედრია, ნურც რაი გინდა მგლებთანა…
ალალად ნაფიქრ-ნათქვამი მიისაკუთრა, იამა, გადააკეთა, მოირგო, არსი კი, იქნა იავარ…
დაუნახავი გამოდგა დღემდე მგლისფერი ქვეყანა, მაგრამ უფალმა თვის კალთა, ბევრჯერ მომხვია, ბევრგანა…
შემათბო, მადლი მიბოძა და განმიახლა ბექთარი, მითხრა, შენ იმათ ნუ ელტვი, შენ სხვა საქმე გაქვს ბედთანა, სრულყოფა მცირეთ ხვედრია, ნურც რაი გინდა მგლებთანა…
22.02.2000
პოეტური
კრებულიდან
”სიზმრიდან
ცხადში…”
თბილისი/2010
ჯ.გ.
*
*
*
*
*
\/
Комментариев нет:
Отправить комментарий