შენც გაფრხილდი! (იუმორესკა)
–ევროპაზე, ვინ სულელი იტყვის უარს?! ჩვენ, ბატონო! პედერასტულ ურთიერთობებს გავურბივათ...–შეემზადა ფრიდო; არა, სრულაც არ გახდათ ნასვამი, თავისთვის იჯდა, ძველიძველ რადიომიმღებთან და „საზოგადოებრივი აზრის“ მორიგ გადაცემას უსმენდა, შიგადაშიგ ერთვებოდა კიდეც; ზუსტად აქეთკენ მოუწოდებდა, თავის მსმენელებს წამყანი, იმ მოტივით, რომ ხალხის შენიშვნებს, ოფიციალური პირები, მაინც არ ითვალისწინებენ და ვისაც განმუხტვა გინდათ; ჩემი გადაცემის დროს დიალოგში ჩაერთეთ, ენამჭევრობაში წაივარჯიშეთ და თან გული მოიოხეთო...–და უცებ, ფრიდო, რომ მონოლოგისთვის შემზადა, წამყვანმა თემას გადაუხვია, ასე ჩვეოდა მსმენელებში „გამჭრიახობას“ ავითარებდა; –“ისტორიაში პირველად, ხელოვნური ნეირონისა და ტვინის ნამდვილი უჯრედის კომუნიკაცია შედგა...“ ამ ინფორმაციას, ბევრი, ისე სხვათაორის „ჩაატარებდა“, მე კი, ინტრნეტში, „გამონათებული“ მგოსნის ლექსი გამახსენდა და უნებლიედ გავიფიქრე „ენამ ხომ არ უყივლა მეთქი; ხშირად ხდება, თითქოს შემთხვევით გაიფიქრებს, რამე უცნაურს და მალე შეიძლება ... მოკლედ, აი, იმ ლექსის სტროფიც:
სიბრძნე ბევრი გვაქვს, იცოცხლეთ;
ვერ ვქმნით მომავალს ბრძნულადა,
ბრმა აზრი გაჯიქებულა, მჩატე
ასკლინტავს თავზედა...
არა, არა!!! იმ ლექსს, „გაყიდე ტვინი!“ ერქვა;
„კვანტური
ფიზიკა,
რა
პრობლემაა?!
სამყარო
ჰოლოგრამიული
ბრენდია,
გაყიდე
ტვინი,
ხათაბალად
გექცა,
ჭკუა
ჩამოფასდა,
სიბრძნე
ვახშშია…“
ალბათ, ბიორობოტი, ბევრად უკეთესად გამოყენებს, „ეკოლოგიურად სუფთა“ აზრონების უნარს, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა; აწი ხშირად, მოივლეთ თავზე ხელი, რა იცით, იქნებ, ასე იგრძნოთ, უკვე, ხომ არ აგწაპნეს და ხელოვნურით არ ჩაანაცვლეს, სმარტფონში საათობით ჩაჩერებას და ჰაიჰარად პარტიების შექმნას, ბევრად გამარტივებული მექანიზმი, ჭირდება... მაგრამ, თაობებმა უახლესი ისტორიის, ცხოვრებისეული ყოფის ამსახველი ქართული ლიტერატურის გადაკითხვას მიანებეთ თავი და იმის ბრალია ეს.... ასეთ დროს, სხვას თუ არა, „ყვარყვარე თუთაბერს“, მაინც გადაავლეთ თვალი...
ჰო, იმ ეპიზოდსაც შეგახსენებთ; აგერ, ახლა შემომხვდა ინტერნეტში;
უცხოპლანეტელთა საბედისწერო გავლენები (ფრაგმენტი – უჩინარ მოვლენათა მკვლევი ლექტორის მონოლოგიდან....) ანონსი
საიდუმლო წყარებზე დაყრდნობით, გაირკვა, რიგი ავანტიურისტული სცენები, უცხოპლენეტელთა პროვოცირებით ხორციელდება, და უხილავი, კოსმიური საგუშაგოებიდან ხდება მათი გადაღება; რათა, მერე, ბნელ მასაში ჩარჩენილ ბინადართ, შემეცნებით–გასართობი პროგრამების სახით შესთავაზონ; ასე რომ, ყოველი ეპიზოდი, დემონსტრაციული შეხლა–შემოხლის, ამბოხის, მხილების და ასე შემდეგ, მათ მიერაა პროვოცირებული.
–ჩვენებური გადატრიალების მცდელობაც?!
–რა თქმა უნდა, ასე რომ, შეეცადეთ, საკუთარი გრძნობები აკონტროლოთ!!! უცხოპლანეტელთა პროვოცირებულ ავანტიურას არ უნდა აჰყვეთ... ხომ ხედავთ, აგერ ახლა, რა რებუსი შემოგვიგდეს, პასუხები, თურმე ხალხს უნდა სცოდნოდა, ხალხს რომ მაგის უნარი ჰქონდეს... ამდენი პარტია, რა ჭირად უნდათ... ქვეყნად რა გამოლევს, ხალხში დაბრძენებულ რეალურ “თავკაცებს”, “კაცთ საკითხავებს“, “ნაცად კაცებს”, “კითხულ კაცებს”, “რჯულის კაცებს”, “სოფლის თავკაცებს”, “მებჭეებს“, “მერჯულეებს“, “ბჭეებს“, ასევე მედიატორებს. ისინი ითვლებიან სამართლიანობით ცნობილ ხალხად, ხალხური თუ მსოფლიო სამართლის კარგ მცოდნეთ, ანუ ამქვეყნიური“ცოდვა-მადლით დაშინებულ“ მოღვაწეებად... თუნდაც, ყურადსაღებ პროფესიებში გათვითცნობირებულ მოქალაქეებად ...
_ზუსტად, მასეთ ხალხს იჭერენ ახლა, შენც გაფრხილდი!.. –გაცხარდა ფრიდო, –ვითომ, ინტერაქციული დილოგების ნიშნით მიყავს გადაცემა და რომ შეუბერავს...–და რადიომიმღები ჩააჩუმა...
ჯ.გ.
***
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
ცნობისთვის_”ხატოვან აღქმათა ობსერვატორიის” დღიურებიდან /არქეოლოგიური ხედვები დრო-სივრცის ლაბირინთებში /იუმორნარევი ესსე/
Комментариев нет:
Отправить комментарий