Translate

четверг, 6 июня 2019 г.

შემეცნებით-ანალიტიკური მაცნე /ხელოვნურად ჩაკეტილი ”სტრუქტურა”





მწერლებისთვის არ ზრუნავთო, რამ გათქმევინა.
აბა, თუ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომელიმე მათგანის საუბილეო თარიღი არ აღგვეღნიშნოს, რაიმე პრემია ეკუთვნოდა და არ მიგვენიჭებინოს, მისი შემოქმედებითი საღამო არ გაგვემართოს და სიტყვით არ მივსალმებოდით…”
*
ამონარიდი მწერლის გაზეთში გამოქვეყნებული პოლემიკური ხასიათის წერილიდან: ” ვგმობ კაცსა აუგიანსა…” პასუხად ვაჟა ჩორდელს /
https://www.facebook.com/photo.php?fbid=595963430911809&set=p.595963430911809&type=3&theater/


ეეჰ, ნამდვილად არ მძულხართ, მაგრამ საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნულ კავშირის სამომავლო ძარღვის შესაფხიზლებლად მოვალე ვარ შეგახსენოთ (თუნდაც, თავის დროზე მწერალთა კავშირის სივრცეში დაფუძნებულ და თქვენგან მივიწყებულ ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის სახელით)
***
სამწუხაროა, მაგრამ ხელოვნურად ჩაკეტილი სტრუქტურა არ იძლევა საშუალებას, თანამედროვე მწერლური ყოფის ამსახველი უმნიშვნელო საკითხებიც კი, უშუალოდ, ყოველგვარი გარიგების გარეშე წარმოჩინდეს....
თავად მე, რამდენჯერმე შევთავაზე დღევანდელ სამდივნოს მესვეურთ, რომ ინტერნეტში შეიქმნას მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ოფიციალური საიტი, რაც, ოდნავ თავმოყვარე ორგანიზაციას, კარგა ხანია უნდა გაეკეთებინა. (იაფად მორგებული, ფრაგმენტული შინაარსის ფეისბუქგვერდი არ გვაქვს მხედველობაში).
აღნიშნულ საიტზე ვიხილავდით ანალიტიკური მაცნეს მსგავს რუბრიკას; დასახული ღონისძიებების, საერთაშორისო ურთიერთობების, წევრ-ავტორთა შემოქმედების, ამა თუ იმ ლიტერატურული ასოციაციის მოღვაწეობის ამსახველ ინფორმაციებს. ბოლოს და ბოლოს კომპიუტერული პროგრამით განხორციელებულ წევრ-ავტორთა საიბიულეო თარიღების ამღვნიშნელ გრაფას. (რათა დამოუკიდებელ ავტორს წელიწადში ერთხელ, დაუმადლებლად ეხილა, თუნდაც სამსიტყვიანი მილოცვა, მაგრამ ვერ მიიკლეს”… და არც, რომელიმე წევრის გარდაცვლების ფაქტის აღნიშვნა იქნებოდა ურიგო). არაფერს ვამბობ, რომ საქართველოს საერთო-ეროვნული კავშირი, თვეში ერთხელ მაინც უნდა ახერხებდეს შემეცნებითი-ანალიტიკური მაცნისა თუ ბიულეტენის გამოცემას მწერლურ სამოქალაქო აზროვნებას, ნებსით თუ უნებლიეთ, ვგონებ თავად კავშირში ებრძვიან.
ვფიქრობ, თქვენი განაცხადით, მე როგორც პროფესიონალ მწერალს და გამომცემელს შეურაცხყოფა მომაყენეთ (გამოქვეყნებული და მკითხველისგან აღიარებული ჩემი ნაწარმოებების ჩამოთვლას არ ვაპირებ, რადგან თუ ჩემს შემოქმედებაზე წარმოდგენა არ გაქვთ, ეგ თქვენი პრობლემაა. (იხილეთ:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაhttp://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000055/ ”ბიოგრაფიული ლექსიკონი ჯანრი გოგეშვილი) ერთს კი შეგახსენებთ, მთელი თქვენი კლანური მოღვაწეობის მანძილზე მე, როგორც 1992 წლიდან კავშირის წევრს, 2004 წლის შემდეგ, რაიმე ფულადი დახმარება არ მიმიღია, არც წიგნი გამომიცია თქვენი ხელშეწყობით, არც საუბიულეო მილოცვისთვის გაგხსენებივართ არც იმ უამრავი დასახელების პრემიათა, შესაბამის ნომინანტზე წარდგენის ხილვის ღირსი გავმხდარვარ, ასე უხვად, რომ არიგებთ იაფფასიანი გრაგნილების სახით. ჩახედეთ თქვენს გამოცემულ საქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარს. სადაც, სხვებთან ერთად, უდაოდ ნიჭიერ შემოქმედთ იხილავთ, მაგრამ კლასიკოსთა სახელობის აღმნიშვნელ პრემიებით შემკულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ წარჩინებულნი, ამაგდარნი, რაინდნი, დედუფალნი და დაფნის გვირგვინებითა და ფარული ფულადი პრემიებით შემკულნი სივრცე ხომ, ჩვეულ მოკვდავთათვის ნამდვილად მიუწვდომელია, ასე რომ იყავით ოდნავ თვითკრიტიკულნი
მწერალთა კავშირის მოძულე ნამდვილად ვერ შევიქმნები, რადგან მის ისტორიაში, დიდებულ შემოქმედთა სულიერებაა განსხეულებული

დროა, როგორმე შეძლოთ და შეელიოთ სხვადასხვა ხრიკებით მიტაცებულ ”მეურვეობას” და 15 წლის ერთგვაროვანი, კომკავშირულ-ნომენკლატურიმმართველობისშემდეგ, საშუალება მისცეთ დამოუკიდებელი საქართველოსმწერალთა კავშირსშემოქმედებითი საქმიანობის გადახალისებისა…
                                                                                                                                                        

NPLG.GOV.GE
ჯანრი გოგეშვილი. დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოითი. დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სა...


*

Комментариев нет:

Отправить комментарий