Translate

четверг, 18 октября 2018 г.

”ხატოვანი მოტივაციები” _ შემეცნებით-ანალიტიკური მაცნე



მოაზროვნე, სხვადასხვა პროფესიისა და მსოფლმხედველობის მოქალაქეთა შორის უშუალო, შემოქმედებითი, ინტერაქციული დიალოგების ორგანიზება, კარგი წინაპირობაა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ამგვარმა დიალოგებმა, ხელი უნდა შეუწყონ ინტელექტუალური სააზროვნო არეალის გამრავალფეროვნებას.
 ***
18 (2018) ოქტომბერს ლიტერატურულ კაფე ”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიაში” შედგა მორიგი შეხვედრა პროფესიონალ მწერალთა და ლიტერატურის მოყვარულთა მონაწილებით.
პოეტმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა არტურ სულამანიძემ განსახილველად წარმოადგინა ნიჭიერ ავტორთა პოეტური ნიმუშები.
პოეტმა და მთარგმნელმა ჯემალ ჭელიძემ ლაკონური შეფასება მისცა ავტორთა შემოქმედებას და გამოთქვა მოსაზრება, სამომავლოდ, მათი პოეტური კრებულებად შემზადების თაობაზე...
ჯანრი გოგეშვილმა (პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი) ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის” სახელით თანამედროვე ქართული სალიტერატურო სივრცე მიმოიხილა. აღნიშნა რიგ ქართველ პროფესიონალ მწერალთა შემოქმედებითი ღვაწლის უგულებელყოფის მცდელობა გარკვეულ სამთავრობო სტრუქტურებისა და მედიის მიერ; კერძოდ, ”ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” ცალსახად მიკერძოებული დამოკიდებულება, საერთო-ეროვნული მწერლობის ”დამოუკიდებელ” წარმომადგენელთა მიმართ.
შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა და მომავალ ღონისძიებათა შესატყვისი არეალიც წარმოაჩინა.
****

***
***
***


***
***





Комментариев нет:

Отправить комментарий