Translate

воскресенье, 6 августа 2023 г.

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით... /პუბლიცისტური შენიშვნა/

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით...

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით, თვალთმაქცობაა  ცხოვრების ლიბო, და ალუზიავით განაჩენი
იქცა ალიბად, რიტორი ლიზღობს

ლექსიდან „ქართულ სივრცეში ჯვარი ვაზისა...“ /26.06.2001/

ოც წელზე მეტია გასული, მაგრამ ჩვენი ქვეყნის „საამშენებლო სამართალის, მორალურ კოდექსში“, ვერასგზით ვერ დამკვიდრდა აღიარება „შემეშალა“.

თუმც, კარგად ვუწყი, რომ საუკუნეების მანძილზე, მრავალი მოაზროვნე, ჩემზე ხატოვნად შეაგონებდა ქართველ საზოგადოებას, რომ საზოგადოებრივ საქმეში, „ჯიბრით გამორჩენას, თვალთმაქცობას თუ სხვა, მსგვსი თაღლითური ქმედებების, პიროვნული წარმატების საწინდრად აღქმას, ხშირად „ეროვნული უბედურება“ მოაქვს, რა დროსაც, თითქმის გამორიცხულია, რომ ვინმე „პასუხისმგებელმა პირმა“, /რომელთა რიცხვი, მშვიდობიან ყოფაში, საგრძნობლად თვალშისაცემია /, თავისი დანაშაული აღიაროს...

ისიც კი, არ წამოცდება ვინმეს „შემეშალაო...“, არადა, პირად  ცხოვრებაში, ამა თუ იმ „სიტუაციაში“, ყველას გვეშლება და აშკარად თუ ფარულად, ხშირად მივსტირით უიღბლობას, მაგრამ საქვეყნო საქმეს, რომ იჩემებ... ჰოდა, ლამის ცხოვრების წესად გვექცა:  ...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,

თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო...“

მერე გინდ, მწუხარება „აზეიმე“ და გინდ, დროშები დაუშვი... თუ ის არ გაითავისე, რომ შეგეშალა... ამ „კოლექტიური უპასუხისმგებლობის“ გამო, ასე, მომრავლებულ „პასუხისმგებელ პირთაგან“, არც არავინ განიცდის სინდისის ქენჯნას...

„უბედრი შემთხვევა...“ მთლიანად სტიქიას დაბრალდება, წარმართები, ამგვარი შემთხვევების მომრავლებისას, თავიანთ ღმერთებს /კერპებს//, ავედრებდნენ თავს...  დიახ, სტიქიური უბედურები, დედამიწის სხვა ადგილებშიც ხდება, მაგრამ, როცა  ე. წ. „პასუხისმგებელ პირთა“ გარკველი ნაწილი, შეგნებულად თუ მინდობილი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით მისი თანამონაწილე ხდება, ეს მართლაც,  ეროვნული უბედურებაა...

...ვაშენებთ ჯიბრით და გამორჩენით,

თვალთმაქცობაა ცხოვრების ლიბო...

 საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***
***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen

ჯ.გ.

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий