Translate

пятница, 19 сентября 2025 г.

ისე რა... -დიპლომატთა შესაფხიზლებლად!

 

ისე რა... -დიპლომატთა შესაფხიზლებლად!

 

ყოფაში, ჭეშმარიტად დრამატურგიული ეპოქა გვიდგას; ზედმეტ განმარტებას თუ ახსნას აღარ საჭიროებს... ისე კი, როგორც არ უნდა, მივესადაგოთ ამ ქვეყნის, ანუ როგორც ხშირად ამბობენ, სამშობლოს სადარდებელს; ბოლობოლო, ყოველს, ვისაც, ფიქრის უნარი გააჩნია, თავისი, პირადი პრობლემები, არ აძლევენ მოსვენებას... ეროვნულ მეხსიერებაში, ევროპა, საუკუნეების მანძილზე გვიზიდავდა და გვიხმობდა, ახლა კი, მრავალი ოჯახი დანათესავდა კიდეც და უვიზო მიმოსვლისაღდგენა“, ბევრს ჩააყენებს მორალურ და ეკონომიკურ განსაცდელში...

უნდა გამოვიხმოთ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ზღუდედ აღმართული რიგი კანონები, აღვადგინოთ თანათმშრომლობა და მერე გონივრულად; მორალურად, იურიდულად განვამტკიცოთ წესჩვეულებების  მიმართ პატივისცემა, ეროვნული კულტურისადმი, ტურისტთა თვითშეგნების ამაღლება...

დასაცავი, ღირსეულად უნდა დავიცვათ... თუნდაც ასე, დამნაშავეთ ფულადი სასჯელი დავუწესოთ, თუნდაც, ციხეში ჩავსვათ; (ამხელა ჯარიმებს, ნადვილად ვერ გაუძლებენ ...) მერე კი, სხვადასხვა, ემპათიური მოტივებით , მათთან მეგობრობა , არ შევწყვიტოთ!

ეს ოხერი მომხეჭველობა, რომ არა, მარტივადაა ყველაფერი... მალე, მსოფლიო გვარიანადგადაკეთდება“; ჩვენც, უკეთსისთვის შევემზადოთ!!!

ისე კი;

ყველას უშველოს ღმერთმა; ღირსეულად დააპუროს, შემოსოს, ავლადიდება შესძინოს; და რაც მთავარია, ღირსეული ცხოვრების სიცოცხლის დღენი შემატოს!

მაგრამ, ასე განუწყვეტლივ. არც იმის შიში  უნდა გვქონდეს, რომ, მერე, ლმობიერ ხალხს მოგვდგებიან და ...

შეგახსენებთ -„...21 სექტემბერს გველოდება განსაკუთრებული მოვლენა - უნიკალური მზის დაბნელება...

უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, ისეთი ცვლილებები მოხდება, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

მერკურის ფაზამ, 13 სექტემბერს მზის მიერდაწვისპერიოდის გავლის შემდეგ, ჩვენი მენტალური სივრცე მოძველებული რწმენებისგან გაწმინდა. ახლა იწყება ახალი  მისწრაფებებისა და მიზნების ფორმირება, რომლებიც უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება. დაბნელების ძალასთან ერთად, რომელიც პროცესებს ყოველთვის აჩქარებს, ჩვენი გონება და აზროვნება აქტიურდება. გონების სიცხადე, გაანალიზების უნარი და უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილებების პოვნა - აი, რას მიგვანიშნებს ახლა დაბნელება და მისი მმართველი მერკური: „მოუსმინე შენს აზრებს, დააკვირდი დეტალებს, ჩაინიშნე იდეები. ახლა მათში მომავლის პოტენციალი იმალება“.

... ჰოდა, ჩემი , ჯიუტად  რომ არ გჯერათ, პროფესიონალთა ნაუბარი, გაითვალისწინეთ!

ბევრი, სეირით ვერ ძღება...

„გული, გრძნობა და გონება
ერთმანეთზედა ჰკიდიან...“
ცოდნისა სხივთა მკრეფავნი;
ჯავრში ვერ ჩაილევიან...
ბევრი, სეირით ვერ ძღება;
რეალურს მიღმა ფრთვინავენ;
საქვეყნო თემებს ადგენენ;
სამშობლო, ვერ შეუცვნიათ...
ჯ.გ.

/კვანტური იმპულსები /Квантовые импульсы/ Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G. 

ევროპა ჩვენი ხვედრია!

 

 *
ვებგვერდების

***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

 

воскресенье, 7 сентября 2025 г.

როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი... /პუბლიცისტური მინიშნება/

როცა ”მოყვრულად” შემოდგა მტერი...

 /პუბლიცისტური მინიშნება/

 

ეს ლქსი 2002 წლითაა დათარიღებული...
და რა თქმა უნდა, მაშინდელ და მომდევნო ე.წ. წარმართველ ძალებს... აღარ გავაგრძელებ... ახლაც, არ სიამოვნებთ გულწრფელად მოსაუბრე...
ეს, მხოლოდ გაფრთხილებაა... ღმერთმა ნუ ქნას...
დროა, „სინდისის პატიმრების“ ერთიანად განთავისუფლება მოახდინოთ...

როცამოყვრულადშემოდგა მტერი...

მათ ეს ქვეყანა ქიშპით გაიყვეს,
კარგა აქნეს და დაახარისხეს,
ნაწილი მყისვე გაზიდ-გაყიდეს,
სხვაშებოლეს და დაამარილეს

მათ ეს ქვეყანარიხითმოირგეს,
ქლესაობაში უშნოდ გაცვითეს,
ხალხი გათელეს, ფეხქვეშ მოიგდეს
ხალხი ხალხია, მეტსაც მოითმენს

როცამოყვრულადშემოდგა მტერი,
ქვეყნის საშველად კაცნი მოიხმეს
დარჩენილიყო უჯიგროდ ერი,
არც ბერად იდგა კაცი თორნიკე...

***
2.02.2002
პოეტური კრებულიდანსიზმრიდან ცხადში…” /თბილისი-2010

*

წინა ხელისუფალთა, შეცდომების გამეორებაჩირაღდანადნუ გვექცევა...

კიდევ ერთხელ გავიხსენებ

1 октября 2010 г.

მოდუს ვივენდი” (პუბლიცისტიკა)

მოდუს ვივენდი”, ” ”ხატოვანი მოტივაციები”, №2 (4) /2005 .

*



*
ვებგვერდების

***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

შვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.