ამას, ჩემს მოსაზრებებზე მოგახსენებთ, თორემ მთლად ქვეყანა, ბევრ მათგანს, სამშობლოდ _ ვგონებ, ნამდვილად უღირს...
მაგრამ, როცა
ხელისუფალს,
ლიბერასტული
ფინანსებისა
და იდეოლოგიის
ზეწოლით
ეროვნულ
სულისკვეთების
წარმოჩენა
”უხერხულობას”
უქმნის,
რა თქმა
უნდა,
გათახსირებას
კაი დახლი
უდგას…
უფრო თამამად საქართველოსკენ!!!
იმედია, მმართველი ”ოცნება” ამ დევიზს ბევრად მეტად გაითავისებს… ხალხის გარკვეული ნაწილი, ჯერ კიდევ სასიკეთო ძვრების მოლოდინშია… არადა, მისი იმედი, მოსალოდნელია, ისე საბედისწეროდ მიილიოს, ბოლოს, სულის ბერვით, რომც გადაიფხრიწოთ, ვერა და ვერ წამოანთებთ…
ათეული წლების მანძილზე ზღვა დაპირებებია გაცემული, ქვეყნის მაცხოვრებელთა უდიდესი ნაწილი კი, ისევ გადარჩენისთვის იბრძვის…
2001
წლის მარტის თვეში ”ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებული წერილი ”სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში” (პუბლიცისტიკა ) ისევ აქტუალურია, მასში მოყვანილი ლექსი კი, ამ გაჭირვებულ ყოფას, თითქოს მისამღერად ადევნებია, ანუ:
***
ბობოლა, ”შეძრული” ღატაკზე ფიქრით…
იდეა-სამყაროში, სამყარო იდეაში…
აზრები ჩაბნეული სივრცესა და დროში,
იდეა-სფინქსი და იდეა კვაზარი
,უსაგნო გარჩევა ”ღვარძლის და იფქლის”…
იდეა-პანაცეა, იდეა-მისტერია,
ინვესტიციები და დონორი ქვეყნები,
თავგზაბნეულნი წარსულს მისტირიან
და აქვე გრანდიოგეგმები…
იდეა-მახე თუ იდეა-ხაფანგი,
იდეა-იდეაში, პროგრამა-ფანდი,
კრედიტი-”ტასისი”, დიდი შვიდეული…
-თქვენ გადაგარჩენთ სესხი და გრანტი!
იდეა-ოინი, იდეა-ფიქცია,
მსოფლიო პროექტები, მსოფლიო მისია,
ცხოვრების ნაცადი, ჯანსაღი წესი…
ლამაზი სურვილი თუ მყარი დიქცია…
ბობოლა, ”შეძრული” ღატაკზე ფიქრით…
ხალხი დაბნეული, ქვეყანა დარბეული,
გარშემო ცრემლი და დარდი,
კვაზი-იდეა და კვაზი-მონოლოგი,
იდეა-ხრიკებით კეთდება ნაღდი…
იდეა-სამყაროში, სამყარო-იდეაში,
მცნება ჩაბნეული სივრცესა და დროში,
სიტყვა ჩანერგილი იდეა-სამშობლოში,
აი, უმთავრესი მრწამსი…
ბობოლა, ”შეძრული” ღატაკზე ფიქრით…
იდეა-სამყაროში, სამყარო იდეაში…
აზრები ჩაბნეული სივრცესა და დროში,
იდეა-სფინქსი და იდეა კვაზარი
,უსაგნო გარჩევა ”ღვარძლის და იფქლის”…
იდეა-პანაცეა, იდეა-მისტერია,
ინვესტიციები და დონორი ქვეყნები,
თავგზაბნეულნი წარსულს მისტირიან
და აქვე გრანდიოგეგმები…
იდეა-მახე თუ იდეა-ხაფანგი,
იდეა-იდეაში, პროგრამა-ფანდი,
კრედიტი-”ტასისი”, დიდი შვიდეული…
-თქვენ გადაგარჩენთ სესხი და გრანტი!
იდეა-ოინი, იდეა-ფიქცია,
მსოფლიო პროექტები, მსოფლიო მისია,
ცხოვრების ნაცადი, ჯანსაღი წესი…
ლამაზი სურვილი თუ მყარი დიქცია…
ბობოლა, ”შეძრული” ღატაკზე ფიქრით…
ხალხი დაბნეული, ქვეყანა დარბეული,
გარშემო ცრემლი და დარდი,
კვაზი-იდეა და კვაზი-მონოლოგი,
იდეა-ხრიკებით კეთდება ნაღდი…
იდეა-სამყაროში, სამყარო-იდეაში,
მცნება ჩაბნეული სივრცესა და დროში,
სიტყვა ჩანერგილი იდეა-სამშობლოში,
აი, უმთავრესი მრწამსი…
15.11.2000
ჯ.გ.
*
ან ამ ლექსმა რა დააშავა…
როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი...
მათ ეს ქვეყანა ქიშპით გაიყვეს,
კარგა აქნეს და დაახარისხეს,
ნაწილი მყისვე გაზიდ-გაყიდეს,
სხვა ”შებოლეს” და დაამარილეს…
მათ ეს ქვეყანა ”რიხით” მოირგეს,
ქლესაობაში უშნოდ გაცვითეს,
ხალხი გათელეს, ფეხქვეშ მოიგდეს
ხალხი ხალხია, მეტსაც მოითმენს…
როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი,
ქვეყნის საშველად კაცნი მოიხმეს…
დარჩენილიყო უჯიგროდ ერი,
არც ბერად იდგა კაცი თორნიკე...
მათ ეს ქვეყანა ქიშპით გაიყვეს,
კარგა აქნეს და დაახარისხეს,
ნაწილი მყისვე გაზიდ-გაყიდეს,
სხვა ”შებოლეს” და დაამარილეს…
მათ ეს ქვეყანა ”რიხით” მოირგეს,
ქლესაობაში უშნოდ გაცვითეს,
ხალხი გათელეს, ფეხქვეშ მოიგდეს
ხალხი ხალხია, მეტსაც მოითმენს…
როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი,
ქვეყნის საშველად კაცნი მოიხმეს…
დარჩენილიყო უჯიგროდ ერი,
არც ბერად იდგა კაცი თორნიკე...
2.02.2002
პოეტური
კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი _2010
*
P.S. ევროპა, არსად გაიქცევა; ქართველობა, კი შესაძლოა საბედისწეროდ ”გაიხიზნოს” და გადაიკარგოს…
უფრო თამამად საქართველოსკენ!!!
თორემ მერე შევარდნაძის კლანობის, სააკაშვილის
სექტობის და საკუთარი ”ოლიგარქოფრენიის” ყველა ცოდვა, თქვენ შეგეტენებათ… ასეა, გამწარებული ხალხის ფსიქოლოგია…
*
შეხმიანება ინტერნეტსივრცესთან… აბა, მმართველ
”ელიტას”, სულ ფეხებზე ჰკიდია…
(პუბლიცისტური შენიშვნა)
*
*
ჯანრი გოგეშვილი _ პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა) დრამატურგია, იგავ-არაკები, ზღაპრები ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
*
*
*
Комментариев нет:
Отправить комментарий