ვინაც, ჯერ კიდევ არ იცის... /პუბლიცისტური მინიშნება/
აგერ ახლა, „ფესბუქმა“, რომელსაც ქართული „ბუქი“ანუ გააბუქება, სახალისოდ ესადაგება, გვაცნობა, რომ... თუმც, იმათთვის რომლებმაც, ჯერ კიდევ არ იციან _ „ბუქი ქარისგან ჰაერში ატანილი თოვლი ან მტვერი. მტვრის ბუქი დადგა.“ კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ გვაცნობა. რომლის შემადგენელი წევრები თავიანთი განაცხადებით, სახალისოდ თუ შევაფასებთ, თითქოსდა კინწისკვრით გარბიან ევროპისკენ... იმათთვის, რომლებმაც, ჯერ კიდევ არ იციან _ „კინწისკვრით _ ისე, რომ კისერში ხელს წაჰკრავენ.“
და ერთგან პოლიტიკურ კულისებთან გაშინაურებული, ჟურნალისტის ფრაზაც ამოვიკითხე „ახლაც იქ იქნებოდნენ, ბიძინას კინწისკვრით რომ არ გამოეყარა...“
კი, ბატონო, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილი, მართლაც ევროპისკენ ისწრაფვის, მით უფრო, ახლა... ოპოზიიის, მოთავეთა დაჟინება, ვინაც, სიფრთხილეს გამოიჩენს და ბრმად არ მიიღებს, ამჯერად „ევროპულ ზნე-ჩვევად“ გათავისებულ ულტრამემარცხენეთა იდეოლოგიას, ის, არა მარტო ევროპის, კაცობრიობის მტერიცააო, /ბოლშევიკურ გარიჟრაჟსაც მსგავსი უკიდურესობანი ახასითებდა...
მოვიშველიებ ამონარიდს სტატიიდან _„ქართული იდენტობის ისტორია _ქართული იდენტობა ძალიან საინტერესო მოვლენაა. მრავალ ეროვნულ იდენტობათა შორის მას გამოარჩევს დიდი განგრძობადობა...“
კი ბატონო, გვინდა ევროპა, მაგრამ უფრო მეტად ქართველობა; საარჩევნო სლოგანად თუ არ გამოდგება, იქნებ, ასე გვეცადა:
კოალიციური მთავრობის ადეპტები! (მომხრეები). ის კი არა, ამგვარი სახელწოდების მქონე პარტიას, საარჩევნოდ მოსახლეობის გამორჩეული ნაწილიც დაუჭერდა მხარს. ვინაც, ჯერ კიდევ არ იცის:
განსჯისთვის–
„კოალიციური
მთავრობა
(ლათ. coalitio — გაერთიანება) — მთავრობა, რომელიც შექმნილია პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისაგან.“
საყურადღებო ამონარიდები:
„...მეფის დარბაზი:
მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი (დღევანდელი პრემიერ-მინისტრი). _უმაღლესი მთავრობა _სავაზირო შედგებოდა 7 ვაზირისგან: I _მწიგნობართუხუცესი, უმაღლესი მოსამართლე; II _მანდატურთუხუცესი, შინაგან საქმეთა (პოლიცია, მსტოვრები); III _ამირსპასალარი (სამხედრო საქმეთა); IV _მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა); V _მსახურთუხუცესი (სასახლის კარის სამსახურის): VI _მეჯინიბეთუხუცესი, ამირსპასალარის პირველი თანაშემწე. VII _ჩუხჩარხი, მეფის პირადი სპასპეტი, მონასპის (გვარდიის) უფროსი თამარ მეფე (1160-1213)...“
საუკუნეების შემდეგ:
პირველი
კოალიციური
დროებითი
მთავრობა
ჩამოყალიბდა
1918 წლის
26 მაისს.
ნოე რამიშვილი
(მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი);
აკაკი ჩხენკელი
(საგარეო საქმეთა მინისტრი);
გრიგოლ გიორგაძე
(სამხედრო მინისტრი);
გიორგი ჟურული
(ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი),
გიორგი
ლასხიშვილი (განათლების მინისტრი),
ნოე ხომერიკი
(მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი),
შალვა ალექსი-მესხიშვილი (იუსტიციის მინისტრი),
ივანე ლორთქიფანიძე
(გზათა მინისტრი). “
ამჯერად,
P.S.
21-ე საუკუნეა –მოსალოდნელია, კოალიციურ მმართველობებში „ხელოვნური ინტელექტიც“ იქნას მიწვეული...
და „გახევებული თავებიც“ ტრაგიკომიკურ მოგონებად შერჩება ჩვენს ისტორიას...
იხილეთ –ვინაც, ჯერ კიდევ არ იცის... ანუ „კოალიციური მთავრო..
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий