Translate

воскресенье, 30 ноября 2025 г.

„ხალხმა ვერ გაიგო...“–\იუმორისტული შენიშვნა /

 ხალხმა ვერ გაიგო...“–\იუმორისტული შენიშვნა /

 ქართულქრონიკებში“ –ისტორიული მოვლნების ინტრიგული ეპიზოდები მაქვს მხედველობაში, სცენები სხვადასხვა შეფერილობით მეორდება...

პერსონები, რომლებიც, საკუთარ მისწრაფებებში, მთლად ნათლად ჯერ კიდევ, ვერ გარკვეულან, ხშირად იშვლიებენ: „ხალხმა, ვერ გაიგოო და ამანერთი საბჭოური ანეკდოტი გამახსენა:

რუსეთში რევოლუციური ორომტრიალის დროს ჩარჩენილი ჩინელისაშოვარის მაძიუბელი“, რომელიც რუსულად,  ბორძიკბორძიკლაპარაკობდა, და ვინ ვის ან რისთვის ებრძოდა, მთლად ნათლად ვერ წარმოედგინა, თავის აპარტამენტში შეიკეტა იმ იმედით, რომ გარშემომყოფთვის მინიშნებინა: –მე არვის საქმეში არ ვერევიო! შეიძლება ითქვას, საერთოდ აქ არ ვარო; ანუ ჩვენებურნივიჟუსიჭერდა.

და ერთხელაც, მის კარზე აკაკუნებენ:

ისიც მექანიკურად,  ჩინურად მომღიმარე, აღებს კარს:

წითლებს მასპინძლობ?–ჩაძიებით ეკითხება  მოსული; შეზარხოშებული სამხედრო.

მობრძანდით. მობრძანდით!–„დნებაჩინელი.

ორმოცდაათი როზგი მაგას!–ბრძანებას იძლევა პორუჩიკი დაგადასაკრავადსამზარულოს მიაშურებს.

და თანხმლები კაზაკებიც...

აკვნესებული მასპინძელი ხვდება, რომ შეცდა...

იერით თუ ჩაცმულობით ვერ ამოიცნო მომხდურები.

***

ის დღე კვნესაში გალია და დილით კარზე კაკუნი მეორდება...

მასპინძელი ფრთხილად აღებს კარს...

თეთრებს მასპინძლობ?–ეკითხება ჩაძიებით მოსული, შეზარხოშებული სამხედრო.

ჩინელი აკვირდება ნაცნობი სახეა. „აა, თეთრი ყოფილა!

მობრძანდით. მობრძანდით!–მოკრძალების ნიშნად თავს ხრის.

ორმოცდაათი როზგი მაგას!–ბრძანებას იძლევა მოსული.

და  თანხმლები კაზაკებიც... მისი კვნესის ხმაზე შეზარხებული შეფხიზლდება:

აა, შენ, ისევ ის ხარ...

თქვენ ხომ გუშინ?!

შუაღამეს გავრიგდით და წითლების მხრეს გადავედით!–როხროხებს ბრძანების გამცემი.

რამეგადასაკრავისმოძიების იმედით, ისევ სამზარულოს მიაშურებს.

ალიონისას კარზე ბრახუნი ისმის...

წინდახედულიმასპინძელი, პირდაპირ კართან ჩაიწევს შარვალს და გასაროზგად მოსულებს უკანალს უშვერს, რათა აპრარტამენტიდარბევისგანიხსნას...

ხალხმა ვერ გაიგო...“ – ხშირად შეხვდებით, ამგვარ მინაწერს ფეისბუქში... არვის წყენინება არ მინდა, მაგრამ ხალხის წარმომადგენელთა გარკვეულ ნაწილს, ხშირად ემართება ამგვარი რამ და გაამაყებული გამარჯვებას ზეიმობს, ან წუხილს მიეცემა ხოლმე და მერე გადაწყვეტილებასაც, ამგვარი განწყობის ტალღაზე იღებს...

ხალხმა ვერ გაიგო...“ –მართლაც, შესაძლოა, ზოგჯერ მეც, უმეტესად სიჩქარეში, ინფორმაციის არასრულფასოვნად აღქმის გამო, მაგრამ სულ სხვაა, ვინაც ვაჭრული გარიგების შედეგად, ბევრი რამის გაგებას არც ცდილა;

ერთეულთა მოგონებეშიც კი, სხვა სამშობლო ცოცხლობს...

ვეფხისტყაოსნის“, ილიას, ბარათაშვილის, გურამიშვილის, სულხანსაბას და... რომ ჩავყვე, ძალზე ბევრიც  არ არის, მაგრამ მერე ყოველ გამორჩეულს, მაინც, ვერ გასწვდები....

სხვათა ფიქრებში; დოლარი, ევრო, მარკა, ფუნტი; შაურმა, მწვადები, ხაჭაპური; ხინკალი; ჩიზბურგერი, ბეიგელი, ბურგერ კინგი; ბერგერები, ბერგერები, ბერგერები;  ინდივიდუალურად გააგრძელეთ, უკეთ გამოგივათ და რომელ ერთობაზეა საუბარი...

ძველ ქართველებს, ძირითადად, საკვებიც ერთნაირი ჰქონდათ... მცენარეული, თევზეული, ცხოველური და შიგადშიგ ხორცეულიც; მარხვას იცავდნენ, „აღქმასიცავდნენ... ვინმეს, „შესარცხვენადკი არ ვიხსენებ, ძირითადად, მეც ვერ ვახრხებ... თუმც, „სამარხულო ნამცხვრებით, და ასე შემდეგ, ნამდვილად არ ვარ გართული... მთავრია, სხვათათვის, თვალის აბმას  მოვეშვად; ახლა, ასე ადვილად, არც ჩვენს  უმწიკვლოებას დაიჯერებს  ვინმე და ვერც ვერვისგადავაცდენთ“, ბევრად უმჯობესია უშუალონი ვიყოთ: სრულყოფილი ამ მიწაზე, ვერც ვერვინ იქნება, მაგრამ სრულყოფილებისკენ კი უნდა ვისწრაფვოდეთ... მოკლედ, უპირველესად, ერმაც და ბერმაც, გარკვეული გამონაკლისების გარდა, „პაკაზუხობისსინდრომი უნდა დავძლიოთ; განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკის წარმართვის მოსურნეებმა...

ხალხმა ვერ გაიგო...“, შესაძლოა ამაზეც თქვან, რადგან ზოგზოგებს, ვერ წარმოუდგნია ერთი სახის, უმეტესად მცენარეული საზრდოთი კვება, ან ... ვინაც გაიგო, ფიქრში გააგრძელოს...

და ისევვინაც, სამშობლოს, წრფელად შეჰხარის, მისთვის მიზანდასახულობა თავგანწირვისა და სიამოვნების სიმბიოზია...

ჯ.გ.

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
***

понедельник, 24 ноября 2025 г.

როცა „მოგონებებთანაც“, ვერ ჰპოვებ შვებას...

 
როცა „მოგონებებთანაც“, ვერ ჰპოვებ შვებას...

 ქართული ოცნებადიქტატის წინააღმდეგ! ქართველთა პასუხი მიხეილ სააკაშვილს! \The "Georgian dream" against dictatorship! The answer of Georgians to Michael Saakashvili!

https://janrigogeshvili.blogspot.com/…/georgian-dream…

ქართველობა, ძირითადად, რომელსამე პარტიისა თუ მოძრაობის, კი არა, უპირველესად, სამშობლოს ერთგულია... სამშობლოს სახელით კი, უამრავიგაქნილიგვევლინება და ჩვენც გულუბრყვილობა მოგვდგამს... მერე კი... თავადაც იცით... ახლაც, „კინკლავში“, ისევ მტერს ნუ გავახარებთ, გვიჯობს, ერთმანეთთან შევჯერდეთუპირველესად, ხომ ყველანი, სამშობლოს ერთგულნი ვართ...

ბლოგზე გამოფენილ ფოტოებში, ჩემსავით, ალბათ, მომავლის მოიმედე, ბვრი დაღალატიანებული აღმოაჩენს, რომიღბლიანიცხოვრების მოლოდინში, ზედმეტად აჟიტირებულები ვიყავით...

ეტყობა ფოტოებსაცსხაპასხუპითვიღებდი...

და მაინც, ერთი უკიდურესობიდან, მეორეშიგადაშვებაგვჩვევია;

საკუთარ თავსაც, უნდა ვუსაყვედუოთ; ემოციებს აყოლილებს, ასე ხშირად, არ უნდა გვღალატობდეს ალღო და საზრიანობა...

უშნოდ წამსვლელ მმართველთა ბრალია, ხალხის გაძაღლებული ყოფაც...

*Janri Gogeshvili

24 ნოემბერი, 2024  ·

გაზიარებულია აუდიტორიასთან საჯარო

ამას, რომ იგრძნობთ, მეტისმეტად გვიან არ იყოს...

სანამ, რამეს უსაშველოდ დაიჟინებს; მეტნაკლებთდ მოაზროვნე ადამიანმა, ისიც, უნდა გაიხსნოს, რომ ამ ეგრეთ წოდებულ რეალურ სამყაროში, ცვალებადობა, მარტო ადამიანთა ნებაზე არაა დამოკიდებული... და დღევანდელი ავად ჩახლართული მოცემულობის გამო; განაწყენება, დამწუხრება, მით უფრო, დროს აცდნილი პოსტულატების დამკვირდების მცდელობა, ერის აწიოკების სანაცვლოდ, არც არვის დაუფასდება... ამას, რომ იგრძნობთ, მეტისმეტად გვიან არ იყოს...

ხელისუფალო!

ღონივრობით, რომ იწონებ თავს, ახლა ის დროა, გონივრულობითაც დაამახსოვრო მომავალ თაობას თავი.

დრამა, კომედია, ტრაგედია, ტრაგიკომედია, აბსურდი ყოველივე, მრავალჯერ გათამაშდა...

გონივრული იქნება შეთანხმება; შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ისე რომ, ოპოზიციაპოზიციამ ერთად გაუსინჯოს გემო...

..

*

janri Gogeshvili

გზავნილებისაღქმაში შეგეშველებათ...

#მერწყული

19 ნოემბერს მერკურის ოპოზიცია ურანთან შენს გონებას აანთებს. მოვა იდეა, რომელიც პირდაპირი გზავნილი იქნებ სამყაროსგან. ეს უბრალო შეგრძნება არ არის, ეს ის განზრახულიჩხვლეტა“, რომელიც მიმართულებას გაძლევს. ის, რაც სხვებს ქაოსად ეჩვენებათ, შენთვის ინოვაციის კარიბჭეა. ენდეთ თქვენს ორიგინალურობას. შენ ხარ დროის წინ და ესაა შენი ძალა.

*

P.S.

პირადად მე, როგორც ყოველთვის, აქაც, არ მწყალობს ბედი... ისეგანზრახულიჩხვლეტა“, თუ შხამიანი ისრები, კი ფიქრში, ალბათ ბევრი მაყენებს, მაგრამინოვაციის კარიბჭესჯერ ვერ აღვიქვამ, თუმც, თუ ქართველ ხალხს, წაადგება; ქართულ საზოგადო და პოლტიკურ სივრცეში მოღვაწე აშკარა თუ ფარულ მილიონრებისა და მილიარდელების, გვყავს ჩვენ ასეთები; სასარგებლოდ ვთმობ...

შენ ხარ დროის წინ და ესაა შენი ძალა...“ არ მგონია, ახალგაზრდების თუძველგაზრდების“ „პაჩკობითდაჭერა, „ინოვაციის კარიბჭისმისია იყოს; ლოცვა გააძლიერეთ; განგებაგზავნილისაღქმაში შეგეშველებათ...

და კიდევ „ის, რაც სხვებს ქაოსად ეჩვენებათ, შენთვის ინოვაციის კარიბჭეა“ თუ ჩემს პოეტური რუბრიკიდან („კვანტური იმპულსებიდან“ ) მოვიშველიებ სტროფებს, მაშინ ამ „წინასწარმეტყველებაზე“ ადრე გავცნობივარ „დედანს“, ანუ

 ფიზიკაათას ჭორს იბრალებს

 ქაოსი, სამყაროს დედაა,

მტვრის ბუდე, გრძნებათა სავანე,

ერთგულება, ღალატსაც შეიცავს,

ფიზიკა, ათას ჭორს იბრალებს;

ხილვებს უფლისგან ბოძებულს;

შფოთვისა გამო, ვერ ვამუღამებთ;

ნება აწყვეტილი, ქაოსია და

მტვრის ბუდე, გრძნებათა სავანე...

ვინაც, სამშობლოს, წრფელად შეჰხარის, მისთვის მიზანდასახულობა თავგანწირვისა და აღტაცების სიმბიოზია...

ჯ. გ.

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.